მოზაიკა
პოლიტიკა
სამხედრო

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მსოფლიოში ყველაზე პატარა მოწყობილობები
მსოფლიოში ყველაზე პატარა მოწყობილობები

მხო­ლოდ საბ­ჭო­თა კავ­ში­რი ამა­ყობ­და იმით, რომ მისი მოკ­როპ­რო­ცე­სო­რე­ბი - მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე დიდი იყო. და­ნარ­ჩენ მსოფ­ლი­ო­ში კი სა­მეც­ნი­ე­რო-ტექ­ნო­ლო­გი­ურ პროგ­რე­სი სულ უფრო და უფრო პა­ტა­რა მო­წყო­ბი­ლო­ბებს ქმნი­და.

ყვე­ლა­ზე პა­ტა­რა მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი - ტე­ლე­ფო­ნი Neo 808i მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე პა­ტა­რა სრულ­ფა­სო­ვა­ნი მო­ბი­ლუ­რია. ტე­ლე­ფონს ღი­ლა­კე­ბი­ა­ნი კლა­ვი­ა­ტუ­რა, 1,2 მე­გა­პიქ­სე­ლი­ა­ნი ფო­ტო­კა­მე­რა, ეკ­რა­ნი და 4 გი­გა­ბა­ი­ტი­ა­ნი მეხ­სი­ე­რე­ბა აქვს.

ყვე­ლა­ზე პა­ტა­რა ფო­ტო­კა­მე­რა - ზო­გა­დად ყვე­ლა­ზე პა­ტა­რა ფო­ტო­კა­მე­რე­ბი მო­ბი­ლურ ტე­ლე­ფონ­შია. მაგ­რამ მათ ცალ­კე მო­წყო­ბი­ლო­ბად ვერ ჩავ­თვლით. ამი­ტომ ყვე­ლა­ზე პა­ტა­რა ფო­ტო­კა­მე­რად Chobi Cam One-ი ით­ვლე­ბა, რომ­ლის ზო­მე­ბი 2,86, 2.54-სა და 2.7-სან­ტი­მეტრზეა. ამას­თან, მას შე­საც­ვლე­ლი ობი­ექ­ტი­ვე­ბი და ფო­ტო­ე­ბის სა­ნა­ხა­ვად ეკ­რა­ნიც აქვს. კა­მე­რა ფო­ტო­ებს მხო­ლოდ 2 მე­გა­პიქ­სე­ლის გა­ფარ­თო­ე­ბით იღებს.

ყვე­ლა­ზე პა­ტა­რა აკ­ვა­რი­უ­მი - რუს­მა დი­ზა­ი­ნე­რებ­მა ანა­ტო­ლი და სტა­ნის­ლავ კო­ნენ­კო­ებ­მა მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე პა­ტა­რა აკ­ვა­რი­უ­მი შექ­მნეს. იგი სიგ­რძე­ში 30, სი­გა­ნე­ში 14 და სი­მაღ­ლე­ში 24 მი­ლი­მეტ­რია. მას­ში 10 გრა­მი წყა­ლი და და­ნიო-რე­რი­ოს სა­ხე­ო­ბის მხო­ლოდ ერთი თევ­ზი ეტე­ვა.

ყვე­ლა­ზე პა­ტა­რა პერ­სო­ნა­ლუ­რი კომ­პი­უ­ტე­რი - კომ­პი­უ­ტე­რი Raspberry Pi USB-მეხ­სი­ე­რე­ბის ჩი­პის ზო­მი­საა. ამას­თან, ეს მუშა პერ­სო­ნა­ლუ­რი კომ­პი­უ­ტე­რია, რო­მელ­საც ტექ­სტუ­რი სიხ­ში­რის 700 მე­გა­ჰერ­ცი­ა­ნი პრო­ცე­სო­რი, ვი­დე­ო­პორ­ტი, მო­სახ­სნე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის მა­ტა­რე­ბე­ლი, 128 მე­გა­ბა­ი­ტი­ა­ნი ოპე­რა­ტი­უ­ლი მახ­სოვ­რო­ბა და USB-პორ­ტი აქვს.

ყვე­ლა­ზე პა­ტა­რა ეკ­რა­ნი - გი­ნე­სის რე­კორ­დე­ბის წიგ­ნის თა­ნახ­მად, მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე პა­ტა­რა ეკ­რა­ნი შოტ­ლან­დი­უ­რი კომ­პა­ნია MicroEmissive Displays-ის ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში შექ­მნეს. მისი სიგ­რძე 3.84, ხოლო სი­გა­ნე 2.88 მი­ლი­მეტ­რია.

ყვე­ლა­ზე პა­ტა­რა ია­რა­ღი - მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე პა­ტა­რა ია­რა­ღი შვე­ი­ცა­რი­უ­ლი Swiss Mini Gun-ია. მისი სიგ­რძე 5 სან­ტი­მეტ­რია და 19,8 გრამს იწო­ნის. იგი სპე­ცი­ა­ლუ­რად მის­თვის შექ­მნი­ლი 2,34 მი­ლი­მეტ­რი­ა­ნი კა­ლიბ­რის ვაზ­ნე­ბით და 0,128 გრა­მი­ა­ნი ტყვი­ე­ბით იტე­ნე­ბა.

ყვე­ლა­ზე პა­ტა­რა მა­უ­სი - კომ­პი­უ­ტე­რის მა­უ­სი Swiftpoint SLIDER-ის სა­მარ­თა­ვად ხე­ლის მთე­ლი მტე­ვა­ნი სა­ჭი­რო არაა, ამის­თვის რამ­დე­ნი­მე თი­თიც საკ­მა­რი­სია.

ყვე­ლა­ზე პა­ტა­რა პრო­ექ­ტო­რი- კომ­პა­ნია 3M-ის პრო­ექ­ტო­რი Tiny Projector-ი მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე პა­ტა­რად ით­ვლე­ბა. იგი მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნე­ბის­თვი­საა გათ­ვლი­ლი.

ყვე­ლა­ზე პა­ტა­რა ნო­უთ­ბუ­ქი - ნო­უთ­ბუ­ქი UMID Mbook-ი, რო­მელ­საც 4,5 დი­უ­მი­ა­ნი დი­ა­გო­ნა­ლის ეკ­რა­ნი აქვს, მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე პა­ტა­რაა. ამის მი­უ­ხე­და­ვად, მას სრულ­ფა­სო­ვა­ნი QWERTY-კლა­ვი­ა­ტუ­რა, Atom-ის პრო­ცე­სო­რი და ვებ-კა­მე­რა აქვს. იგი ოპე­რა­ცი­უ­ლი სის­ტე­მა Windows XP-ით მუ­შა­ობს.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია Novate.ru-ს მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

მსოფლიოში ყველაზე პატარა მოწყობილობები

მსოფლიოში ყველაზე პატარა მოწყობილობები

მხოლოდ საბჭოთა კავშირი ამაყობდა იმით, რომ მისი მოკროპროცესორები - მსოფლიოში ყველაზე დიდი იყო. დანარჩენ მსოფლიოში კი სამეცნიერო-ტექნოლოგიურ პროგრესი სულ უფრო და უფრო პატარა მოწყობილობებს ქმნიდა.

ყველაზე პატარა მობილური ტელეფონი - ტელეფონი Neo 808i მსოფლიოში ყველაზე პატარა სრულფასოვანი მობილურია. ტელეფონს ღილაკებიანი კლავიატურა, 1,2 მეგაპიქსელიანი ფოტოკამერა, ეკრანი და 4 გიგაბაიტიანი მეხსიერება აქვს.

ყველაზე პატარა ფოტოკამერა - ზოგადად ყველაზე პატარა ფოტოკამერები მობილურ ტელეფონშია. მაგრამ მათ ცალკე მოწყობილობად ვერ ჩავთვლით. ამიტომ ყველაზე პატარა ფოტოკამერად Chobi Cam One-ი ითვლება, რომლის ზომები 2,86, 2.54-სა და 2.7-სანტიმეტრზეა. ამასთან, მას შესაცვლელი ობიექტივები და ფოტოების სანახავად ეკრანიც აქვს. კამერა ფოტოებს მხოლოდ 2 მეგაპიქსელის გაფართოებით იღებს.

ყველაზე პატარა აკვარიუმი - რუსმა დიზაინერებმა ანატოლი და სტანისლავ კონენკოებმა მსოფლიოში ყველაზე პატარა აკვარიუმი შექმნეს. იგი სიგრძეში 30, სიგანეში 14 და სიმაღლეში 24 მილიმეტრია. მასში 10 გრამი წყალი და დანიო-რერიოს სახეობის მხოლოდ ერთი თევზი ეტევა.

ყველაზე პატარა პერსონალური კომპიუტერი - კომპიუტერი Raspberry Pi USB-მეხსიერების ჩიპის ზომისაა. ამასთან, ეს მუშა პერსონალური კომპიუტერია, რომელსაც ტექსტური სიხშირის 700 მეგაჰერციანი პროცესორი, ვიდეოპორტი, მოსახსნელი ინფორმაციის მატარებელი, 128 მეგაბაიტიანი ოპერატიული მახსოვრობა და USB-პორტი აქვს.

ყველაზე პატარა ეკრანი - გინესის რეკორდების წიგნის თანახმად, მსოფლიოში ყველაზე პატარა ეკრანი შოტლანდიური კომპანია MicroEmissive Displays-ის ლაბორატორიაში შექმნეს. მისი სიგრძე 3.84, ხოლო სიგანე 2.88 მილიმეტრია.

ყველაზე პატარა იარაღი - მსოფლიოში ყველაზე პატარა იარაღი შვეიცარიული Swiss Mini Gun-ია. მისი სიგრძე 5 სანტიმეტრია და 19,8 გრამს იწონის. იგი სპეციალურად მისთვის შექმნილი 2,34 მილიმეტრიანი კალიბრის ვაზნებით და 0,128 გრამიანი ტყვიებით იტენება.

ყველაზე პატარა მაუსი - კომპიუტერის მაუსი Swiftpoint SLIDER-ის სამართავად ხელის მთელი მტევანი საჭირო არაა, ამისთვის რამდენიმე თითიც საკმარისია.

ყველაზე პატარა პროექტორი- კომპანია 3M-ის პროექტორი Tiny Projector-ი მსოფლიოში ყველაზე პატარად ითვლება. იგი მობილური ტელეფონებისთვისაა გათვლილი.

ყველაზე პატარა ნოუთბუქი - ნოუთბუქი UMID Mbook-ი, რომელსაც 4,5 დიუმიანი დიაგონალის ეკრანი აქვს, მსოფლიოში ყველაზე პატარაა. ამის მიუხედავად, მას სრულფასოვანი QWERTY-კლავიატურა, Atom-ის პროცესორი და ვებ-კამერა აქვს. იგი ოპერაციული სისტემა Windows XP-ით მუშაობს.

მომზადებულია Novate.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს