მოსკოვში იატაკქვეშა სტუდია აღმოაჩინეს. სტუდიაში საბავშვო პორნოგრაფიას იღებდნენ. პორნო-სტუდია 50 წლის მიხაილ სარინმა და მისმა 25 წლის მეუღლემ, ეკატერინა ოდინცოვამ დააარსეს. მფლობელების დაკავება ვერ მოხერხდა.
მეუღლეების მსხვერპლნი 10 წლის ირინა და 14 წლის კარინა გახდნენ. სექტემბრის მიწურულს გოგონები ერთად სეირნობდნენ და შეამჩნიეს ქალი, რომელიც ყელსაბამით ზაზუნას ასეირნებდა. ბავშვები ქალთან მივიდნენ, რათა უკეთ შეეთვალიერებინათ მღრღნელი. მაშინ მან გოგონები 2 ოთახიან ბინაში შეიპატიჟა.
იქ სკოლის მოსწავლეებს 4 საათის განმავლობაში საბავშვო პორნოგრაფიული ვიდეოების ყურებაში 300 რუბლი შესთავაზეს. ვიდეოების ყურების დროს ბავშვებს სიგარეტი და ალკოჰოლი მისცეს, შემდეგ კი ფულის სანაცვლოდ სექსუალურ სცენებში მონაწილეობის მიღება შესთავაზეს.
როდესაც გოგონებმა სკოლის გაცდენა დაიწყეს, მასწავლებლები მათ მშობლებს დაუკავშირდნენ. მაშინ 10 წლის ირინას სიმართლის თქმა მოუხდა. მასწავლებლები და მშობლები მითითებულ მისამართზე მივიდნენ. კარი მამაკაცმა გააღო და ყველა დაარწმუნა, რომ გოგონების მონაყოლი სიცრუეა.
მოგვიანებით განცხადება პოლიციაშიც შეიტანეს, თუმცა ადგილზე მისულ სამართალდამცავებს სახლი ცარიელი დახვდათ. ბინაში მათ 1000-მდე საბავშვო პორნოგრაფიული ვიდეო აღმოაჩინეს.
პედოფილ ცოლ-ქმარს 20 წლამდე პატიმრობის აღკვეთა ემუქრება.
მომზადებულია news.am-ის მიხედვით.