საზოგადოება
პოლიტიკა

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:10-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 12:52-ზე – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, ეს შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგებათ. იზრდება ტრავმებისა და ძლიერი ნერვული დაძაბულობის ალბათობა. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მიხეილ სააკაშვილი - ის, ვინც დღეს ოპოზიციაშია, შეიძლება ხვალ ხელისუფლებაში მოვიდეს
მიხეილ სააკაშვილი - ის, ვინც დღეს ოპოზიციაშია, შეიძლება ხვალ ხელისუფლებაში მოვიდეს

ის, ვინც ოპო­ზი­ცია იყო, დღეს მთავ­რო­ბა­შია და ვინც დღეს ოპო­ზი­ცი­ა­შია, შე­იძ­ლე­ბა ხვალ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მო­ვი­დეს, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა ქუ­თა­ის­ში პარ­ლა­მენ­ტის პირ­ველ სხდო­მა­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას გა­ნა­ცხა­და.

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის თქმით, სა­ქარ­თვე­ლო დღეს არის ქვე­ყა­ნა, სა­დაც მთავ­რო­ბა იც­ვლე­ბა არა ტყვი­ე­ბით, ტან­კე­ბით ან თუნ­დაც ვარ­დე­ბით, არა­მედ ბი­უ­ლე­ტე­ნე­ბით და არ­ჩევ­ნე­ბით.

"პარ­ლა­მენ­ტი ჩვე­ნი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ცხოვ­რე­ბის გუ­ლია, რო­მე­ლიც დღეს იწყებს ფეთ­ქვას. ეს იქ­ნე­ბა უფრო და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი პარ­ლა­მენ­ტი, იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ ოპო­ზი­ცი­ის ბევ­რმა წევ­რმა, რო­მე­ლიც დღეს აქ ზის, 2008 წელს უარი თქვა თა­ვის მან­დატ­ზე. დღეს მი­ხა­რია, რომ აქ გხე­დავთ. აქ სხვა კლი­მა­ტია და დარ­ბაზ­ში ყოფ­ნა შე­საძ­ლოა, უფრო სა­სარ­გებ­ლო იყოს, ვიდ­რე გა­რეთ დგო­მა. 2009 წელს თქვენ აქ­ცი­ებ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­დით და ახლა პარ­ლა­მენ­ტის წევ­რე­ბი ხართ და ზო­გი­ერ­თი თქვენ­გა­ნი მა­ღალ თა­ნამ­დე­ბო­ბებ­საც უმიზ­ნებს", - მი­მარ­თა პრე­ზი­დენ­ტმა ოპო­ნენ­ტებს.

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის თქმით, არის ბევ­რი სა­კი­თხი, რა­ზეც ყო­ფილ და არ­ჩე­ულ მთავ­რო­ბებს შო­რის აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბა არ­სე­ბობს. რო­გორც პრე­ზი­დენ­ტმა აღ­ნიშ­ნა, აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბა არ გაქ­რე­ბა, მაგ­რამ ის კონ­სტი­ტუ­ცი­ურ ფარ­გლებ­ში უნდა მო­ექ­ცეს.

"ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში, რო­გო­რი ეფექ­ტუ­რი მთავ­რო­ბაც არ უნდა იყოს - მთავ­რო­ბა ეუბ­ნე­ბა ხალ­ხს, რა არის ცუდი და კარ­გი. ახლა კი ხალ­ხი თვი­თონ და­ი­ნა­ხავს ყვე­ლაფ­რის ფასს - რა არის ცუდი და რა - კარ­გი. ეს არის დე­მოკ­რა­ტია. ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მშვი­დო­ბი­ა­ნი ცვა­ლე­ბა­დო­ბა ჩვე­უ­ლებ­რივ ამ­ბად უნდა იქ­ცეს. არ­სე­ბუ­ლი მენ­ტა­ლი­ტე­ტი - გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი იღებს ყვე­ლა­ფერს, ნელ-ნელა გაქ­რე­ბა. სი­ტუ­ა­ცი­ის დამ­ძა­ბა­ვი რი­ტო­რი­კაც გაქ­რე­ბა და სა­ქარ­თვე­ლო გახ­დე­ბა ნორ­მა­ლუ­რი ევ­რო­პუ­ლი დე­მოკ­რა­ტია და ჩვენ­თვის გა­ი­ღე­ბა ევ­რო­კავ­ში­რის კარი. ჩვენ დავ­ბრუნ­დე­ბით ჩვენს ის­ტო­რი­ულ ოჯახ­ში. ამის­თვის ჩვენ პა­ტი­ვი უნდა ვცეთ ჩვენს ინ­სტი­ტუ­ტებს, ოპო­ნენ­ტებს და კონ­სტი­ტუ­ცი­ას. ის, ვინც ოპო­ზი­ცია იყო, დღეს მთავ­რო­ბა­შია და ვინც დღეს ოპო­ზი­ცი­ა­შია, შე­იძ­ლე­ბა ხვალ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მო­ვი­დეს", - აღ­ნიშ­ნა პრე­ზი­დენ­ტმა.

პრე­ზი­დენ­ტმა უმ­რავ­ლე­სო­ბას უსურ­ვა, "არამ­ხო­ლოდ არა­ფე­რი და­ან­გრი­ოს და გა­ა­უ­ა­რე­სოს", არა­მედ ის და­პი­რე­ბე­ბი შე­ას­რუ­ლოს, რო­მე­ლიც ხალ­ხს მის­ცა, ხოლო უმ­ცი­რე­სო­ბას უსურ­ვა, იყ­ვნენ კონ­სტრუქ­ცი­უ­ლე­ბი, "მო­უს­ვე­ნე­ბე­ლი ოპო­ზი­ცია".

"ჩვენ, ხალხნო არ ვართ ერ­თმა­ნე­თის მტრე­ბი, არა­მედ ვართ ერ­თმა­ნე­თის პო­ლი­ტი­კუ­რი მე­ტო­ქე­ე­ბი. ეს კამ­პა­ნია იყო რთუ­ლი, უხამ­სი, გეს­ლი­ა­ნი ალ­ბათ ყვე­ლა მხრი­დან, მაგ­რამ ახლა თქვენ მთელ ერს წარ­მო­ად­გენთ. აქამ­დე კამ­პა­ნი­ის და კონ­კუ­რენ­ცი­ის დრო იყო, ახლა კი მუ­შა­ო­ბის დრო დაგ­ვიდ­გა, რომ შევ­ქმნათ სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბი, გა­ვა­უმ­ჯო­ბე­სოთ სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა, ასე­ვე დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა. ამის გარ­და, უნდა ვი­მუ­შა­ოთ ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნის სა­კი­თხებ­ზე, დე­ო­კუ­პა­ცი­ა­ზე. არ გა­ვე­ბათ სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ის ოკუ­პან­ტის მიერ და­გე­ბულ არც ერთ ხა­ფან­გში. თუმ­ცა ეს არ ნიშ­ნავს იმას, რომ დაგ­ვა­ვი­წყდა გან­სხვა­ვე­ბა ჩვენს შე­ხე­დუ­ლე­ბებს შო­რის ან იმას, რომ ყვე­ლა უცებ უნდა და­ვენ­თან­ხმოთ ყვე­ლა­ფერ­ში. ჩვენ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პო­ზი­ცი­ე­ბი გვაქვს რიგ სა­კი­თხებ­ში, მათ შო­რის და­ნა­შა­ულ­თან, კო­რუფ­ცი­ას­თან ბრძო­ლის, ეკო­ნო­მი­კის, სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის სა­კი­თხებ­ში", - გა­ნა­ცხა­და სა­ა­კაშ­ვილ­მა.

პრე­ზი­დენ­ტის თქმით, დღე­ვან­დე­ლი პარ­ლა­მენ­ტი არის სიმ­ბო­ლო ახა­ლი სა­ქარ­თვე­ლო­სი, რო­მე­ლიც რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვავ­დე­ბა ლავ­რენ­ტი ბე­რი­ას მიერ აშე­ნე­ბუ­ლი ძვე­ლი პარ­ლა­მენ­ტის­გან, რო­მე­ლიც ათას­გვარ უბე­დუ­რე­ბას­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში.

"გა­რეგ­ნულ­ზე უფრო მე­ტად კი, სიმ­ბო­ლოა იმ თა­ნას­წო­რო­ბის, რო­მელ­საც ქარ­თველ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ უნდა მი­აღ­წი­ოს. ეს არის ერთ დროს მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვა­ნი ქა­ლა­ქე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის გეგ­მის სიმ­ბო­ლო", - გა­ნა­ცხა­და სა­ა­კაშ­ვილ­მა.

მისი თქმით, სა­ქარ­თვე­ლო­ში დე­მოკ­რა­ტი­ის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დრო მო­დის. "ჩვენ უნდა მი­ვის­წრა­ფო­დეთ პარ­ლა­მენ­ტის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის დე­ცენ­ტრა­ლი­ზა­ცი­ის­კენ, რათა უფრო მეტ მო­ქა­ლა­ქეს ჰქონ­დეს პირ­და­პირ გავ­ლე­ნა ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებ­ზე. აქ რომ შე­მო­ვე­დი, გა­რეთ იყო მი­ტინ­გე­ბი. ამ პარ­ლა­მენ­ტის კე­დე­ლე­ბი შუ­შის არის და ჩვენ მათ ხმას გა­ვი­გებთ. ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის პო­ლი­ტი­კუ­რი ელი­ტა სა­ზო­გა­დო­ე­ბის მრა­ვალ­ფე­რო­ვან ნა­წილს უნდა წარ­მო­ად­გენ­დეს", - გა­ნა­ცხა­და სა­ა­კაშ­ვილ­მა.

პრე­ზი­დენ­ტის თქმით, პარ­ლა­მენ­ტის ქუ­თა­ის­ში გა­და­ტა­ნა არც მარ­ტი­ვი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იყო და არც დე­და­ქა­ლა­ქის წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თუ­ლი სა­დამ­სჯე­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბა. "ეს არის იმ დიდი გეგ­მის ნა­წი­ლი, რო­მე­ლიც, რო­გორც ხე­ლი­სუფ­ლე­ბის, ასე­ვე, ინ­სტი­ტუ­ტე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­სა და დე­ცენ­ტრა­ლი­ზა­ცი­ას ისა­ხავს მიზ­ნად", - დას­ძი­ნა ქვეყ­ნის პირ­ველ­მა პირ­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

იხი­ლეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?

მიხეილ სააკაშვილი - ის, ვინც დღეს ოპოზიციაშია, შეიძლება ხვალ ხელისუფლებაში მოვიდეს

მიხეილ სააკაშვილი - ის, ვინც დღეს ოპოზიციაშია, შეიძლება ხვალ ხელისუფლებაში მოვიდეს

ის, ვინც ოპოზიცია იყო, დღეს მთავრობაშია და ვინც დღეს ოპოზიციაშია, შეიძლება ხვალ ხელისუფლებაში მოვიდეს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ქუთაისში პარლამენტის პირველ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, საქართველო დღეს არის ქვეყანა, სადაც მთავრობა იცვლება არა ტყვიებით, ტანკებით ან თუნდაც ვარდებით, არამედ ბიულეტენებით და არჩევნებით.

"პარლამენტი ჩვენი დემოკრატიული ცხოვრების გულია, რომელიც დღეს იწყებს ფეთქვას. ეს იქნება უფრო დაბალანსებული პარლამენტი, იმის გათვალისწინებით, რომ ოპოზიციის ბევრმა წევრმა, რომელიც დღეს აქ ზის, 2008 წელს უარი თქვა თავის მანდატზე. დღეს მიხარია, რომ აქ გხედავთ. აქ სხვა კლიმატია და დარბაზში ყოფნა შესაძლოა, უფრო სასარგებლო იყოს, ვიდრე გარეთ დგომა. 2009 წელს თქვენ აქციებში მონაწილეობდით და ახლა პარლამენტის წევრები ხართ და ზოგიერთი თქვენგანი მაღალ თანამდებობებსაც უმიზნებს", - მიმართა პრეზიდენტმა ოპონენტებს.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, არის ბევრი საკითხი, რაზეც ყოფილ და არჩეულ მთავრობებს შორის აზრთა სხვადასხვაობა არსებობს. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, აზრთა სხვადასხვაობა არ გაქრება, მაგრამ ის კონსტიტუციურ ფარგლებში უნდა მოექცეს.

"ყველა ქვეყანაში, როგორი ეფექტური მთავრობაც არ უნდა იყოს - მთავრობა ეუბნება ხალხს, რა არის ცუდი და კარგი. ახლა კი ხალხი თვითონ დაინახავს ყველაფრის ფასს - რა არის ცუდი და რა - კარგი. ეს არის დემოკრატია. ჩვენს ქვეყანაში ხელისუფლების მშვიდობიანი ცვალებადობა ჩვეულებრივ ამბად უნდა იქცეს. არსებული მენტალიტეტი - გამარჯვებული იღებს ყველაფერს, ნელ-ნელა გაქრება. სიტუაციის დამძაბავი რიტორიკაც გაქრება და საქართველო გახდება ნორმალური ევროპული დემოკრატია და ჩვენთვის გაიღება ევროკავშირის კარი. ჩვენ დავბრუნდებით ჩვენს ისტორიულ ოჯახში. ამისთვის ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ჩვენს ინსტიტუტებს, ოპონენტებს და კონსტიტუციას. ის, ვინც ოპოზიცია იყო, დღეს მთავრობაშია და ვინც დღეს ოპოზიციაშია, შეიძლება ხვალ ხელისუფლებაში მოვიდეს", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტმა უმრავლესობას უსურვა, "არამხოლოდ არაფერი დაანგრიოს და გააუარესოს", არამედ ის დაპირებები შეასრულოს, რომელიც ხალხს მისცა, ხოლო უმცირესობას უსურვა, იყვნენ კონსტრუქციულები, "მოუსვენებელი ოპოზიცია".

"ჩვენ, ხალხნო არ ვართ ერთმანეთის მტრები, არამედ ვართ ერთმანეთის პოლიტიკური მეტოქეები. ეს კამპანია იყო რთული, უხამსი, გესლიანი ალბათ ყველა მხრიდან, მაგრამ ახლა თქვენ მთელ ერს წარმოადგენთ. აქამდე კამპანიის და კონკურენციის დრო იყო, ახლა კი მუშაობის დრო დაგვიდგა, რომ შევქმნათ სამუშაო ადგილები, გავაუმჯობესოთ სოფლის მეურნეობა, ასევე დემოკრატიული განვითარება. ამის გარდა, უნდა ვიმუშაოთ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხებზე, დეოკუპაციაზე. არ გავებათ საქართველოს ტერიტორიის ოკუპანტის მიერ დაგებულ არც ერთ ხაფანგში. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ დაგვავიწყდა განსხვავება ჩვენს შეხედულებებს შორის ან იმას, რომ ყველა უცებ უნდა დავენთანხმოთ ყველაფერში. ჩვენ განსხვავებული პოზიციები გვაქვს რიგ საკითხებში, მათ შორის დანაშაულთან, კორუფციასთან ბრძოლის, ეკონომიკის, საგარეო პოლიტიკის საკითხებში", - განაცხადა სააკაშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, დღევანდელი პარლამენტი არის სიმბოლო ახალი საქართველოსი, რომელიც რადიკალურად განსხვავდება ლავრენტი ბერიას მიერ აშენებული ძველი პარლამენტისგან, რომელიც ათასგვარ უბედურებასთან არის დაკავშირებული საქართველოს ისტორიაში.

"გარეგნულზე უფრო მეტად კი, სიმბოლოა იმ თანასწორობის, რომელსაც ქართველმა საზოგადოებამ უნდა მიაღწიოს. ეს არის ერთ დროს მეორეხარისხოვანი ქალაქების განვითარების გეგმის სიმბოლო", - განაცხადა სააკაშვილმა.

მისი თქმით, საქართველოში დემოკრატიის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი დრო მოდის. "ჩვენ უნდა მივისწრაფოდეთ პარლამენტის გადაწყვეტილების მიღების დეცენტრალიზაციისკენ, რათა უფრო მეტ მოქალაქეს ჰქონდეს პირდაპირ გავლენა ამ გადაწყვეტილებებზე. აქ რომ შემოვედი, გარეთ იყო მიტინგები. ამ პარლამენტის კედელები შუშის არის და ჩვენ მათ ხმას გავიგებთ. ჩვენი საზოგადოების პოლიტიკური ელიტა საზოგადოების მრავალფეროვან ნაწილს უნდა წარმოადგენდეს", - განაცხადა სააკაშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, პარლამენტის ქუთაისში გადატანა არც მარტივი გადაწყვეტილება იყო და არც დედაქალაქის წინააღმდეგ მიმართული სადამსჯელო ღონისძიება. "ეს არის იმ დიდი გეგმის ნაწილი, რომელიც, როგორც ხელისუფლების, ასევე, ინსტიტუტების განვითარებასა და დეცენტრალიზაციას ისახავს მიზნად", - დასძინა ქვეყნის პირველმა პირმა.

"ინტერპრესნიუსი"

იხილეთ ვიდეო

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა