პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები

21

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
მსოფლიო
საზოგადოება
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლოპოტას ინცინდენტის გამო შაჰიდი ქალი მზად იყო, სააკაშვილის სიახლოვეს თავი აეფეთქებინა
ლოპოტას ინცინდენტის გამო შაჰიდი ქალი მზად იყო, სააკაშვილის სიახლოვეს თავი აეფეთქებინა

"მე შა­ჰი­დი ქალი ვარ და მზად ვარ, თავი ავი­ფეთ­ქო სა­დაც მე­ტყვი­ან და როცა მე­ტყვი­ან", - ამ სი­ტყვე­ბის ავ­ტო­რი ახალ­გაზ­რდა ქალი პან­კის­ში ცხოვ­რობს. თუ და­ა­ვა­ლებ­დნენ, ის მზად იყო თავი აე­ფეთ­ქე­ბი­ნა სა­ა­კაშ­ვი­ლის, მე­რა­ბიშ­ვი­ლის და ახა­ლა­ი­ას სი­ახ­ლო­ვეს და ამით ეძია შური ლო­პო­ტას ხე­ო­ბა­ში ქის­ტი ახალ­გაზ­რდე­ბის და­ხოც­ვის გამო. მას არ ჰყავს ქმა­რი და შვი­ლე­ბი და მო­წა­მე­ობ­რივ სიკ­ვდილ­ზე ოც­ნე­ბობს.

პან­კი­სის ხე­ო­ბა­ში ვა­ჰა­ბიზ­მის მიმ­დე­ვარ­თა რი­ცხვი დღი­თი­დღე იზ­რდე­ბა - 16-დან 30 წლამ­დე ახალ­გაზ­რდე­ბი თა­ვი­სუფ­ლად სა­უბ­რო­ბენ სიკ­ვდილ­ზე, სა­მო­თხე­ში მოხ­ვედ­რა­ზე, ჯი­ჰად­ზე. არა­ბულ ენას ჯერ ად­გი­ლობ­რივ მე­ჩეთ­ში სწავ­ლო­ბენ, მერე კი ისი­ნი ხი­ზირს სწავ­ლის გა­საგ­რძე­ლებ­ლად ეგ­ვიპ­ტე­ში მიჰ­ყავს. ამ ახალ­გაზ­რდე­ბის­თვის ვა­ჰა­ბიზ­მი სუ­ლი­ე­რე­ბას­თან ერ­თად კომ­ფორ­ტსაც უკავ­შირ­დე­ბა. ისი­ნი ხე­და­ვენ, რომ პან­კი­სე­ლი ვა­ჰა­ბი­ტე­ბი არ მუ­შა­ო­ბენ, მაგ­რამ მდიდ­რუ­ლად ცხოვ­რო­ბენ, ჰყავთ ძვირ­ფა­სი მან­ქა­ნე­ბი, ლა­მა­ზი ცო­ლე­ბი, აქვთ ბინა თე­ლავ­სა და თბი­ლის­ში, შვი­ლებს დე­და­ქა­ლა­ქის პრეს­ტი­ჟულ სკო­ლებ­ში ას­წავ­ლი­ან, სო­ფელ­ში მათ პა­ტივს სცე­მენ და თან ეში­ნი­ათ.

ხე­ო­ბა­ში, სა­დაც არ არ­სე­ბობს სპორ­ტუ­ლი დარ­ბა­ზი, კლუ­ბი, სა­დაც აკ­რძა­ლუ­ლია მუ­სი­კის ხმა­მაღ­ლა მოს­მე­ნა და ხატ­ვაც კი, ახალ­გაზ­რდებს სხვა გა­სა­ქა­ნი უბ­რა­ლოდ აღარ რჩე­ბათ. მე­ჩეთ­ში არა­ბუ­ლი ენის სას­წავ­ლებ­ლად გო­გო­ნე­ბიც და­დი­ან და ვა­ჰა­ბი­ტე­ბის ცო­ლო­ბა­ზე ოც­ნე­ბო­ბენ. ახალ­გაზ­რდა თა­ო­ბის ქა­ლებს მოს­წონთ და ეა­მა­ყე­ბათ ქმრე­ბის ჯი­ჰად­ში ყოფ­ნა.

ავ­სტრი­ა­სა და ევ­რო­პის იმ ქვეყ­ნებ­ში, სა­დაც ჩე­ჩე­ნი და ქის­ტი ლტოლ­ვი­ლე­ბის კომ­პაქ­ტუ­რი ჩა­სახ­ლე­ბე­ბია, სი­რი­ა­ში წამ­სვლე­ლი ჯგუ­ფე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა ხდე­ბა. ქის­ტუ­რი წარ­მო­შო­ბის ლტოლ­ვი­ლე­ბი სი­რი­ა­ში წას­ვლამ­დე ჯერ პან­კის­ში ჩა­მო­დი­ან და აქ რამ­დე­ნი­მე დღე ჩერ­დე­ბი­ან. ხში­რად ისი­ნი ისე ტო­ვე­ბენ სო­ფელს, რომ წლო­ბით უნა­ხავ მშობ­ლებ­თა­ნაც არ მი­დი­ან.

პან­კი­სე­ლი ქის­ტი, რუს­ლან მარ­გოშ­ვი­ლი სი­რი­ა­ში მოკ­ლეს. მისი თავ­წა­წყვე­ტი­ლი გვა­მი მშობ­ლი­ურ სო­ფელ­ში ვერ ჩა­მო­ას­ვე­ნეს და თურ­ქეთ­ში დაკ­რძა­ლეს. მოკ­ლულს დარ­ჩა მე­უღ­ლე და სამი მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლი.

"მისი ბავ­შვე­ბი და ცოლი სხვებ­ზე უკე­თე­სად იცხოვ­რე­ბენ. და­ღუ­პუ­ლი მო­ჯა­ჰე­დის ოჯახს ხე­ლის­გულ­ზე ატა­რე­ბენ. ცო­ლიც ბედ­ნი­ე­რი იქ­ნე­ბა, სხვა კაც­ზე გა­თხოვ­დე­ბა", - გვე­უბ­ნე­ბა 23 წლის ას­მა­თი, რო­მე­ლიც მალე ად­გი­ლობ­რი­ვი ვა­ჰა­ბი­ტის ცოლი გახ­დე­ბა.

და­ღუ­პუ­ლი მო­ჯა­ჰე­დის ცოლ­ზე და­ქორ­წი­ნე­ბა და მისი ობ­ლე­ბის პატ­რო­ნო­ბა ჯი­ჰადს უტოლ­დე­ბა. ასეთ კაცს მუ­სულ­მა­ნე­ბი დიდ პა­ტივს სცე­მენ. ამი­ტო­მაც ქვრივ ქალს აქ ყო­ველ­თვის აქვს მე­ო­რედ გა­თხო­ვე­ბის შან­სი.

ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი

პან­კის­ში ამ­ბო­ბენ, რომ ხე­ო­ბა­ში ვა­ჰა­ბიზ­მის გაძ­ლი­ე­რე­ბას "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" უწყობ­და ხელს. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბა აქ არ­ჩევ­ნებს სწო­რედ ვა­ჰა­ბი­ტე­ბის დახ­მა­რე­ბით იგებ­და. მო­სახ­ლე­ო­ბის ერთი ნა­წი­ლი მათ პა­ტივს სცემს, ნა­წილს კი ეში­ნია.

ყვე­ლა­ზე მეტი ვა­ჰა­ბი­ტი დუ­ის­ში ცხოვ­რობს. მათი თავ­შეყ­რის ად­გი­ლი დუ­ი­სის ცენ­ტრში ახ­ლა­და­შე­ნე­ბუ­ლი მე­ჩე­თია. მე­ჩეთ­ში ბავ­შვებს და ახალ­გაზ­რდებს არა­ბულ ენას ას­წავ­ლი­ან, არა­ბულს ას­წავ­ლი­ან რუ­სულ სკო­ლა­შიც, სა­დაც პე­და­გო­გად ვა­ჰა­ბი­ტე­ბის ყო­ფი­ლი იმა­მი, ხი­ზირ ბა­ღა­კაშ­ვი­ლი მუ­შა­ობს.

სრუ­ლი ვერ­სია

"გუ­რია ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს

ლოპოტას ინცინდენტის გამო შაჰიდი ქალი მზად იყო, სააკაშვილის სიახლოვეს თავი აეფეთქებინა

ლოპოტას ინცინდენტის გამო შაჰიდი ქალი მზად იყო, სააკაშვილის სიახლოვეს თავი აეფეთქებინა

"მე შაჰიდი ქალი ვარ და მზად ვარ, თავი ავიფეთქო სადაც მეტყვიან და როცა მეტყვიან", - ამ სიტყვების ავტორი ახალგაზრდა ქალი პანკისში ცხოვრობს. თუ დაავალებდნენ, ის მზად იყო თავი აეფეთქებინა სააკაშვილის, მერაბიშვილის და ახალაიას სიახლოვეს და ამით ეძია შური ლოპოტას ხეობაში ქისტი ახალგაზრდების დახოცვის გამო. მას არ ჰყავს ქმარი და შვილები და მოწამეობრივ სიკვდილზე ოცნებობს.

პანკისის ხეობაში ვაჰაბიზმის მიმდევართა რიცხვი დღითიდღე იზრდება - 16-დან 30 წლამდე ახალგაზრდები თავისუფლად საუბრობენ სიკვდილზე, სამოთხეში მოხვედრაზე, ჯიჰადზე. არაბულ ენას ჯერ ადგილობრივ მეჩეთში სწავლობენ, მერე კი ისინი ხიზირს სწავლის გასაგრძელებლად ეგვიპტეში მიჰყავს. ამ ახალგაზრდებისთვის ვაჰაბიზმი სულიერებასთან ერთად კომფორტსაც უკავშირდება. ისინი ხედავენ, რომ პანკისელი ვაჰაბიტები არ მუშაობენ, მაგრამ მდიდრულად ცხოვრობენ, ჰყავთ ძვირფასი მანქანები, ლამაზი ცოლები, აქვთ ბინა თელავსა და თბილისში, შვილებს დედაქალაქის პრესტიჟულ სკოლებში ასწავლიან, სოფელში მათ პატივს სცემენ და თან ეშინიათ.

ხეობაში, სადაც არ არსებობს სპორტული დარბაზი, კლუბი, სადაც აკრძალულია მუსიკის ხმამაღლა მოსმენა და ხატვაც კი, ახალგაზრდებს სხვა გასაქანი უბრალოდ აღარ რჩებათ. მეჩეთში არაბული ენის სასწავლებლად გოგონებიც დადიან და ვაჰაბიტების ცოლობაზე ოცნებობენ. ახალგაზრდა თაობის ქალებს მოსწონთ და ეამაყებათ ქმრების ჯიჰადში ყოფნა.

ავსტრიასა და ევროპის იმ ქვეყნებში, სადაც ჩეჩენი და ქისტი ლტოლვილების კომპაქტური ჩასახლებებია, სირიაში წამსვლელი ჯგუფების ორგანიზება ხდება. ქისტური წარმოშობის ლტოლვილები სირიაში წასვლამდე ჯერ პანკისში ჩამოდიან და აქ რამდენიმე დღე ჩერდებიან. ხშირად ისინი ისე ტოვებენ სოფელს, რომ წლობით უნახავ მშობლებთანაც არ მიდიან.

პანკისელი ქისტი, რუსლან მარგოშვილი სირიაში მოკლეს. მისი თავწაწყვეტილი გვამი მშობლიურ სოფელში ვერ ჩამოასვენეს და თურქეთში დაკრძალეს. მოკლულს დარჩა მეუღლე და სამი მცირეწლოვანი შვილი.

"მისი ბავშვები და ცოლი სხვებზე უკეთესად იცხოვრებენ. დაღუპული მოჯაჰედის ოჯახს ხელისგულზე ატარებენ. ცოლიც ბედნიერი იქნება, სხვა კაცზე გათხოვდება", - გვეუბნება 23 წლის ასმათი, რომელიც მალე ადგილობრივი ვაჰაბიტის ცოლი გახდება.

დაღუპული მოჯაჰედის ცოლზე დაქორწინება და მისი ობლების პატრონობა ჯიჰადს უტოლდება. ასეთ კაცს მუსულმანები დიდ პატივს სცემენ. ამიტომაც ქვრივ ქალს აქ ყოველთვის აქვს მეორედ გათხოვების შანსი.

ორგანიზატორები

პანკისში ამბობენ, რომ ხეობაში ვაჰაბიზმის გაძლიერებას "ნაციონალური მოძრაობა" უწყობდა ხელს. წლების განმავლობაში ხელისუფლება აქ არჩევნებს სწორედ ვაჰაბიტების დახმარებით იგებდა. მოსახლეობის ერთი ნაწილი მათ პატივს სცემს, ნაწილს კი ეშინია.

ყველაზე მეტი ვაჰაბიტი დუისში ცხოვრობს. მათი თავშეყრის ადგილი დუისის ცენტრში ახლადაშენებული მეჩეთია. მეჩეთში ბავშვებს და ახალგაზრდებს არაბულ ენას ასწავლიან, არაბულს ასწავლიან რუსულ სკოლაშიც, სადაც პედაგოგად ვაჰაბიტების ყოფილი იმამი, ხიზირ ბაღაკაშვილი მუშაობს.

სრული ვერსია

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა