ირანში, ნარკოტიკების ტრანსპორტირებაში მსჯავრდებული 10 პირი ჩამოახრჩვეს. ოპოზიციური საინფორმაციო წყაროს ცნობით, სასიკვდილო განაჩენი თეირანის ერთ-ერთ ციხეში მოიყვანეს სისრულეში. ეს მას შემდეგ ხდება რაც Аmnesty International-მა ერთი კვირის წინ ქვეყანას მოუწოდა შეეწყვიტა სიკვდილით დასჯის პრაქტიკა.
სიკვდილით მასობრივი დასჯა ჩვეულებრივი მოვლენად იქცა ირანში, რომელიც ყურადღებას არ აქცევს ადამიანთა უფლებების დამცველი ორგანიზაციების კრიტიკას. თეირანში თვლიან რომ სიკვდილით დასჯა ისლამური სამართლის ნაწილია და ნარკოტიკებთან ბრძოლაში საჭირო ხერხია. ამასთანავე, ირანი სატრანზიტო ქვეყნის როლს ასრულებს მეზობელი ავღანეთიდან გამოტანილი ნარკოტიკებისათვის, რომელიც მსოფლიოში ოპიუმის 90% ის მწარმოებელია. ქვეყნის მედია საშუალებების მიხედვით1979 წლიდან მოყოლებული კონტრაბანდისტებთან ბრძოლაში 3500 ირანელ ჯარისკაცზე მეტი დაიღუპა.
Аmnesty International - ის ცნობით ირანში უკანასკნელი 6 თვის განმავლობაში 344 ადამიანი იქნა სიკვდილით დასჯილი.