საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სამი ვერსია - რატომ დატოვა საქართველო დიმიტრი შაშკინმა
სამი ვერსია - რატომ დატოვა საქართველო დიმიტრი შაშკინმა

ბოლო პე­რი­ოდ­ში სა­ქარ­თვე­ლო ბევ­რმა სა­ხელ­მწი­ფო მო­ხე­ლემ და­ტო­ვა - ზუ­რაბ ადე­იშ­ვი­ლი, ბაჩო და დათა ახა­ლა­ი­ე­ბი, დი­მიტ­რი შაშ­კი­ნი, მე­გის ქარ­და­ვა... საკ­მა­ოდ გრძელ და მო­ცუ­ლო­ბით სი­ა­ში ყვე­ლა­ზე მეტი შე­კი­თხვა შაშ­კი­ნის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით და­ის­ვა. ის არ იყო შემ­ჩნე­უ­ლი კო­რუფ­ცი­ულ სკან­და­ლებ­ში, არ გა­მო­ირ­ჩე­ო­და სა­დიზმსა თუ ძა­ლა­უფ­ლე­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბა­ში. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ შაშ­კი­ნი სა­ა­კაშ­ვი­ლის უახ­ლო­ეს გა­რე­მოც­ვა­ში შე­დი­ო­და, სა­ზო­გა­დო­ე­ბა მის მი­მართ აგ­რე­სი­ას არ გა­მო­ხა­ტავ­და.

მაშ რა­ტომ და­ტო­ვა შაშ­კინ­მა სა­ქარ­თვე­ლო და რა­ტომ და­ემ­შვი­დო­ბა თა­ვის მე­გობ­რებ­სა და კო­ლე­გებს უკვე სა­ზღვარ­გა­რე­თი­დან იმ და­პი­რე­ბით, რომ დაბ­რუნ­დე­ბა? აქამ­დე ვრცელ­დე­ბო­და ვერ­სია, რომ მას და ბაჩო ახა­ლა­ი­ას შო­რის მწვა­ვე და­პი­რის­პი­რე­ბა მოხ­და და შაშ­კინ­მა სა­ქარ­თვე­ლო სწო­რედ ამის შემ­დეგ და­ტო­ვა, რაც არ და­დას­ტურ­და. არ­სე­ბობს კი­დევ რამ­დე­ნი­მე ვერ­სია. რო­მე­ლია სწო­რი? - ამას მო­მა­ვა­ლი გვაჩ­ვე­ნებს. მაშ ასე, სამი ვერ­სია.

პირ­ვე­ლი: შაშ­კი­ნი ადე­იშ­ვი­ლის უახ­ლო­ე­სი მე­გო­ბა­რი იყო და მისი სრუ­ლი ნდო­ბით სარ­გებ­ლობ­და.

ადე­იშ­ვილ­მა შაშ­კინს წას­ვლამ­დე გა­დას­ცა სა­ი­დუმ­ლო ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი და კომ­პრო­მა­ტე­ბი, რო­მელ­საც ის ფლობ­და, იმი­სათ­ვის, რომ ქვე­ყა­ნა უპ­რობ­ლე­მოდ და­ე­ტო­ვე­ბი­ნა. ადე­იშ­ვი­ლის სა­ქარ­თვე­ლო­დან გას­ვლის შემ­დეგ უკვე შაშ­კი­ნი რომ არ ყო­ფი­ლი­ყო ორ­მა­გი დარ­ტყმის ქვეშ, სამ­შობ­ლო მა­ნაც და­ტო­ვა. შაშ­კი­ნი თა­ვის გა­მო­სამ­შვი­დო­ბე­ბელ წე­რილ­ში ადე­იშ­ვილს ძა­ლი­ან თბი­ლად მო­იხ­სე­ნი­ებს და თა­ვის მას­წავ­ლე­ბელს ეძა­ხის. ადე­იშ­ვი­ლი ყო­ველ­თვის ზურგს უმაგ­რებ­და შაშ­კინს და პრო­კუ­რა­ტუ­რის ძა­ლით უპი­რის­პირ­დე­ბო­და მის მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ებს შიდა კლა­ნურ ბრძო­ლა­ში.

გა­ვიხ­სე­ნოთ რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი და­ი­ჭი­რეს გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო­ში შაშ­კი­ნის იქ მის­ვლის შემ­დეგ. გა­ნათ­ლე­ბა­ში ყვე­ბი­ან, რომ შაშ­კი­ნის და­ნიშ­ვნი­დან ზუს­ტად 2 კვი­რა­ში სა­მი­ნის­ტრო­ში შე­მო­ვი­და 20-კა­ცი­ა­ნი პრო­კუ­რო­რე­ბის ჯგუ­ფი. და­ი­ჭი­რეს ძი­რი­თა­დად კახა ლო­მა­ი­ა­სა და გია ნო­დი­ას კად­რე­ბი. ამ­ბო­ბენ, რომ კომ­პრო­მა­ტე­ბი და­დეს ლო­მა­ი­ა­ზეც, მაგ­რამ ის ბო­კე­რი­ამ და­იც­ვა. სად არის ეს კომ­პრო­მა­ტე­ბი არა­ვინ იცის, გარ­და პრო­კუ­რა­ტუ­რი­სა. შაშ­კინს ყო­ველ­თვის ეხ­მა­რე­ბო­და მე­რა­ბიშ­ვი­ლიც. მისი მხარ­და­ჭე­რის გა­რე­შე, მან­და­ტუ­რე­ბის ინ­სტი­ტუ­ტის შექ­მნა არ იქ­ნე­ბო­და შე­საძ­ლე­ბე­ლი. ამის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, სავ­სე­ბით რე­ა­ლუ­რია, რომ ზუს­ტად შაშ­კინს ან­დობ­დენ კომ­პრო­მა­ტე­ბის შე­ნახ­ვა­სა და ქვეყ­ნი­დან გა­ტა­ნას...

მე­ო­რე: რო­გორც შაშ­კი­ნის მე­ზობ­ლე­ბი ყვე­ბი­ან, მის სახ­ლთან 3 ოქ­ტომ­ბერს ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბა მოხ­და. რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი ახალ­გაზ­რდა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მა­ი­სუ­რე­ბით აქ­ცი­ას მარ­თავ­და, რო­დე­საც შაშ­კი­ნის უმ­ცრო­სი შვი­ლი მა­მას­თან ერ­თად სახ­ლში შე­დი­ო­და. რა მოხ­და ზუს­ტად, რთუ­ლია თქმა, მაგ­რამ ფაქ­ტი იყო ის, რომ ერთ-ერ­თმა მო­ნა­წი­ლემ ბავ­შვს სა­ხე­ში გა­არ­ტყა. ატყდა ჩხუ­ბი. შაშ­კი­ნის დაც­ვამ ია­რა­ღი ამო­ი­ღო. მას იცავ­დნენ სპეც­და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზ­მის ოფიც­რე­ბი, რომ­ლე­ბიც მის მი­მართ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ერ­თგუ­ლე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ოდ­ნენ. მე­ზობ­ლე­ბი ყვე­ბი­ან, რომ შაშ­კინ­მა სის­ხლისღვრა ყვი­რი­ლით და შუ­ა­ში ჩად­გო­მით გა­ა­ჩე­რა. იმა­ვე ღა­მით, მან ოჯახ­თან ერ­თად სა­ქარ­თვე­ლო და­ტო­ვა. მისი დაც­ვის მან­ქა­ნა აე­რო­პორ­ტში იმ ღა­მეს და­ფიქ­სირ­და, თუმ­ცა შაშ­კი­ნი ან მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბი იქ არა­ვის უნა­ხავს...

მე­სა­მე: შაშ­კი­ნი სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა­ში ყო­ველ­თვის ამე­რი­კე­ლე­ბის კად­რად და აშშ-ის გავ­ლე­ნის წყა­როდ მო­ი­აზ­რე­ბო­და. რო­დე­საც 2009 წელს ის მი­ნის­ტრად ინიშ­ნე­ბო­და, ოპო­ზი­ცია მა­ში­ნაც ამ­ბობ­და, რომ შაშ­კი­ნი სა­ქარ­თვე­ლო­ში ამე­რი­კუ­ლი რე­აქ­ცი­უ­ლი ძა­ლე­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლია. არ­სე­ბობს ვერ­სია, რომ ამე­რი­კე­ლებ­მა შაშ­კი­ნი, რო­გორც თა­ვი­სი კაცი, ქვეყ­ნი­დან სას­წრა­ფოდ გა­იყ­ვა­ნეს, ვიდ­რე ის რუ­სე­ბის ხელ­ში აღ­მოჩ­ნდე­ბო­და. შაშ­კინ­მა ბევ­რი, ძა­ლი­ან ბევ­რი, იცის. ის სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა­ში სამ სა­მი­ნის­ტრო­ში ყვე­ლა­ზე რთულ პე­რი­ოდ­ში მუ­შა­ობ­და და მას წვდო­მა ჰქონ­და სა­ხელ­მწი­ფო სა­ი­დუმ­ლო­ე­ბას­თან.

შაშ­კი­ნი სა­ა­კაშ­ვი­ლის უახ­ლო­ე­სი გა­რე­მოც­ვი­დან იყო. პრე­ზი­დენ­ტი არა­სო­დეს იშუ­რებ­და ქება-დი­დე­ბას მის მი­მართ. გარ­და ამი­სა, ძმა­კა­ცობ­და ადე­იშ­ვილ­თან და მე­რა­ბიშ­ვილ­თან - ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ან მი­ნის­ტრებ­თან, ანუ, ინ­ფორ­მა­ცია რო­მე­ლიც შაშ­კი­ნის ხელ­შია აკუ­მუ­ლი­რე­ბუ­ლი, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა რო­გორც ახა­ლი მთავ­რო­ბის­თვის, ასე­ვე რუ­სე­ბის­თვი­საც...

სა­მი­ვე ვერ­სია ლო­გი­კუ­რი და რე­ა­ლო­ბას­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლია. მხო­ლოდ შაშ­კინს აქვს შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ეს უარ­ყოს ან და­ა­დას­ტუ­როს, მაგ­რამ ის კონ­ტაქ­ტზე არ გა­მო­დის. ამ­ბო­ბენ, რომ შაშ­კი­ნი ამე­რი­კა­შია და რთუ­ლია და­ი­ჯე­რო, რომ ის იქ ამე­რი­კუ­ლი მთავ­რო­ბის დახ­მა­რე­ბის გა­რე­შე შე­ვი­და. თუ ეს ასეა, მა­შინ ყვე­ლა­ფე­რი უფრო ნა­თე­ლი ხდე­ბა.

სა­ინ­ტე­რე­სოა ისიც, რომ შაშ­კი­ნის გუნ­დის წევ­რე­ბი თა­ვის პოსტზე დარ­ჩნენ და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გა­და­ბა­რე­ბის პრო­ცეს­ში აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ. სა­მი­ნის­ტრო­ში ამ­ბო­ბენ, რომ მან წას­ვლამ­დე თა­ვი­სი უახ­ლო­ე­სი გა­რე­მოც­ვა - და­ახ­ლო­ე­ბით, ოცი კაცი შეკ­რი­ბა და ყვე­ლას სთხო­ვა, გა­და­ბა­რე­ბამ­დე გან­ცხა­დე­ბე­ბი არ და­ე­წე­რათ. სა­ვა­რა­უ­დოდ, შაშ­კინ­მა ეს იმის­თვის გა­ა­კე­თა, რომ რაც მის მოს­ვლამ­დე თავ­დაც­ვა­ში ხდე­ბო­და, მის­თვის არ და­ებ­რა­ლე­ბი­ნათ.

ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როა, რომ შაშ­კინ­მა შეძ­ლო ქვეყ­ნის და­ტო­ვე­ბა. არა­და, მის­გან მი­ღე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია ბევრ ბუ­რუ­სით მო­ცულ დე­ტალს ნა­თელს მოჰ­ფენ­და...

ლელა ტა­ტიშ­ვი­ლი

გა­ზე­თი "ვერ­სია"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი

სამი ვერსია - რატომ დატოვა საქართველო დიმიტრი შაშკინმა

სამი ვერსია - რატომ დატოვა საქართველო დიმიტრი შაშკინმა

ბოლო პერიოდში საქართველო ბევრმა სახელმწიფო მოხელემ დატოვა - ზურაბ ადეიშვილი, ბაჩო და დათა ახალაიები, დიმიტრი შაშკინი, მეგის ქარდავა... საკმაოდ გრძელ და მოცულობით სიაში ყველაზე მეტი შეკითხვა შაშკინის გაუჩინარებასთან დაკავშირებით დაისვა. ის არ იყო შემჩნეული კორუფციულ სკანდალებში, არ გამოირჩეოდა სადიზმსა თუ ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში. მიუხედავად იმისა, რომ შაშკინი სააკაშვილის უახლოეს გარემოცვაში შედიოდა, საზოგადოება მის მიმართ აგრესიას არ გამოხატავდა.

მაშ რატომ დატოვა შაშკინმა საქართველო და რატომ დაემშვიდობა თავის მეგობრებსა და კოლეგებს უკვე საზღვარგარეთიდან იმ დაპირებით, რომ დაბრუნდება? აქამდე ვრცელდებოდა ვერსია, რომ მას და ბაჩო ახალაიას შორის მწვავე დაპირისპირება მოხდა და შაშკინმა საქართველო სწორედ ამის შემდეგ დატოვა, რაც არ დადასტურდა. არსებობს კიდევ რამდენიმე ვერსია. რომელია სწორი? - ამას მომავალი გვაჩვენებს. მაშ ასე, სამი ვერსია.

პირველი: შაშკინი ადეიშვილის უახლოესი მეგობარი იყო და მისი სრული ნდობით სარგებლობდა.

ადეიშვილმა შაშკინს წასვლამდე გადასცა საიდუმლო ინფორმაციები და კომპრომატები, რომელსაც ის ფლობდა, იმისათვის, რომ ქვეყანა უპრობლემოდ დაეტოვებინა. ადეიშვილის საქართველოდან გასვლის შემდეგ უკვე შაშკინი რომ არ ყოფილიყო ორმაგი დარტყმის ქვეშ, სამშობლო მანაც დატოვა. შაშკინი თავის გამოსამშვიდობებელ წერილში ადეიშვილს ძალიან თბილად მოიხსენიებს და თავის მასწავლებელს ეძახის. ადეიშვილი ყოველთვის ზურგს უმაგრებდა შაშკინს და პროკურატურის ძალით უპირისპირდებოდა მის მოწინააღმდეგეებს შიდა კლანურ ბრძოლაში.

გავიხსენოთ რამდენი ადამიანი დაიჭირეს განათლების სამინისტროში შაშკინის იქ მისვლის შემდეგ. განათლებაში ყვებიან, რომ შაშკინის დანიშვნიდან ზუსტად 2 კვირაში სამინისტროში შემოვიდა 20-კაციანი პროკურორების ჯგუფი. დაიჭირეს ძირითადად კახა ლომაიასა და გია ნოდიას კადრები. ამბობენ, რომ კომპრომატები დადეს ლომაიაზეც, მაგრამ ის ბოკერიამ დაიცვა. სად არის ეს კომპრომატები არავინ იცის, გარდა პროკურატურისა. შაშკინს ყოველთვის ეხმარებოდა მერაბიშვილიც. მისი მხარდაჭერის გარეშე, მანდატურების ინსტიტუტის შექმნა არ იქნებოდა შესაძლებელი. ამის გათვალისწინებით, სავსებით რეალურია, რომ ზუსტად შაშკინს ანდობდენ კომპრომატების შენახვასა და ქვეყნიდან გატანას...

მეორე: როგორც შაშკინის მეზობლები ყვებიან, მის სახლთან 3 ოქტომბერს ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. რამდენიმე ათეული ახალგაზრდა ”ქართული ოცნების” მაისურებით აქციას მართავდა, როდესაც შაშკინის უმცროსი შვილი მამასთან ერთად სახლში შედიოდა. რა მოხდა ზუსტად, რთულია თქმა, მაგრამ ფაქტი იყო ის, რომ ერთ-ერთმა მონაწილემ ბავშვს სახეში გაარტყა. ატყდა ჩხუბი. შაშკინის დაცვამ იარაღი ამოიღო. მას იცავდნენ სპეცდანიშნულების რაზმის ოფიცრები, რომლებიც მის მიმართ განსაკუთრებული ერთგულებით გამოირჩეოდნენ. მეზობლები ყვებიან, რომ შაშკინმა სისხლისღვრა ყვირილით და შუაში ჩადგომით გააჩერა. იმავე ღამით, მან ოჯახთან ერთად საქართველო დატოვა. მისი დაცვის მანქანა აეროპორტში იმ ღამეს დაფიქსირდა, თუმცა შაშკინი ან მისი ოჯახის წევრები იქ არავის უნახავს...

მესამე: შაშკინი საქართველოს მთავრობაში ყოველთვის ამერიკელების კადრად და აშშ-ის გავლენის წყაროდ მოიაზრებოდა. როდესაც 2009 წელს ის მინისტრად ინიშნებოდა, ოპოზიცია მაშინაც ამბობდა, რომ შაშკინი საქართველოში ამერიკული რეაქციული ძალების წარმომადგენელია. არსებობს ვერსია, რომ ამერიკელებმა შაშკინი, როგორც თავისი კაცი, ქვეყნიდან სასწრაფოდ გაიყვანეს, ვიდრე ის რუსების ხელში აღმოჩნდებოდა. შაშკინმა ბევრი, ძალიან ბევრი, იცის. ის საქართველოს მთავრობაში სამ სამინისტროში ყველაზე რთულ პერიოდში მუშაობდა და მას წვდომა ჰქონდა სახელმწიფო საიდუმლოებასთან.

შაშკინი სააკაშვილის უახლოესი გარემოცვიდან იყო. პრეზიდენტი არასოდეს იშურებდა ქება-დიდებას მის მიმართ. გარდა ამისა, ძმაკაცობდა ადეიშვილთან და მერაბიშვილთან - ყველაზე გავლენიან მინისტრებთან, ანუ, ინფორმაცია რომელიც შაშკინის ხელშია აკუმულირებული, ძალიან საინტერესოა როგორც ახალი მთავრობისთვის, ასევე რუსებისთვისაც...

სამივე ვერსია ლოგიკური და რეალობასთან დაახლოებულია. მხოლოდ შაშკინს აქვს შესაძლებლობა, ეს უარყოს ან დაადასტუროს, მაგრამ ის კონტაქტზე არ გამოდის. ამბობენ, რომ შაშკინი ამერიკაშია და რთულია დაიჯერო, რომ ის იქ ამერიკული მთავრობის დახმარების გარეშე შევიდა. თუ ეს ასეა, მაშინ ყველაფერი უფრო ნათელი ხდება.

საინტერესოა ისიც, რომ შაშკინის გუნდის წევრები თავის პოსტზე დარჩნენ და ხელისუფლების გადაბარების პროცესში აქტიურად მონაწილეობენ. სამინისტროში ამბობენ, რომ მან წასვლამდე თავისი უახლოესი გარემოცვა - დაახლოებით, ოცი კაცი შეკრიბა და ყველას სთხოვა, გადაბარებამდე განცხადებები არ დაეწერათ. სავარაუდოდ, შაშკინმა ეს იმისთვის გააკეთა, რომ რაც მის მოსვლამდე თავდაცვაში ხდებოდა, მისთვის არ დაებრალებინათ.

ძალიან სამწუხაროა, რომ შაშკინმა შეძლო ქვეყნის დატოვება. არადა, მისგან მიღებული ინფორმაცია ბევრ ბურუსით მოცულ დეტალს ნათელს მოჰფენდა...

ლელა ტატიშვილი

გაზეთი "ვერსია"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა