გაეროს გენერალურმა მდივანმა პან გი მუნმა ჟურნალისტებისა და ფოტოგრაფების თვალწინ იცეკვა.
გენერალურმა მდივანმა ცნობილი კორეელი რეპერი PSY მიიღო და მის ჰიტზე - Gangnam style ცხენის ჯირითის მსგავსი ცეკვა შეასრულა. რეპერი პან გი მუნს თავისი კლიპიდან ცეკვას ასწავლიდა და გენერალური მდივანიც ცეკვის ყველა ილეთს ბეჯითად იმეორებდა.
"მე ცოტათი მშურს PSY-ს. სულ რაღაც ორი დღის წინ ადამიანები მეუბნებოდნენ, რომ მე ყველაზე პოპულარული კორეელი ვიყავი მსოფლიოში, ახლა კი ეს ასე არ არის", - იხუმრა პან გი მუნმა.
მომზადებულია The Telegraph-ის მიხედვით.