სამხედრო
პოლიტიკა
Faceამბები

10

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

10 ივლისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:46-ზე – დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ფულადი ოპერაციები. დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მივლინება. მოლაპარაკებების წარმოება. მუშაობის დაწყება ახალ ადგილას. უარყოფითი ემოციების გამოვლენა. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების მიღება. დღის მენიუ უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. დღეს ურთიერთობების დალაგებას და კამათს აზრი არა აქვს.
მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აქცენტირებული სიყვარული რეზო გიგინეიშვილისგან
აქცენტირებული სიყვარული რეზო გიგინეიშვილისგან

წინა კვი­რას კინო "ამი­რან­ში" რუ­სულ-ქარ­თუ­ლი ფილ­მის "სიყ­ვა­რუ­ლი აქ­ცენ­ტით" პრე­მი­ე­რას და­ვეს­წა­რი. მას შემ­დეგ, რაც სი­გა­რე­ტის კვამლში კარ­გად ვი­ა­რეთ, ნაც­ნო­ბებ­მა ერ­თმა­ნე­თი მო­ვი­კი­თხეთ, წი­თელ ხა­ლი­ჩა­ზე კი პრე­მი­ე­რის ცნო­ბი­ლი მო­ნა­წი­ლე­ე­ბი გა­მოჩ­ნდნენ, ფილ­მის სა­ნა­ხა­ვად დარ­ბაზ­ში სა­ვარ­ძლებ­ზე მოვ­კა­ლათ­დით. დათო ტუ­რაშ­ვილ­მა და მიშა მეს­ხმა ფილ­მის შე­სა­ხებ რამ­დე­ნი­მე სი­ტყვით მოგ­ვახ­სე­ნეს. ტუ­რაშ­ვილ­მა შეგ­ვამ­ზა­და, ფილ­მს მსუ­ბუ­ქად შე­ხე­დე­თო. ნი­კი­ტა მი­ხალ­კო­ვის ქარ­თვე­ლი სიძე, რეზო გი­გი­ნე­იშ­ვი­ლი, ფილ­მის პრე­მი­ე­რას არ დას­წრე­ბია, არც რუსი მსა­ხი­ო­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც სიყ­ვა­რულს აქ­ცენ­ტი­რე­ბუ­ლად წარ­მოგ­ვიდ­გე­ნენ, სა­მა­გი­ე­როდ, დუტა სხირტლა­ძე, მიშა მეს­ხი, სოფო ნი­ჟა­რა­ძე და ბევ­რი სხვა ცნო­ბი­ლი სახე ეს­წრე­ბო­და ფილ­მის პირ­ველ ჩვე­ნე­ბას თბი­ლის­ში. სა­ნამ ჩვე­ნამ­დე ჩა­მო­აღ­წევ­და, "სიყ­ვა­რუ­ლი აქ­ცენ­ტით" უკვე ანახ­ვეს 5 ქვე­ყა­ნა­ში და ახ­ლაც გა­დის 700-მდე კი­ნო­დარ­ბაზ­ში.

ფილმში რამ­დე­ნი­მე ამ­ბა­ვი ვი­თარ­დე­ბა. ერთი ქა­ლის, რო­მე­ლიც თბი­ლის­ში კა­ცის სა­ძებ­ნე­ლად ჩა­მო­დის, რომ­ლის­გა­ნაც ბავ­შვი უნდა გა­ა­ჩი­ნოს, ასე­ვე არის წყვი­ლის ამ­ბა­ვი, რო­მე­ლიც სო­ჭი­დან ბა­თუმ­ში ჩა­დის და იქ მიშა მეს­ხის პერ­სო­ნაჟს, გი­ორ­გის გა­იც­ნობს. ბევ­რი პა­რა­ლელს გა­ავ­ლებს კი­ნო­ფილმ "ჩი­ო­რას" ის­ტო­რი­ას­თან, თუმ­ცა აქ ყვე­ლა­ფე­რი ბედ­ნი­ე­რად სრულ­დე­ბა, ასე­ვე არის წყვი­ლი, რო­მე­ლიც გან­ქორ­წი­ნე­ბის პრო­ცეს­შია, თუმ­ცა ისევ უყ­ვართ ერ­თმა­ნე­თი. სვა­ნეთ­ში კი სოფო ნი­ჟა­რა­ძის გმი­რი თა­ვის რუს შეყ­ვა­რე­ბულს ელო­დე­ბა, რო­მელ­მაც მისი დიდი ოჯა­ხის "შე­მოწ­მე­ბა" უნდა გა­ი­ა­როს. ეს ამ­ბე­ბი რა­ღა­ცით ერ­თმა­ნეთს უკავ­შირ­დე­ბა. მე­რაბ ნი­ნი­ძის პერ­სო­ნა­ჟი არ უნდა და­მა­ვი­წყდეს, რო­მე­ლიც მე­გობ­რის ბი­ნა­ში იმა­ლე­ბა, იტა­ლი­ურ ეზო­ში და მის მო­პირ­და­პი­რე მხა­რეს რუსი გო­გო­ნა, ნა­დეჟ­და მი­ხალ­კო­ვას გმი­რი ცხოვ­რობს, დუ­ტას პერ­სო­ნაჟს კი ძა­ლი­ან უყ­ვარს ქალი, მაგ­რამ თქმას ვერ უბე­დავს...

ფილ­მს, რო­გორც მის­მა სცე­ნა­რის­ტმა და­ვით ტუ­რაშ­ვილ­მა გვირ­ჩია, სწო­რედ მსუ­ბუ­ქად უნდა ვუ­ყუ­როთ. ჩემი აზ­რით, ის არ გან­სხვავ­დე­ბა იმ სა­სიყ­ვა­რუ­ლო ფილ­მე­ბის­გან, რომ­ლე­ბიც ბოლო დროს გა­და­ღე­ბუ­ლა სა­ქარ­თვე­ლო­ში, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ რე­ჟი­სო­რი ქარ­თვე­ლია, რო­მე­ლიც დიდი ხა­ნია რუ­სეთ­ში ცხოვ­რობს. ცოტა სა­რეკ­ლა­მო ელ­ფე­რიც დაჰ­კრავს ამ ფილ­მს და ძა­ლი­ან ჰგავს ერთ დიდ კლიპს სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ხებ, თუმ­ცა ეს სულ სხვა ის­ტო­რი­აა. დრო­ის გა­სა­ტა­რებ­ლად და ოდ­ნავ გა­სა­ღი­მებ­ლა­დაც მშვე­ნი­ე­რი ვა­რი­ან­ტია სა­ღა­მოს, რო­დე­საც კი­ნო­ში შე­სე­ირ­ნე­ბას გა­და­წყვეტთ.

სიყ­ვა­რუ­ლი აქ­ცენ­ტით - პრე­მი­რა

სიყ­ვა­რუ­ლი აქ­ცენ­ტით - პრე­მი­ე­რა

სიყ­ვა­რუ­ლი აქ­ცენ­ტით - პრე­მი­ე­რა

სიყ­ვა­რუ­ლი აქ­ცენ­ტით - პრე­მი­ე­რა

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ეს საღებავია გამოყენებული..." - რას ამბობს სურსათის უვნებლობის სპეციალისტი ატმის შეღებვის ფაქტზე

აქცენტირებული სიყვარული რეზო გიგინეიშვილისგან

აქცენტირებული სიყვარული რეზო გიგინეიშვილისგან

წინა კვირას კინო "ამირანში" რუსულ-ქართული ფილმის "სიყვარული აქცენტით" პრემიერას დავესწარი. მას შემდეგ, რაც სიგარეტის კვამლში კარგად ვიარეთ, ნაცნობებმა ერთმანეთი მოვიკითხეთ, წითელ ხალიჩაზე კი პრემიერის ცნობილი მონაწილეები გამოჩნდნენ, ფილმის სანახავად დარბაზში სავარძლებზე მოვკალათდით. დათო ტურაშვილმა და მიშა მესხმა ფილმის შესახებ რამდენიმე სიტყვით მოგვახსენეს. ტურაშვილმა შეგვამზადა, ფილმს მსუბუქად შეხედეთო. ნიკიტა მიხალკოვის ქართველი სიძე, რეზო გიგინეიშვილი, ფილმის პრემიერას არ დასწრებია, არც რუსი მსახიობები, რომლებიც სიყვარულს აქცენტირებულად წარმოგვიდგენენ, სამაგიეროდ, დუტა სხირტლაძე, მიშა მესხი, სოფო ნიჟარაძე და ბევრი სხვა ცნობილი სახე ესწრებოდა ფილმის პირველ ჩვენებას თბილისში. სანამ ჩვენამდე ჩამოაღწევდა, "სიყვარული აქცენტით" უკვე ანახვეს 5 ქვეყანაში და ახლაც გადის 700-მდე კინოდარბაზში.

ფილმში რამდენიმე ამბავი ვითარდება. ერთი ქალის, რომელიც თბილისში კაცის საძებნელად ჩამოდის, რომლისგანაც ბავშვი უნდა გააჩინოს, ასევე არის წყვილის ამბავი, რომელიც სოჭიდან ბათუმში ჩადის და იქ მიშა მესხის პერსონაჟს, გიორგის გაიცნობს. ბევრი პარალელს გაავლებს კინოფილმ "ჩიორას" ისტორიასთან, თუმცა აქ ყველაფერი ბედნიერად სრულდება, ასევე არის წყვილი, რომელიც განქორწინების პროცესშია, თუმცა ისევ უყვართ ერთმანეთი. სვანეთში კი სოფო ნიჟარაძის გმირი თავის რუს შეყვარებულს ელოდება, რომელმაც მისი დიდი ოჯახის "შემოწმება" უნდა გაიაროს. ეს ამბები რაღაცით ერთმანეთს უკავშირდება. მერაბ ნინიძის პერსონაჟი არ უნდა დამავიწყდეს, რომელიც მეგობრის ბინაში იმალება, იტალიურ ეზოში და მის მოპირდაპირე მხარეს რუსი გოგონა, ნადეჟდა მიხალკოვას გმირი ცხოვრობს, დუტას პერსონაჟს კი ძალიან უყვარს ქალი, მაგრამ თქმას ვერ უბედავს...

ფილმს, როგორც მისმა სცენარისტმა დავით ტურაშვილმა გვირჩია, სწორედ მსუბუქად უნდა ვუყუროთ. ჩემი აზრით, ის არ განსხვავდება იმ სასიყვარულო ფილმებისგან, რომლებიც ბოლო დროს გადაღებულა საქართველოში, მიუხედავად იმისა, რომ რეჟისორი ქართველია, რომელიც დიდი ხანია რუსეთში ცხოვრობს. ცოტა სარეკლამო ელფერიც დაჰკრავს ამ ფილმს და ძალიან ჰგავს ერთ დიდ კლიპს საქართველოს შესახებ, თუმცა ეს სულ სხვა ისტორიაა. დროის გასატარებლად და ოდნავ გასაღიმებლადაც მშვენიერი ვარიანტია საღამოს, როდესაც კინოში შესეირნებას გადაწყვეტთ.

სიყვარული აქცენტით - პრემირა

სიყვარული აქცენტით - პრემიერა

სიყვარული აქცენტით - პრემიერა

სიყვარული აქცენტით - პრემიერა

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება