ბრიტანელ მომღერალ ადელსა და მის საქმრო საიმონ კონეკის ვაჟი შეეძინათ. ბავშვი პარასკევს, ღამე დაიბადა.
ადელი და საიმონი დაახლოებით ერთი წელია ერთმანეთს ხვდებიან. მომღერალმა მათი ურთიერთობის დასაწყისშივე აღიარა, რომ ვაჟის გაჩენა და გარკვეული დროით სცენის დატოვება სურდა.
მაგრამ 6 "გრემის" მფლობელს სამუშაო თითქმის მშობიარობამდე არ მიუტოვებია. ადელმა ჯეიმს ბონდზე ახალი ფილმისთვის სიმღერა Skyfall-ი გამოუშვა.
მომზადებულია The Mirror-ის მიხედვით.