პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დავით ბერძენიშვილი - პარლამენტის შენობაში სრულფასოვანი პირობები ჯერ არ არის
დავით ბერძენიშვილი - პარლამენტის შენობაში სრულფასოვანი პირობები ჯერ არ არის

ქუ­თა­ის­ში, პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბა­ში არ­სე­ბულ პი­რო­ბებს "რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტი­ის" ერთ-ერთი ლი­დე­რი და­ვით ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი ეც­ნო­ბა.

რო­გორც მან "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გა­ნუ­ცხა­და, დე­ტა­ლუ­რად გა­ეც­ნო­ბა, თუ რა პი­რო­ბე­ბია პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბა­ში სა­მუ­შა­ოდ.

"რო­გორც ჩანს, სრულ­ფა­სო­ვა­ნი პი­რო­ბე­ბი ჯერ არ არის და პარ­ლა­მენ­ტის პირ­ვე­ლი სხდო­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დე­გაც მშე­ნებ­ლებს ბევ­რი სა­მუ­შაო ექ­ნე­ბათ, მაგ­რამ იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ ჩვენ კონ­სტი­ტუ­ცია გვა­ვალ­დე­ბუ­ლებს პარ­ლა­მენ­ტის სხდო­მე­ბი სწო­რედ ქუ­თა­ის­ში ჩა­ვა­ტა­როთ, ამ ვალ­დე­ბუ­ლე­ბას შე­ვას­რუ­ლებთ და საქ­მი­ა­ნო­ბას ქუ­თა­ის­ში და­ვი­წყებთ", - გა­ნუ­ცხა­და "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" და­ვით ბერ­ძე­ნიშ­ვილ­მა.

მან­ვე ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნა, რომ უმ­რავ­ლე­სო­ბა მზად არის შე­უდ­გეს საქ­მი­ა­ნო­ბას და იმე­დი გა­მოთ­ქვა, რომ ამის­თვის მზად არის უმ­ცი­რე­სო­ბაც.

ამას­თან, დღეს პარ­ლა­მენ­ტის მშე­ნე­ბე­ლი კომ­პა­ნია მე­დი­ის­თვის გეგ­მავს პრე­ზენ­ტა­ცი­ის მო­წყო­ბას. კერ­ძოდ, პარ­ლა­მენ­ტის პრეს­სამ­სა­ხუ­რის ცნო­ბით, ჟურ­ნა­ლის­ტებს სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბათ, და­ათ­ვა­ლი­ე­რონ და გა­და­ი­ღონ, თუ რა ვი­თა­რე­ბაა სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნოს შე­ნო­ბა­ში.

მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი და სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბი ამ წუ­თებ­შიც გრძელ­დე­ბა. პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბა სამი ნა­გე­ბო­ბის­გან შედ­გე­ბა. ერთი შე­ნო­ბა გან­კუთ­ვნი­ლია პარ­ლა­მენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის­თვის და აპა­რა­ტის­თვის. მე­ო­რე შე­ნო­ბა აშენ­და სა­პარ­ლა­მენ­ტო კო­მი­ტე­ტე­ბის აპა­რა­ტე­ბის­თვის. რაც შე­ე­ხე­ბა ცენ­ტრა­ლურ ნა­გე­ბო­ბას, აღ­ნიშ­ნულ შე­ნო­ბა­ში გან­თავ­სე­ბუ­ლია პარ­ლა­მენ­ტის პლე­ნა­რულ სხდო­მა­თა დარ­ბა­ზი და დე­პუ­ტა­ტე­ბის სა­მუ­შაო კა­ბი­ნე­ტე­ბი.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

დავით ბერძენიშვილი - პარლამენტის შენობაში სრულფასოვანი პირობები ჯერ არ არის

დავით ბერძენიშვილი - პარლამენტის შენობაში სრულფასოვანი პირობები ჯერ არ არის

ქუთაისში, პარლამენტის შენობაში არსებულ პირობებს "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი ეცნობა.

როგორც მან "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, დეტალურად გაეცნობა, თუ რა პირობებია პარლამენტის შენობაში სამუშაოდ.

"როგორც ჩანს, სრულფასოვანი პირობები ჯერ არ არის და პარლამენტის პირველი სხდომის დასრულების შემდეგაც მშენებლებს ბევრი სამუშაო ექნებათ, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ კონსტიტუცია გვავალდებულებს პარლამენტის სხდომები სწორედ ქუთაისში ჩავატაროთ, ამ ვალდებულებას შევასრულებთ და საქმიანობას ქუთაისში დავიწყებთ", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" დავით ბერძენიშვილმა.

მანვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ უმრავლესობა მზად არის შეუდგეს საქმიანობას და იმედი გამოთქვა, რომ ამისთვის მზად არის უმცირესობაც.

ამასთან, დღეს პარლამენტის მშენებელი კომპანია მედიისთვის გეგმავს პრეზენტაციის მოწყობას. კერძოდ, პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ჟურნალისტებს საშუალება ექნებათ, დაათვალიერონ და გადაიღონ, თუ რა ვითარებაა საკანონმდებლო ორგანოს შენობაში.

მოსამზადებელი და სამშენებლო სამუშაოები ამ წუთებშიც გრძელდება. პარლამენტის შენობა სამი ნაგებობისგან შედგება. ერთი შენობა განკუთვნილია პარლამენტის ადმინისტრაციისთვის და აპარატისთვის. მეორე შენობა აშენდა საპარლამენტო კომიტეტების აპარატებისთვის. რაც შეეხება ცენტრალურ ნაგებობას, აღნიშნულ შენობაში განთავსებულია პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზი და დეპუტატების სამუშაო კაბინეტები.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა