პოლიტიკა
კონფლიქტები

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სკანდალი: საფრანგეთის პირველ ლედის საყვარლები ჰყავდა მემარცხენეებში, მემარჯვენეებსა და ცენტრისტებში
სკანდალი: საფრანგეთის პირველ ლედის საყვარლები ჰყავდა მემარცხენეებში, მემარჯვენეებსა და ცენტრისტებში

ელი­სეს სა­სახ­ლე სექ­სუ­ა­ლუ­რი სკან­და­ლის ეპი­ცენ­ტრში აღ­მოჩ­ნდა. წიგნ­ში, რო­მე­ლიც ორმა ცნო­ბილ­მა ფრან­გმა ჟურ­ნა­ლის­ტმა და­წე­რა, საფ­რან­გე­თის პირ­ველ ლე­დის, ვა­ლე­რი ტრი­ერ­ვე­ი­ლერს რამ­დე­ნი­მე სა­სიყ­ვა­რუ­ლო კავ­შირ­ში ამ­ხე­ლენ.

ბი­ოგ­რა­ფე­ბის ცნო­ბით, მას სა­სიყ­ვა­რუ­ლო კავ­ში­რი ჰქონ­და სო­ცი­ა­ლისტ ფრან­სუა ოლანდთან (რო­მე­ლიც დღეს საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტია და ვა­ლე­რი ჯერ­ჯე­რო­ბით მისი ოფი­ცი­ა­ლუ­რი ცოლი არც არის), ასე­ვე წინა მთავ­რო­ბის მი­ნის­ტრთან, ნი­კო­ლა სარ­კო­ზის ახლო მე­გო­ბარ პატ­რიკ დე­ვე­ჯი­ან­თან, თან იმ დროს მე­სა­მე მა­მა­კა­ცის ცოლი იყო და ოლან­დი ჯერ კი­დევ სე­გო­ლენ რუ­ა­ი­ალ­თან ცხოვ­რობ­და.

პირ­ვე­ლი ლე­დის ად­ვო­კა­ტი აცხა­დებს, რომ ეს ბრალ­დე­ბე­ბი გა­და­უ­მოწ­მე­ბელ ჭო­რებს ეყ­რდნო­ბა და ვა­ლე­რი სა­სა­მარ­თლო­ში აპი­რებს სარ­ჩე­ლის შე­ტა­ნას.

გა­მო­კი­თხვე­ბის თა­ნახ­მად, პირ­ვე­ლი ლედი თა­ვის ქვე­ყა­ნა­ში ძა­ლი­ან არა­პო­პუ­ლა­რუ­ლია. წიგნ­მა შე­იძ­ლე­ბა ახა­ლი შე­კი­თხვე­ბი გა­ა­ჩი­ნოს საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტე­ბის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ. ამომ­რჩევ­ლე­ბი არც ოლან­დის წი­ნა­მორ­ბე­დით, ნი­კო­ლა სარ­კო­ზით იყ­ვნენ კმა­ყო­ფი­ლი, რომ­ლის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა ბევრ სა­ჭო­რაო სა­ბაბს იძ­ლე­ო­და.

ზე­მოხ­სე­ნე­ბულ წიგნს ჰქვია "მე­ამ­ბო­ხე", მისი ავ­ტო­რე­ბი ალექს ბუ­ი­ლი­ა­გე და კრის­ტო­ფერ ჟა­კუ­ბი­ში­ნი არი­ან.

წიგნ­ში მო­თხრო­ბი­ლი ამ­ბე­ბი 2000-იან წლებ­ში გან­ვი­თარ­და. მა­შინ ვა­ლე­რი 35 წლის იყო, საფ­რან­გე­თის მო­მა­ვა­ლი პრე­ზი­დენ­ტი ფრან­სუა ოლან­დი კი - 46-ის. წყვილს რო­მა­ნი ჰქონ­და გა­ჩა­ღე­ბუ­ლი და თუ წიგ­ნის ავ­ტო­რებს ვენ­დო­ბით, იმ პე­რი­ოდ­ში ქალ­ბა­ტო­ნი ვა­ლე­რი თა­ვის­ზე 21 წლით უფ­როს სომ­ხუ­რი წარ­მო­შო­ბის პო­ლი­ტი­კოს დე­ვე­ჯი­ან­საც ხვდე­ბო­და.

წიგ­ნის ავ­ტო­რე­ბი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი არი­ან, მა­მა­კა­ცებ­მაც იცოდ­ნენ, რომ ერთ ქალს ხვდე­ბოდ­ნენ. თა­ვად ვა­ლე­რიმ კი შე­სა­ნიშ­ნა­ვად უწყო­და, რომ დე­ვე­ჯი­ა­ნი ცო­ლი­ა­ნი იყო, ოლან­დი კი სე­გო­ლენ რუ­ა­ი­ალ­თან ცხოვ­რობ­და, რო­მელ­მაც საფ­რან­გე­თის მო­მა­ვალ ლი­დერს ოთხი შვი­ლი გა­უ­ჩი­ნა. და კი­დევ - თა­ვად ვა­ლე­რი იმ დროს გა­თხო­ვი­ლი იყო.

ინ­ტრი­გა 2003 წელს დას­რულ­და, როცა ტრი­ერ­ვე­ი­ლერ­მა დე­ვე­ჯი­ანს ულ­ტი­მა­ტუ­მი წა­უ­ყე­ნა - "ან მე, ან - ცოლი". როცა მიხ­ვდა, რომ ეს კაცი მის სა­სარ­გებ­ლოდ არ გა­ა­კე­თებ­და არ­ჩე­ვანს, ოლან­დზე გა­და­ი­ნაც­ვლა. სხვა­თა შო­რის, წიგნ­ში ისიც არის აღ­ნიშ­ნუ­ლი, რომ საფ­რან­გე­თის ექ­სპრე­ზი­დენ­ტი ნი­კო­ლა სარ­კო­ზიც ცდი­ლობ­და ვა­ლე­რის მო­ხიბ­ვლას.

THE TIMES

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

სკანდალი: საფრანგეთის პირველ ლედის საყვარლები ჰყავდა მემარცხენეებში, მემარჯვენეებსა და ცენტრისტებში

სკანდალი: საფრანგეთის პირველ ლედის საყვარლები ჰყავდა მემარცხენეებში, მემარჯვენეებსა და ცენტრისტებში

ელისეს სასახლე სექსუალური სკანდალის ეპიცენტრში აღმოჩნდა. წიგნში, რომელიც ორმა ცნობილმა ფრანგმა ჟურნალისტმა დაწერა, საფრანგეთის პირველ ლედის, ვალერი ტრიერვეილერს რამდენიმე სასიყვარულო კავშირში ამხელენ.

ბიოგრაფების ცნობით, მას სასიყვარულო კავშირი ჰქონდა სოციალისტ ფრანსუა ოლანდთან (რომელიც დღეს საფრანგეთის პრეზიდენტია და ვალერი ჯერჯერობით მისი ოფიციალური ცოლი არც არის), ასევე წინა მთავრობის მინისტრთან, ნიკოლა სარკოზის ახლო მეგობარ პატრიკ დევეჯიანთან, თან იმ დროს მესამე მამაკაცის ცოლი იყო და ოლანდი ჯერ კიდევ სეგოლენ რუაიალთან ცხოვრობდა.

პირველი ლედის ადვოკატი აცხადებს, რომ ეს ბრალდებები გადაუმოწმებელ ჭორებს ეყრდნობა და ვალერი სასამართლოში აპირებს სარჩელის შეტანას.

გამოკითხვების თანახმად, პირველი ლედი თავის ქვეყანაში ძალიან არაპოპულარულია. წიგნმა შეიძლება ახალი შეკითხვები გააჩინოს საფრანგეთის პრეზიდენტების პირადი ცხოვრების შესახებ. ამომრჩევლები არც ოლანდის წინამორბედით, ნიკოლა სარკოზით იყვნენ კმაყოფილი, რომლის პირადი ცხოვრება ბევრ საჭორაო საბაბს იძლეოდა.

ზემოხსენებულ წიგნს ჰქვია "მეამბოხე", მისი ავტორები ალექს ბუილიაგე და კრისტოფერ ჟაკუბიშინი არიან.

წიგნში მოთხრობილი ამბები 2000-იან წლებში განვითარდა. მაშინ ვალერი 35 წლის იყო, საფრანგეთის მომავალი პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი კი - 46-ის. წყვილს რომანი ჰქონდა გაჩაღებული და თუ წიგნის ავტორებს ვენდობით, იმ პერიოდში ქალბატონი ვალერი თავისზე 21 წლით უფროს სომხური წარმოშობის პოლიტიკოს დევეჯიანსაც ხვდებოდა.

წიგნის ავტორები დარწმუნებული არიან, მამაკაცებმაც იცოდნენ, რომ ერთ ქალს ხვდებოდნენ. თავად ვალერიმ კი შესანიშნავად უწყოდა, რომ დევეჯიანი ცოლიანი იყო, ოლანდი კი სეგოლენ რუაიალთან ცხოვრობდა, რომელმაც საფრანგეთის მომავალ ლიდერს ოთხი შვილი გაუჩინა. და კიდევ - თავად ვალერი იმ დროს გათხოვილი იყო.

ინტრიგა 2003 წელს დასრულდა, როცა ტრიერვეილერმა დევეჯიანს ულტიმატუმი წაუყენა - "ან მე, ან - ცოლი". როცა მიხვდა, რომ ეს კაცი მის სასარგებლოდ არ გააკეთებდა არჩევანს, ოლანდზე გადაინაცვლა. სხვათა შორის, წიგნში ისიც არის აღნიშნული, რომ საფრანგეთის ექსპრეზიდენტი ნიკოლა სარკოზიც ცდილობდა ვალერის მოხიბვლას.

THE TIMES

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს