კონსერვატორიის რექტორი გურამ ოდიშარიას მოადგილედ ვალერიან შიუკაშვილის დანიშვნას ურჩევს

კონსერვატორიის რექტორი გურამ ოდიშარიას მოადგილედ ვალერიან შიუკაშვილის დანიშვნას ურჩევს

ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის კონსერვატორიის რექტორი რევაზ კიკნაძე კულტურის მინისტრობის კანდიდატ გურამ ოდიშარიას რეკომენდაციას აძლევს, თავის ერთ-ერთ მოადგილედ პიანისტი ვალერიან შიუკაშვილი დანიშნოს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" რევაზ კიკნაძემ განუცხადა, ვალერიან შიუკაშვილი, როგორც მინისტრის მოადგილე, ღირსეულად გაართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობას.

კონსერვატორიის რექტორმა გურამ ოდიშარიას ღია წერილიც გაუგზავნა: "მინდა შემოგთავაზოთ პიანისტ ვალერიან შიუკაშვილის კანდიდატურა კულტურის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე. ბატონი ვალერიან შიუკაშვილი თავისი აქტიური საშემსრულებლო აქტიურობის პარალელურად, ხელმძღვანელობს აგრეთვე "ხელოვნების აკადემიას", რომელიც საქართველოში მრავალი კარგი წამოწყების, განხორციელებული პროექტებისა და მომავალი თაობის აღზრის საქმეში შეტანილი საინტერესო ნოვაციების გამო კარგა ხანია საზოგადოების ინტერესს და მადლიერებას იმსახურებს. პირადად მე არაერთხელ დავრწმუნებულვარ ამაში - როდესაც, "ხელოვნების აკადემიის" ღონისძიებებს დავსწრებივარ და მაშინაც, როცა მე თვითონ მისარგებლია სხვადასხვა დარგის ხელოვნების ამ სტუმართმოყვარე კერით. ვალერიან შიუკაშვილის პროფესიული და პიროვნული თვისებების გათვალისწინებით, მიმაჩნია, რომ მისი კანდიდატურა კულტურის მინისტრის მოადგილის პოსტზე საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის ასევე მისაღები და სასურველი იქნება".

"ინტერპრესნიუსი" პიანისტ ვალერიან შიუკაშვილსაც დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ მისთვის უხერხულია, თავის ქება დაიწყოს.

თუმცა მისი თქმით, რევაზ კიკნაძის ინიციატივას მუსიკალური სასწავლებლების ხელმძღვანელები, სხვადასხვა თეატრების წარმომადგენლები, მომღერლები, მსახიობები და რეჟისორები უჭერენ მხარს.

მხარდამჭერთა შორის არიან: ნინო ნახუცრიშვილი, თამუნა შენგელია, ნანი ბრეგვაძე, ეკა მამალაძე, ნუკრი კაპანაძე, გურამ დოჩანაშვილი, ვაჟა აზარაშვილი, კახა ცაბაძე, ნანა ხუბუტია, დოდო ცინცაძე, თამარ ლორთქიფანიძე, შოთა გლურჯიძე, ესმა ქირია, ნინო ლაპიაშვილი, ნატა წვერელი, თამარ სანიკიძე, თათული ედიშერაშვილი, თამარ ნიკოლაძე, კახა ჯოხაძე, ქეთევან ბადრიძე და სხვები.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"