პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

29

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საკონსტიტუციო სასამართლომ პარლამენტის წინააღმდეგ საია-ს სარჩელი დააკმაყოფილა
საკონსტიტუციო სასამართლომ პარლამენტის წინააღმდეგ საია-ს სარჩელი დააკმაყოფილა

სა­ქარ­თვე­ლოს სა­კონ­სტი­ტი­უ­ციო სა­სა­მარ­თლომ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა სა­ქარ­თვე­ლოს ახალ­გაზ­რდა იუ­რის­ტთა ასო­ცი­ა­ცი­ი­სა და თა­მარ ჩუ­გოშ­ვი­ლის სარ­ჩე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის წი­ნა­აღ­მდეგ.

ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­კონ­სტი­ტუ­ცი­ოს სა­სა­მარ­თლო­ში გან­ცხა­დე­ბა გა­კეთ­და, რო­მელ­საც უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"2012 წლის 24 ოქ­ტომ­ბერს სა­ქარ­თვე­ლოს სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს პირ­ველ­მა კო­ლე­გი­ამ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა სა­ქარ­თვე­ლოს ახალ­გაზ­რდა იუ­რის­ტთა ასო­ცი­ა­ცი­ი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე თა­მარ ჩუ­გოშ­ვი­ლის სარ­ჩე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის წი­ნა­აღ­მდეგ.

მო­სარ­ჩე­ლე­თა მიერ სა­და­ვოდ გამ­ხდა­რი ნორ­მა გან­სა­ზღვრავს ისეთ ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხეს, რო­გო­რი­ცაა ინ­ტერ­ნე­ტურ­თი­ერ­თო­ბის მო­ნი­ტო­რინ­გი - გლო­ბა­ლურ სა­ინ­ფორ­მა­ციო ქსელ­ში (ინ­ტერ­ნეტ­ში) მიმ­დი­ნა­რე ღია და და­ხუ­რუ­ლი ხა­სი­ა­თის ინ­ტერ­ნე­ტურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბა და მათ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა.

მო­სარ­ჩე­ლე მი­იჩ­ნევ­და, რომ გა­სა­ჩივ­რე­ბუ­ლი ნორ­მის სა­ფუძ­ველ­ზე ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბის გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბელ ორ­გა­ნოს (პირს) შე­საძ­ლებ­ლო­ბა ჰქონ­და, სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გა­რე­შე გა­ნე­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­ნა დაკ­ვირ­ვე­ბა და­ხუ­რუ­ლი ხა­სი­ა­თის ინ­ტერ­ნე­ტურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე, რაც სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ის მე-20 მუხ­ლით გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის უფ­ლე­ბის დარ­ღვე­ვას წარ­მო­ად­გენს.

სა­და­ვო ნორ­მის გან­მარ­ტე­ბის, მისი სის­ტე­მუ­რი ანა­ლი­ზის სა­ფუძ­ველ­ზე, სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლომ და­ად­გი­ნა, რომ სა­და­ვო ნორ­მა არ შე­ი­ცავს პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ხელ­შე­უ­ხებ­ლო­ბის სა­თა­ნა­დო გა­რან­ტი­ებს და არ გა­მო­რი­ცხავს ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბის გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი ორ­გა­ნოს (პირი) უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბას, სა­და­ვო ნორ­მა­ზე დაყ­რდნო­ბით, მო­სა­მარ­თლის ბრძა­ნე­ბის გა­რე­შე გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს და­ხუ­რუ­ლი ინ­ტერ­ნე­ტურ­თი­ერ­თო­ბის მო­ნი­ტო­რინ­გი.

სა­სა­მარ­თლომ ყუ­რა­დღე­ბა გა­ა­მახ­ვი­ლა იმ გა­რე­მო­ე­ბა­ზე, რომ სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ის მე-20 მუხ­ლით და­ცუ­ლი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის უფ­ლე­ბის შე­ზღუდ­ვის­თვის კონ­სტი­ტუ­ცი­ით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ აუ­ცი­ლე­ბელ წი­ნა­პი­რო­ბას წარ­მო­ად­გენს სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის ან გა­და­უ­დე­ბე­ლი აუ­ცი­ლებ­ლო­ბის შემ­თხვე­ვის არ­სე­ბო­ბა. ვი­ნა­ი­დან სა­და­ვო ნორ­მა არ ით­ვა­ლის­წი­ნებ­და ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად სა­სა­მარ­თლოს ბრძა­ნე­ბის არ­სე­ბო­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბას და ამას­თა­ნა­ვე, იგი არ წარ­მო­ად­გენ­და გა­და­უ­დე­ბელ აუ­ცი­ლებ­ლო­ბას კონ­სტი­ტუ­ცი­ის მიზ­ნე­ბის­თვის, სა­სა­მარ­თლომ და­ად­გი­ნა, რომ იგი ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბო­და სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ის მე-20 მუხ­ლის პირ­ველ პუნ­ქტს", - აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

საკონსტიტუციო სასამართლომ პარლამენტის წინააღმდეგ საია-ს სარჩელი დააკმაყოფილა

საკონსტიტუციო სასამართლომ პარლამენტის წინააღმდეგ საია-ს სარჩელი დააკმაყოფილა

საქართველოს საკონსტიტიუციო სასამართლომ დააკმაყოფილა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და თამარ ჩუგოშვილის სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

ამასთან დაკავშირებით საკონსტიტუციოს სასამართლოში განცხადება გაკეთდა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"2012 წლის 24 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ დააკმაყოფილა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და საქართველოს მოქალაქე თამარ ჩუგოშვილის სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

მოსარჩელეთა მიერ სადავოდ გამხდარი ნორმა განსაზღვრავს ისეთ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების სახეს, როგორიცაა ინტერნეტურთიერთობის მონიტორინგი - გლობალურ საინფორმაციო ქსელში (ინტერნეტში) მიმდინარე ღია და დახურული ხასიათის ინტერნეტურთიერთობებზე დაკვირვება და მათში მონაწილეობა.

მოსარჩელე მიიჩნევდა, რომ გასაჩივრებული ნორმის საფუძველზე ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების განმახორციელებელ ორგანოს (პირს) შესაძლებლობა ჰქონდა, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე განეხორციელებინა დაკვირვება დახურული ხასიათის ინტერნეტურთიერთობებზე, რაც საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლით გარანტირებული პირადი ცხოვრების უფლების დარღვევას წარმოადგენს.

სადავო ნორმის განმარტების, მისი სისტემური ანალიზის საფუძველზე, საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო ნორმა არ შეიცავს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის სათანადო გარანტიებს და არ გამორიცხავს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების განმახორციელებელი ორგანოს (პირი) უფლებამოსილებას, სადავო ნორმაზე დაყრდნობით, მოსამართლის ბრძანების გარეშე განახორციელოს დახურული ინტერნეტურთიერთობის მონიტორინგი.

სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლით დაცული პირადი ცხოვრების უფლების შეზღუდვისთვის კონსტიტუციით გათვალისწინებულ აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს სასამართლოს გადაწყვეტილების ან გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევის არსებობა. ვინაიდან სადავო ნორმა არ ითვალისწინებდა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების განსახორციელებლად სასამართლოს ბრძანების არსებობის აუცილებლობას და ამასთანავე, იგი არ წარმოადგენდა გადაუდებელ აუცილებლობას კონსტიტუციის მიზნებისთვის, სასამართლომ დაადგინა, რომ იგი ეწინააღმდეგებოდა საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველ პუნქტს", - აღნიშნულია განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ