ცნობილ სუპერმოდელს, ნატალია ვოდიანოვას ქმარი განქორწინებაზე უარს ეუბნება. ჯასტინ პორტმანი უარს აცხადებს საბუთებზე ხელის მოწერასა და მოდელის ადვოკატებთან საუბარზე.
ნატალია ვოდიანოვა და ლორდ ედვარდ ჰენრი ბერკლის შვილი, ჯასტინ პორტმანი ერთმანეთს 3 წლის წინ დაშორდნენ. ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში მოდელი ფრანგ მილიონერს, ანტუან არნოს ხვდება. წყვილი საერთო შვილის გაჩენაზეც ფიქრობს, თუმცა მანამდე ნატალია ქმარს ოფიციალურად უნდა გაეყაროს.
ინტერვიუში, რომელიც ვოდიანოვამ გამოცემა "7 дней"-ს მისცა, ვარსკვლავი აცხადებს, რომ საქმე საქორწინო კონტრაქტში სულაც არ არის.
"არ ვიცი, რა გავაკეთო. ჯასტინს არ სურს ჩემს ადვოკატებთან საუბარი. განქორწინება, რა თქმა უნდა, გარდაუვალია, თუმცა ახლა - არა... ეს უფრო სამომავლოდ მოხდება", - განაცხადა ნატალიამ.
წყვილი ერთმანეთს 10 წლიანი ურთიერთობის შემდეგ დაშორდა. მათ სამი შვილი - 10 წლის ლუკასი, 6 წლის ნევა და 5 წლის ვიქტორი ჰყავთ. დასავლურ მედიაში წერდნენ, რომ ცოლ-ქმარი ერთმანეთს ბავშვების გამო არ ეყრებოდა.
"მე და ჯასტინს არასდროს გვქონია საქორწინო კონტრაქტი! ბავშვები, რა თქმა უნდა, ჩემთან იცხოვრებენ. რაც არ უნდა იყოს, ჯასტინის მადლობელი ვარ, რომ ამ საკითხში ჩემთვის დაბრკოლება არ შეუქმნია", - განაცხადა ნატალია ვოდიანოვამ.
მომზადებულია 7 дней-ს მიხედვით.