მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი

11

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:08-ზე, მთვარე მერწყულს ესტუმრება 21:19-ზე – რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. მოაწყვეთ კორპორაციული წვეულებები. არ არის რეკომენდებული მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა. სერიოზული და ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებების წარმოება. ხელსაყრელი პერიოდია სამეცნიერო საქმიანობის, კვლევისთვის. ადამიანები ავლენენ დამოუკიდებლობას, ექსტრავაგანტურობას, კომუნიკაბელურობას, ექსპერიმენტებისადმი მიდრეკილებას და გამომგონებლობას. მნიშვნელოვანია მოამზადოთ რაიმე გემრიელი და უჩვეულო, ჩაატაროთ ექსპერიმენტები სამზარეულოში.
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ დაარსდა რადიო "აფხაზეთის ხმა"
როგორ დაარსდა რადიო "აფხაზეთის ხმა"

2007 წელს ქარ­თულ რა­დიო­სიხ­ში­რე­ებს "აფხა­ზე­თის ხმა" შე­ე­მა­ტა. თა­ვი­დან­ვე გავ­რცელ­და ხმა, რომ რა­დი­ოს და­არ­სე­ბის ინი­ცი­ა­ტო­რე­ბი ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი და მისი მე­უღ­ლე იყ­ვნენ. ოფი­ცი­ა­ლუ­რად რა­დი­ოს მფლო­ბე­ლი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია მე­დი­ა­ცენ­ტრი "ღია აფხა­ზე­თის­თვის" არის, რომ­ლის გამ­გე­ო­ბის თავ­მჯდო­მა­რეც გი­ორ­გი კო­რა­ხაშ­ვი­ლია. მისი მე­უღ­ლე, მომ­ღე­რა­ლი ნინო ჩხე­ი­ძე, არ­ხის მუ­სი­კა­ლურ დი­რექ­ტო­რად და­ი­ნიშ­ნა, თუმ­ცა ნინო თა­ვი­დან უარ­ყოფ­და, რომ "აფხა­ზე­თის ხმას­თან" მის მე­უღ­ლეს რა­ი­მე შე­ხე­ბა ჰქონ­და. ბოლო დროს კი სა­ქარ­თვე­ლო­ში ბევრ რა­მეს მო­ე­ფი­ნა ნა­თე­ლი. კუ­ლუ­ა­რებ­ში იმა­ზეც ალა­პა­რაკ­დნენ, რო­გორ შე­იქ­მნა რა­დიო "აფხა­ზე­თის ხმა".

რო­გორც იქა­უ­რე­ბი ჰყვე­ბი­ან, რამ­დე­ნი­მე წლის წინ გურ­ჯა­ა­ნის რა­ი­ო­ნის პო­ლი­ცი­ა­ში იმ­დრო­ინ­დე­ლი კა­ხე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნე­ბი შეკ­რი­ბეს და უთხრეს, რომ თი­თოს 2000 ლარი გა­და­ე­ხა­და ახა­ლი რა­დი­ოს შე­საქ­მნე­ლად. სა­ვა­რა­უ­დოდ, მსგავ­სი შეხ­ვედ­რე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს სხვა კუ­თხე­ებ­შიც შედ­გა და "აფხა­ზე­თის ხმის" მოს­მე­ნა მალე მთელ სა­ქარ­თვე­ლო­ში გახ­და შე­საძ­ლე­ბე­ლი. აშ­კა­რად აღ­ნიშ­ვნის ღირ­სია ის, რომ რა­დი­ომ მსმე­ნე­ლის ყუ­რა­დღე­ბა თა­ვი­დან­ვე მი­იქ­ცია და რე­ი­ტინ­გუ­ლიც გახ­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი იმა­ვე სა­ხელ­წო­დე­ბის ტე­ლე­ვი­ზი­აც გაჩ­ნდა ქარ­თულ ტე­ლე­სივ­რცე­ში. ისიც აუ­ცი­ლებ­ლად უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ ტე­ლე­არხ "აფხა­ზე­თის ხმა­ზე" კარ­გი ფილ­მე­ბის ნახ­ვაა შე­საძ­ლე­ბე­ლი, გან­სხვე­ბით სხვა არ­ხე­ბის­გან. რა­დი­ოს შექ­მნის ის­ტო­რი­ის გარ­კვე­ვა იმ ბიზ­ნეს­მე­ნებ­თან ვცა­დე, რო­მელ­თაც ჩვე­ნი წყა­როს ინ­ფორ­მა­ცი­ით, რა­დი­ოს შექ­მნა და­ა­ფი­ნან­სეს. პირ­ვე­ლად "გურ­ჯა­ა­ნის ნა­ყი­ნის" დი­რექ­ტორ გუ­რამ ბე­რი­კაშ­ვილს და­ვუ­კავ­შირ­დი.

- ბა­ტო­ნო გუ­რამ, ჩემი ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­ახ­ლო­ე­ბით ოთხი წლის წინ გურ­ჯა­ა­ნის პო­ლი­ცი­ა­ში შე­იკ­რი­ბეთ კა­ხე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნე­ბი და ვანო მე­რა­ბიშ­ვილს თხოვ­ნით თუ მო­თხოვ­ნით გა­და­წყვი­ტეთ, რა­დიო "აფხა­ზე­თის ხმის" და­არ­სე­ბის­თვის თან­ხა გა­გე­ღოთ.

- ოთხი წლის წინ (ფიქ­რობს)? არა მგო­ნია, მსგავ­სი შეხ­ვედ­რა მომ­ხდა­რი­ყო. ასე­თი დიდი ხნის წი­ნან­დე­ლი ამ­ბა­ვი არც მახ­სოვს. მგო­ნია, რომ ეს ამ­ბა­ვი ტყუ­ი­ლი იქ­ნე­ბა.

- ე.ი. თქვენ იმ ბიზ­ნეს­მე­ნებს შო­რის არ ყო­ფილ­ხართ, ვინც ეს რა­დიო და­ა­ფი­ნან­სა?

- მე არ ვყო­ფილ­ვარ და სხვა ვინ­მე თუ იყო, არ ვიცი. ახა­ლი ამ­ბა­ვი რომ იყოს, მე­ცო­დი­ნე­ბო­და, მაგ­რამ ოთხი წლის წი­ნან­დელ ამ­ბავ­ზე ვე­რა­ფერს გე­ტყვით.

- მსგავ­სი შეხ­ვედ­რა რომ შემ­დგა­რი­ყო, გე­მახ­სოვ­რე­ბო­დათ?

- ნამ­დვი­ლად მე­მახ­სოვ­რე­ბო­და, ეს ამ­ბა­ვი ახლა თქვენ­გან პირ­ვე­ლად მეს­მის.

ბა­ტონ­მა გუ­რამ­მა, სამ­წუ­ხა­როდ, ვერ გა­იხ­სე­ნა არა­თუ შეხ­ვედ­რის დე­ტა­ლე­ბი, არა­მედ სა­ერ­თოდ შედ­გა თუ არა შეხ­ვედ­რა. არა­და, რო­გორც ამ­ბო­ბენ, იმ შეხ­ვედ­რა­ზე ერთ-ერთ ბიზ­ნეს­მენს და­უ­წუ­წუ­ნია, ახლა არ მაქვს თან­ხაო და ბა­ტონ გუ­რამს და­უმ­შვი­დე­ბია, შენ ნაც­ვლად მე გა­და­ვიხ­დიო...

რო­გორც ამ­ბო­ბენ, იმ შეხ­ვედ­რას ასე­ვე ეს­წრე­ბო­და მიშა გი­ორ­გა­ძე, რო­მე­ლიც "თე­ლა­ვის ნა­ყი­ნის" მფლო­ბე­ლია. იმ შეხ­ვედ­რის შემ­დეგ თურ­მე იმა­საც ხუმ­რობ­დნენ კა­ხე­ლე­ბი, "აფხა­ზე­თის ხმა" თა­ვის არ­სე­ბო­ბას ნა­ყინს უნდა უმად­ლო­დე­სო. რო­გორც გა­ვარ­კვიე, მიშა გი­ორ­გა­ძე თე­ლავ­ში ძეხვსაც აწარ­მო­ებს. შე­ვე­ცა­დე მას­თან და­კავ­ში­რე­ბას, მაგ­რამ, რო­გორც ჩანს, ის უცხო ნომ­რებს არ პა­სუ­ხობს, ან საქ­მე­ში ისე იყო ჩარ­თუ­ლი, რომ ტე­ლე­ფო­ნის ზარი არ ეს­მო­და.

ისიც ვცა­დე, ნინო ჩხე­ი­ძის­გან გა­მე­გო რა­დი­ო­სა და ტე­ლე­ვი­ზი­ის ამ­ბე­ბი დაწვ­რი­ლე­ბით, მაგ­რამ ნი­ნომ "აფხა­ზე­თის ხმის" და­არ­სე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მა არ ისურ­ვა და მი­თხრა, რომ ის მხო­ლოდ რა­დი­ოს მუ­სი­კა­ლურ მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზე აგებს პა­სუხს. ბო­ლოს კი ვცა­დე გა­მერ­კვია, რა პრო­ცე­დუ­რე­ბის გავ­ლა მო­მი­წევს, თუ რა­დი­ოს შექ­მნას მო­ვინ­დო­მებ. კო­მენ­ტა­რის­თვის სა­ქარ­თვე­ლოს კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის ეროვ­ნუ­ლი კო­მი­სი­ის წევრ ირაკ­ლი მო­სეშ­ვილს და­ვუ­კავ­შირ­დი.

- ბა­ტო­ნო ირაკ­ლი, რა არის სა­ჭირო იმის­თვის, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ახა­ლი რა­დიო შე­იქ­მნას?

- მსურ­ველ­მა კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის ერ­ო­ვნულ კო­მი­სი­ა­ში უნდა შე­მო­ი­ტა­ნოს გან­ცხა­დე­ბა. შემ­დეგ კი­დევ მე­ო­რე მსურ­ვე­ლი უნდა გა­მოჩ­ნდეს და უნდა გა­ი­მარ­თოს აუქ­ცი­ო­ნი.

- რა თან­ხებ­თან იქ­ნე­ბა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ახა­ლი რა­დი­ოს გახ­სნა?

- ამის თქმა რთუ­ლია. სხვა­დას­ხვა რე­გი­ონ­ში სხვა­დას­ხვა თან­ხა ჯდე­ბა და გარ­და ამი­სა, დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს გა­დამ­ცე­მის ხა­რისხს. რაც უფრო ხა­რის­ხი­ა­ნია გა­დამ­ცე­მი, მით უფრო ძვი­რი დაჯ­დე­ბა.

- თუ შე­გიძ­ლი­ათ გვი­თხრათ, რამ­დე­ნი დაჯ­და რა­დიო "აფხა­ზე­თის ხმის" და­არ­სე­ბა, რო­მე­ლიც მთელ სა­ქარ­თვე­ლო­ზე მა­უ­წყებ­ლობს.

- ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია ნამ­დვი­ლად არ მაქვს.

მოკ­ლედ, ასე­თია რა­დიო "აფხა­ზე­თის ხმის" შექ­მნის უც­ნა­უ­რი ის­ტო­რია. სა­ვა­რა­უ­დოდ, გა­სულ წლებ­ში ასე უც­ნა­უ­რად ბევ­რი რამ იქ­მნე­ბო­და და შენ­დე­ბო­და...

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?

როგორ დაარსდა რადიო "აფხაზეთის ხმა"

როგორ დაარსდა რადიო "აფხაზეთის ხმა"

2007 წელს ქართულ რადიო­სიხშირეებს "აფხაზეთის ხმა" შეემატა. თავიდანვე გავრცელდა ხმა, რომ რადიოს დაარსების ინიციატორები ვანო მერაბიშვილი და მისი მეუღლე იყვნენ. ოფიციალურად რადიოს მფლობელი არასამთავრობო ორგანიზაცია მედიაცენტრი "ღია აფხაზეთისთვის" არის, რომლის გამგეობის თავმჯდომარეც გიორგი კორახაშვილია. მისი მეუღლე, მომღერალი ნინო ჩხეიძე, არხის მუსიკალურ დირექტორად დაინიშნა, თუმცა ნინო თავიდან უარყოფდა, რომ "აფხაზეთის ხმასთან" მის მეუღლეს რაიმე შეხება ჰქონდა. ბოლო დროს კი საქართველოში ბევრ რამეს მოეფინა ნათელი. კულუარებში იმაზეც ალაპარაკდნენ, როგორ შეიქმნა რადიო "აფხაზეთის ხმა".

როგორც იქაურები ჰყვებიან, რამდენიმე წლის წინ გურჯაანის რაიონის პოლიციაში იმდროინდელი კახელი ბიზნესმენები შეკრიბეს და უთხრეს, რომ თითოს 2000 ლარი გადაეხადა ახალი რადიოს შესაქმნელად. სავარაუდოდ, მსგავსი შეხვედრები საქართველოს სხვა კუთხეებშიც შედგა და "აფხაზეთის ხმის" მოსმენა მალე მთელ საქართველოში გახდა შესაძლებელი. აშკარად აღნიშვნის ღირსია ის, რომ რადიომ მსმენელის ყურადღება თავიდანვე მიიქცია და რეიტინგულიც გახდა. მოგვიანებით კი იმავე სახელწოდების ტელევიზიაც გაჩნდა ქართულ ტელესივრცეში. ისიც აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ტელეარხ "აფხაზეთის ხმაზე" კარგი ფილმების ნახვაა შესაძლებელი, განსხვებით სხვა არხებისგან. რადიოს შექმნის ისტორიის გარკვევა იმ ბიზნესმენებთან ვცადე, რომელთაც ჩვენი წყაროს ინფორმაციით, რადიოს შექმნა დააფინანსეს. პირველად "გურჯაანის ნაყინის" დირექტორ გურამ ბერიკაშვილს დავუკავშირდი.

- ბატონო გურამ, ჩემი ინფორმაციით, დაახლოებით ოთხი წლის წინ გურჯაანის პოლიციაში შეიკრიბეთ კახელი ბიზნესმენები და ვანო მერაბიშვილს თხოვნით თუ მოთხოვნით გადაწყვიტეთ, რადიო "აფხაზეთის ხმის" დაარსებისთვის თანხა გაგეღოთ.

- ოთხი წლის წინ (ფიქრობს)? არა მგონია, მსგავსი შეხვედრა მომხდარიყო. ასეთი დიდი ხნის წინანდელი ამბავი არც მახსოვს. მგონია, რომ ეს ამბავი ტყუილი იქნება.

- ე.ი. თქვენ იმ ბიზნესმენებს შორის არ ყოფილხართ, ვინც ეს რადიო დააფინანსა?

- მე არ ვყოფილვარ და სხვა ვინმე თუ იყო, არ ვიცი. ახალი ამბავი რომ იყოს, მეცოდინებოდა, მაგრამ ოთხი წლის წინანდელ ამბავზე ვერაფერს გეტყვით.

- მსგავსი შეხვედრა რომ შემდგარიყო, გემახსოვრებოდათ?

- ნამდვილად მემახსოვრებოდა, ეს ამბავი ახლა თქვენგან პირველად მესმის.

ბატონმა გურამმა, სამწუხაროდ, ვერ გაიხსენა არათუ შეხვედრის დეტალები, არამედ საერთოდ შედგა თუ არა შეხვედ­რა. არადა, როგორც ამბობენ, იმ შეხვედრაზე ერთ-ერთ ბიზნესმენს დაუწუწუნია, ახლა არ მაქვს თანხაო და ბატონ გურამს დაუმშვიდებია, შენ ნაცვლად მე გადავიხდიო...

როგორც ამბობენ, იმ შეხვედრას ასევე ესწრებოდა მიშა გიორგაძე, რომელიც "თელავის ნაყინის" მფლობელია. იმ შეხვედრის შემდეგ თურმე იმასაც ხუმრობდნენ კახელები, "აფხაზეთის ხმა" თავის არსებობას ნაყინს უნდა უმადლოდესო. როგორც გავარკვიე, მიშა გიორგაძე თელავში ძეხვსაც აწარმოებს. შევეცადე მასთან დაკავშირებას, მაგრამ, როგორც ჩანს, ის უცხო ნომრებს არ პასუხობს, ან საქმეში ისე იყო ჩართული, რომ ტელეფონის ზარი არ ესმოდა.

ისიც ვცადე, ნინო ჩხეიძისგან გამეგო რადიოსა და ტელევიზიის ამბები დაწვ­რილებით, მაგრამ ნინომ "აფხაზეთის ხმის" დაარსებასთან დაკავშირებით კითხვებზე პასუხის გაცემა არ ისურვა და მითხრა, რომ ის მხოლოდ რადიოს მუსიკალურ მიმართულებაზე აგებს პასუხს. ბოლოს კი ვცადე გამერკვია, რა პროცედურების გავლა მომიწევს, თუ რადიოს შექმნას მოვინდომებ. კომენტარისთვის საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრ ირაკლი მოსეშვილს დავუკავშირდი.

- ბატონო ირაკლი, რა არის სა­ჭირო იმისთვის, რომ საქართველოში ახალი რადიო შეიქმნას?

- მსურველმა კომუნიკაციების ერ­ო­ვნულ კომისიაში უნდა შემოიტანოს განცხადება. შემდეგ კიდევ მეორე მსურველი უნდა გამოჩნდეს და უნდა გაიმართოს აუქციონი.

- რა თანხებთან იქნება დაკავში­რებული ახალი რადიოს გახსნა?

- ამის თქმა რთულია. სხვადასხვა რეგიონში სხვადასხვა თანხა ჯდება და გარდა ამისა, დიდი მნიშვნელობა აქვს გადამცემის ხარისხს. რაც უფრო ხარისხიანია გადამცემი, მით უფრო ძვირი დაჯდება.

- თუ შეგიძლიათ გვითხრათ, რამდენი დაჯდა რადიო "აფხაზეთის ხმის" დაარსება, რომელიც მთელ საქართველოზე მაუწყებლობს.

- ამის შესახებ ინფორმაცია ნამდვილად არ მაქვს.

მოკლედ, ასეთია რადიო "აფხაზეთის ხმის" შექმნის უცნაური ისტორია. სავარაუდოდ, გასულ წლებში ასე უცნაურად ბევრი რამ იქმნებოდა და შენდებოდა...

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები