ახალი მთავრობა ბიზნესს სტაბილურ საგადასახადო სისტემას პირდება. როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატი დავით კირვალიძე აცხადებს, ბიზნესს განვითარებისთვის სტაბილური და პროგნოზირებადი საგადასახადო სისტემა ესაჭიროება.
"მე თავად 4 წლის განმავლობაში მომყავდა კარტოფილი და ვიყავი ამ ბიზნესში ჩართული, ძალიან კარგად მახსოვს, თუ რამდენად დიდი პრობლემა იყო ხშირი ცვლილებები. ამ ცვლილებების მიტანა ფერმერებამდე კიდევ უფრო ძნელია. ეს არ არის საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც ყოველდღიურად ადევნებს ამ ყველაფერს თვალყურს. საგადასახადო სისტემა უნდა იყოს მარტივი და მოქნილი",- განაცხადა კირვალიძემ.
რა? სად? რა ფასად?
გაიგეთ ”რადიო მარკეტში”
ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე
რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9