Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დიმიტრი შაშკინი - გადავწყვიტე, დავტოვო საქართველო იმ იმედით, რომ დავბრუნდები
დიმიტრი შაშკინი - გადავწყვიტე, დავტოვო საქართველო იმ იმედით, რომ დავბრუნდები

სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი დი­მიტ­რი შაშ­კი­ნი "ფე­ის­ბუ­ქის" თა­ვის ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე ოფიც­რე­ბის, სერ­ჟან­ტე­ბის, კაპ­რა­ლე­ბის, ჯა­რის­კა­ცე­ბის, მე­გობ­რე­ბი­სა და კო­ლე­გე­ბი­სად­მი მი­მარ­თვას ავ­რცე­ლებს, რო­მელ­საც "ამ­ბე­ბი.გე" უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ.

"ქარ­თველ­მა ხალ­ხმა 1-ელ ოქ­ტომ­ბერს გა­ა­კე­თა თა­ვი­სი არ­ჩე­ვა­ნი და მე ამ არ­ჩე­ვანს პა­ტივს ვცემ. თუმ­ცა, მე და ახალ უმ­რავ­ლე­სო­ბას გვაქვს აბ­სო­ლუ­ტუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბი. მე ვმუ­შა­ობ­დი პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვი­ლის მთავ­რო­ბა­ში იმი­ტომ, რომ ვი­ზი­ა­რებ­დი მის იდე­ა­ლებს და იდე­ებს. ჩვენ, მთავ­რო­ბას, გვა­ერ­თი­ა­ნებ­და იდეა და არა - პრაგ­მა­ტუ­ლი გათ­ვლა, ჩვენ გვჯე­რო­და, რომ ფული არ არის მთა­ვა­რი და იდე­ით და შრო­მით შე­გიძ­ლია მი­აღ­წიო ყვე­ლა­ფერს. ჩვენ ვი­ყა­ვით მთავ­რო­ბა­ში არა იმის­თვის, რომ გვე­შო­ვა მი­ლი­ო­ნე­ბი, არა­მედ იმის­თვის, რომ გვემ­სა­ხუ­რა ჩვე­ნი ხალ­ხის­თვის. მე ყო­ველ­თვის ვი­ა­მა­ყებ იმით, რომ ვმუ­შა­ობ­დი ყვე­ლა­ზე ძლი­ერ და წარ­მა­ტე­ბულ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრთან ვანო მე­რა­ბიშ­ვილ­თან ერ­თად.

ყო­ველ­თვის ვი­ა­მა­ყებ იმით, რომ მქონ­და შე­საძ­ლებ­ლო­ბა, მეს­წავ­ლა ზუ­რაბ ადე­იშ­ვი­ლის­გან და მე­წო­დე­ბი­ნა მის­თვის მე­გო­ბა­რი. ყო­ველ­თვის ვი­ა­მა­ყებ იმით, რომ ჩემი კო­ლე­გა იყო ალე ხე­თა­გუ­რი, ჩემი აზ­რით ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი მი­ნის­ტრი სა­ქარ­თვე­ლო­ში. ყო­ველ­თვის ვი­ა­მა­ყებ იმით, რომ მთავ­რო­ბის სხდო­მებ­ზე ერთ მა­გი­დას­თან ვი­ჯე­ქი გრი­გოლ ვა­შა­ძე­სა და რა­მაზ ნი­კო­ლე­იშ­ვილ­თან ერ­თად. მე გა­ვა­ტა­რე ჩემი ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა­ზე ბედ­ნი­ე­რი ოთხი წელი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მთავ­რო­ბა­ში და ჩვენ ყვე­ლამ ერ­თად სა­ქარ­თვე­ლო თა­ვი­სი გან­ვი­თა­რე­ბის ზე­ნი­ტში ავიყ­ვა­ნეთ.

2008 წლი­დან ვი­მუ­შა­ვე სამ მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რა­ში და მუ­დამ ვცდი­ლობ­დი, ყვე­ლა­ფე­რი გა­მე­კე­თე­ბი­ნა ჩემი ხალ­ხი­სა და ქვეყ­ნის­თვის.

პი­რა­დად ჩემ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ქუ­ჩა­ში შეხ­ვედ­რი­სას ხალ­ხი მად­ლო­ბას მიხ­დი­და იმის­თვის, რომ ჩემი სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის მი­ნის­ტრო­ბის დროს შემ­ცირ­და ძა­ლა­დო­ბა და სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბა სის­ტე­მა­ში. გან­ხორ­ცი­ელ­და ისე­თი პროგ­რა­მე­ბი, რომ­ლე­ბიც უნი­კა­ლუ­რი იყო ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის. ჩვენ მო­ვა­ხერ­ხეთ ქალ­თა კო­ლო­ნი­ა­ში ბუნ­ტის აღ­კვე­თა ისე, რომ სპე­ცო­პე­რა­ცი­ის დროს არ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლა არც ერთი პა­ტი­მა­რი, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩემი და სპეც­რაზ­მის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის ტან­საც­მე­ლი ცე­ცხლში იყო გახ­ვე­უ­ლი. ამის­თვის მე, კი­დევ ერთხელ, ვუხ­დი მად­ლო­ბას ყვე­ლა სპეც­რაზ­მელს და ბო­დიშს ყვე­ლას იმის­თვის, რომ ბო­ლომ­დე ვერ მი­ვიყ­ვა­ნე რე­ფორ­მე­ბი სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის სფე­რო­ში.

ჩვენ ძა­ლი­ან ბევ­რი რამ გა­ვა­კე­თეთ გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში. რე­ფორ­მე­ბი, რო­მელ­საც ჩვენ ვა­ტა­რებ­დით იყო რთუ­ლი, ხან­და­ხან მტკივ­ნე­უ­ლი, მაგ­რამ - აუ­ცი­ლე­ბე­ლი. ჩვენ და­ვაბ­რუ­ნეთ ბავ­შვე­ბი სკო­ლებ­ში, და­ვამ­ყა­რეთ წეს­რი­გი, და­ვი­წყეთ პე­და­გო­გე­ბის სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბის პრო­ცე­სი, გავ­ზარ­დეთ მათი ხელ­ფა­სე­ბი, მო­ვახ­დი­ნეთ ყვე­ლა სკო­ლის ინ­ტერ­ნე­ტი­ზა­ცია, სკო­ლე­ბი აღვჭურ­ვეთ ახა­ლი კომ­პი­უ­ტე­რე­ბით, ყვე­ლა პირ­ველკ­ლა­სელს გა­და­ვე­ცით სა­ჩუქ­რად პერ­სო­ნა­ლუ­რი კომ­პი­უ­ტე­რი, ჩა­მო­ვიყ­ვა­ნეთ ინ­გლი­სუ­რი ენის ათა­სო­ბით უცხო­ე­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი, ხელი შე­ვუ­წყვეთ ფა­სე­ბის შემ­ცი­რე­ბას სას­კო­ლო სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ებ­ზე, გა­ვაღ­ვი­ვეთ ბავ­შვებ­ში ინ­ტე­რე­სი ზუს­ტი და სა­ბუ­ნე­ბის­მე­ტყვე­ლო საგ­ნე­ბის მი­მართ, ავა­შე­ნეთ ახა­ლი სკო­ლე­ბი და პრო­ფე­სი­უ­ლი კო­ლე­ჯე­ბი, გა­ვა­რე­მონ­ტეთ ათას­ზე მეტი სკო­ლა და გა­ვა­ტა­რეთ უამ­რა­ვი სხვა რე­ფორ­მა. მინ­და, მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო ყვე­ლა იმ ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც ჩემ­თან ერ­თად ახორ­ცი­ე­ლებ­და ამ რე­ფორ­მებს. ჩვენ შევ­ქმე­ნით თა­ნა­მო­აზ­რე­ე­ბის უძ­ლი­ე­რე­სი გუნ­დი და ყვე­ლა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ვი­ღებ­დით და ვა­ხორ­ცი­ე­ლებ­დით ერ­თად. ჩვე­ნი ყვე­ლა წარ­მა­ტე­ბა იყო ქვეყ­ნის წარ­მა­ტე­ბა და ამ რე­ფორ­მე­ბის შე­დე­გე­ბი უკვე სა­ხე­ზეა.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ამ პე­რი­ოდ­ში და­მე­მარ­თა დი­ა­ბე­ტი მძი­მე ფორ­მით, ამის გამო უკან არას­დროს და­მი­ხე­ვია, რად­გან მჯე­რო­და, რომ ვა­კე­თებ­დი მნიშ­ვნე­ლო­ვან საქ­მეს ჩემი ხალ­ხი­სა და ქვეყ­ნის­თვის. ბევ­რი ცუდი რამ ით­ქვა მან­და­ტუ­რებ­ზე, ის­ტო­რია გა­არ­ჩევს ვინ ცდე­ბო­და და ვინ იყო მარ­თა­ლი. მე ვა­მა­ყობ, რომ ვი­ყა­ვი ამ რე­ფორ­მის ავ­ტო­რი და მინ­და შე­ვახ­სე­ნო ყვე­ლა მან­და­ტურს, რომ მათი უშუ­ა­ლო მო­ნა­წი­ლე­ო­ბით გა­და­ურ­ჩა ძა­ლა­დო­ბას ათა­სო­ბით მოს­წავ­ლე. თქვე­ნი დამ­სა­ხუ­რე­ბაა ის, რომ ჩვე­ნი სკო­ლე­ბი ყვე­ლა­ზე უსაფრ­თხო იყო. მე მინ­და, მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო ათა­სო­ბით სკო­ლის დი­რექ­ტორ­სა და მას­წავ­ლე­ბელს, ვის­თან ერ­თა­დაც ჩვენ ვა­ხორ­ცი­ე­ლებ­დით ამ რე­ფორ­მებს.

რაც შე­ე­ხე­ბა ჩემს ბოლო თა­ნამ­დე­ბო­ბას თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის რან­გში, მინ­და, ბო­დი­ში მო­ვუ­ხა­დო ჯარს, რად­გან ვერ მო­ვას­წა­რი იმის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, რა­საც დაგ­პირ­დით და დავ­გეგ­მე თქვენ­თან ერ­თად. ვთვლი, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ემ­სა­ხუ­რე­ბი­ან სა­უ­კე­თე­სო ოფიც­რე­ბი და ჯა­რის­კა­ცე­ბი. სწო­რედ ამი­ტომ, პრი­ო­რი­ტე­ტად და­ვი­სა­ხე მათ­ზე ზრუნ­ვა. ჩვე­ნი მთა­ვა­რი დე­ვი­ზი: "არც მშვი­დო­ბი­ან დროს და არც ომში არც ერთ ადა­მი­ანს არ მი­ვა­ტო­ვებთ"- და­ე­დო სა­ფუძ­ვლად ახალ 3თ კონ­ცეფ­ცი­ას. ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე დიდ სა­ჩუქ­რად დარ­ჩე­ბა სამ­ხედ­რო ფორ­მა, რო­მე­ლიც მა­ჩუ­ქა ერთ-ერ­თმა მე­თა­ურ­მა. ჩემ­თვის მთე­ლი ცხოვ­რე­ბის მან­ძილ­ზე და­უ­ვი­წყა­რი იქ­ნე­ბა შეხ­ვედ­რა ალექ­სან­დრე ტუ­ღუშ­თან და და­ნარ­ჩენ დაჭ­რილ ბი­ჭებ­თან ამე­რი­კის ჰოს­პი­ტალ­ში. ამ შეხ­ვედ­რა­ზე დავ­რწმუნ­დი, რომ სა­ნამ ასე­თი ოფიც­რე­ბი და ჯა­რის­კა­ცე­ბი არი­ან სა­ქარ­თვე­ლო­ში, რუ­სე­თი ვერ დაგ­ვა­მარ­ცხებს.

ჩემ­თვის დიდი პა­ტი­ვია, რომ სა­შუ­ა­ლე­ბა მქონ­და ავ­ღა­ნეთ­ში გა­მეც­ნო რო­მან ჯან­ჯუ­ლია (ბა­ტა­ლი­ო­ნის მე­თა­უ­რი), რო­მე­ლიც ომობს იმის­თვის, რომ ჩვე­ნი ჯარი გან­ვი­თარ­დეს და ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა მი­უ­ახ­ლოვ­დეს ნატო-ს.

არა­სო­დეს ასე ახლო და რე­ა­ლუ­რი არ ყო­ფი­ლა სა­ქარ­თვე­ლოს გა­წევ­რი­ა­ნე­ბა ნატო-ში, რო­გორც ახ­ლაა. უკვე ნო­ემ­ბერ­ში ვე­ლო­დე­ბო­დი ა.შ.შ-დან ახა­ლი ვერ­ტმფრე­ნე­ბის შე­მოყ­ვა­ნის პრო­ცე­სის და­წყე­ბას, ხოლო დე­კემ­ბერ­ში - კონ­კრე­ტუ­ლი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის და­წყე­ბას სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვის შექ­მნის თა­ო­ბა­ზე. სამ­წუ­ხა­როდ, არ მჯე­რა, რომ ახა­ლი მთავ­რო­ბა გა­აგ­რძე­ლებს ამ კურსს. ღმერ­თმა ქნას, რომ ვცდე­ბო­დე. ნატო და ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი არის ჩვე­ნი სამ­შობ­ლოს­თვის გა­დარ­ჩე­ნის გა­რან­ტია.

ჩემ­თვის პი­რა­დად ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ჩემი ხან­მოკ­ლე მი­ნის­ტრო­ბის დროს, ფორ­სი­რე­ბულ რე­ჟიმ­ში, და­ვას­რუ­ლეთ ოთხი კორ­პუ­სის მშე­ნებ­ლო­ბა და 800-ზე მეტ სამ­ხედ­როს გა­და­ე­ცა ბი­ნე­ბი სა­კუთ­რე­ბა­ში.

ჩემი საქ­მი­ა­ნო­ბის პე­რი­ოდ­ში, 11 წელი სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში და 4 წელი სა­ჯა­რო სამ­სა­ხურ­ში, ხელს ვუ­წყობ­დი სა­ქარ­თვე­ლო­ში დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბის დამ­კვიდ­რე­ბას. არ და­მი­ხე­ვია უკან ქვეყ­ნის აღმშე­ნებ­ლო­ბი­სა და რე­ფორ­მი­რე­ბის პრო­ცეს­ში. ვარ ამ ქვეყ­ნის პატ­რი­ო­ტი და ჩემს შვი­ლებ­საც ვზრდი სა­ქარ­თვე­ლოს პატ­რი­ო­ტე­ბად.

მე მი­ვი­ღე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ დავ­ტო­ვო სა­ქარ­თვე­ლო, იმ იმე­დით, რომ დავ­ბრუნ­დე­ბი და კვლავ მექ­ნე­ბა სა­შუ­ა­ლე­ბა, ვემ­სა­ხუ­რო ჩემს ქვე­ყა­ნას, ჩემს ხალ­ხს. არ გა­მიკ­ვირ­დე­ბა, რომ უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში გა­ი­გოთ ბევ­რი "გა­უ­გო­ნა­რი ამ­ბა­ვი" ჩემ შე­სა­ხებ. ვინც მიც­ნობს, არ და­ი­ჯე­რებს. თუმ­ცა, ვინც არ მიც­ნობს, მინ­და, და­ვარ­წმუ­ნო, რომ ყო­ველ­თვის ვი­ცავ­დი კა­ნონს და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით ვე­კი­დე­ბო­დი ჩემ­ზე და­კის­რე­ბულ მო­ვა­ლე­ო­ბებს. არ ვნა­ნობ არც ერთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, რო­მე­ლიც ბოლო ოთხი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­ვი­ღე და მზად ვარ, ვუ­პა­სუ­ხო ნე­ბის­მი­ერ შე­კი­თხვას.

და­ბო­ლოს, მად­ლო­ბა ყვე­ლას, ვინც ჩემ­თან ერ­თად ბოლო ოთხი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ყვე­ლა­ფერს აკე­თებ­და იმის­თვის, რომ ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა ყო­ფი­ლი­ყო უკე­თე­სი, ჩვე­ნი ინ­სტი­ტუ­ცი­ე­ბი - უფრო მდგრა­დი, ჩვე­ნი ბავ­შვე­ბი - უფრო და­ცუ­ლი. ჩემ­თვის დიდი პა­ტი­ვი იყო თქვენ­თან ერ­თად მუ­შა­ო­ბა", - აღ­ნიშ­ნუ­ლია შაშ­კი­ნის მი­მარ­თვა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება

დიმიტრი შაშკინი - გადავწყვიტე, დავტოვო საქართველო იმ იმედით, რომ დავბრუნდები

დიმიტრი შაშკინი - გადავწყვიტე, დავტოვო საქართველო იმ იმედით, რომ დავბრუნდები

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი დიმიტრი შაშკინი "ფეისბუქის" თავის ოფიციალურ გვერდზე ოფიცრების, სერჟანტების, კაპრალების, ჯარისკაცების, მეგობრებისა და კოლეგებისადმი მიმართვას ავრცელებს, რომელსაც "ამბები.გე" უცვლელად გთავაზობთ.

"ქართველმა ხალხმა 1-ელ ოქტომბერს გააკეთა თავისი არჩევანი და მე ამ არჩევანს პატივს ვცემ. თუმცა, მე და ახალ უმრავლესობას გვაქვს აბსოლუტურად განსხვავებული ფასეულობები. მე ვმუშაობდი პრეზიდენტ სააკაშვილის მთავრობაში იმიტომ, რომ ვიზიარებდი მის იდეალებს და იდეებს. ჩვენ, მთავრობას, გვაერთიანებდა იდეა და არა - პრაგმატული გათვლა, ჩვენ გვჯეროდა, რომ ფული არ არის მთავარი და იდეით და შრომით შეგიძლია მიაღწიო ყველაფერს. ჩვენ ვიყავით მთავრობაში არა იმისთვის, რომ გვეშოვა მილიონები, არამედ იმისთვის, რომ გვემსახურა ჩვენი ხალხისთვის. მე ყოველთვის ვიამაყებ იმით, რომ ვმუშაობდი ყველაზე ძლიერ და წარმატებულ პრემიერ-მინისტრთან ვანო მერაბიშვილთან ერთად.

ყოველთვის ვიამაყებ იმით, რომ მქონდა შესაძლებლობა, მესწავლა ზურაბ ადეიშვილისგან და მეწოდებინა მისთვის მეგობარი. ყოველთვის ვიამაყებ იმით, რომ ჩემი კოლეგა იყო ალე ხეთაგური, ჩემი აზრით ყველაზე წარმატებული მინისტრი საქართველოში. ყოველთვის ვიამაყებ იმით, რომ მთავრობის სხდომებზე ერთ მაგიდასთან ვიჯექი გრიგოლ ვაშაძესა და რამაზ ნიკოლეიშვილთან ერთად. მე გავატარე ჩემი ცხოვრების ყველაზე ბედნიერი ოთხი წელი მიხეილ სააკაშვილის მთავრობაში და ჩვენ ყველამ ერთად საქართველო თავისი განვითარების ზენიტში ავიყვანეთ.

2008 წლიდან ვიმუშავე სამ მნიშვნელოვან სახელმწიფო სტრუქტურაში და მუდამ ვცდილობდი, ყველაფერი გამეკეთებინა ჩემი ხალხისა და ქვეყნისთვის.

პირადად ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქუჩაში შეხვედრისას ხალხი მადლობას მიხდიდა იმისთვის, რომ ჩემი სასჯელაღსრულების მინისტრობის დროს შემცირდა ძალადობა და სიკვდილიანობა სისტემაში. განხორციელდა ისეთი პროგრამები, რომლებიც უნიკალური იყო ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ მოვახერხეთ ქალთა კოლონიაში ბუნტის აღკვეთა ისე, რომ სპეცოპერაციის დროს არ დაზარალებულა არც ერთი პატიმარი, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი და სპეცრაზმის თანამშრომლების ტანსაცმელი ცეცხლში იყო გახვეული. ამისთვის მე, კიდევ ერთხელ, ვუხდი მადლობას ყველა სპეცრაზმელს და ბოდიშს ყველას იმისთვის, რომ ბოლომდე ვერ მივიყვანე რეფორმები სასჯელაღსრულების სფეროში.

ჩვენ ძალიან ბევრი რამ გავაკეთეთ განათლების სისტემაში. რეფორმები, რომელსაც ჩვენ ვატარებდით იყო რთული, ხანდახან მტკივნეული, მაგრამ - აუცილებელი. ჩვენ დავაბრუნეთ ბავშვები სკოლებში, დავამყარეთ წესრიგი, დავიწყეთ პედაგოგების სერტიფიცირების პროცესი, გავზარდეთ მათი ხელფასები, მოვახდინეთ ყველა სკოლის ინტერნეტიზაცია, სკოლები აღვჭურვეთ ახალი კომპიუტერებით, ყველა პირველკლასელს გადავეცით საჩუქრად პერსონალური კომპიუტერი, ჩამოვიყვანეთ ინგლისური ენის ათასობით უცხოელი მასწავლებელი, ხელი შევუწყვეთ ფასების შემცირებას სასკოლო სახელმძღვანელოებზე, გავაღვივეთ ბავშვებში ინტერესი ზუსტი და საბუნებისმეტყველო საგნების მიმართ, ავაშენეთ ახალი სკოლები და პროფესიული კოლეჯები, გავარემონტეთ ათასზე მეტი სკოლა და გავატარეთ უამრავი სხვა რეფორმა. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელიც ჩემთან ერთად ახორციელებდა ამ რეფორმებს. ჩვენ შევქმენით თანამოაზრეების უძლიერესი გუნდი და ყველა გადაწყვეტილებას ვიღებდით და ვახორციელებდით ერთად. ჩვენი ყველა წარმატება იყო ქვეყნის წარმატება და ამ რეფორმების შედეგები უკვე სახეზეა.

მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდში დამემართა დიაბეტი მძიმე ფორმით, ამის გამო უკან არასდროს დამიხევია, რადგან მჯეროდა, რომ ვაკეთებდი მნიშვნელოვან საქმეს ჩემი ხალხისა და ქვეყნისთვის. ბევრი ცუდი რამ ითქვა მანდატურებზე, ისტორია გაარჩევს ვინ ცდებოდა და ვინ იყო მართალი. მე ვამაყობ, რომ ვიყავი ამ რეფორმის ავტორი და მინდა შევახსენო ყველა მანდატურს, რომ მათი უშუალო მონაწილეობით გადაურჩა ძალადობას ათასობით მოსწავლე. თქვენი დამსახურებაა ის, რომ ჩვენი სკოლები ყველაზე უსაფრთხო იყო. მე მინდა, მადლობა გადავუხადო ათასობით სკოლის დირექტორსა და მასწავლებელს, ვისთან ერთადაც ჩვენ ვახორციელებდით ამ რეფორმებს.

რაც შეეხება ჩემს ბოლო თანამდებობას თავდაცვის მინისტრის რანგში, მინდა, ბოდიში მოვუხადო ჯარს, რადგან ვერ მოვასწარი იმის განხორციელება, რასაც დაგპირდით და დავგეგმე თქვენთან ერთად. ვთვლი, რომ საქართველოს ემსახურებიან საუკეთესო ოფიცრები და ჯარისკაცები. სწორედ ამიტომ, პრიორიტეტად დავისახე მათზე ზრუნვა. ჩვენი მთავარი დევიზი: "არც მშვიდობიან დროს და არც ომში არც ერთ ადამიანს არ მივატოვებთ"- დაედო საფუძვლად ახალ 3თ კონცეფციას. ჩემთვის ყველაზე დიდ საჩუქრად დარჩება სამხედრო ფორმა, რომელიც მაჩუქა ერთ-ერთმა მეთაურმა. ჩემთვის მთელი ცხოვრების მანძილზე დაუვიწყარი იქნება შეხვედრა ალექსანდრე ტუღუშთან და დანარჩენ დაჭრილ ბიჭებთან ამერიკის ჰოსპიტალში. ამ შეხვედრაზე დავრწმუნდი, რომ სანამ ასეთი ოფიცრები და ჯარისკაცები არიან საქართველოში, რუსეთი ვერ დაგვამარცხებს.

ჩემთვის დიდი პატივია, რომ საშუალება მქონდა ავღანეთში გამეცნო რომან ჯანჯულია (ბატალიონის მეთაური), რომელიც ომობს იმისთვის, რომ ჩვენი ჯარი განვითარდეს და ჩვენი ქვეყანა მიუახლოვდეს ნატო-ს.

არასოდეს ასე ახლო და რეალური არ ყოფილა საქართველოს გაწევრიანება ნატო-ში, როგორც ახლაა. უკვე ნოემბერში ველოდებოდი ა.შ.შ-დან ახალი ვერტმფრენების შემოყვანის პროცესის დაწყებას, ხოლო დეკემბერში - კონკრეტული მოლაპარაკებების დაწყებას საჰაერო თავდაცვის შექმნის თაობაზე. სამწუხაროდ, არ მჯერა, რომ ახალი მთავრობა გააგრძელებს ამ კურსს. ღმერთმა ქნას, რომ ვცდებოდე. ნატო და ამერიკის შეერთებული შტატები არის ჩვენი სამშობლოსთვის გადარჩენის გარანტია.

ჩემთვის პირადად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩემი ხანმოკლე მინისტრობის დროს, ფორსირებულ რეჟიმში, დავასრულეთ ოთხი კორპუსის მშენებლობა და 800-ზე მეტ სამხედროს გადაეცა ბინები საკუთრებაში.

ჩემი საქმიანობის პერიოდში, 11 წელი საერთაშორისო ორგანიზაციაში და 4 წელი საჯარო სამსახურში, ხელს ვუწყობდი საქართველოში დემოკრატიული ფასეულობების დამკვიდრებას. არ დამიხევია უკან ქვეყნის აღმშენებლობისა და რეფორმირების პროცესში. ვარ ამ ქვეყნის პატრიოტი და ჩემს შვილებსაც ვზრდი საქართველოს პატრიოტებად.

მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავტოვო საქართველო, იმ იმედით, რომ დავბრუნდები და კვლავ მექნება საშუალება, ვემსახურო ჩემს ქვეყანას, ჩემს ხალხს. არ გამიკვირდება, რომ უახლოეს მომავალში გაიგოთ ბევრი "გაუგონარი ამბავი" ჩემ შესახებ. ვინც მიცნობს, არ დაიჯერებს. თუმცა, ვინც არ მიცნობს, მინდა, დავარწმუნო, რომ ყოველთვის ვიცავდი კანონს და პასუხისმგებლობით ვეკიდებოდი ჩემზე დაკისრებულ მოვალეობებს. არ ვნანობ არც ერთ გადაწყვეტილებას, რომელიც ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მივიღე და მზად ვარ, ვუპასუხო ნებისმიერ შეკითხვას.

დაბოლოს, მადლობა ყველას, ვინც ჩემთან ერთად ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა ყოფილიყო უკეთესი, ჩვენი ინსტიტუციები - უფრო მდგრადი, ჩვენი ბავშვები - უფრო დაცული. ჩემთვის დიდი პატივი იყო თქვენთან ერთად მუშაობა", - აღნიშნულია შაშკინის მიმართვაში.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა