ლუქსემბურგის პრინცი გიიომი ბელგიელ გრაფინიაზე, სტეფანი დე ლანუაზე დაქორწინდა. ამით არისტოკრატმა საპატარძლოებმა სამეფო ოჯახში შესვლის საბოლოო შანსი დაკარგეს, რადგან გიიომი ევროპაში უკანასკნელი უცოლო გვირგვინოსანი პრინცი იყო. საზეიმო ცერემონია ორი დღის განმავლობაში გაგრძელდა. პირველი დღე სამოქალაქო პროცესიას და სადღესასწაულო გალა-ვახშამს დაეთმო, მეორე დღეს კი ლუქსემბურგის ღვთისმშობლის ტაძარში ჯვრისწერის ცერემონია გაიმართა.
ქორწილმა ტრადიციული ატრიბუტიკის თანხლებით ჩაიარა. დედოფალს Elie Saab-ის მიერ დამზადებული სამმეტრიანი შლეიფი ამშვენებდა, ათასობით თეთრი ვარდით გალამაზებულ წვეულებას კი უამრავი არისტოკრატი სტუმრობდა.
წყვილი ასაკით თითქმის თანატოლია - გიიომს ახლახან 30 წელი შეუსრულდა, სტეფანი კი 28 წლისაა. მათი შეუღლება სიურპრიზი არავისთვის ყოფილა. ახალდაქორწინებულები ერთმანეთს ბავშვობიდან იცნობდნენ. 2009 წლიდან თავიანთი ურთიერთობა საჯარო გახადეს, გასულ წელს მათი კი ნიშნობა შედგა.
მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.
Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4 BoxOfficeMojo