მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბიძინა ივანიშვილი და ნუგზარ წიკლაური შეკამათდნენ
ბიძინა ივანიშვილი და ნუგზარ წიკლაური შეკამათდნენ

პრე­მი­ე­რო­ბის კან­დი­და­ტი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი და სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­ცი­რე­სო­ბის წევ­რი ნუგ­ზარ წიკ­ლა­უ­რი შე­კა­მათ­დნენ.

ნუგ­ზარ წიკ­ლა­უ­რი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს სა­კუ­თა­რი სი­ტყვის, გა­მო­ნათ­ქვა­მე­ბის, და­პი­რე­ბე­ბის და ქარ­თვე­ლი ხალ­ხის­თვის წარ­დგე­ნი­ლი პროგ­რა­მის უპა­ტივ­ცე­მუ­ლო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს. რო­გორც წიკ­ლა­ურ­მა პრე­მი­ე­რო­ბის კან­დი­დატს გა­ნუ­ცხა­და, ეს დღე­ვან­დე­ლი მისი სა­პარ­ლა­მენ­ტო შეხ­ვედ­რი­სას გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბით და­დას­ტურ­და.

"მინ­და მარ­თლა ყვე­ლას გა­სა­გო­ნად გკი­თხოთ - დღე­ში რამ­დენ­ჯერ­მე ცვლით პო­ზი­ცი­ას? ჯერ ამ­ბობ­დით, რომ წაბ­რძან­დე­ბო­დით ამე­რი­კა­ში პირ­ვე­ლი ვი­ზი­ტით, მაგ­რამ მერე აღ­მოჩ­ნდა, რომ თურ­მე ევ­რო­პა­ში უნდა წახ­ვი­დეთ. თქვენ ამ­ბობ­დით, რომ გა­და­სა­ხა­დე­ბი ელ­ვი­სე­ბუ­რად და­ი­წევ­და, შემ­დეგ აღ­მოჩ­ნდა რომ ასე არ არის. ვე­რა­ფერ­ზე ასა­ხე­ლებთ თა­რიღს, თუ რო­დის შე­ას­რუ­ლებთ ამა თუ იმ და­პი­რე­ბას. ამ­ბობ­დით, რომ ხიდს და­ან­გრევ­დით, აღარ ვი­ცით თქვე­ნი პო­ზი­ცია ამ ხიდ­თან და­კავ­ში­რე­ბით. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა თქვენ­ნა­ი­რი ცვა­ლე­ბა­დი ფსი­ქი­კის ადა­მი­ანს და­უ­ჯე­როს ადა­მი­ან­მა და ან­დოს ქვე­ყა­ნა? ამ თვალ­საზ­რი­სით სო­ლი­და­რუ­ლი ვარ გოგი ოჩი­ა­ურ­თან, რად­გან თქვე­ნი გა­სარ­თო­ბი კი არ არის, არა­მედ ეს არის ჩვე­ნი სამ­შობ­ლო და გარ­წმუ­ნებთ, რომ ამ ქვე­ყა­ნას ხელ­ში არას­დროს ჩა­გაგ­დე­ბი­ნებთ იმ თვალ­საზ­რი­სით, რომ ის რე­ფორ­მე­ბი, ის მო­დერ­ნი­ზა­ცია, რო­მე­ლიც ამ ქვე­ყა­ნა­ში იყო, წა­იყ­ვა­ნოთ იქით სა­ი­და­ნაც თქვენ ჩა­მობ­რძან­დით 9 წლის წინ. სა­ქარ­თვე­ლო რუ­სე­თი არ გახ­დე­ბა და სა­ქარ­თვე­ლო იქ­ნე­ბა დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი და თა­ვი­სუ­ფა­ლი ქვე­ყა­ნა. გქონ­დეთ იმე­დი, რომ ქარ­თუ­ლი პატ­რი­ო­ტუ­ლი ელი­ტა არ­ნა­ხულ შე­კავ­ში­რე­ბას მო­ახ­დენს ერ­თმა­ნეთ­თან იმის­თვის, რომ თქვე­ნი ამ ტი­პის გეგ­მე­ბი არ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს", - გა­ნა­ცხა­და წიკ­ლა­ურ­მა.

თა­ვის მხრივ, ივა­ნიშ­ვილ­მა წიკ­ლა­ურს გა­ნუ­ცხა­და, რომ უმ­ცი­რე­სო­ბის იდე­ო­ლო­გი­ას მო­მა­ვალ­ში გა­სა­ღე­ბის ბა­ზა­რი და­ე­კარ­გე­ბა.

"თქვენ კი­დევ ერთხელ შე­გახ­სე­ნებთ, რომ ის რა­საც თქვენ იდე­ო­ლო­გი­ას ეძახ­დით და მე დე­მა­გო­გი­ად მო­ვიხ­სე­ნიე, პი­რო­ბას გაძ­ლევთ, მო­მა­ვა­ლი არ ექ­ნე­ბა. თქვენ და­კარ­გავთ თქვე­ნი დე­მა­გო­გი­ის გავ­რცე­ლე­ბის გა­სა­ღე­ბის ბა­ზარს, თუ არ შე­იც­ვლით პლატ­ფორ­მას და პო­ზი­ცი­ას, რისი სურ­ვი­ლიც მე გა­მაჩ­ნია", - აღ­ნიშ­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა.

იხი­ლეთ ვი­დეო: რო­გორ შე­იძ­ლე­ბა და­გი­ჯე­როთ და გან­დოთ ქვე­ყა­ნა?! - ნუგ­ზარ წიკ­ლა­უ­რი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

ბიძინა ივანიშვილი და ნუგზარ წიკლაური შეკამათდნენ

ბიძინა ივანიშვილი და ნუგზარ წიკლაური შეკამათდნენ

პრემიერობის კანდიდატი ბიძინა ივანიშვილი და საპარლამენტო უმცირესობის წევრი ნუგზარ წიკლაური შეკამათდნენ.

ნუგზარ წიკლაური ბიძინა ივანიშვილს საკუთარი სიტყვის, გამონათქვამების, დაპირებების და ქართველი ხალხისთვის წარდგენილი პროგრამის უპატივცემულობაში ადანაშაულებს. როგორც წიკლაურმა პრემიერობის კანდიდატს განუცხადა, ეს დღევანდელი მისი საპარლამენტო შეხვედრისას გაკეთებული განცხადებებით დადასტურდა.

"მინდა მართლა ყველას გასაგონად გკითხოთ - დღეში რამდენჯერმე ცვლით პოზიციას? ჯერ ამბობდით, რომ წაბრძანდებოდით ამერიკაში პირველი ვიზიტით, მაგრამ მერე აღმოჩნდა, რომ თურმე ევროპაში უნდა წახვიდეთ. თქვენ ამბობდით, რომ გადასახადები ელვისებურად დაიწევდა, შემდეგ აღმოჩნდა რომ ასე არ არის. ვერაფერზე ასახელებთ თარიღს, თუ როდის შეასრულებთ ამა თუ იმ დაპირებას. ამბობდით, რომ ხიდს დაანგრევდით, აღარ ვიცით თქვენი პოზიცია ამ ხიდთან დაკავშირებით. როგორ შეიძლება თქვენნაირი ცვალებადი ფსიქიკის ადამიანს დაუჯეროს ადამიანმა და ანდოს ქვეყანა? ამ თვალსაზრისით სოლიდარული ვარ გოგი ოჩიაურთან, რადგან თქვენი გასართობი კი არ არის, არამედ ეს არის ჩვენი სამშობლო და გარწმუნებთ, რომ ამ ქვეყანას ხელში არასდროს ჩაგაგდებინებთ იმ თვალსაზრისით, რომ ის რეფორმები, ის მოდერნიზაცია, რომელიც ამ ქვეყანაში იყო, წაიყვანოთ იქით საიდანაც თქვენ ჩამობრძანდით 9 წლის წინ. საქართველო რუსეთი არ გახდება და საქართველო იქნება დემოკრატიული და თავისუფალი ქვეყანა. გქონდეთ იმედი, რომ ქართული პატრიოტული ელიტა არნახულ შეკავშირებას მოახდენს ერთმანეთთან იმისთვის, რომ თქვენი ამ ტიპის გეგმები არ განახორციელოს", - განაცხადა წიკლაურმა.

თავის მხრივ, ივანიშვილმა წიკლაურს განუცხადა, რომ უმცირესობის იდეოლოგიას მომავალში გასაღების ბაზარი დაეკარგება.

"თქვენ კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ის რასაც თქვენ იდეოლოგიას ეძახდით და მე დემაგოგიად მოვიხსენიე, პირობას გაძლევთ, მომავალი არ ექნება. თქვენ დაკარგავთ თქვენი დემაგოგიის გავრცელების გასაღების ბაზარს, თუ არ შეიცვლით პლატფორმას და პოზიციას, რისი სურვილიც მე გამაჩნია", - აღნიშნა ივანიშვილმა.

იხილეთ ვიდეო: როგორ შეიძლება დაგიჯეროთ და განდოთ ქვეყანა?! - ნუგზარ წიკლაური ბიძინა ივანიშვილი

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა