მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ფიდელ კასტრო: აღარც კი მახსოვს, თავის ტკივილი რა არის!
ფიდელ კასტრო: აღარც კი მახსოვს, თავის ტკივილი რა არის!

კუ­ბის ყო­ფილ­მა ლი­დერ­მა ფი­დელ კას­ტრომ უარ­ყო და­სავ­ლურ მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ჭო­რე­ბი, თით­ქოს სიკ­ვდი­ლის პი­რას იმ­ყო­ფე­ბა. კას­ტრომ ეს­პა­ნურ ჟურ­ნალ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ სტა­ტი­ას, რო­მელ­მაც მთე­ლი და­სავ­ლე­თი აა­ფო­რი­ა­ქა, "სი­სუ­ლე­ლე" და "მო­ნაჩ­მა­ხი" უწო­და და გა­ნა­ცხა­და, რომ "აღარც კი ახ­სოვს, თა­ვის ტკი­ვი­ლი რა არის".

ამის შე­სა­ხებ კას­ტრომ სა­ხელ­მწი­ფოს კო­მუ­ნის­ტურ გა­ზეთ "გრან­მა­ში" და­წე­რა, ხოლო თა­ვი­სი ნათ­ქვა­მის დას­ტუ­რად, გა­ზეთ­ში სა­კუ­თა­რი ფო­ტო­ე­ბიც გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­დაც კას­ტრო საკ­მა­ოდ მხნედ გა­მო­ი­ყუ­რე­ბა. ერთ-ერთ ფო­ტო­ზე ჭი­ლის ქუდ­სა და ნაქ­სოვ წი­თელ ჯემპრში გა­მო­წყო­ბი­ლი კას­ტრო ბაღ­ში სე­ირ­ნობს, ხელ­ში კი "გრან­მას" ნო­მე­რი უჭი­რავს, რო­მელ­შიც მისი სტა­ტია გა­მოქ­ვეყ­ნდა. კას­ტროს ჯან­მრთე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ჭო­რე­ბი გა­ფან­ტა ასე­ვე ვე­ნე­სუ­ე­ლის ყო­ფილ­მა პრე­ზი­დენ­ტმა ელის ხა­უ­ამ, რო­მელ­მაც გა­ნა­ცხა­და, რომ კუ­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის ლე­გენ­დას გა­სულ უქ­მე­ებ­ზე ეს­ტუმ­რა და მე­დი­ას შეხ­ვედ­რის ფო­ტო­ე­ბიც აჩ­ვე­ნა.

86 წლის კას­ტრო, რო­მე­ლიც კუ­ბის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სა­თა­ვე­ში რე­ვო­ლუ­ცი­ის შე­დე­გად მო­ვი­და, ქვე­ყა­ნას 49 წელი მარ­თავ­და, 2008 წელს კი ქვე­ყა­ნა სა­კუ­თარ უმ­ცროს ძმას რაულ კას­ტროს გა­და­ა­ბა­რა, რის მი­ზე­ზა­დაც ხან­დაზ­მუ­ლო­ბა და ფი­ზი­კუ­რი სი­სუს­ტე და­ა­სა­ხე­ლა.

იხი­ლეთ ვი­დეო

მომ­ზა­დე­ბუ­ლია euronews-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა

ფიდელ კასტრო: აღარც კი მახსოვს, თავის ტკივილი რა არის!

ფიდელ კასტრო: აღარც კი მახსოვს, თავის ტკივილი რა არის!

კუბის ყოფილმა ლიდერმა ფიდელ კასტრომ უარყო დასავლურ მედიაში გავრცელებული ჭორები, თითქოს სიკვდილის პირას იმყოფება. კასტრომ ესპანურ ჟურნალში გამოქვეყნებულ სტატიას, რომელმაც მთელი დასავლეთი ააფორიაქა, "სისულელე" და "მონაჩმახი" უწოდა და განაცხადა, რომ "აღარც კი ახსოვს, თავის ტკივილი რა არის".

ამის შესახებ კასტრომ სახელმწიფოს კომუნისტურ გაზეთ "გრანმაში" დაწერა, ხოლო თავისი ნათქვამის დასტურად, გაზეთში საკუთარი ფოტოებიც გამოაქვეყნა, სადაც კასტრო საკმაოდ მხნედ გამოიყურება. ერთ-ერთ ფოტოზე ჭილის ქუდსა და ნაქსოვ წითელ ჯემპრში გამოწყობილი კასტრო ბაღში სეირნობს, ხელში კი "გრანმას"  ნომერი უჭირავს, რომელშიც მისი სტატია გამოქვეყნდა. კასტროს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ჭორები გაფანტა ასევე ვენესუელის ყოფილმა პრეზიდენტმა ელის ხაუამ, რომელმაც განაცხადა, რომ კუბის რევოლუციის ლეგენდას გასულ უქმეებზე ესტუმრა და მედიას შეხვედრის ფოტოებიც აჩვენა.

86 წლის კასტრო, რომელიც კუბის ხელისუფლების სათავეში რევოლუციის შედეგად მოვიდა, ქვეყანას 49 წელი მართავდა, 2008 წელს კი ქვეყანა საკუთარ უმცროს ძმას რაულ კასტროს გადააბარა, რის მიზეზადაც ხანდაზმულობა და ფიზიკური სისუსტე დაასახელა.

იხილეთ ვიდეო

მომზადებულია euronews-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა