მსახიობმა მილა კუნისმა წონაში მოიმატა. ვარსკვლავის მომატებული კილოგრამები არა მხოლოდ თაყვანისმცემლებს, უკვე მოდის სახლ Christian Dior-ის წარმომადგენლებსაც აღიზიანებთ.
მილა Christian Dior-ის სახეა. მოდის სახლში მილას წონის პრობლემას აქტიურად განიხილავენ - მსახიობი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში უმაკიაჟოდ და მოუვლელი გამოდის. როგორც დასავლური პრესა წერს, კონტრაქტში არ იყო წონასთან დაკავშირებული პუნქტი გათვალისწინებული, თუმცა კომპანიაში დღეს უკვე ნანობენ, რომ ვარსკვლავს მკაცრი შეზღუდვები არ დაუწესეს. არადა მილამ კონტრაქტიდან დიდი შემოსავალი მიიღო.
მილას გარეგნობით უკმაყოფილოა ვარსკვლავის საყვარელი, მსახიობი ეშტონ კატჩერიც. ამის გამო მათ არაერთხელ უჩხუბიათ. მილამ კატჩერს ისიც განუცხადა, რომ თუკი მისი მომატებული წონა აღიზიანებს, დროა რომანი დაასრულონ.
მომზადებულია showbizspy.com-ის მიხედვით.