სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

24

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:53-ზე, მთვარის პირველი დღე დადგება 23:10-ზე, მთვარე ლომს ესტუმრება 19:32-ზე – არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი არ გააკეთოთ, დაასრულეთ ის, რაც ადრე დაიწყეთ. გაუფრთხილდით სახლს და ოჯახს, გაასუფთავეთ და მოაწესრიგეთ თქვენი სახლი. არ არის რეკომენდებული, რომ მოაგვაროთ ფინანსური საქმეები, ხელი მოაწეროთ დოკუმენტებს. არ გირჩევთ ფულის სესხება და გასესხებას, ახალი თანამშრომლების დაქირავებას. მოლაპარაკებების წარმოებას, უარყოფითი ემოციების გამოხატვას. ახალი მთვარის პირველი დღე არ არის ხელსაყრელი ქორწინებისთვის, ქორწილისთვის, თუმცა, დაგეგმვა შეგიძლიათ.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბიძინა ივანიშვილი არასამთავრობო ორგანიზაციებს პასუხობს
ბიძინა ივანიშვილი არასამთავრობო ორგანიზაციებს პასუხობს

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრო­ბის კან­დი­და­ტი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი იმ არა­სამ­თავ­რო­ბო­ებს პა­სუ­ხობს, რო­მელ­თაც და­ვით და­რახვე­ლი­ძის კან­დი­და­ტუ­რას­თან და­კავ­ში­რე­ბით შე­ნიშ­ვნე­ბი გა­მოთ­ქვეს. "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი" ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბას უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ.

"ჩემს მიერ დევ­ნილ­თა და გან­სახ­ლე­ბის მი­ნის­ტრო­ბის კან­დი­და­ტად და­ვით და­რახვე­ლი­ძის წარ­დგე­ნას არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი გა­მო­ეხ­მა­ურ­ნენ და სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­ე­ბის შერ­ჩე­ვი­სა და წარ­დგე­ნი­სას მეტი სიფრ­თხი­ლი­სა და პრინ­ცი­პუ­ლო­ბის გა­მო­ჩე­ნის­კენ მოგ­ვი­წო­დეს.

მინ­და გა­მო­ვეხ­მა­უ­რო იმ ინ­ტე­რესს, რო­მე­ლიც სა­ზო­გა­დო­ე­ბამ გა­მო­ი­ჩი­ნა ახა­ლი მთავ­რო­ბის წევრთა და­ნიშ­ვნას­თან და­კავ­ში­რე­ბით და აღ­ვნიშ­ნო, რომ ეს არის ჯან­სა­ღი პრო­ცე­სი, რისი გა­მოც­დი­ლე­ბაც ჩვენს ქვე­ყა­ნას, სამ­წუ­ხა­როდ, აქამ­დე არ ჰქო­ნია.

მე მი­ვე­სალ­მე­ბი ამ გა­მოხ­მა­უ­რე­ბას და ტენ­დენ­ცი­ას, რად­გან ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ამ­დენ ხანს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან ყო­ველ­თვის იგ­ნო­რი­რე­ბუ­ლი იყო სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა და არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­თა წი­ნა­და­დე­ბე­ბი და შე­ნიშ­ვნე­ბი.

მე, რო­გორც პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრო­ბის კან­დი­და­ტი, მზად ვარ შევ­ხვდე და ვი­თა­ნამ­შრომ­ლო ყვე­ლა იმ არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას­თან, რო­მელ­მაც სა­ჭი­როდ ჩათ­ვა­ლა ქვეყ­ნი­სათ­ვის ამ უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს ეტაპ­ზე სა­კუ­თა­რი პო­ზი­ცია გა­მო­ეთ­ქვა მთავ­რო­ბის წევრთა და­ნიშ­ვნას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

ასე­ვე უპ­რე­ცე­დენ­ტოა შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც მი­ნის­ტრო­ბის კან­დი­და­ტი სა­ჯა­როდ, ტე­ლე­ვი­ზი­ით პა­სუ­ხობს არა­სამ­თავ­რო­ბო­თა იმ შე­კი­თხვებს, რომ­ლე­ბიც მათ გა­უჩ­ნდათ და­ვით და­რახვე­ლი­ძის მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტო­ბის კან­დი­და­ტო­ბის დროს გა­კე­თე­ბულ ზო­გი­ერთ გა­მო­ნათ­ქვამ­თან და­კავ­ში­რე­ბით.

აქვე მინ­და გან­ვა­ცხა­დო, რომ თუ გუ­შინ­დე­ლი სა­ტე­ლე­ვი­ზიო ეთე­რის შემ­დე­გაც არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტო­რის­თვის არა­საკ­მა­რი­სი აღ­მოჩ­ნდე­ბა და­ვით და­რახვე­ლი­ძის გან­მარ­ტე­ბე­ბი, მე მზად ვარ მი­ნის­ტრო­ბის კან­დი­დატ­თან ერ­თად აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხზე, დის­კუ­სია გავ­მარ­თო არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტორ­თან და მო­ვის­მი­ნო მათი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი და წი­ნა­და­დე­ბე­ბი", - აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ამალ კლუნი ჯორჯ კლუნთან ოჯახური ცხოვრების საიდუმლოზე საუბრებს

ბიძინა ივანიშვილი არასამთავრობო ორგანიზაციებს პასუხობს

ბიძინა ივანიშვილი არასამთავრობო ორგანიზაციებს პასუხობს

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ბიძინა ივანიშვილი იმ არასამთავრობოებს პასუხობს, რომელთაც დავით დარახველიძის კანდიდატურასთან დაკავშირებით შენიშვნები გამოთქვეს. "ინტერპრესნიუსი" ბიძინა ივანიშვილის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

"ჩემს მიერ დევნილთა და განსახლების მინისტრობის კანდიდატად დავით დარახველიძის წარდგენას არასამთავრობო ორგანიზაციები გამოეხმაურნენ და საჯარო მოხელეების შერჩევისა და წარდგენისას მეტი სიფრთხილისა და პრინციპულობის გამოჩენისკენ მოგვიწოდეს.

მინდა გამოვეხმაურო იმ ინტერესს, რომელიც საზოგადოებამ გამოიჩინა ახალი მთავრობის წევრთა დანიშვნასთან დაკავშირებით და აღვნიშნო, რომ ეს არის ჯანსაღი პროცესი, რისი გამოცდილებაც ჩვენს ქვეყანას, სამწუხაროდ, აქამდე არ ჰქონია.

მე მივესალმები ამ გამოხმაურებას და ტენდენციას, რადგან ჩვენს ქვეყანაში ამდენ ხანს ხელისუფლების მხრიდან ყოველთვის იგნორირებული იყო სამოქალაქო საზოგადოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციათა წინადადებები და შენიშვნები.

მე, როგორც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, მზად ვარ შევხვდე და ვითანამშრომლო ყველა იმ არასამთავრობო ორგანიზაციასთან, რომელმაც საჭიროდ ჩათვალა ქვეყნისათვის ამ უმნიშვნელოვანეს ეტაპზე საკუთარი პოზიცია გამოეთქვა მთავრობის წევრთა დანიშვნასთან დაკავშირებით.

ასევე უპრეცედენტოა შემთხვევა, როდესაც მინისტრობის კანდიდატი საჯაროდ, ტელევიზიით პასუხობს არასამთავრობოთა იმ შეკითხვებს, რომლებიც მათ გაუჩნდათ დავით დარახველიძის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატობის დროს გაკეთებულ ზოგიერთ გამონათქვამთან დაკავშირებით.

აქვე მინდა განვაცხადო, რომ თუ გუშინდელი სატელევიზიო ეთერის შემდეგაც არასამთავრობო სექტორისთვის არასაკმარისი აღმოჩნდება დავით დარახველიძის განმარტებები, მე მზად ვარ მინისტრობის კანდიდატთან ერთად აღნიშნულ საკითხზე, დისკუსია გავმართო არასამთავრობო სექტორთან და მოვისმინო მათი შეხედულებები და წინადადებები", - აღნიშნულია განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა