სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სპორტი
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ავღანეთის პრეზიდენტი ნატო-ს ბავშვების მკვლელობაში ადანაშაულებს
ავღანეთის პრეზიდენტი ნატო-ს ბავშვების მკვლელობაში ადანაშაულებს

ავ­ღა­ნე­თის პრე­ზი­დენ­ტმა ჰა­მიდ კარ­ზა­იმ ქა­ბულ­ში გა­მოს­ვლი­სას დაგ­მო ნატო-ს უკა­ნას­კნე­ლი სპე­ცო­პე­რა­ცია, რომ­ლის შე­დე­გად მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბა, მათ შო­რის ოთხი ბავ­შვი და­ი­ღუ­პა. აღ­მო­სავ­ლეთ ავ­ღა­ნეთ­ში, ლო­და­რის პრო­ვინ­ცი­ა­ში ჩა­ტა­რე­ბულ ნატო-ს სპე­ცო­პე­რა­ცი­ას, პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის გან­ცხა­დე­ბით, ემსხვერ­პლა ოთხი უდა­ნა­შა­უ­ლო ბავ­შვის სი­ცო­ცხლე, რომ­ლე­ბიც სა­ქო­ნელს მწყემ­სავ­დნენ.

მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის სი­ცო­ცხლის ხელ­ყო­ფა­ზე ნატო-სა და ავ­ღა­ნე­თის მთავ­რო­ბას შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბა უკვე დიდი ხა­ნია მიმ­დი­ნა­რე­ობს "მი­უ­ხე­და­ვად ნატო-ს მხრი­დან მრა­ვა­ლი და­პი­რე­ბი­სა, უდა­ნა­შა­უ­ლო ადა­მი­ა­ნე­ბი, მათ შო­რის ბავ­შვე­ბი, კვლა­ვაც იღუ­პე­ბი­ან" - გა­ნა­ცხა­და პრე­ზი­დენ­ტმა კარ­ზა­იმ.

თა­ვის მხრივ, ნატო აღი­ა­რებს, რომ 20 ოქ­ტომ­ბრის სპე­ცო­პე­რა­ცი­ას რამ­დე­ნი­მე მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა. და­ღუ­პულ­თა ოჯა­ხებს ნატო-ს ჯა­რე­ბის მთა­ვარ­სარ­დალ­მა ავ­ღა­ნეთ­ში, გე­ნე­რალ­მა ჯონ ალენ­მაც მი­უ­სამ­ძიმ­რა. "ავ­ღა­ნე­თის მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის დაც­ვა ჩვე­ნი მი­სი­აა. ყო­ველ ღო­ნეს მი­ვი­ღებთ, რათა მო­მავ­ლის­თვის მსგავ­სი შემ­თხვე­ვე­ბის მი­ნი­მი­ზე­ბა მო­ვახ­დი­ნოთ", - ნათ­ქვა­მია ISAF-ის ოფი­ცი­ა­ლურ კო­მენ­ტარ­ში მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?

ავღანეთის პრეზიდენტი ნატო-ს ბავშვების მკვლელობაში ადანაშაულებს

ავღანეთის პრეზიდენტი ნატო-ს ბავშვების მკვლელობაში ადანაშაულებს

ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ ქაბულში გამოსვლისას დაგმო ნატო-ს უკანასკნელი სპეცოპერაცია, რომლის შედეგად მშვიდობიანი მოსახლეობა, მათ შორის ოთხი ბავშვი დაიღუპა. აღმოსავლეთ ავღანეთში, ლოდარის პროვინციაში ჩატარებულ ნატო-ს სპეცოპერაციას, პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, ემსხვერპლა ოთხი უდანაშაულო ბავშვის სიცოცხლე, რომლებიც საქონელს მწყემსავდნენ.

მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლის ხელყოფაზე ნატო-სა და ავღანეთის მთავრობას შორის დაპირისპირება უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს "მიუხედავად ნატო-ს მხრიდან მრავალი დაპირებისა, უდანაშაულო ადამიანები, მათ შორის ბავშვები, კვლავაც იღუპებიან" - განაცხადა პრეზიდენტმა კარზაიმ.

თავის მხრივ, ნატო აღიარებს, რომ 20 ოქტომბრის სპეცოპერაციას რამდენიმე მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაღუპულთა ოჯახებს ნატო-ს ჯარების მთავარსარდალმა ავღანეთში, გენერალმა ჯონ ალენმაც მიუსამძიმრა. "ავღანეთის მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვა ჩვენი მისიაა. ყოველ ღონეს მივიღებთ, რათა მომავლისთვის მსგავსი შემთხვევების მინიმიზება მოვახდინოთ", - ნათქვამია ISAF-ის ოფიციალურ კომენტარში მომხდართან დაკავშირებით.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა