მოზაიკა

2

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
სამართალი
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცხოვრება, რომელიც კოშმარზე უარესია
ცხოვრება, რომელიც კოშმარზე უარესია

სხვე­ბი­ვით მეც ბევ­რჯერ მიხ­სე­ნე­ბია სი­ტყვა "კოშ­მა­რი", მაგ­რამ როცა ძაღ­ლის ბუდ­რუ­გა­ნა­ში (ამ სი­ტყვის პირ­და­პი­რი მნიშ­ვნე­ლო­ბით!) შეყ­რი­ლი თურ­მა­ნი­ძე­ე­ბის შვი­დი შვი­ლი ვნა­ხე, შინ მი­სულ­მა ლექ­სი­კო­ნი გა­დავ­შა­ლე და სი­ტყვა "კოშ­მა­რის" გან­მარ­ტე­ბა კი­დევ ერთხელ წა­ვი­კი­თხე ("კოშ­მა­რი" - სუ­ლის შემ­ხუ­თა­ვი სიზ­მა­რი; რა­ღაც სა­ზა­რე­ლი, სა­ში­ნე­ლი), მივ­ხვდი, რომ თურ­მა­ნი­ძე­ე­ბის ცხოვ­რე­ბა უა­რე­სია და მას მი­სა­და­გე­ბულ ეპი­თეტს ვე­რა­სო­დეს ვი­პო­ვი. ამი­ტომ უბ­რა­ლოდ მოვ­ყვე­ბი, რო­გორ მი­ვე­დი ნავ­თლუ­ღის ბა­ზარ­თან ერთ ატა­ლა­ხე­ბულ ეზო­ში, რო­გორ შე­ვა­ღე ბუდ­რუ­გა­ნის კარი და როცა ტა­ლა­ხი­ან ცე­მენ­ტის ია­ტაკ­ზე, ძონ­ძე­ბის გრო­ვა­ში აბო­ბღე­ბუ­ლი ბავ­შვე­ბი და­ვი­ნა­ხე, ჩემ­და უნე­ბუ­რად ვიყ­ვი­რე, - აქ რო­გორ ცხოვ­რობთ-მეთ­ქი?!

შევ­ყუ­რებ­დი დახ­ვრე­ტილ-და­ცხა­ვე­ბულ, 7-კვად­რა­ტულ­მეტ­რი­ან ქოხ­ში ჭუ­ჭყი­ან ტახ­ტებ­ზე და­წო­ლილ ჩვი­ლებს და თავ­ში გა­მუდ­მე­ბით მიტ­რი­ა­ლებ­და კი­თხვე­ბი: რას ჭა­მენ, რო­გორ სძი­ნავთ, რითი თბე­ბი­ან? ტახ­ტზე დაყ­რილ თხელ, ჭუ­ჭყი­ან საბ­ნებს ფერი ისე დაჰ­კარ­გო­დათ, რომ მას­ში გახ­ვე­უ­ლი ბავ­შვე­ბი­ვით ნაც­რის­ფერ­ნი გამ­ხდა­რიყ­ვნენ. თუმ­ცა ეს ყვე­ლა­ფე­რი მა­ინც ვერ ჩრდი­ლავ­და თურ­მა­ნი­ძე­ე­ბის სი­ლა­მა­ზეს (ოთხი - მი­ყო­ლე­ბით ხუთ წლამ­დე, სამი - ათის, თერ­თმე­ტის და თორ­მე­ტი­სა). მათ სა­ხე­ე­ბი დრო­დად­რო უნათ­დე­ბო­დათ, - ცხა­დია, ვერ ხვდე­ბოდ­ნენ რა­ტომ ჩა­წიხ­ლა ცხოვ­რე­ბამ და რო­დის დამ­თავ­რდე­ბა მათი უბე­დუ­რე­ბა.

...13 წლის წინ გო­მე­ლი უსახ­ლკა­რო მა­მუ­კა თურ­მა­ნი­ძე გურ­ჯა­ან­ში ნა­თე­სავს ეს­ტუმ­რა. იქ მე­ზობ­ლად, ბავ­შვთა სახ­ლის ეზო­ში 13 წლის ქე­თე­ვან მთი­უ­ლიშ­ვი­ლი და­ი­ნა­ხა, გა­იც­ნო და ცო­ლა­დაც შე­ირ­თო. ასე და­ი­წყო კი­დევ ერთი ღა­ტა­კი ოჯა­ხის ცხოვ­რე­ბა. მარ­თა­ლია, უქონ­ლო­ბა არც ერთს უკ­ვირ­და, მაგ­რამ რე­ა­ლო­ბამ მა­ინც თა­ვი­სი გა­ი­ტა­ნა - ახალ­შექ­მნილ ოჯახს ერ­თმა­ნე­თის მი­ყო­ლე­ბით ორი პა­ტა­რა გა­უჩ­ნდა, გო­მის მი­წურ ქოხ­ში ვე­ღარ და­ე­ტია და თბი­ლის­ში გა­და­ბარ­გდა... ცხა­დია, სა­მუ­შა­ოდ. მერე ნა­ქი­რა­ვებ ბი­ნა­ში და­ნარ­ჩე­ნი ხუთი ბავ­შვი ერ­თი­მე­ო­რის მი­ყო­ლე­ბით გაჩ­ნდა. ასეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას გა­ბე­დუ­ლე­ბა სჭირ­დე­ბა?! მეც ასე ვი­ფიქ­რე, მაგ­რამ ქე­თე­ვან­მა აი რა მი­თხრა:

- როცა გო­მი­დან მოვ­დი­ო­დით, გა­ბე­დუ­ლე­ბა­ზე არ გვი­ფიქ­რია, უბ­რა­ლოდ, თავ­შე­სა­ფა­რი და შვი­ლე­ბის გაზ­რდა გვინ­დო­და.

- მაგ­რამ შვი­ლებს ასეთ გა­ჭირ­ვე­ბა­ში რომ აჩენთ, მათი მო­მავ­ლის არ გე­ში­ნი­ათ?

- ბავ­შვთა სახ­ლში უა­რეს გა­ჭირ­ვე­ბა­ში ვცხოვ­რობ­დი, თა­ნაც არა­ვინ მყავ­და. ჩემს შვი­ლებს კი ერ­თმა­ნე­თი ეყო­ლე­ბათ, ამი­ტო­მაც გა­ვა­ჩი­ნე ბევ­რი.

- რა­საც აქ ვხე­დავ, მზა­რავს, - აი, ერთს ფეხი დას­წვია, შე­გიხ­ვე­ვი­ათ, მაგ­რამ სახ­ვე­ვი ჭუ­ჭყად და ნაფ­ლე­თე­ბად ქცე­უ­ლა, ბავ­შვი კი ამ შიშ­ვე­ლი ფე­ხით ცე­მენ­ტის ჭუ­ჭყი­ან ია­ტაკ­ზე თა­მა­შობს.

- ყვე­ლას­თვის ფეხ­საც­მე­ლი არ გვაქვს. ჩემი ქმა­რი უსაქ­მოდ არ ჩერ­დე­ბა, ავა­რი­ა­ში მოყ­ვა და და­ინ­ვა­ლიდ­და, მაგ­რამ მა­ინც მუ­შა­ობს. რა­საც იღებს, ბავ­შვე­ბის­თვის ტან­საც­მელს კი ვყი­დუ­ლობთ, მაგ­რამ იმ­დე­ნად ძვე­ლია, რამ­დე­ნი­მე დღე­ში იფ­ლი­თე­ბა. უფ­რო­სე­ბი სკო­ლა­შიც ვე­ღარ დაგ­ვყავს უფეხ­საც­მლოდ. თა­ნაც ბი­ნის ქი­რაც ხომ უნდა გა­და­ვი­ხა­დოთ.

იხი­ლეთ ვრცლად

იხი­ლეთ ვი­დეო: "საკ­ვე­ბის გა­რე­შე, მი­წურ­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი დღე­ე­ბი - 7-შვი­ლი­ა­ნი ოჯა­ხის უმ­ძი­მე­სი ყოფა"

ცხოვრება, რომელიც კოშმარზე უარესია

ცხოვრება, რომელიც კოშმარზე უარესია

სხვებივით მეც ბევრჯერ მიხსენებია სიტყვა "კოშმარი", მაგრამ როცა ძაღლის ბუდრუგანაში (ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით!) შეყრილი თურმანიძეების შვიდი შვილი ვნახე, შინ მისულმა ლექსიკონი გადავშალე და სიტყვა "კოშმარის" განმარტება კიდევ ერთხელ წავიკითხე ("კოშმარი" - სულის შემხუთავი სიზმარი; რაღაც საზარელი, საშინელი), მივხვდი, რომ თურმანიძეების ცხოვრება უარესია და მას მისადაგებულ ეპითეტს ვერასოდეს ვიპოვი. ამიტომ უბრალოდ მოვყვები, როგორ მივედი ნავთლუღის ბაზართან ერთ ატალახებულ ეზოში, როგორ შევაღე ბუდრუგანის კარი და როცა ტალახიან ცემენტის იატაკზე, ძონძების გროვაში აბობღებული ბავშვები დავინახე, ჩემდა უნებურად ვიყვირე, - აქ როგორ ცხოვრობთ-მეთქი?!

შევყურებდი დახვრეტილ-დაცხავებულ, 7-კვადრატულმეტრიან ქოხში ჭუჭყიან ტახტებზე დაწოლილ ჩვილებს და თავში გამუდმებით მიტრიალებდა კითხვები: რას ჭამენ, როგორ სძინავთ, რითი თბებიან? ტახტზე დაყრილ თხელ, ჭუჭყიან საბნებს ფერი ისე დაჰკარგოდათ, რომ მასში გახვეული ბავშვებივით ნაცრისფერნი გამხდარიყვნენ. თუმცა ეს ყველაფერი მაინც ვერ ჩრდილავდა თურმანიძეების სილამაზეს (ოთხი - მიყოლებით ხუთ წლამდე, სამი - ათის, თერთმეტის და თორმეტისა). მათ სახეები დროდადრო უნათდებოდათ, - ცხადია, ვერ ხვდებოდნენ რატომ ჩაწიხლა ცხოვრებამ და როდის დამთავრდება მათი უბედურება.

...13 წლის წინ გომელი უსახლკარო მამუკა თურმანიძე გურჯაანში ნათესავს ესტუმრა. იქ მეზობლად, ბავშვთა სახლის ეზოში 13 წლის ქეთევან მთიულიშვილი დაინახა, გაიცნო და ცოლადაც შეირთო. ასე დაიწყო კიდევ ერთი ღატაკი ოჯახის ცხოვრება. მართალია, უქონლობა არც ერთს უკვირდა, მაგრამ რეალობამ მაინც თავისი გაიტანა - ახალშექმნილ ოჯახს ერთმანეთის მიყოლებით ორი პატარა გაუჩნდა, გომის მიწურ ქოხში ვეღარ დაეტია და თბილისში გადაბარგდა... ცხადია, სამუშაოდ. მერე ნაქირავებ ბინაში დანარჩენი ხუთი ბავშვი ერთიმეორის მიყოლებით გაჩნდა. ასეთ გადაწყვეტილებას გაბედულება სჭირდება?! მეც ასე ვიფიქრე, მაგრამ ქეთევანმა აი რა მითხრა:

- როცა გომიდან მოვდიოდით, გაბედულებაზე არ გვიფიქრია, უბრალოდ, თავშესაფარი და შვილების გაზრდა გვინდოდა.

- მაგრამ შვილებს ასეთ გაჭირვებაში რომ აჩენთ, მათი მომავლის არ გეშინიათ?

- ბავშვთა სახლში უარეს გაჭირვებაში ვცხოვრობდი, თანაც არავინ მყავდა. ჩემს შვილებს კი ერთმანეთი ეყოლებათ, ამიტომაც გავაჩინე ბევრი.

- რასაც აქ ვხედავ, მზარავს, - აი, ერთს ფეხი დასწვია, შეგიხვევიათ, მაგრამ სახვევი ჭუჭყად და ნაფლეთებად ქცეულა, ბავშვი კი ამ შიშველი ფეხით ცემენტის ჭუჭყიან იატაკზე თამაშობს.

- ყველასთვის ფეხსაცმელი არ გვაქვს. ჩემი ქმარი უსაქმოდ არ ჩერდება, ავარიაში მოყვა და დაინვალიდდა, მაგრამ მაინც მუშაობს. რასაც იღებს, ბავშვებისთვის ტანსაცმელს კი ვყიდულობთ, მაგრამ იმდენად ძველია, რამდენიმე დღეში იფლითება. უფროსები სკოლაშიც ვეღარ დაგვყავს უფეხსაცმლოდ. თანაც ბინის ქირაც ხომ უნდა გადავიხადოთ.

იხილეთ ვრცლად

იხილეთ ვიდეო: "საკვების გარეშე, მიწურში გატარებული დღეები - 7-შვილიანი ოჯახის უმძიმესი ყოფა"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"