მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
წიგნები
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი ბარამიძე - მთელი საქართველო ისე იყოს, როგორც ჭორვილაა
გიორგი ბარამიძე - მთელი საქართველო ისე იყოს, როგორც ჭორვილაა

ყო­ველ­გვა­რი ქი­ლი­კის და ნიშ­ნის მო­გე­ბის გა­რე­შე ვი­ტყვი, რომ მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო ისე იყოს, რო­გორც ჭორ­ვი­ლაა, - ამის შე­სა­ხებ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრო­ბის კან­დი­და­ტის, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­ცი­რე­სო­ბას­თან შეხ­ვედ­რი­სას, უმ­ცი­რე­სო­ბის წევ­რმა, გი­ორ­გი ბა­რა­მი­ძემ სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას გა­ნა­ცხა­და.

ბა­რა­მი­ძემ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს მი­მარ­თა და აღ­ნიშ­ნა, რომ მან მო­ა­ხერ­ხა იმ სო­ფელ­ში უმ­რავ­ლე­სო­ბის­თვის ისე­თი პი­რო­ბე­ბი შე­ექ­მნა, რო­გორ­შიც სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა მო­სახ­ლემ უნდა იცხოვ­როს და უკე­თე­სა­დაც.

რო­გორც ბა­რა­მი­ძემ აღ­ნიშ­ნა, სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბამ გა­და­წყვი­ტა ხმის მი­ცე­მა იმ კონ­კრე­ტუ­ლი პროგ­რა­მე­ბის­თვის, რა­საც ჰქვია გა­ნათ­ლე­ბა, და­ბა­ლი ტა­რი­ფე­ბი, კრე­დი­ტე­ბი, პენ­სია და ა.შ.

"ბუ­ნებ­რი­ვია ჩვენ, რო­გორც ოპო­ზი­ცი­ას, რო­მელ­საც ჩვე­ნი წილი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა გვაქვს, გვსურს კონ­კრე­ტუ­ლად გა­ვარ­კვი­ოთ ქარ­თვე­ლი ხალ­ხის სა­ხე­ლით, გან­სა­კუთ­რე­ბით მათი სა­ხე­ლით, ვინც მოგ­ცათ ხმა, რო­დის შეს­რულ­დე­ბა ეს და­ნა­პი­რე­ბე­ბი. ეს არ არის უბ­რა­ლოდ ოპო­ზი­ცი­ის ხრი­კი ჩა­ე­კირ­კი­მა­ლოს და რა­ღა­ცა­ში გა­მო­ი­ჭი­როს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა. ეს არის გულ­წრფე­ლი სურ­ვი­ლი და ინ­ტე­რე­სი, ვი­ცო­დეთ, რო­გორ და რო­დის წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ ამ და­პი­რე­ბის შეს­რუ­ლე­ბა, იმი­ტომ, რომ ამან გან­სა­ზღვრა ის არ­ჩე­ვა­ნი, რა არ­ჩე­ვა­ნიც გა­ა­კე­თა სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზო­გა­დო­ე­ბამ", - გა­ნა­ცხა­და ბა­რა­მი­ძემ.

მისი თქმით, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ქარ­თვე­ლი ხალ­ხის აღ­ქმა­ში არა უბ­რა­ლოდ მდი­დარ და წარ­მა­ტე­ბულ ადა­მი­ანს გა­ნა­სა­ხი­ე­რებს, "არა­მედ ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც ერ­თგვა­რად ოც­ნე­ბას აუხ­დენს თი­თო­ე­ულ ჩვენს თა­ნა­მო­ქა­ლა­ქეს".

აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გი­ორ­გი ბა­რა­მი­ძე ბუ­ნებ­რივს უწო­დებს მისი კო­ლე­გე­ბის შე­კი­თხვებს, თუ რო­დის აპი­რებს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ოც­ნე­ბის ახ­დე­ნას.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

გიორგი ბარამიძე - მთელი საქართველო ისე იყოს, როგორც ჭორვილაა

გიორგი ბარამიძე - მთელი საქართველო ისე იყოს, როგორც ჭორვილაა

ყოველგვარი ქილიკის და ნიშნის მოგების გარეშე ვიტყვი, რომ მთელი საქართველო ისე იყოს, როგორც ჭორვილაა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ბიძინა ივანიშვილის საპარლამენტო უმცირესობასთან შეხვედრისას, უმცირესობის წევრმა, გიორგი ბარამიძემ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ბარამიძემ ბიძინა ივანიშვილს მიმართა და აღნიშნა, რომ მან მოახერხა იმ სოფელში უმრავლესობისთვის ისეთი პირობები შეექმნა, როგორშიც საქართველოს ყველა მოსახლემ უნდა იცხოვროს და უკეთესადაც.

როგორც ბარამიძემ აღნიშნა, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ გადაწყვიტა ხმის მიცემა იმ კონკრეტული პროგრამებისთვის, რასაც ჰქვია განათლება, დაბალი ტარიფები, კრედიტები, პენსია და ა.შ.

"ბუნებრივია ჩვენ, როგორც ოპოზიციას, რომელსაც ჩვენი წილი პასუხისმგებლობა გვაქვს, გვსურს კონკრეტულად გავარკვიოთ ქართველი ხალხის სახელით, განსაკუთრებით მათი სახელით, ვინც მოგცათ ხმა, როდის შესრულდება ეს დანაპირებები. ეს არ არის უბრალოდ ოპოზიციის ხრიკი ჩაეკირკიმალოს და რაღაცაში გამოიჭიროს ხელისუფლება. ეს არის გულწრფელი სურვილი და ინტერესი, ვიცოდეთ, როგორ და როდის წარმოგიდგენიათ ამ დაპირების შესრულება, იმიტომ, რომ ამან განსაზღვრა ის არჩევანი, რა არჩევანიც გააკეთა საქართველოს საზოგადოებამ", - განაცხადა ბარამიძემ.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი ქართველი ხალხის აღქმაში არა უბრალოდ მდიდარ და წარმატებულ ადამიანს განასახიერებს, "არამედ ადამიანს, რომელიც ერთგვარად ოცნებას აუხდენს თითოეულ ჩვენს თანამოქალაქეს".

აქედან გამომდინარე, გიორგი ბარამიძე ბუნებრივს უწოდებს მისი კოლეგების შეკითხვებს, თუ როდის აპირებს ბიძინა ივანიშვილი ქართველი ხალხის ოცნების ახდენას.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

×
Live: ეთერშია "360 გრადუსი"