საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ტელეკომპანია "პიკ"-ის ჟურნალისტები დეპუტატებსა და აშშ-ის ელჩს დახმარებას სთხოვენ
ტელეკომპანია "პიკ"-ის ჟურნალისტები დეპუტატებსა და აშშ-ის ელჩს დახმარებას სთხოვენ

ტე­ლე­კომ­პა­ნია "პიკ"-ის ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე და­ვით უსუ­ფაშ­ვი­ლის, დე­პუ­ტა­ტე­ბი­სა და აშშ-ის ელ­ჩის სა­ხელ­ზე სპე­ცი­ა­ლუ­რი მი­მარ­თვე­ბი გა­ავ­რცე­ლეს.

დე­პუ­ტა­ტე­ბის­თვის გან­კუთ­ვნილ მი­მარ­თვა­ში ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი გან­მარ­ტა­ვენ, რომ "პიკ"-ი სა­ქარ­თვე­ლო­ში ერ­თა­დერ­თი რუ­სუ­ლე­ნო­ვა­ნი არხი და კავ­კა­სი­ის ის­ტო­რი­ა­ში უნი­კა­ლუ­რი მე­დი­აპ­რო­ექ­ტია.

"მთა­ვარ სა­მიზ­ნე აუ­დი­ტო­რი­ას სა­ქარ­თვე­ლო­ში მცხოვ­რე­ბი ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბი, კავ­კა­სია, პოსტსაბ­ჭო­თა სივ­რცე და და­სავ­ლეთ­ში მცხოვ­რე­ბი რუ­სუ­ლე­ნო­ვა­ნი ემიგ­რა­ცია წარ­მო­ად­გენს. ტე­ლე­კომ­პა­ნი­ას ჰყავს კო­რეს­პონ­დენ­ტე­ბი ერე­ვან­ში, ბა­ქო­ში, კი­ევ­ში, მოს­კოვ­სა და თელ-ავივ­ში. ეს უნი­კა­ლუ­რი წყა­როა, მი­ი­ღო ობი­ექ­ტუ­რი ინ­ფორ­მა­ცია ოპე­რა­ტი­უ­ლად რუ­სულ ენა­ზე", - ნათ­ქვა­მია მი­მარ­თვა­ში.

ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ არხი ეთერ­ში 2011 წლის და­სა­წყის­ში გა­ვი­და და ხარ­ვე­ზე­ბის გა­რე­შე მუ­შა­ობ­და. "ჩვე­ნი მთა­ვა­რი სლო­გა­ნია - "ჩვენ ვსა­უბ­რობთ იმა­ზე, რა­ზეც სხვე­ბი დუ­მან". პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის გუნ­დმა მო­ამ­ზა­და უამ­რა­ვი ცხე­ლი, ექ­სკლუ­ზი­უ­რი რე­პორ­ტა­ჟი, დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მი და პროგ­რა­მა, რა­მაც ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი რე­ზო­ნან­სი გა­მო­იწ­ვია", - გან­მარ­ტა­ვენ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი დე­პუ­ტა­ტე­ბი­სად­მი მი­მარ­თვა­ში.

აშშ-ის ელ­ჩის­თვის გან­კუთ­ვნილ მი­მარ­თვის ტექ­სტში კი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი რი­ჩარდ ნორ­ლან­დს იმ მი­ზე­ზებ­ზე უყ­ვე­ბი­ან, რო­მელ­თა გა­მოც არ­ხმა მუ­შა­ო­ბა შე­წყვი­ტა. "სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის მხრი­დან სა­ხელ­დე­ბა "შე­უ­თან­ხმე­ბე­ლი პრო­ტეს­ტი და ღია დე­მარ­ში". მხედ­ვე­ლო­ბა­ში გვაქვს კი­თხვე­ბი, რომ­ლე­ბიც არ­ხის ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა დას­ვეს პირ­და­პირ ეთერ­ში აქ­ცი­ი­სას - "ვდუმ­ვართ პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად". მოგ­მარ­თავთ თხოვ­ნით, მხა­რი და­უ­ჭი­როთ დე­მოკ­რა­ტი­ის ფუნ­და­მენ­ტურ პრინ­ცი­პებს - სი­ტყვი­სა და გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბას. ჩვენ, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი, მო­ვა­ლე ვართ, დავ­სვათ კი­თხვე­ბი, თუნ­დაც ისი­ნი "უხერ­ხუ­ლი" იყოს. თუ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის კი­თხვე­ბი შე­იძ­ლე­ბა ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის და­ხურ­ვის მი­ზე­ზი გახ­დეს, მა­შინ შეგ­ვიძ­ლია, ცენ­ზუ­რა­ზე ვი­სა­უბ­როთ. აშშ თა­ვი­სუ­ფა­ლი სამ­ყა­როს ლი­დე­რია. ეს არის ქვე­ყა­ნა, სა­დაც სი­ტყვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა კი­თხვის ნიშ­ნის ქვეშ არ დგას, სა­დაც კონ­სტი­ტუ­ცი­ით არის გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქის უფ­ლე­ბა. გვწამს, რომ "პიკ"-ის არ­სე­ბო­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლია სა­ქარ­თვე­ლოს­თვის და მთლი­ა­ნად რე­გი­ო­ნის­თვის. ამი­ტომ მოგ­მარ­თავთ თხოვ­ნით, მხა­რი და­უ­ჭი­როთ ჟურ­ნა­ლის­ტებს, რომ­ლებ­მაც 3-წლი­ა­ნი მა­უ­წყებ­ლო­ბის მან­ძილ­ზე მა­ყუ­რებ­ლის ნდო­ბა და­იმ­სა­ხუ­რეს", - ნათ­ქვა­მია მი­მარ­თვა­ში.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ტელეკომპანია "პიკ"-ის ჟურნალისტები დეპუტატებსა და აშშ-ის ელჩს დახმარებას სთხოვენ

ტელეკომპანია "პიკ"-ის ჟურნალისტები დეპუტატებსა და აშშ-ის ელჩს დახმარებას სთხოვენ

ტელეკომპანია "პიკ"-ის ჟურნალისტებმა პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილის, დეპუტატებისა და აშშ-ის ელჩის სახელზე სპეციალური მიმართვები გაავრცელეს.

დეპუტატებისთვის განკუთვნილ მიმართვაში ტელეკომპანიის თანამშრომლები განმარტავენ, რომ "პიკ"-ი საქართველოში ერთადერთი რუსულენოვანი არხი და კავკასიის ისტორიაში უნიკალური მედიაპროექტია.

"მთავარ სამიზნე აუდიტორიას საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობები, კავკასია, პოსტსაბჭოთა სივრცე და დასავლეთში მცხოვრები რუსულენოვანი ემიგრაცია წარმოადგენს. ტელეკომპანიას ჰყავს კორესპონდენტები ერევანში, ბაქოში, კიევში, მოსკოვსა და თელ-ავივში. ეს უნიკალური წყაროა, მიიღო ობიექტური ინფორმაცია ოპერატიულად რუსულ ენაზე", - ნათქვამია მიმართვაში.

ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ არხი ეთერში 2011 წლის დასაწყისში გავიდა და ხარვეზების გარეშე მუშაობდა. "ჩვენი მთავარი სლოგანია - "ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რაზეც სხვები დუმან". პროფესიონალი ჟურნალისტების გუნდმა მოამზადა უამრავი ცხელი, ექსკლუზიური რეპორტაჟი, დოკუმენტური ფილმი და პროგრამა, რამაც ფართო საზოგადოებრივი რეზონანსი გამოიწვია", - განმარტავენ ჟურნალისტები დეპუტატებისადმი მიმართვაში.

აშშ-ის ელჩისთვის განკუთვნილ მიმართვის ტექსტში კი ჟურნალისტები რიჩარდ ნორლანდს იმ მიზეზებზე უყვებიან, რომელთა გამოც არხმა მუშაობა შეწყვიტა. "საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობის მხრიდან სახელდება "შეუთანხმებელი პროტესტი და ღია დემარში". მხედველობაში გვაქვს კითხვები, რომლებიც არხის ჟურნალისტებმა დასვეს პირდაპირ ეთერში აქციისას - "ვდუმვართ პროტესტის ნიშნად". მოგმართავთ თხოვნით, მხარი დაუჭიროთ დემოკრატიის ფუნდამენტურ პრინციპებს - სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას. ჩვენ, ჟურნალისტები, მოვალე ვართ, დავსვათ კითხვები, თუნდაც ისინი "უხერხული" იყოს. თუ ჟურნალისტების კითხვები შეიძლება ტელეკომპანიის დახურვის მიზეზი გახდეს, მაშინ შეგვიძლია, ცენზურაზე ვისაუბროთ. აშშ თავისუფალი სამყაროს ლიდერია. ეს არის ქვეყანა, სადაც სიტყვის თავისუფლება კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას, სადაც კონსტიტუციით არის გარანტირებული ყველა მოქალაქის უფლება. გვწამს, რომ "პიკ"-ის არსებობა აუცილებელია საქართველოსთვის და მთლიანად რეგიონისთვის. ამიტომ მოგმართავთ თხოვნით, მხარი დაუჭიროთ ჟურნალისტებს, რომლებმაც 3-წლიანი მაუწყებლობის მანძილზე მაყურებლის ნდობა დაიმსახურეს", - ნათქვამია მიმართვაში.

"ინტერპრესნიუსი"

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები