სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი

28

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მალე დოკუმენტურად დადასტურდება, რომ "ვერის უბნის მელოდიები" 3 მილიონი დაჯდა"
"მალე დოკუმენტურად დადასტურდება, რომ "ვერის უბნის მელოდიები" 3 მილიონი დაჯდა"

"ჟურ­ნა­ლის­ტებს არ უხ­დე­ბათ პო­ლი­ტი­კო­სო­ბა. უნდა და­ე­ტი­ონ თა­ვის ად­გი­ლას და თა­ვი­ან­თი საქ­მე აკე­თონ", - ამ­ბობს ხა­ტია სი­ჭი­ნა­ვა. მან ინგა გრი­გო­ლია ვერ და­ი­ნა­ხა, რო­გორც პო­ლი­ტი­კო­სი. იმა­ვეს ფიქ­რობს გი­ორ­გი თარ­გა­მა­ძე­ზე. თვი­თონ ამ ნა­ბიჯს არას­დროს გა­დად­გამს. მე­უღ­ლეს, რა­მაზ ნო­ზა­ძეს კი ყველ­გან გაჰ­ყვე­ბა, სა­დაც ის წავა, ომ­შიც კი.

- სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში შენი სტა­ტუ­სე­ბი მო­უ­ლოდ­ნე­ლად ოპო­ზი­ცი­უ­რი გახ­და. მა­ნამ­დე არ იყა­ვი პო­ლი­ტი­კუ­რად აქ­ტი­უ­რი. რა­ტომ შე­იც­ვა­ლე?

- მინ­და გი­თხრა, რომ სულ ოპო­ზი­ცი­უ­რად გან­წყო­ბი­ლი ვი­ყა­ვი.

- თუმ­ცა ამას ხმა­მაღ­ლა არ ამ­ბობ­დი...

- რა თქმა უნდა, და ამის მი­ზე­ზიც მქონ­და. ოპო­ზი­ცი­უ­რად მას მერე ვი­ყა­ვი გან­წყო­ბი­ლი, რაც 7 ნო­ემ­ბერს რუს­თა­ველ­ზე და­ინ­გრა ქვე­ყა­ნა. იმ პე­რი­ოდ­ში სულ მი­ტინ­გებ­ზე ვი­დე­ქი. თუმ­ცა მე პო­ლი­ტი­კო­სი არ ვყო­ფილ­ვარ და სი­ტყვით არ გა­მოვ­სულ­ვარ. ხმა­მაღ­ლა ამ ყვე­ლა­ფერ­ზე არ ვლა­პა­რა­კობ­დი და არც გან­ცხა­დე­ბებს ვა­კე­თებ­დი. 7 ნო­ემ­ბერს შე­ტა­კე­ბის ეპი­ცენ­ტრში აღ­მოვ­ჩნდი. გა­ზის პა­ტა­რა ბა­ლო­ნებს ის­როდ­ნენ. ერთ-ერთი ფეხ­ში მომ­ხვდა, აფეთ­ქდა და იქვე გა­ვი­თი­შე. იქ მყოფ­მა ბი­ჭებ­მა მო­მიყ­ვა­ნეს სახ­ლამ­დე. მაგ­რამ ეს ყვე­ლა­ფე­რი ხდე­ბო­და მა­შინ, როცა არ მქონ­და ოჯა­ხი და არ მყავ­და შვი­ლე­ბი. 2007 წელს ჩემ­მა მე­გობ­რებ­მა და­მი­რე­კეს და მი­თხრეს, ვინც 7 ნო­ემ­ბერს მი­ტინგზე იყო, აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლას მო­ნა­ცე­მე­ბი ედოთ "სოდ­ში". ამის შემ­დეგ მოხ­და ისე, რომ ვე­ღარ­სად და­ვი­წყე მუ­შა­ო­ბა, თუმ­ცა კონ­კრე­ტულ მი­ზეზს, რა­ტომ არ ვი­წყებ­დი მუ­შა­ო­ბას, არა­ვინ მე­უბ­ნე­ბო­და.

- თუ სწო­რად მახ­სოვს, ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში 7 ნო­ემ­ბრამ­დე უკვე აღ­არ მუ­შა­ობ­დი...

- 2007 წელს წა­მო­ვე­დი "სტე­რე­ო­დან" და სხვა ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში გა­და­ვე­დი. ამ დროს და­ი­წყო ქვე­ყა­ნა­ში არე­უ­ლო­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში სირ­ბი­ლის­თვის არ მე­ცა­ლა. როცა მო­ვი­ცა­ლე, მი­ვე­დი და რამ­დე­ნი­მე პრო­ექ­ტი მი­ვი­ტა­ნე, კონ­კრე­ტუ­ლი უარი არა­ვის უთ­ქვამს, მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, ძა­ლი­ან კარ­გი პრო­ექ­ტია და ხვალ და­გი­რე­კავ­თო. ეს ხვალ გრძელ­დე­ბო­და რამ­დე­ნი­მე თვე და მერე ვხვდე­ბო­დი, რომ აღარ და­რე­კავ­დნენ.

- მახ­სოვს, რამ­დენ­ჯერ­მე პრე­სა­ში და­ი­წე­რა, რომ ახალ გა­და­ცე­მას წა­იყ­ვან­დი...

- რა თქმა უნდა, მე ვამ­ბობ­დი ინ­ტერ­ვი­უ­ებ­ში, რომ მალე და­ვი­წყებ­დი მუ­შა­ო­ბას. ამის სა­ფუძ­ვე­ლი მქონ­და. მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, ხვალ თუ არა ზეგ აუ­ცი­ლებ­ლად გავა ეთერ­ში გა­და­ცე­მაო. იყო რამ­დენ­ჯერ­მე შემ­თხვე­ვა, რომ ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბულ კას­ტინ­გებ­ში მი­ვი­ღე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, გა­ვი­მარ­ჯვე, მაგ­რამ მერე მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, უი, შენ კი არა სხვა ავირ­ჩი­ე­თო და სხვა აჰ­ყავ­დათ სამ­სა­ხურ­ში.

- ალ­ბათ იმ ამ­ბავს გუ­ლის­ხმობ, ლიტ­ვა­ში რომ აღარ წახ­ვე­დი და შენ ნაც­ვლად სხვა გო­გო­ნას მიჰ­ყავ­და გა­თა­მა­შე­ბა...

- რა თქმა უნდა, მა­გას ვგუ­ლის­ხმობ. დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი გა­და­ცე­მის წამ­ყვა­ნად. კონ­ტრაქ­ტზე მქონ­და ხელი მო­წე­რი­ლი. ფაქ­ტობ­რი­ვად, თვითმფრი­ნა­ვი­დან მომხსნეს.

- რო­დის მიხ­ვდი, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი 7 ნო­ემ­ბრის აქ­ცი­ის გამო ხდე­ბო­და?

- როცა ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა და­მი­რე­კა და მი­თხრა, შენი ფო­ტო­ე­ბი "სოდ­ში" დევს და მო­ე­რი­დე პო­ლი­ტი­კურ სი­ტუ­ა­ცი­ებ­სო. არ შე­იძ­ლე­ბა, რამ­დენ­ჯერ­მე და­ემ­თხვეს ერთი და იგი­ვე. თუმ­ცა მე მა­ინც ჩემ­სას ვცდი­ლობ­დი. პო­ლი­ტი­კუ­რი გა­და­ცე­მა არას­დროს წა­მიყ­ვა­ნია. არ მინ­დო­და და­მე­ჯე­რე­ბი­ნა, რომ სა­კუ­თა­რი პო­ზი­ცი­ის და­ფიქ­სი­რე­ბის გამო ასე­თი რამ ხდე­ბო­და ქვე­ყა­ნა­ში, თო­რემ, რა თქმა უნდა, სუ­ლე­ლი არ ვი­ყა­ვი და მივ­ხვდი, რომ მბლო­კავ­დნენ. ბო­ლოს უკვე აღარც მივ­დი­ო­დი ტე­ლე­ვი­ზი­ებ­ში. მერე გავ­თხოვ­დი, შვი­ლე­ბი მე­ყო­ლა და აზრი აღარ ჰქონ­და სამ­სა­ხუ­რის ძებ­ნას. ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში მის­ვლა­ზე თავ­საც აღარ ვი­წუ­ხებ­დი. თუმ­ცა ჩემ­მა ქმარ­მა არ და­ი­ჯე­რა, რომ ასე იყო და სთხო­ვა რამ­დე­ნი­მე მა­ღალ­ჩი­ნო­სანს, ჟურ­ნა­ლის­ტია, სახ­ლში რა­ტომ უნდა იჯ­დეს, რამე სამ­სა­ხუ­რი რო­გორ არ არ­სე­ბობს ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში, რომ და­ა­ინ­ტე­რე­სო­თო. ზუს­ტად იგი­ვე მოხ­და ამ შემ­თხვე­ვა­შიც. ხვალ­ვე და­გი­რე­კავ­თო, უთხრეს, მაგ­რამ ის ხვალ არ დად­გა. ანუ სი­ტუ­ა­ცია ძვე­ლე­ბუ­რად გრძელ­დე­ბო­და. მე კი ამ ყვე­ლა­ფერ­ზე უკვე მე­ცი­ნე­ბო­და.

- მე­უღ­ლემ ვის სთხო­ვა შენ­თვის სამ­სა­ხუ­რი?

- ლადო ვარ­ძე­ლაშ­ვილს. სხვას ვის მი­მარ­თავ­და ჩემი ქმა­რი და­სახ­მა­რებ­ლად. ვინც იყო მისი უფ­რო­სი და ვის­თა­ნაც მე­გობ­რობ­და, ჰქონ­და ისე­თი ურ­თი­ერ­თო­ბა, რომ შე­ეძ­ლო ასე­თი რამ ეთხო­ვა. ჩემი ქმა­რი არაა ისე­თი პი­როვ­ნე­ბა რომ ვი­ღა­ცე­ბი შე­ე­წუ­ხე­ბი­ნა და ბევრთან და­ე­რე­კა ცო­ლის სამ­სა­ხუ­რის გამო. უბ­რა­ლოდ, თა­ვი­სი აზრი გა­ან­დო ლა­დოს.

- სა­ბო­ლო­ოდ რამ გა­და­გა­წყვე­ტი­ნა, ოპო­ზი­ცი­უ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბი ხმა­მაღ­ლა გა­გე­კე­თე­ბი­ნა?

- გა­სულ ზა­ფხულს მაქ­სი­მა­ლუ­რად ვცდი­ლობ­დი, ნაკ­ლე­ბი პო­ლი­ტი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბა გა­მო­მე­ჩი­ნა. ბევ­რი ფაქ­ტი იყო ცნო­ბი­ლი, როცა ოჯა­ხებს ემუქ­რე­ბოდ­ნენ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი პო­ზი­ცი­ის გამო. ჩემი და მუ­შა­ობს სა­ხელ­მწი­ფო სამ­სა­ხურ­ში. ჩემი დე­დამ­თი­ლი იყო ბა­ღის გამ­გე... ცი­ხის კად­რე­ბის მერე გაჩ­ნდა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ჩემი პო­ლი­ტი­კუ­რი სტა­ტუ­სე­ბი. ყვე­ლამ კარ­გად იცის, რომ ჩემი ქმა­რი ყო­ფილ მთავ­რო­ბას­თან და­ახ­ლო­ბუ­ლი პირი იყო. შე­იძ­ლე­ბა, თავ­ზე არ გა­დაგ­ვდი­ო­და ფული და ვი­ღა­ცე­ბი­ვით მი­ლი­ო­ნებს არ ვშო­უ­ლობ­დით, მაგ­რამ თა­ვის­თვის იყო და თა­ვის საქ­მეს აკე­თებ­და. ჭი­და­ო­ბის ფე­დე­რა­ცი­ა­ში კო­მი­ტე­ტის წევ­რია, თა­ვი­სი ბიზ­ნე­სი აქვს, პო­ლი­ტი­კა­ში არ ყო­ფი­ლა გა­რე­უ­ლი. ცნო­ბა­დი სახე რომ იყო, როცა ნა­ცი­ო­ნა­ლებს გვერ­დზე დგო­მა სჭირ­დე­ბო­დათ, ურე­კავ­დნენ, მოდი, გვერ­დზე დაგ­ვი­დე­ქი და შენი პო­ზი­ცია და­ა­ფიქ­სი­რეო. როცა ის სა­ზა­რე­ლი კად­რე­ბი გავ­რცელ­და, ჩემ­მა ქმარ­მა იმ დღეს­ვე გა­და­წყვი­ტა, პო­ზი­ცია და­ე­ფიქ­სი­რე­ბი­ნა. ორი კვი­რა მაქ­სი­მა­ლუ­რად ვცდი­ლობ­დი, რომ რა­მა­ზი არ წა­სუ­ლი­ყო პო­ლი­ტი­კა­ში. მე­ში­ნო­და, ჩემს ოჯახს რამე არ და­მუქ­რე­ბო­და. ორი პა­ტა­რა ბავ­შვი მყავს და არ მინ­დო­და, გან­გა­შის და ში­შის ქვეშ გვე­ცხოვ­რა. მერე ვე­ღარ შევ­ძე­ლი მისი შე­ჩე­რე­ბა, თან ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი ურე­კავ­დნენ, გვერ­დში დაგ­ვი­დე­ქიო. ხალ­ხის სი­ძულ­ვილს ისევ ამა­თი სი­ძულ­ვი­ლი სჯობ­სო, თქვა და "ოც­ნე­ბის" წევ­რი გახ­და, ეკა ბე­სე­ლი­ას და­უდ­გა გვერ­დით. მე კი იქ ვარ, სა­დაც ჩემი ქმა­რია, ომში რომ წა­ვი­დეს, იქაც გავ­ყვე­ბი.

- სწო­რედ ეგ მინ­დო­და მე­კი­თხა. შენ­მა ერთ-ერ­თმა სტა­ტუს­მა გა­მაკ­ვირ­ვა, ჩემი ქმა­რი ომში რომ წა­ვი­დეს, მეც დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით წა­ვი­დო­დი მას­თან ერ­თა­დო.

- მარ­თლაც ასეა. ჩემი ოჯა­ხი იმ­დე­ნად შეკ­რუ­ლი და მყა­რია, რომ ჩემი ქმა­რი სა­დაც უნდა წა­ვი­დეს, დიდი ბო­დი­ში ჩემს შვი­ლებ­თან, მაგ­რამ მათ დავ­ტო­ვებ ისეთ ხელ­ში, რომ მე­ცო­დი­ნე­ბა, კარ­გად არი­ან და ყველ­გან გავ­ყვე­ბი, რომ ქმრის გვერ­დით ვიყო... მის­თვის პო­ლი­ტი­კა იყო აბ­სო­ლუ­ტუ­რად უც­ნო­ბი სფე­რო, ამი­ტომ გავ­ყე­ვი ფოთ­ში. მე, ჩემი ქმა­რი და ჩემი მაზ­ლი წა­ვე­დით. ამა­სო­ბა­ში იყო ბევ­რი მუ­ქა­რა. წი­ნას­წარ არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გი არა­ვინ იცო­და. ჩვენ ზუს­ტად ვი­ცო­დით, ნა­ცი­ო­ნა­ლებს რომ გა­ე­ყალ­ბე­ბი­ნათ არ­ჩევ­ნე­ბი და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში დარ­ჩე­ნი­ლიყ­ვნენ, ჩვე­ნი ოჯა­ხი, სა­ვა­რა­უ­დოდ, ქვეყ­ნი­დან გა­საქ­ცე­ვი გახ­დე­ბო­და, იმ­დე­ნად და­ი­ძა­ბა სი­ტუ­ა­ცია.

- სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში არ ერი­დე­ბი კონ­კრე­ტუ­ლი პი­როვ­ნე­ბე­ბის მი­მართ ან­ტი­პა­თი­ის გა­მო­ხატ­ვას. მა­გა­ლი­თად, ჩი­ო­რა თაქთა­ქიშ­ვილ­ზე თქვი, ვნა­ხავ­დი შენს ბუმ­ბულს გაშ­ლილს, გა­ფან­ტულს ვე­ლა­დაო. ასეთ სტა­ტუ­სებს რო­გო­რი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა აქვს ხოლ­მე?

- მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო ჩემს პი­რად ცხოვ­რე­ბას ეხე­ბო­და და მლან­ძღავ­და, ისე­თე­ბიც კი, სა­ერ­თოდ რომ არ მიც­ნობ­დნენ და მე რა­ტომ არ მაქვს უფ­ლე­ბა, ვინ­მე არ მო­მე­წო­ნოს. არ შე­იძ­ლე­ბა, და­ვა­ლე­ბუ­ლი ტექ­სტე­ბი იკი­თხო. ცოტა სა­კუ­თა­რი აზ­რიც უნდა გა­გაჩ­ნდეს.

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პირ­ვე­ლად მაია დარსმე­ლი­ძეს შე­ვე­ჯა­ხე. დავ­პოს­ტე გიგა ბო­კე­რი­ას ცო­ლის სტა­ტუ­სი, სა­დაც პროგ­ნო­ზი­რებ­და, რომ "ოც­ნე­ბა" არ­ჩევ­ნებს წა­ა­გებ­და. დავ­წე­რე, ამ ქალს აშა­რი ქა­ლის ყვე­ლა მო­ნა­ცე­მი აქვს-მეთ­ქი. აშა­რი გან­მარ­ტე­ბი­თი ლექ­სი­კო­ნის მი­ხედ­ვით ბინ­ძუ­რი ენის პატ­რონს ნიშ­ნავს. ეტყო­ბა, ქვე­ყა­ნა­ში შექ­მნი­ლი სი­ტუ­ა­ცი­ით მაია დარსმე­ლი­ძე იმ­დე­ნად იყო გა­ღი­ზი­ა­ნე­ბუ­ლი, კარ­გად ვერ გა­ი­გო რას ვამ­ბობ­დი. მე მეს­მის მისი. რო­დე­საც შო­უ­ბიზ­ნე­სის კლან­ში ხარ და შო­უ­ბიზ­ნე­სის ფული შენს სახ­ლში შე­მო­დის, ძა­ლი­ან ძნე­ლია ყვე­ლაფ­რის და­კარ­გვა. კო­მენ­ტა­რი და­მი­წე­რა, ამ "სუ­ჩკას" იც­ნო­ბო? ანუ აშა­რი ქალი გა­და­თარ­გმნა, რო­გორც "სუ­ჩკა". დავ­წე­რე, არც ვიც­ნობ და ამი­სი არც სურ­ვი­ლი არ მაქვს-მეთ­ქი. მა­შინ შენ­ზე ჭკვი­ან ადა­მი­ა­ნებს ჰკი­თხე აზრი და მერე და­პოს­ტეო. მერე გაგ­რძელ­და ჩვე­ნი დე­ბა­ტე­ბი და მე და მაია ერ­თმა­ნეთს შე­ვე­ჯა­ხეთ. ვერ გე­ტყვი, რომ მა­ნამ­დე დიდი მე­გობ­რე­ბი ვი­ყა­ვით. ამ დროს მე პი­რად წე­რი­ლებს მწერ­დნენ იმის შე­სა­ხებ, თუ რა ხდე­ბო­და სი­ნამ­დვი­ლე­ში შო­უ­ბიზ­ნეს­ში. მო­მი­ვი­და წე­რი­ლი, რომ გიგი უგუ­ლა­ვას ცოლს ჰქონ­და კლა­ნი, სა­დაც იყ­ვნენ სტე­ფა­ნე, კა­ხუ­ჩე­ლა, მაია დარსმე­ლი­ძე და ნინო ჩხე­ი­ძე. ისი­ნი მე­რი­ა­ში თვე­ში 5 ათას დო­ლარს იღებ­დნენ. რაც კონ­ცერ­ტე­ბი ტარ­დე­ბო­და რე­გი­ო­ნე­ბის მას­შტა­ბით, ფული ამ ადა­მი­ა­ნებ­ზე ნა­წილ­დე­ბო­დაო. ის ადა­მი­ა­ნი, ვინც ეს ინ­ფორ­მა­ცია მო­მა­წო­და, თა­ვა­დაც შო­უ­ბიზ­ნე­სის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი იყო. მე­უბ­ნე­ბო­და, მე­ში­ნია და ვერ ვამ­ბობ ამ ყვე­ლა­ფერს ხმა­მაღ­ლა, შენ გე­უბ­ნე­ბი, რომ ვხე­დავ არაფ­რის გე­ში­ნი­აო.

- ახლა ალ­ბათ უკვე შე­გიძ­ლია გა­ამ­ჟღავ­ნო მისი ვი­ნა­ო­ბა...

- ვერ გე­ტყვით. ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­და­მოწ­მე­ბა ძნე­ლი არაა. მალე ერთი ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნი კულ­ტუ­რის სფე­რო­დან ამ ყვე­ლაფ­რის გა­და­მოწ­მე­ბას აპი­რებს და სა­ბუ­თებს მი­ი­ღებს. ის დო­კუ­მენ­ტე­ბით ისა­უბ­რებს ამ ყვე­ლა­ფერ­ზე. დო­კუ­მენ­ტე­ბით და­დას­ტურ­დე­ბა ისიც, რომ "ვე­რის უბ­ნის მე­ლო­დი­ე­ბი" 3 მი­ლი­ო­ნი დაჯ­და. კარ­გი მსა­ხი­ო­ბე­ბი, რო­მელ­თაც ამ ქა­ლაქ­ში სი­ტყვა ეთ­ქმით, უმუ­შევ­რე­ბი არი­ან და "ვე­რის უბ­ნის მე­ლო­დი­ე­ბი" კი მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ ეს სოფო ნი­ჟა­რა­ძეს სურ­და, 3 მი­ლი­ო­ნი დაჯ­და. ამ ყვე­ლა­ფერ­ზე ადა­მი­ა­ნუ­რი პრო­ტეს­ტი მიჩ­ნდე­ბა. თუ რამე არ მო­ე­წო­ნა ჩემს ნათ­ქვამ­ში მაია დარსმე­ლი­ძეს ან სხვებს, ეს მათი პრობ­ლე­მაა.

- თუ გი­ფიქ­რია, რო­გორ წა­რი­მარ­თე­ბა შენი ცხოვ­რე­ბა ამ ყვე­ლაფ­რის შემ­დეგ?

- დიდი იმე­დი მაქვს, რომ მუ­შა­ო­ბას და­ვი­წყებ. წი­ნას­წარ არ ვიცი, ეს პო­ლი­ტი­კუ­რი თოქ­შოუ იქ­ნე­ბა თუ გა­სარ­თო­ბი. დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა მაქვს, ადრე ვმუ­შა­ობ­დი "მე­ცხრე არხზე". კი­კი­ნე­ბი მქონ­და და "ცხე­ლი ცხრი­ა­ნი" მიმ­ყავ­და. კარ­გად მახ­სოვს, "მე­ცხრე არხი" 1-ელ აპ­რილს და­ი­ხუ­რა. სა­ნამ და­ი­ხუ­რე­ბო­და, ყო­ველ დღე­სას­წა­ულ­ზე დამ­ლა­გებ­ლი­დან და­წყე­ბუ­ლი, დი­რექ­ტო­რით დამ­თავ­რე­ბუ­ლი ყვე­ლას პრე­მია ჰქონ­და, ოღონდ ყვე­ლას ერთი და იგი­ვე თან­ხა. ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი თვა­ლით არ გვყავ­და ნა­ნა­ხი, სა­ნამ პო­ლი­ტი­კა­ში გა­მოჩ­ნდე­ბო­და. ეს კაცი ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სებს ყო­ველ­თვის და­ი­ცავს და ჩვენს ფულს არ შე­ჭამს, თუნ­დაც იმი­ტომ, რომ თა­ვი­სიც ძა­ლი­ან ბევ­რი აქვს. ესაა ჩემი პო­ზი­ცია და თუ სხვე­ბი არ მე­თან­ხმე­ბი­ან და მი­შას პო­ზი­ცია მოს­წონთ, იყ­ვნენ მას­თან ერ­თად.

- პო­ლი­ტი­კუ­რი გა­და­ცე­მის წაყ­ვა­ნას გა­რის­კავ­დი, ამის გა­მოც­დი­ლე­ბა ხომ არ გაქვს?

- გა­მოც­დი­ლე­ბა არ მაქვს, მაგ­რამ ვფიქ­რობ, ჟურ­ნა­ლის­ტი თუ ხარ, თუ ერ­კვე­ვი სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, აზ­როვ­ნებ და წიგ­ნი გაქვს წა­კი­თხუ­ლი, არ უნდა გა­გი­ჭირ­დეს პო­ლი­ტი­კუ­რი გა­და­ცე­მის წაყ­ვა­ნა. ერთ სა­ი­დუმ­ლოს გა­გან­დობთ. მე ვე­ლო­დე­ბი კოკა ყან­დი­აშ­ვი­ლის სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბას. მისი აზრი ჩემ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. მგო­ნია, რომ რად­გან სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­მარ­თა­ლი აღ­დგა, კო­კაც და­უბ­რუნ­დე­ბა ჟურ­ნა­ლის­ტი­კას. მინ­და, მას­თან გა­ვი­ა­რო კონ­სულ­ტა­ცია და მერე გა­ვა­კე­თო არ­ჩე­ვა­ნი.

მერი კო­ბი­აშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

ასე­ვე იხი­ლეთ: "ვე­რის უბ­ნის მე­ლო­დი­ე­ბი" - ნა­წყვე­ტე­ბი გა­ნახ­ლე­ბუ­ლი მი­უ­ზიკ­ლის ბა­თუ­მუ­რი პრე­მი­ე­რი­დან

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვინ ხარჯავს ყველაზე მეტს თავდაცვაზე და როგორ გამოიყურება საქართველოს შეირაღებული ძალების შესაძლობები

"მალე დოკუმენტურად დადასტურდება, რომ "ვერის უბნის მელოდიები" 3 მილიონი დაჯდა"

"მალე დოკუმენტურად დადასტურდება, რომ "ვერის უბნის მელოდიები" 3 მილიონი დაჯდა"

"ჟურნალისტებს არ უხდებათ პოლიტიკოსობა. უნდა დაეტიონ თავის ადგილას და თავიანთი საქმე აკეთონ", - ამბობს ხატია სიჭინავა. მან ინგა გრიგოლია ვერ დაინახა, როგორც პოლიტიკოსი. იმავეს ფიქრობს გიორგი თარგამაძეზე. თვითონ ამ ნაბიჯს არასდროს გადადგამს. მეუღლეს, რამაზ ნოზაძეს კი ყველგან გაჰყვება, სადაც ის წავა, ომშიც კი.

- სოციალურ ქსელში შენი სტატუსები მოულოდნელად ოპოზიციური გახდა. მანამდე არ იყავი პოლიტიკურად აქტიური. რატომ შეიცვალე?

- მინდა გითხრა, რომ სულ ოპოზიციურად განწყობილი ვიყავი.

- თუმცა ამას ხმამაღლა არ ამბობდი...

- რა თქმა უნდა, და ამის მიზეზიც მქონდა. ოპოზიციურად მას მერე ვიყავი განწყობილი, რაც 7 ნოემბერს რუსთაველზე დაინგრა ქვეყანა. იმ პერიოდში სულ მიტინგებზე ვიდექი. თუმცა მე პოლიტიკოსი არ ვყოფილვარ და სიტყვით არ გამოვსულვარ. ხმამაღლა ამ ყველაფერზე არ ვლაპარაკობდი და არც განცხადებებს ვაკეთებდი. 7 ნოემბერს შეტაკების ეპიცენტრში აღმოვჩნდი. გაზის პატარა ბალონებს ისროდნენ. ერთ-ერთი ფეხში მომხვდა, აფეთქდა და იქვე გავითიშე. იქ მყოფმა ბიჭებმა მომიყვანეს სახლამდე. მაგრამ ეს ყველაფერი ხდებოდა მაშინ, როცა არ მქონდა ოჯახი და არ მყავდა შვილები. 2007 წელს ჩემმა მეგობრებმა დამირეკეს და მითხრეს, ვინც 7 ნოემბერს მიტინგზე იყო, აბსოლუტურად ყველას მონაცემები ედოთ "სოდში". ამის შემდეგ მოხდა ისე, რომ ვეღარსად დავიწყე მუშაობა, თუმცა კონკრეტულ მიზეზს, რატომ არ ვიწყებდი მუშაობას, არავინ მეუბნებოდა.

- თუ სწორად მახსოვს, ტელევიზიაში 7 ნოემბრამდე უკვე აღ­არ მუშაობდი...

- 2007 წელს წამოვედი "სტერეოდან" და სხვა ტელევიზიაში გადავედი. ამ დროს დაიწყო ქვეყანაში არეულობა. შესაბამისად, ტელევიზიაში სირბილისთვის არ მეცალა. როცა მოვიცალე, მივედი და რამდენიმე პროექტი მივიტანე, კონკრეტული უარი არავის უთქვამს, მეუბნებოდნენ, ძალიან კარგი პროექტია და ხვალ დაგირეკავთო. ეს ხვალ გრძელდებოდა რამდენიმე თვე და მერე ვხვდებოდი, რომ აღარ დარეკავდნენ.

- მახსოვს, რამდენჯერმე პრესაში დაიწერა, რომ ახალ გადაცემას წაიყვანდი...

- რა თქმა უნდა, მე ვამბობდი ინტერვიუებში, რომ მალე დავიწყებდი მუშაობას. ამის საფუძველი მქონდა. მეუბნებოდნენ, ხვალ თუ არა ზეგ აუცილებლად გავა ეთერში გადაცემაო. იყო რამდენჯერმე შემთხვევა, რომ ტელევიზიების ჩატარებულ კასტინგებში მივიღე მონაწილეობა, გავიმარჯვე, მაგრამ მერე მეუბნებოდნენ, უი, შენ კი არა სხვა ავირჩიეთო და სხვა აჰყავდათ სამსახურში.

- ალბათ იმ ამბავს გულისხმობ, ლიტვაში რომ აღარ წახვედი და შენ ნაცვლად სხვა გოგონას მიჰყავდა გათამაშება...

- რა თქმა უნდა, მაგას ვგულისხმობ. დამტკიცებული ვიყავი გადაცემის წამყვანად. კონტრაქტზე მქონდა ხელი მოწერილი. ფაქტობრივად, თვითმფრინავიდან მომხსნეს.

- როდის მიხვდი, რომ ეს ყველაფერი 7 ნოემბრის აქციის გამო ხდებოდა?

- როცა ჩემმა მეგობარმა დამირეკა და მითხრა, შენი ფოტოები "სოდში" დევს და მოერიდე პოლიტიკურ სიტუაციებსო. არ შეიძლება, რამდენჯერმე დაემთხვეს ერთი და იგივე. თუმცა მე მაინც ჩემსას ვცდილობდი. პოლიტიკური გადაცემა არასდროს წამიყვანია. არ მინდოდა დამეჯერებინა, რომ საკუთარი პოზიციის დაფიქსირების გამო ასეთი რამ ხდებოდა ქვეყანაში, თორემ, რა თქმა უნდა, სულელი არ ვიყავი და მივხვდი, რომ მბლოკავდნენ. ბოლოს უკვე აღარც მივდიოდი ტელევიზიებში. მერე გავთხოვდი, შვილები მეყოლა და აზრი აღარ ჰქონდა სამსახურის ძებნას. ტელევიზიაში მისვლაზე თავსაც აღარ ვიწუხებდი. თუმცა ჩემმა ქმარმა არ დაიჯერა, რომ ასე იყო და სთხოვა რამდენიმე მაღალჩინოსანს, ჟურნალისტია, სახლში რატომ უნდა იჯდეს, რამე სამსახური როგორ არ არსებობს ტელევიზიაში, რომ დააინტერესოთო. ზუსტად იგივე მოხდა ამ შემთხვევაშიც. ხვალვე დაგირეკავთო, უთხრეს, მაგრამ ის ხვალ არ დადგა. ანუ სიტუაცია ძველებურად გრძელდებოდა. მე კი ამ ყველაფერზე უკვე მეცინებოდა.

- მეუღლემ ვის სთხოვა შენთვის სამსახური?

- ლადო ვარძელაშვილს. სხვას ვის მიმართავდა ჩემი ქმარი დასახმარებლად. ვინც იყო მისი უფროსი და ვისთანაც მეგობრობდა, ჰქონდა ისეთი ურთიერთობა, რომ შეეძლო ასეთი რამ ეთხოვა. ჩემი ქმარი არაა ისეთი პიროვნება რომ ვიღაცები შეეწუხებინა და ბევრთან დაერეკა ცოლის სამსახურის გამო. უბრალოდ, თავისი აზრი გაანდო ლადოს.

- საბოლოოდ რამ გადაგა­წყვეტინა, ოპოზიციური განცხადებები ხმამაღლა გაგეკეთებინა?

- გასულ ზაფხულს მაქსიმალურად ვცდილობდი, ნაკლები პოლიტიკური აქტივობა გამომეჩინა. ბევრი ფაქტი იყო ცნობილი, როცა ოჯახებს ემუქრებოდნენ განსხვავებული პოლიტიკური პოზიციის გამო. ჩემი და მუშაობს სახელმწიფო სამსახურში. ჩემი დედამთილი იყო ბაღის გამგე... ციხის კადრების მერე გაჩნდა სოციალურ ქსელში ჩემი პოლიტიკური სტატუსები. ყველამ კარგად იცის, რომ ჩემი ქმარი ყოფილ მთავრობასთან დაახლობული პირი იყო. შეიძლება, თავზე არ გადაგვდიოდა ფული და ვიღაცებივით მილიონებს არ ვშოულობდით, მაგრამ თავისთვის იყო და თავის საქმეს აკეთებდა. ჭიდაობის ფედერაციაში კომიტეტის წევრია, თავისი ბიზნესი აქვს, პოლიტიკაში არ ყოფილა გარეული. ცნობადი სახე რომ იყო, როცა ნაციონალებს გვერდზე დგომა სჭირდებოდათ, ურეკავდნენ, მოდი, გვერდზე დაგვიდექი და შენი პოზიცია დააფიქსირეო. როცა ის საზარელი კადრები გავრცელდა, ჩემმა ქმარმა იმ დღესვე გადაწყვიტა, პოზიცია დაეფიქსირებინა. ორი კვირა მაქსიმალურად ვცდილობდი, რომ რამაზი არ წასულიყო პოლიტიკაში. მეშინოდა, ჩემს ოჯახს რამე არ დამუქრებოდა. ორი პატარა ბავშვი მყავს და არ მინდოდა, განგაშის და შიშის ქვეშ გვეცხოვრა. მერე ვეღარ შევძელი მისი შეჩერება, თან ნაციონალები ურეკავდნენ, გვერდში დაგვიდექიო. ხალხის სიძულვილს ისევ ამათი სიძულვილი სჯობსო, თქვა და "ოცნების" წევრი გახდა, ეკა ბესელიას დაუდგა გვერდით. მე კი იქ ვარ, სადაც ჩემი ქმარია, ომში რომ წავიდეს, იქაც გავყვები.

- სწორედ ეგ მინდოდა მეკითხა. შენმა ერთ-ერთმა სტატუსმა გამაკვირვა, ჩემი ქმარი ომში რომ წავიდეს, მეც დიდი სიამოვნებით წავიდოდი მასთან ერთადო.

- მართლაც ასეა. ჩემი ოჯახი იმდენად შეკრული და მყარია, რომ ჩემი ქმარი სადაც უნდა წავიდეს, დიდი ბოდიში ჩემს შვილებთან, მაგრამ მათ დავტოვებ ისეთ ხელში, რომ მეცოდინება, კარგად არიან და ყველგან გავყვები, რომ ქმრის გვერდით ვიყო... მისთვის პოლიტიკა იყო აბსოლუტურად უცნობი სფერო, ამიტომ გავყევი ფოთში. მე, ჩემი ქმარი და ჩემი მაზლი წავედით. ამასობაში იყო ბევრი მუქარა. წინასწარ არჩევნების შედეგი არავინ იცოდა. ჩვენ ზუსტად ვიცოდით, ნაციონალებს რომ გაეყალბებინათ არჩევნები და ხელისუფლებაში დარჩენილიყვნენ, ჩვენი ოჯახი, სავარაუდოდ, ქვეყნიდან გასაქცევი გახდებოდა, იმდენად დაიძაბა სიტუაცია.

- სოციალურ ქსელში არ ერიდები კონკრეტული პიროვნებების მიმართ ანტიპათიის გამოხატვას. მაგალითად, ჩიორა თაქთაქიშვილზე თქვი, ვნახავდი შენს ბუმბულს გაშლილს, გაფანტულს ველადაო. ასეთ სტატუსებს როგორი გამოხმაურება აქვს ხოლმე?

- მთელი საქართველო ჩემს პირად ცხოვრებას ეხებოდა და მლანძღავდა, ისეთებიც კი, საერთოდ რომ არ მიცნობდნენ და მე რატომ არ მაქვს უფლება, ვინმე არ მომეწონოს. არ შეიძლება, დავალებული ტექსტები იკითხო. ცოტა საკუთარი აზრიც უნდა გაგაჩნდეს.

სოციალურ ქსელში პირველად მაია დარსმელიძეს შევეჯახე. დავპოსტე გიგა ბოკერიას ცოლის სტატუსი, სადაც პროგნოზირებდა, რომ "ოცნება" არჩევნებს წააგებდა. დავწერე, ამ ქალს აშარი ქალის ყველა მონაცემი აქვს-მეთქი. აშარი განმარტებითი ლექსიკონის მიხედვით ბინძური ენის პატრონს ნიშნავს. ეტყობა, ქვეყანაში შექმნილი სიტუაციით მაია დარსმელიძე იმდენად იყო გაღიზიანებული, კარგად ვერ გაიგო რას ვამბობდი. მე მესმის მისი. როდესაც შოუბიზნესის კლანში ხარ და შოუბიზნესის ფული შენს სახლში შემოდის, ძალიან ძნელია ყველაფრის დაკარგვა. კომენტარი დამიწერა, ამ "სუჩკას" იცნობო? ანუ აშარი ქალი გადათარგმნა, როგორც "სუჩკა". დავწერე, არც ვიცნობ და ამისი არც სურვილი არ მაქვს-მეთქი. მაშინ შენზე ჭკვიან ადამიანებს ჰკითხე აზრი და მერე დაპოსტეო. მერე გაგრძელდა ჩვენი დებატები და მე და მაია ერთმანეთს შევეჯახეთ. ვერ გეტყვი, რომ მანამდე დიდი მეგობრები ვიყავით. ამ დროს მე პირად წერილებს მწერდნენ იმის შესახებ, თუ რა ხდებოდა სინამდვილეში შოუბიზნესში. მომივიდა წერილი, რომ გიგი უგულავას ცოლს ჰქონდა კლანი, სადაც იყვნენ სტეფანე, კახუჩელა, მაია დარსმელიძე და ნინო ჩხეიძე. ისინი მერიაში თვეში 5 ათას დოლარს იღებდნენ. რაც კონცერტები ტარდებოდა რეგიონების მასშტაბით, ფული ამ ადამიანებზე ნაწილდებოდაო. ის ადამიანი, ვინც ეს ინფორმაცია მომაწოდა, თავადაც შოუბიზნესის წარმომადგენელი იყო. მეუბნებოდა, მეშინია და ვერ ვამბობ ამ ყველაფერს ხმამაღლა, შენ გეუბნები, რომ ვხედავ არაფრის გეშინიაო.

- ახლა ალბათ უკვე შეგიძლია გაამჟღავნო მისი ვინაობა...

- ვერ გეტყვით. ამ ინფორმაციის გადამოწმება ძნელი არაა. მალე ერთი ცნობილი ადამიანი კულტურის სფეროდან ამ ყველაფრის გადამოწმებას აპირებს და საბუთებს მიიღებს. ის დოკუმენტებით ისაუბრებს ამ ყველაფერზე. დოკუმენტებით დადასტურდება ისიც, რომ "ვერის უბნის მელოდიები" 3 მილიონი დაჯდა. კარგი მსახიობები, რომელთაც ამ ქალაქში სიტყვა ეთქმით, უმუშევრები არიან და "ვერის უბნის მელოდიები" კი მხოლოდ იმიტომ, რომ ეს სოფო ნიჟარაძეს სურდა, 3 მილიონი დაჯდა. ამ ყველაფერზე ადამიანური პროტესტი მიჩნდება. თუ რამე არ მოეწონა ჩემს ნათქვამში მაია დარსმელიძეს ან სხვებს, ეს მათი პრობლემაა.

- თუ გიფიქრია, როგორ წარიმართება შენი ცხოვრება ამ ყველაფრის შემდეგ?

- დიდი იმედი მაქვს, რომ მუშაობას დავიწყებ. წინასწარ არ ვიცი, ეს პოლიტიკური თოქშოუ იქნება თუ გასართობი. დიდი გამოცდილება მაქვს, ადრე ვმუშაობდი "მეცხრე არხზე". კიკინები მქონდა და "ცხელი ცხრიანი" მიმყავდა. კარგად მახსოვს, "მეცხრე არხი" 1-ელ აპრილს დაიხურა. სანამ დაიხურებოდა, ყოველ დღესასწაულზე დამლაგებლიდან დაწყებული, დირექტორით დამთავრებული ყველას პრემია ჰქონდა, ოღონდ ყველას ერთი და იგივე თანხა. ბიძინა ივანიშვილი თვალით არ გვყავდა ნანახი, სანამ პოლიტიკაში გამოჩნდებოდა. ეს კაცი ქვეყნის ინტერესებს ყოველთვის დაიცავს და ჩვენს ფულს არ შეჭამს, თუნდაც იმიტომ, რომ თავისიც ძალიან ბევრი აქვს. ესაა ჩემი პოზიცია და თუ სხვები არ მეთანხმებიან და მიშას პოზიცია მოსწონთ, იყვნენ მასთან ერთად.

- პოლიტიკური გადაცემის წაყვანას გარისკავდი, ამის გამოცდილება ხომ არ გაქვს?

- გამოცდილება არ მაქვს, მაგრამ ვფიქრობ, ჟურნალისტი თუ ხარ, თუ ერკვევი სიტუაციაში, აზროვნებ და წიგნი გაქვს წაკითხული, არ უნდა გაგიჭირდეს პოლიტიკური გადაცემის წაყვანა. ერთ საიდუმლოს გაგანდობთ. მე ველოდები კოკა ყანდიაშვილის საქართველოში დაბრუნებას. მისი აზრი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მგონია, რომ რადგან საქართველოში სამართალი აღდგა, კოკაც დაუბრუნდება ჟურნალისტიკას. მინდა, მასთან გავიარო კონსულტაცია და მერე გავაკეთო არჩევანი.

მერი კობიაშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ასევე იხილეთ: "ვერის უბნის მელოდიები" - ნაწყვეტები განახლებული მიუზიკლის ბათუმური პრემიერიდან

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება