ცნობილ მსახიობ, ნატალი პორტმანს, რომელიც ცოტა ხნის წინ დაქორწინდა ებრაელ მოცეკვავე ბენჟამინ მაილიპაიდზე, ქმარი აკონტროლებს. ნატალის გადაღებებს მისი მეუღლე სულ უფრო ხშირად სტუმრობს.
როგორც დასავლური პრესა წერს, ბენჟამინი ეჭვიანობს. ის მეუღლის და მისი ეკრანული პარტნიორის, მაიკლ ფესბენდერის რომანტიკული სცენების გადაღებას ესწრება. ნატალის გამუდმებით სდებენ ბრალს მის კოლეგებთან რომანში. ბენჟამინს სურს, რომ სიტუაცია თავად აკონტროლოს.
ნატალი პორტმანი და მისი მეუღლე ერთად რამდენიმე წელია არიან. მათ აგვისტოში იქორწინეს. ნატალიმ და ბენჟამინმა ერთმანეთი ფილმ "შავი გედის" გადაღებაზე გაიცნეს. წყვილს ერთი ვაჟი, ალეფი ჰყავს.
მომზადებულია spletnik.ru-ს მიხედვით.