მალდივის კუნძულებზე უნიკალური და ორიგინალური რესტორანია. ის წყალქვეშ, ზღვის დონიდან 4.87 მეტრის სიღრმეზეა განთავსებული. რესტორანი სახელად "იტჰა" სტუმრებს წყალქვეშა სამყაროს უპრეცედენტო ხედს სთავაზობს. თქვენ შეგიძლიათ დატკბეთ ზღვის ბინადრების ცხოვრებით და ამასთან, მიირთვათ ვახშამი. ეს უნიკალური დაწესებულება კურორტ Conrad Maldives Rangali Island-ის წყლებშია. ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უჩვეულო რესტორანია.
ადგილორბივ ენაზე "იტჰა" მარგალიტს ნიშნავს. მშენებლობის დროს ძირითად მასალად გამჭვირვალე აკრილი გამოიყენეს. რესტორანს ერთდროულად 14 სტუმრის მიღება შეუძლია. შიდა სივრცე სიგრძეში - 9, ხოლო სიგანეში 5 მეტრია. ეს უნიკალური დაწესებულება არქიტექტორ ჯონ მერფის დაპროექტებულია.
რესტორანში შესვლა სპეციალური, სპირალური კიბითაა შესაძლებელი. კიბე ნაპირს უკავშირდება.
აქ შეიძლება გაიმართოს ქორწილი, კერძო ღონისძიებები, ხოლო შესაბამისი თანხის გადახდის შემთხვევაში, რესტორანი შესაძლოა, წყალქვეშა საძინებლადაც იქცეს.
მომზადებულია ermoshka.ru-ს მიხედვით.