სპორტი
Faceამბები
სამხედრო

6

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:45-ზე, მთვარე მორიელშია – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. თავი უნდა შეიკავოთ უხეში საკვებისგან, კვერცხისგან, თევზისა და ხორცისგან. მთლიანად გამორიცხეთ ალკოჰოლი და ნიკოტინი. ზედა სასუნთქი გზების, გულის, ფილტვების და ღვიძლის გაწმენდის დღეა. მოუსმინეთ გულს.
მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მამუკა ჯინჭარაძის გერის ინფორმაციით, გიორგი გოგუაძემ საქართველო დატოვა
მამუკა ჯინჭარაძის გერის ინფორმაციით, გიორგი გოგუაძემ საქართველო დატოვა

"სა­ხალ­ხო ბან­კის" ყო­ფი­ლი მფლო­ბე­ლის, მა­მუ­კა ჯინ­ჭა­რა­ძის ოჯა­ხის წევ­რებს არ აქვთ ინ­ფორ­მა­ცია, შედ­გა თუ არა რა­ი­მე კო­მუ­ნი­კა­ცია გი­ორ­გი გო­გუ­ა­ძე­სა და "ლი­ბერ­თი ბან­კის" წარ­მო­მად­გენ­ლებს შო­რის.

"ჩვე­ნი მო­ნა­ცე­მე­ბით, გო­გუ­ა­ძე ქვე­ყა­ნა­ში უკვე არ არის, იგი თბი­ლი­სი­დან სა­ზღვარ­გა­რეთ არის წა­სუ­ლი. ამი­ტომ, არა მაქვს პა­სუ­ხი, გურ­გე­ნი­ძე და­უ­კავ­შირ­და გო­გუ­ა­ძეს, თუ - პი­რი­ქით. ახლა მხო­ლოდ ის ვიცი, რომ გო­გუ­ა­ძე სა­ქარ­თვე­ლო­დან წა­სუ­ლია", - გა­ნა­უ­ცხა­და "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" მა­მუ­კა ჭინ­ჭა­რა­ძის გერ­მა ელე­ნე კო­ვა­ლენ­კომ.

რაც შე­ე­ხე­ბა "ლი­ბერ­თი ბან­კის" გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის, ლადო გურ­გე­ნი­ძის გა­ნა­ცხა­დე­ბას, რომ ბან­კის ყო­ფილ პარტნი­ო­რებ­თან გა­სარ­კვე­ვი არა­ფე­რი აქვს და ბან­კი გო­გუ­ა­ძის­გან არ შე­უ­ძე­ნია, კო­ვა­ლენ­კო აცხა­დებს: "ჩვენ ვართ სწო­რედ ის ყო­ფი­ლი მფლო­ბე­ლე­ბი, რომ­ლებ­საც ბან­კის გა­ყიდ­ვამ­დე 50 მი­ლი­ო­ნი ლა­რის კა­პი­ტა­ლი ჰქონ­დათ".

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, ჯერ არ იცი­ან, ვის­თან მო­უ­წევთ ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გარ­კვე­ვა, რად­გან, რო­გორც კო­ვა­ლენ­კო ამ­ბობს, ჯერ ისიც არ იცი­ან, "გურ­გე­ნი­ძე სად ამ­ბობს მარ­თალს და სად - არა".

"ვი­ცით ის, რომ ჩვენ­გან 50 მი­ლი­ო­ნი ლა­რის ქო­ნე­ბა 9 მი­ლი­ონ ლა­რად შე­ი­ძი­ნეს",-აღ­ნიშ­ნა კო­ვა­ლენ­კომ.

"ლი­ბერ­თი ბან­კის" გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა ლადო გურ­გე­ნი­ძემ დღეს პრეს­კონ­ფე­რენ­ცია გა­მარ­თა და გი­ორ­გი გო­გუ­ა­ძეს­თან რა­ი­მე სა­ხის მო­ლა­პა­რა­კე­ბა უარ­ყო.

"გი­ორ­გი გო­გუ­ა­ძის გან­ცხა­დე­ბა, რომ მას და­ე­კონ­ტაქ­ტა "ლი­ბერ­თი ბან­კის" ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა, ეროვ­ნულ ბანკთან ერ­თად და "პრობ­ლე­მე­ბის" მოგ­ვა­რე­ბა მო­ლა­პა­რა­კე­ბის გზით შეს­თა­ვა­ზეს, სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა",- აღ­ნიშ­ნა გურ­გე­ნი­ძემ.

მისი თქმით, არც ის და არც ბან­კის მე­ნე­ჯმენ­ტი­დან არა­ვინ და­კავ­ში­რე­ბია გი­ორ­გი გო­გუ­ა­ძეს და არც "არა­ფე­რი შე­უთ­ვლი­ათ მის­თვის".

"პი­რი­ქით, გი­ორ­გი გო­გუ­ა­ძემ და­მი­რე­კა პა­რას­კევს, მას შემ­დეგ, რაც ეთე­რით გა­ვი­და მისი გან­ცხა­დე­ბა. ამის გა­და­მოწ­მე­ბა არის მარ­ტი­ვი, ვინ ვის და­უ­რე­კა. მე მას­თან არ და­მი­რე­კავს და არც ვა­პი­რებ და­რეკ­ვას ერთი მარ­ტი­ვი მი­ზე­ზით - არ არ­სე­ბობს არა­ნა­ი­რი "პრობ­ლე­მა", რო­მე­ლიც მო­ლა­პა­რა­კე­ბის გზით გა­დაჭ­რას სა­ჭი­რო­ებს და არარ­სე­ბულ პრობ­ლე­მა­ზე სა­უ­ბა­რი სა­ჭი­რო არ არის", - გა­ნა­ცხა­და გურ­გე­ნი­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, მათ 2009 წლის სექ­ტემ­ბერ­ში ბან­კის 91% 15 მი­ლი­ონ დო­ლა­რად შე­ი­ძი­ნეს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

მამუკა ჯინჭარაძის გერის ინფორმაციით, გიორგი გოგუაძემ საქართველო დატოვა

მამუკა ჯინჭარაძის გერის ინფორმაციით, გიორგი გოგუაძემ საქართველო დატოვა

"სახალხო ბანკის" ყოფილი მფლობელის, მამუკა ჯინჭარაძის ოჯახის წევრებს არ აქვთ ინფორმაცია, შედგა თუ არა რაიმე კომუნიკაცია გიორგი გოგუაძესა და "ლიბერთი ბანკის" წარმომადგენლებს შორის.

"ჩვენი მონაცემებით, გოგუაძე ქვეყანაში უკვე არ არის, იგი თბილისიდან საზღვარგარეთ არის წასული. ამიტომ, არა მაქვს პასუხი, გურგენიძე დაუკავშირდა გოგუაძეს, თუ - პირიქით. ახლა მხოლოდ ის ვიცი, რომ გოგუაძე საქართველოდან წასულია", - განაუცხადა "ინტერპრესნიუსს" მამუკა ჭინჭარაძის გერმა ელენე კოვალენკომ.

რაც შეეხება "ლიბერთი ბანკის" გენერალური დირექტორის, ლადო გურგენიძის განაცხადებას, რომ ბანკის ყოფილ პარტნიორებთან გასარკვევი არაფერი აქვს და ბანკი გოგუაძისგან არ შეუძენია, კოვალენკო აცხადებს: "ჩვენ ვართ სწორედ ის ყოფილი მფლობელები, რომლებსაც ბანკის გაყიდვამდე 50 მილიონი ლარის კაპიტალი ჰქონდათ".

მისივე განმარტებით, ჯერ არ იციან, ვისთან მოუწევთ ურთიერთობების გარკვევა, რადგან, როგორც კოვალენკო ამბობს, ჯერ ისიც არ იციან, "გურგენიძე სად ამბობს მართალს და სად - არა".

"ვიცით ის, რომ ჩვენგან 50 მილიონი ლარის ქონება 9 მილიონ ლარად შეიძინეს",-აღნიშნა კოვალენკომ.

"ლიბერთი ბანკის" გენერალურმა დირექტორმა ლადო გურგენიძემ დღეს პრესკონფერენცია გამართა და გიორგი გოგუაძესთან რაიმე სახის მოლაპარაკება უარყო.

"გიორგი გოგუაძის განცხადება, რომ მას დაეკონტაქტა "ლიბერთი ბანკის" ხელმძღვანელობა, ეროვნულ ბანკთან ერთად და "პრობლემების" მოგვარება მოლაპარაკების გზით შესთავაზეს, სიმართლეს არ შეესაბამება",- აღნიშნა გურგენიძემ.

მისი თქმით, არც ის და არც ბანკის მენეჯმენტიდან არავინ დაკავშირებია გიორგი გოგუაძეს და არც "არაფერი შეუთვლიათ მისთვის".

"პირიქით, გიორგი გოგუაძემ დამირეკა პარასკევს, მას შემდეგ, რაც ეთერით გავიდა მისი განცხადება. ამის გადამოწმება არის მარტივი, ვინ ვის დაურეკა. მე მასთან არ დამირეკავს და არც ვაპირებ დარეკვას ერთი მარტივი მიზეზით - არ არსებობს არანაირი "პრობლემა", რომელიც მოლაპარაკების გზით გადაჭრას საჭიროებს და არარსებულ პრობლემაზე საუბარი საჭირო არ არის", - განაცხადა გურგენიძემ.

მისივე თქმით, მათ 2009 წლის სექტემბერში ბანკის 91% 15 მილიონ დოლარად შეიძინეს.

"ინტერპრესნიუსი"

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ