სამართალი
მოზაიკა
პოლიტიკა

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
საზოგადოება
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მამუკა ონაშვილი - "სიყვარულს შეუძლია, ყველაფერი გაგაკეთებინოს..."
მამუკა ონაშვილი -  "სიყვარულს შეუძლია, ყველაფერი გაგაკეთებინოს..."

ბოლო დროს ტე­ლე­ეკ­რან­ზე აქ­ტი­უ­რად აღარ ჩანს, მაგ­რამ ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ მომ­ღე­რა­ლი, მსა­ხი­ო­ბი და ჩი­ნე­ბუ­ლი თა­მა­და - მა­მუ­კა ონაშ­ვი­ლი თა­ვის საქ­მეს ჩა­მო­შორ­და. "ბავ­შვუ­რი აუ­რის" მქო­ნე შე­მოქ­მედ­მა პა­ტა­რებ­თან სა­ერ­თო ენის გა­მო­ნახ­ვი­სა და 500-კა­ცი­ა­ნი სუფ­რის წი­ნამ­ძღო­ლო­ბის სა­ი­დუმ­ლო გაგ­ვან­დო.

- მრა­ვა­ლი მუ­სი­კა­ლუ­რი ჯილ­დოს მფლო­ბე­ლი ხართ...

- ასეა. რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­ში, ისე სა­ზღვარ­გა­რეთ, ბევ­რი ჯილ­დო მაქვს მი­ღე­ბუ­ლი. ახ­ლაც გა­ვი­დო­დი რო­მე­ლი­მე კონ­კურ­სზე, მაგ­რამ ამის უფ­ლე­ბას არ მაძ­ლე­ვენ; მე­უბ­ნე­ბი­ან, - წლო­ვა­ნე­ბა­ში აღარ ეტე­ვიო (იცი­ნის)...

- რო­გორ ფიქ­რობთ, მომ­ღე­რა­ლი უფრო ხართ თუ იუ­მო­რის­ტი?

- უპირ­ვე­ლე­სად, მომ­ღე­რა­ლი ვარ. თუმ­ცა, დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში მსა­ხი­ო­ბი, პა­რო­დის­ტი, წამ­ყვა­ნი გავ­ხდი. ძა­ლი­ან ხში­რად მთხო­ვენ კორ­პო­რა­ცი­უ­ლი სა­ღა­მოს, იუ­ბი­ლეს და ა.შ. წამ­ყვა­ნო­ბას. ვცდი­ლობ, ქორ­წი­ლებ­საც შოუს სახე მივ­ცე...

- სცე­ნა­ზე ყოფ­ნი­სას სიმ­ღე­რის ან მო­ნო­ლო­გის ტექ­სტი თუ დაგ­ვი­წყე­ბი­ათ?

- ერთხელ ვას­რუ­ლებ­დი სიმ­ღე­რას - "ის სხვა". ეს სიმ­ღე­რა ხალ­ხმა ლა­მის ზე­პი­რად იცის, მე კი იმ დღეს ტვინ­ში რა­ღაც "გა­და­მე­კე­ტა" და ერთი და იგი­ვე ტექ­სტი სამ­ჯერ ვიმ­ღე­რე... მომ­ღერ­ლის­თვის და მსა­ხი­ო­ბის­თვის მთა­ვა­რია, ასეთ დროს არ და­იბ­ნეს და სი­ტუ­ა­ცი­ი­დან რო­გორ­მე გა­მოძ­ვრეს...

- ბავ­შვო­ბა გა­იხ­სე­ნეთ...

- უზ­რუნ­ვე­ლი ბავ­შვო­ბა მქონ­და. ლა­მაზ, თბილ და გემ­რი­ელ იტა­ლი­ურ ეზო­ში ვიზ­რდე­ბო­დი. ვთა­მა­შობ­დით ფეხ­ბურთს და "ას­ფალ­ტის ჰო­კე­ის"... ბავ­შვო­ბის მე­გობ­რებ­თან დღემ­დე არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბა მაქვს.

- "იუ­მო­რი­ნა­ში" რო­გორ აღ­მოჩ­ნდით?

- ბა­ტო­ნი ჯე­მალ ბა­ღაშ­ვი­ლის კონ­ცერ­ტებს ყო­ველ­თვის დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით ვა­დევ­ნებ­დი თვალ­ყურს. ერთხელ ბესო ბე­რუ­ლაშ­ვილ­მა და ნი­ნა­კა გე­ლაშ­ვილ­მა და­მი­რე­კეს: სუფ­რას­თან რომ მა­გა­რი ხარ, წა­მო­დი და ჯე­მალს მო­ა­წო­ნე თავი, იქ­ნებ რამე როლ­ზე და­გა­კა­ვო­სო. მარ­თა­ლია, მა­შინ მომ­ღერ­ლად უფრო აღ­ვიქ­ვამ­დი სა­კუ­თარ თავს, მაგ­რამ "სინ­ჯებ­ზე" მა­ინც წა­ვე­დი. გარ­და სიმ­ღე­რი­სა, ბა­ტონ­მა ჯე­მალ­მა პა­რო­დი­ის თე­ატ­რის წევ­რო­ბაც და­მა­ვა­ლა და მას შემ­დეგ, აგერ უკვე 11 წე­ლია, ერთი დიდი ოჯა­ხი­ვით ვართ შეკ­რუ­ლი. მარ­თა­ლია, დღეს­დღე­ო­ბით "იუ­მო­რი­ნას" მცი­რე პა­უ­ზა აქვს, მაგ­რამ მალე მა­ყუ­რებ­ლის წი­ნა­შე გა­ნახ­ლე­ბუ­ლი პროგ­რა­მით წარვდგე­ბით.

- გა­და­ცე­მის - "მხი­ა­რუ­ლი ოჯა­ხი" წამ­ყვა­ნი იყა­ვით. პა­ტა­რებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის და­სამ­ყა­რებ­ლად გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ნი­ჭია სა­ჭი­რო?

- ხში­რად ამ­ბო­ბენ, რომ პა­ტა­რებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა რთუ­ლია. ჩემი აზ­რით, თუ ბავ­შვთან სა­უბ­რი­სას თა­ვა­დაც ბავ­შვი არ გახ­დე­ბი, მას­თან კონ­ტაქ­ტში ვე­რაფ­რით შეხ­ვალ; თუ პა­ტა­რას ჭკუ­ის და­რი­გე­ბა და ზე­მო­დან ყუ­რე­ბა და­უ­წყე, ჯინ­ში ჩა­გიდ­გე­ბა და შე­იძ­ლე­ბა, და­უნ­დო­ბე­ლიც კი გახ­დეს; თუ და­ი­ნა­ხა, რომ მის წი­ნა­შე "ბავ­შვი" დგას, აბ­სო­ლუ­ტუ­რად მორ­ჩი­ლი ხდე­ბა - უკვე იცის, რომ "მი­სი­ა­ნი" ხარ და გენ­დო­ბა. რო­გო­რი უც­ნა­უ­რი ბავ­შვიც უნდა გა­მაც­ნონ, უცებ გად­მომ­ყავს ჩემს ჭკუ­ა­ზე ან მე გა­დავ­დი­ვარ მის ჭკუ­ა­ზე (იცი­ნის)...

- ოდეს­მე, სიყ­ვა­რუ­ლის სა­ხე­ლით, რა­ი­მე სი­სუ­ლე­ლე თუ ჩა­გი­დე­ნი­ათ?

- რო­გორ არა! საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის გამო ბევ­რი სი­სუ­ლე­ლე ჩა­მი­დე­ნია, მაგ­რამ იმ ამ­ბე­ბის გახ­სე­ნე­ბას ნუ მთხოვ. ისე, სიყ­ვა­რუ­ლი დიდი ძა­ლაა. მას შე­უძ­ლია, ტვი­ნი "გა­და­რა­ზოს" და ყვე­ლა­ფე­რი გა­გა­კე­თე­ბი­ნოს...

- რო­გორ შე­ა­ფა­სებთ ადა­მი­ანს, რო­მელ­საც იუ­მო­რის გრძნო­ბა არ აქვს? ასეთ ადა­მი­ან­თან ურ­თი­ერ­თო­ბა რთუ­ლია?

- აღ­მოვ­ჩე­ნილ­ვარ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, როცა ხალ­ხი სი­ცი­ლის­გან ლა­მის, იგუ­დე­ბო­და, მათ შო­რის კი იყო ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც არც მო­ნა­ყოლ­ზე და არც სხვე­ბის სი­ცილ­ზე არა­ნა­ი­რი რე­აქ­ცია არ ჰქონ­და. სა­მა­გი­ე­როდ, ასეთ ადა­მი­ანს შე­იძ­ლე­ბა, ისეთ რა­მე­ზე გა­ე­ცი­ნოს, რა­ზეც მე არა­სო­დეს გა­მე­ცი­ნე­ბა. მე მხო­ლოდ კარ­გი, ცხელ-ცხე­ლი, ნაღ­დი იუ­მო­რი მიყ­ვარს. მა­ღი­ზი­ა­ნებს ე.წ. შავი იუ­მო­რი.

- ცნო­ბი­ლია, რომ ჩი­ნე­ბუ­ლი თა­მა­და ხართ. რო­გორ ფიქ­რობთ, სუფ­რის წი­ნამ­ძღო­ლი აუ­ცი­ლებ­ლად გა­ნათ­ლე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი უნდა იყოს?

- თუ თა­მა­და გა­ნათ­ლე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნია, ამას რა სჯო­ბია, მაგ­რამ ვფიქ­რობ, რომ სუფ­რის წი­ნამ­ძღო­ლო­ბის­თვის მხო­ლოდ წიგ­ნი­ე­რე­ბა არ არის საკ­მა­რი­სი. თა­მა­და "პუ­რის უფა­ლი", სუფ­რის მმარ­თვე­ლია; მას ეს ნიჭი უფ­ლის­გან უნდა ჰქონ­დეს მი­მად­ლე­ბუ­ლი. ად­ვი­ლი არ არის 300 ან 500-კა­ცი­ა­ნი სუფ­რის გა­ძღო­ლა. პი­რა­დად მე, "მოძ­რა­ვი თა­მა­და" ვარ - ანუ ერთ ად­გი­ლას არ ვზი­ვარ და მხო­ლოდ გან­კარ­გუ­ლე­ბებს არ გავ­ცემ. თა­მა­და წე­სით, შო­უ­მე­ნიც უნდა იყოს. ჩემი სათ­ქმე­ლი, "ფა­ი­ლე­ბი" გულ­ში მაქვს ჩა­კე­ცი­ლი... და კი­დევ, თა­მა­და აუ­ცი­ლებ­ლად კე­თი­ლი კაცი უნდა იყოს და ეს სი­კე­თე და­უ­ნა­ნებ­ლად ამო­ი­ღოს გუ­ლი­დან, სუფ­რის წევ­რებს გა­უ­ნა­წი­ლოს.

- რო­გორ ფიქ­რობთ, სცე­ნი­დან მომ­ღერ­ლის პი­როვ­ნუ­ლი თვი­სე­ბე­ბი ჩანს?

- აუ­ცი­ლებ­ლად! სცე­ნა­ზე თა­ვი­დან ბო­ლომ­დე იშიფ­რე­ბი. რა ემო­ცი­ა­საც გას­ცემ, ზუს­ტად იგი­ვე და­გიბ­რუნ­დე­ბა. მე ქედს ვიხ­რი ჩემი მა­ყუ­რებ­ლის წი­ნა­შე, რად­გან მათ გა­რე­შე არა­ფე­რი ვიქ­ნე­ბო­დი...

შო­რე­ნა ლა­ბა­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხელოვნური ინტელექტი - მინუსები და პლუსები

მამუკა ონაშვილი - "სიყვარულს შეუძლია, ყველაფერი გაგაკეთებინოს..."

მამუკა ონაშვილი -  "სიყვარულს შეუძლია, ყველაფერი გაგაკეთებინოს..."

ბოლო დროს ტელეეკრანზე აქტიურად აღარ ჩანს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მომღერალი, მსახიობი და ჩინებული თამადა - მამუკა ონაშვილი თავის საქმეს ჩამოშორდა. "ბავშვური აურის" მქონე შემოქმედმა პატარებთან საერთო ენის გამონახვისა და 500-კაციანი სუფრის წინამძღოლობის საიდუმლო გაგვანდო.

- მრავალი მუსიკალური ჯილდოს მფლობელი ხართ...

- ასეა. როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ, ბევრი ჯილდო მაქვს მიღებული. ახლაც გავიდოდი რომელიმე კონკურსზე, მაგრამ ამის უფლებას არ მაძლევენ; მეუბნებიან, - წლოვანებაში აღარ ეტევიო (იცინის)...

- როგორ ფიქრობთ, მომღერალი უფრო ხართ თუ იუმორისტი?

- უპირველესად, მომღერალი ვარ. თუმცა, დროთა განმავლობაში მსახიობი, პაროდისტი, წამყვანი გავხდი. ძალიან ხშირად მთხოვენ კორპორაციული საღამოს, იუბილეს და ა.შ. წამყვანობას. ვცდილობ, ქორწილებსაც შოუს სახე მივცე...

- სცენაზე ყოფნისას სიმღერის ან მონოლოგის ტექსტი თუ დაგვიწყებიათ?

- ერთხელ ვასრულებდი სიმღერას - "ის სხვა". ეს სიმღერა ხალხმა ლამის ზეპირად იცის, მე კი იმ დღეს ტვინში რაღაც "გადამეკეტა" და ერთი და იგივე ტექსტი სამჯერ ვიმღერე... მომღერლისთვის და მსახიობისთვის მთავარია, ასეთ დროს არ დაიბნეს და სიტუაციიდან როგორმე გამოძვრეს...

- ბავშვობა გაიხსენეთ...

- უზრუნველი ბავშვობა მქონდა. ლამაზ, თბილ და გემრიელ იტალიურ ეზოში ვიზრდებოდი. ვთამაშობდით ფეხბურთს და "ასფალტის ჰოკეის"... ბავშვობის მეგობრებთან დღემდე არაჩვეულებრივი ურთიერთობა მაქვს.

- "იუმორინაში" როგორ აღმოჩნდით?

- ბატონი ჯემალ ბაღაშვილის კონცერტებს ყოველთვის დიდი სიამოვნებით ვადევნებდი თვალყურს. ერთხელ ბესო ბერულაშვილმა და ნინაკა გელაშვილმა დამირეკეს: სუფრასთან რომ მაგარი ხარ, წამოდი და ჯემალს მოაწონე თავი, იქნებ რამე როლზე დაგაკავოსო. მართალია, მაშინ მომღერლად უფრო აღვიქვამდი საკუთარ თავს, მაგრამ "სინჯებზე" მაინც წავედი. გარდა სიმღერისა, ბატონმა ჯემალმა პაროდიის თეატრის წევრობაც დამავალა და მას შემდეგ, აგერ უკვე 11 წელია, ერთი დიდი ოჯახივით ვართ შეკრული. მართალია, დღესდღეობით "იუმორინას" მცირე პაუზა აქვს, მაგრამ მალე მაყურებლის წინაშე განახლებული პროგრამით წარვდგებით.

- გადაცემის - "მხიარული ოჯახი" წამყვანი იყავით. პატარებთან ურთიერთობის დასამყარებლად განსაკუთრებული ნიჭია საჭირო?

- ხშირად ამბობენ, რომ პატარებთან ურთიერთობა რთულია. ჩემი აზრით, თუ ბავშვთან საუბრისას თავადაც ბავშვი არ გახდები, მასთან კონტაქტში ვერაფრით შეხვალ; თუ პატარას ჭკუის დარიგება და ზემოდან ყურება დაუწყე, ჯინში ჩაგიდგება და შეიძლება, დაუნდობელიც კი გახდეს; თუ დაინახა, რომ მის წინაშე "ბავშვი" დგას, აბსოლუტურად მორჩილი ხდება - უკვე იცის, რომ "მისიანი" ხარ და გენდობა. როგორი უცნაური ბავშვიც უნდა გამაცნონ, უცებ გადმომყავს ჩემს ჭკუაზე ან მე გადავდივარ მის ჭკუაზე (იცინის)...

- ოდესმე, სიყვარულის სახელით, რაიმე სისულელე თუ ჩაგიდენიათ?

- როგორ არა! საყვარელი ადამიანის გამო ბევრი სისულელე ჩამიდენია, მაგრამ იმ ამბების გახსენებას ნუ მთხოვ. ისე, სიყვარული დიდი ძალაა. მას შეუძლია, ტვინი "გადარაზოს" და ყველაფერი გაგაკეთებინოს...

- როგორ შეაფასებთ ადამიანს, რომელსაც იუმორის გრძნობა არ აქვს? ასეთ ადამიანთან ურთიერთობა რთულია?

- აღმოვჩენილვარ სიტუაციაში, როცა ხალხი სიცილისგან ლამის, იგუდებოდა, მათ შორის კი იყო ადამიანი, რომელსაც არც მონაყოლზე და არც სხვების სიცილზე არანაირი რეაქცია არ ჰქონდა. სამაგიეროდ, ასეთ ადამიანს შეიძლება, ისეთ რამეზე გაეცინოს, რაზეც მე არასოდეს გამეცინება. მე მხოლოდ კარგი, ცხელ-ცხელი, ნაღდი იუმორი მიყვარს. მაღიზიანებს ე.წ. შავი იუმორი.

- ცნობილია, რომ ჩინებული თამადა ხართ. როგორ ფიქრობთ, სუფრის წინამძღოლი აუცილებლად განათლებული ადამიანი უნდა იყოს?

- თუ თამადა განათლებული ადამიანია, ამას რა სჯობია, მაგრამ ვფიქრობ, რომ სუფრის წინამძღოლობისთვის მხოლოდ წიგნიერება არ არის საკმარისი. თამადა "პურის უფალი", სუფრის მმართველია; მას ეს ნიჭი უფლისგან უნდა ჰქონდეს მიმადლებული. ადვილი არ არის 300 ან 500-კაციანი სუფრის გაძღოლა. პირადად მე, "მოძრავი თამადა" ვარ - ანუ ერთ ადგილას არ ვზივარ და მხოლოდ განკარგულებებს არ გავცემ. თამადა წესით, შოუმენიც უნდა იყოს. ჩემი სათქმელი, "ფაილები" გულში მაქვს ჩაკეცილი... და კიდევ, თამადა აუცილებლად კეთილი კაცი უნდა იყოს და ეს სიკეთე დაუნანებლად ამოიღოს გულიდან, სუფრის წევრებს გაუნაწილოს.

- როგორ ფიქრობთ, სცენიდან მომღერლის პიროვნული თვისებები ჩანს?

- აუცილებლად! სცენაზე თავიდან ბოლომდე იშიფრები. რა ემოციასაც გასცემ, ზუსტად იგივე დაგიბრუნდება. მე ქედს ვიხრი ჩემი მაყურებლის წინაშე, რადგან მათ გარეშე არაფერი ვიქნებოდი...

შორენა ლაბაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"