ადრე ადამიანის ფინანსური მდგომარეობა ოქროს საათით განისაზღვრებოდა, მაგრამ დრო იცვლება და სოლიდური რეპუტაციის მქონე ადამიანებს მაღალტექნოლოგიური "სათამაშოებით" სურთ საკუთარი სტატუსის ხაზგასმა.
სწორედ ასეთი ადამიანებისთვის შეიქმნა კომპანია Apple-ის მაკბუკი. კომპიუტერი მთლიანად ოქროს ჩარჩოშია მოთავსებული, ხოლო მისი მონიტორი 11 დიუმიანია. ამ უძვირფასესი კომპიუტერის ფასი 7500 დოლარია. მათთვის, ვისთვისაც ეს ფუფუნება საკმარისი არ არის, სპეციალური შეკვეთით, ბრილიანტის თვლით გაწყობილ Apple-ის ლოგოიან მაკბუქს დაამზადებენ.
მომზადებულია drunov.ru-ს მიხედვით.