საქართველოს პრეზიდენტს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მინისტრთა ახალი კაბინეტი და მთავრობის სამოქმედო გეგმა ოფიციალურად წარუდგინა , - ინფორმაცია ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
ადმინისტრაციის ცნობითვე, მინისტრთა კაბინეტის წარდგენა გუშინ მოხდა. "ქვეყნის პირველი პირი საკანონმდებლო ორგანოს მთავრობის ახალ შემადგენლობას დასამტკიცებლად უახლოეს დღეებში წარუდგენს", - ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს მერვე მოწვევის პარლამენტის სხდომა დღეს ქუთაისში გაიმართება. სხდომას პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გახსნის.