საზოგადოება
მსოფლიო

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლაშა ქოიავა: "სააკაშვილის გუნდი ისევ შტაბობანას თამაშობს"
ლაშა ქოიავა: "სააკაშვილის გუნდი ისევ შტაბობანას თამაშობს"

თა­და­რი­გის ვიცე-პოლ­კოვ­ნი­კი, სამ­ხედ­რო ქი­რურ­გი, გე­ნე­რალ­თა კლუბ­თან არ­სე­ბუ­ლი ოფი­ცერ­თა ორ­დე­ნის წევ­რი ლაშა ქო­ი­ა­ვა სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­ში შექ­მნილ ვი­თა­რე­ბა­სა და მისი გან­ვი­თა­რე­ბის გზებ­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა:

- დღე­ვან­დე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბით საქა­რთვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი არა ჰყავს. ეს არის სამ­ხედ­რო წარ­მო­ნაქ­მნი, რო­მე­ლიც აღ­ლუ­მის ჩა­სა­ტა­რებ­ლად თუ გა­მოდ­გე­ბა, იგი ქვეყ­ნის თავ­დაც­ვი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბას ვერ უზ­რუნ­ველ­ყოფს. სა­ერ­თა­შო­რი­სო სამ­ხედ­რო მი­სი­ებ­ში ქარ­თუ­ლი ქვე­და­ნა­ყო­ფე­ბი ღირ­სე­უ­ლად რომ წარ­მოჩ­ნდე­ბი­ან, ეს ჯა­რის ქვე­და რგო­ლის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის - კაპ­რა­ლე­ბის, ლე­ი­ტე­ნან­ტე­ბის პი­რა­დი დამ­სა­ხუ­რე­ბაა, ამას­თა­ნა­ვე, იქ ქარ­თვე­ლი მებ­რძო­ლე­ბი სხვა სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის სარ­დლო­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით იბ­რძვი­ან. რაც შე­ე­ხე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის ზედა რგოლს, სამ­ხედ­რო-პო­ლი­ტი­კურ ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას, რო­მე­ლიც გეგ­მავს და წარ­მარ­თავს პრო­ცე­სებს, რბი­ლად რომ ვთქვათ, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში არა­კომ­პე­ტენ­ტუ­რად მოქ­მე­დებ­და.

- რო­გორ შე­ა­ფა­სებთ გი­ორ­გი კა­ლან­და­ძის და­ნიშ­ვნას გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი შტა­ბის უფ­რო­სად?

- ნაც­მოძ­რა­ო­ბა, სა­ა­კაშ­ვი­ლის გუნ­დი, ისევ შტა­ბო­ბა­ნას თა­მა­შობს, ეს იგი­ვეა, უელ­მავ­ლო მა­ტა­რე­ბელ­ში ფარ­დე­ბი ჩა­მო­უშ­ვა და აჯან­ჯღა­რო წინსვლის იმი­ტა­ცი­ის შე­საქ­მნე­ლად. თა­ვის დრო­ზე მათ არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნეს, რომ ჯარი, ისე­ვე რო­გორც სპეც­სამ­სა­ხუ­რი, ძალ­ზე ფა­ქი­ზი ინ­სტი­ტუ­ცი­აა, ერ­თმა არას­წორ­მა ნა­ბი­ჯ­მა, შე­საძ­ლოა, მისი ჩა­მოშ­ლა გა­მო­იწ­ვი­ოს.. გი­ორ­გი კა­ლან­და­ძე იყო ახალ­გაზ­რდა კაცი, რომ­ლის­გა­ნაც შე­საძ­ლოა, კარ­გი ოფი­ცე­რი გა­მო­სუ­ლი­ყო. შემ­დეგ კი უფ­როს­მა ლე­ი­ტე­ნან­ტმა კა­ლან­და­ძემ თავ­ბრუ­დამ­ხვე­ვი კა­რი­ე­რა გა­ი­კე­თა. ოთხ წე­ლი­წად­ში გე­ნე­რა­ლი რომ გახ­დე­ბი, ნახ­ტომ-ნახ­ტომ გა­ივ­ლი ბრი­გა­დის მე­თა­უ­რო­ბას, სარ­დლო­ბას, ბო­ლოს კი გენშტა­ბის უფ­რო­სად და­ი­ნიშ­ნე­ბი, აქ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მზე, ღირ­სე­ბა­ზე ლა­პა­რა­კი ზედ­მე­ტია. სა­მა­გი­ე­როდ, კარ­გად ის­წავ­ლა ფა­რი­სევ­ლო­ბა, არა­და, ღირ­სე­უ­ლი ოფი­ცე­რი ქვე­ყა­ნას უნდა ემ­სა­ხუ­რე­ბო­დეს და არა მმარ­თველ გუნდს.

სამ­წუ­ხა­როდ, ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ჯარ­ში და­წი­ნა­უ­რე­ბა ერთი ნიშ­ნით ხდე­ბო­და - იყა­ვი თუ არა ლო­ი­ა­ლუ­რი მმარ­თვე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი გუნ­დის მი­მართ.

- რო­გორ აფა­სებთ, თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრო­ბის კან­დი­და­ტის, ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ას გან­ცხა­დე­ბას, რომ სამ­ხედ­რო სფე­როს პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი და­უბ­რუნ­დე­ბი­ან?

- შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი­დან პრო­ფე­სი­უ­ლი კად­რე­ბის ჩა­მო­შო­რე­ბის პრო­ცე­სი გი­ორ­გი ბა­რა­მი­ძის მი­ნის­ტრო­ბის პე­რი­ოდ­ში და­ი­წყო. 2004 წელს სა­ვე­ლე ჰოს­პი­ტა­ლის მე­თა­უ­რი ვი­ყა­ვი, როცა სა­მი­ნის­ტრო­ში გა­და­მიყ­ვა­ნეს, სა­დაც ამე­რი­კე­ლე­ბის მო­თხოვ­ნით ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სე­ბის მარ­თვის პო­ლი­ტი­კის დე­პარ­ტა­მენ­ტი შე­იქ­მნა. პი­რა­დი შე­მად­გენ­ლო­ბის სა­კი­თხებ­ზე ვმუ­შა­ობ­დით. მო­უ­ლოდ­ნე­ლად მო­ვი­და დად­გე­ნი­ლე­ბა 2000 ოფიც­რის ჯა­რი­დან და­თხოვ­ნის თა­ო­ბა­ზე. ჩვენ­ში ხში­რად აპე­ლი­რე­ბენ, - ამე­რი­კე­ლებ­მა მო­ი­თხო­ვე­სო, არა­და, ჯა­რის და­სუს­ტე­ბას არა­ვინ მოგ­თხოვს. პი­რი­ქით, უცხო­ე­ლე­ბი, მათ შო­რის ინ­გლი­სე­ლე­ბი, გვაფრ­თხი­ლებ­დნენ, ამ­დე­ნი ოფიც­რის გაშ­ვე­ბა სირ­თუ­ლე­ებს შე­გიქ­მნი­თო. ოფიც­რის, მით უმე­ტეს უფ­რო­სი ოფიც­რის მომ­ზა­დე­ბა ძალ­ზე რთუ­ლი პრო­ცე­სია - წლე­ბი სჭირ­დე­ბა. ამას­თა­ნა­ვე, ქარ­თვე­ლი ოფიც­რე­ბის ნა­წილს რუ­სეთ­ში, უკ­რა­ი­ნა­ში აქვს გა­ნათ­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლი, ნა­წილს - ჩი­ნეთ­ში, თურ­ქეთ­ში, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში, გერ­მა­ნი­ა­სა თუ იტა­ლი­ა­ში; ანუ ჩვენ მი­ვი­ღეთ ოფიც­რე­ბის უნი­კა­ლუ­რი კონ­გლო­მე­რა­ტი, ნა­ზა­ვი. დღეს და­პი­რის­პი­რე­ბუ­ლი ორი სამ­ხედ­რო-პო­ლი­ტი­კუ­რი ბა­ნა­კი­დან - ნა­ტოს ბლო­კი და რუ­სე­თი - ქარ­თვე­ლი ოფიც­რე­ბი ორი­ვეს სამ­ხედ­რო დოქ­ტრი­ნას კარ­გად ვიც­ნობთ, რაც ძალ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ომის დროს. ესე­ნი კი და­ე­რივ­ნენ და გა­ყა­რეს თით­ქმის ყვე­ლა, ვი­საც რუ­სეთ­სა თუ ნა­ტოს წევრ ქვეყ­ნებ­ში ჰქონ­და გა­ნათ­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლი. ეს პრო­ცე­სი, რო­გორც აღ­ვნიშ­ნე, გია ბა­რა­მი­ძის მი­ნის­ტრო­ბი­სას და­ი­წყო, პიკს კი ოქ­რუ­აშ­ვი­ლის მი­ნის­ტრო­ბი­სას მი­აღ­წია. ასე და­ი­წყო ქარ­თუ­ლი ჯა­რის ჩა­მოშ­ლა. მე­ო­რე სა­ვა­ლა­ლო ნა­ბი­ჯი შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­ში პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის გად­მოყ­ვა­ნა იყო, მათ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს წო­დე­ბე­ბი სამ­ხედ­რო წო­დე­ბე­ბად გა­და­უ­კე­თეს და თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე დას­ვეს; ჯარ­ში გაჩ­ნდა გა­ურ­კვე­ვე­ლი წარ­მო­ნაქ­მნი - რეპ­რე­სი­უ­ლი აპა­რა­ტი. ისე­თი ვი­თა­რე­ბა შე­იქ­მნა, რომ ოფიც­რე­ბი ერ­თმა­ნეთს თა­ვი­სუფ­ლად ვერ ელა­პა­რა­კე­ბოდ­ნენ, სამ­ხედ­რო ნა­წი­ლებ­ში შიშ­მა და­ი­სად­გუ­რა. ნაც­მოძ­რა­ო­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ქარ­თუ­ლი ჯა­რი­სად­მი არაფ­რით გან­სხვავ­დე­ბო­და 1920-იანი წლე­ბის ბოლ­შე­ვი­კუ­რი აზ­როვ­ნე­ბი­სა­გან: თა­ვი­სუ­ფა­ლი აზ­როვ­ნე­ბის ამო­სა­ძირ­კვად ძერ­ჟინ­სკის მე­თო­დე­ბი და­ნერ­გეს, მე­სა­ჭე პარ­ტი­ის, მისი ბე­ლა­დის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო თავ­ში რომ არა­ფე­რი გა­ევ­ლოთ. ეს სის­ტე­მა სრულ­ყო ბაჩო ახა­ლა­ი­ამ, სწო­რედ მან შექ­მნა სა­დამ­სჯე­ლო აპა­რა­ტი, ტო­ტა­ლუ­რი ში­ში­სა და დას­მე­ნის გა­რე­მო, როცა ორი ოფიც­რის ერ­თად დგო­მა და სა­უ­ბა­რიც კი სა­ში­ში იყო.

- რამ გა­მო­იწ­ვია აგ­ვის­ტოს ომის დროს ქვეყ­ნის სამ­ხედ­რო-პო­ლი­ტი­კუ­რი მარ­ცხი?

- ომი მხო­ლოდ ავ­ტო­მა­ტუ­რი ია­რა­ღის ჯერი არ არის, მისი შე­მად­გე­ნე­ლი კომ­პო­ნენ­ტე­ბია: პრო­პა­გან­და, ეკო­ნო­მი­კა, ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­ძი­ე­ბა, და­პი­რის­პი­რე­ბა, ბრძო­ლა, შე­ტა­კე­ბა. რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ომი 1801 წელს და­ი­წყო, ამი­ტომ კი­თხვა ასე უნდა და­ის­ვას: ვინ გას­ცა სრო­ლის ბრძა­ნე­ბა 2008 წლის აგ­ვის­ტო­ში? რა პრო­ცე­სე­ბი უძღო­და წინ ამ ტრა­გი­კო­მე­დი­ას? ეს იყო რუ­სე­თის სპე­ცო­პე­რაც­ია სა­ქარ­თვე­ლოს "მშვი­დო­ბის­კენ იძ­ულე­ბის­თვის", ეს ტერ­მი­ნი მათ ამე­რი­კე­ლე­ბის­გან ისეს­ხეს. მაგ­რამ ამ სპე­ცო­პე­რა­ცი­ის და­წყე­ბის სა­ბა­ბი მას სა­ა­კაშ­ვილ­მა მის­ცა თა­ვი­სი წინ­და­უ­ხე­და­ვი ნა­ბი­ჯით. "ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ", ისე­ვე რო­გორც 1921 წელს შუ­ლა­ვე­რის კო­მი­ტეტ­მა, ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თა იმის­თვის, რომ რუ­სე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ნა­წი­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მო­სუ­ლი­ყო. სამ­ხედ­რო­ებ­მა კარ­გად ვი­ცით, რომ შე­უძ­ლე­ბე­ლია ჯარი უმაღ­ლე­სი მთა­ვარ­სარ­დლის - პრე­ზი­დენ­ტის ნე­ბარ­თვის გა­რე­შე გა­და­ად­გილ­დე­ბო­დეს. ეს სპე­ცო­პე­რა­ცია, რე­ა­ლუ­რად, 2004 წლის ივ­ნის­ში და­ი­წყო, როცა ერგნე­თის ბაზ­რო­ბა და­არ­ბი­ეს, და­ხუ­რეს. სწო­რედ იმ­ხა­ნად მომ­ზად­და 2008 წლის 12 აგ­ვის­ტოს შე­თან­ხმე­ბა, სა­ა­კაშ­ვი­ლის მიერ კა­პი­ტუ­ლა­ცი­ა­ზე ხელ­მო­წე­რა.

- ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ ომის დროს ხში­რად სა­მო­ქა­ლა­ქო პი­რე­ბი იძ­ლე­ოდ­ნენ ბრძა­ნე­ბებს...

- დიახ, ოქ­რუ­აშ­ვი­ლის მი­ნის­ტრო­ბის პე­რი­ო­დი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლის მი­ნის­ტრო­ბის ჩათ­ვლით, ჯარ­ში გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას იღებ­და ნაც­მოძ­რა­ო­ბის პო­ლიტ­ბი­უ­როს­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი ყვე­ლა პირი, ვი­საც არ ეზა­რე­ბო­და, სამ­ხედ­რო­ე­ბის გარ­და. თუ ამ გა­ბა­ტო­ნე­ბუ­ლი პრაქ­ტი­კის წი­ნა­აღ­მდეგ ხმას ამო­ი­ღებ­დი, უკე­თეს შემ­თხვე­ვა­ში თა­ვი­სუ­ფა­ლი იყა­ვი ჯა­რი­დან, უა­რეს შემ­თხვე­ვა­ში კი სამ­შობ­ლოს მო­ღა­ლა­ტის იარ­ლი­ყით ცი­ხე­ში ჩაგ­სვამ­დნენ. ცხა­დია, ამ ომის დროს არა­ერ­თი შეც­დო­მა იქნა დაშ­ვე­ბუ­ლი, მე­ტიც, გა­ი­ცა და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ბრძა­ნე­ბე­ბი. კე­ზე­რაშ­ვილ­მა მე­ო­რე ბრი­გა­და სე­ნა­კი­დან ცხინ­ვალ­ში გა­და­ის­რო­ლა და ამით მო­ა­შიშ­ვლა ტე­რი­ტო­რია ენ­გუ­რი­დან და­წყე­ბუ­ლი გო­რამ­დე. რუსი სამ­ხედ­რო­ე­ბი ყო­ველ­გვა­რი დაბ­რკო­ლე­ბის გა­რე­შე მოძ­რა­ობ­დნენ და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში და მხო­ლოდ მათ ნე­ბა­ზე იყო და­მო­კი­დე­ბუ­ლი, რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბო­და იქ მოვ­ლე­ნე­ბი... ზნა­უ­რი-ჯა­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბით შე­ტე­ვა­ზე გა­და­სუ­ლი მე-4 ბრი­გა­და ცხინ­ვა­ლის­კენ შე­მო­აბ­რუ­ნა, რაც ძირ­ში­ვე არას­წო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იყო.

- თქვენ რო­დის და რა მი­ზე­ზით და­გი­თხო­ვეს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი­დან?

- 2008 წლის 3 სექ­ტემ­ბერს, აგ­ვის­ტოს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი კონ­ფლიქ­ტის შემ­დეგ, მი­ნის­ტრი ჯერ კი­დევ და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლი იყო... ყველ­გან და­უ­ფა­რა­ვად ვამ­ბობ­დი, ამ კა­ტას­ტრო­ფულ მარ­ცხში გა­დამ­წყვე­ტი რო­ლი სწო­რედ კე­ზე­რაშ­ვილ­მა, გენშტა­ბის უფ­როს­მა ზაზა გო­გა­ვამ და ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის პირ­ველ­მა მო­ად­გი­ლემ, შალ­ვა ჯა­ნაშ­ვილ­მა შე­ას­რუ­ლეს-მეთ­ქი. ამის შემ­დეგ და­ვით კე­ზე­რაშ­ვილ­მა და­მი­ბა­რა და მომ­თხო­ვა, შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი­დან წავ­სუ­ლი­ყა­ვი. პა­ტა­კის და­წე­რა­ზე უარი ვუ­თხა­რი და გას­ცა გან­კარ­გუ­ლე­ბა, და­ე­წე­რათ ბრძა­ნე­ბა ჩემი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის თა­ო­ბა­ზე. სხვა­თა შო­რის, ზო­გი­ერ­თი დღემ­დე მე­კი­თხე­ბა: რა გა­ლა­პა­რა­კებ­დაო? დღეს, როცა ქვე­ყა­ნა­ში ცვლი­ლე­ბე­ბი იწყე­ბა, ჯა­რის რე­ფორ­მა აუ­ცი­ლე­ბე­ლია და ვი­მე­დოვ­ნებთ, შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებს გა­მოც­დი­ლი, გა­ნათ­ლე­ბუ­ლი კად­რე­ბი და­უბ­რუნ­დე­ბი­ან, ჯა­რის­კა­ცებს, ოფიც­რებს, გე­ნე­რა­ლი­ტეტს მი­ე­ცე­მა სა­შუ­ა­ლე­ბა ემ­სა­ხუ­როს თა­ვის ქვე­ყა­ნას და არა რო­მე­ლი­მე პო­ლი­ტი­კურ ძა­ლას. ამას­თა­ნა­ვე, გა­მო­ძი­ე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა არა­ერ­თი გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი საქ­მე, მათ შო­რის მუხ­რო­ვა­ნის აჯან­ყე­ბა, რად­გან სამ­ხედ­რო­ებ­მა ვი­ცით, სა­ტან­კო ბა­ტა­ლი­ო­ნის ამ­ბო­ხი, და­ქო­ქი­ლი ტან­კე­ბის (რო­გორც მა­შინ გვარ­წმუ­ნებ­დნენ) უკან შებ­რუ­ნე­ბა არ­ცთუ იო­ლია; ამ­გვა­რი არ­გუ­მენ­ტე­ბით მხო­ლოდ ღრუ­ბელ-ღრუ­ბელ მფრი­ნავ­მა პრე­ზი­დენ­ტმა შე­იძ­ლე­ბა იჟონ­გლი­ო­როს, რო­მე­ლიც იმა­საც გვიმ­ტკი­ცებ­და, სამ­ხრეთ სა­ქარ­თვე­ლოს­კენ დაძ­რუ­ლი რუ­სუ­ლი ჯარი ორმა პო­ლი­ცი­ელ­მა შე­ა­ჩე­რაო...

ნინო კვი­ტაშ­ვი­ლი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები

ლაშა ქოიავა: "სააკაშვილის გუნდი ისევ შტაბობანას თამაშობს"

ლაშა ქოიავა: "სააკაშვილის გუნდი ისევ შტაბობანას თამაშობს"

თადარიგის ვიცე-პოლკოვნიკი, სამხედრო ქირურგი, გენერალთა კლუბთან არსებული ოფიცერთა ორდენის წევრი ლაშა ქოიავა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში შექმნილ ვითარებასა და მისი განვითარების გზებზე გვესაუბრება:

- დღევანდელი მდგომარეობით საქა­რთველოს შეიარაღებული ძალები არა ჰყავს. ეს არის სამხედრო წარმონაქმნი, რომელიც აღლუმის ჩასატარებლად თუ გამოდგება, იგი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას ვერ უზრუნველყოფს. საერთაშორისო სამხედრო მისიებში ქართული ქვედანაყოფები ღირსეულად რომ წარმოჩნდებიან, ეს ჯარის ქვედა რგოლის წარმომადგენლების - კაპრალების, ლეიტენანტების პირადი დამსახურებაა, ამასთანავე, იქ ქართველი მებრძოლები სხვა სახელმწიფოების სარდლობის ხელმძღვანელობით იბრძვიან. რაც შეეხება საქართველოს შეიარაღებული ძალების ზედა რგოლს, სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, რომელიც გეგმავს და წარმართავს პროცესებს, რბილად რომ ვთქვათ, წლების განმავლობაში არაკომპეტენტურად მოქმედებდა.

- როგორ შეაფასებთ გიორგი კალანდაძის დანიშვნას გაერთიანებული შტაბის უფროსად?

- ნაცმოძრაობა, სააკაშვილის გუნდი, ისევ შტაბობანას თამაშობს, ეს იგივეა, უელმავლო მატარებელში ფარდები ჩამოუშვა და აჯანჯღარო წინსვლის იმიტაციის შესაქმნელად. თავის დროზე მათ არ გაითვალისწინეს, რომ ჯარი, ისევე როგორც სპეცსამსახური, ძალზე ფაქიზი ინსტიტუციაა, ერთმა არასწორმა ნაბიჯმა, შესაძლოა, მისი ჩამოშლა გამოიწვიოს.. გიორგი კალანდაძე იყო ახალგაზრდა კაცი, რომლისგანაც შესაძლოა, კარგი ოფიცერი გამოსულიყო. შემდეგ კი უფროსმა ლეიტენანტმა კალანდაძემ თავბრუდამხვევი კარიერა გაიკეთა. ოთხ წელიწადში გენერალი რომ გახდები, ნახტომ-ნახტომ გაივლი ბრიგადის მეთაურობას, სარდლობას, ბოლოს კი გენშტაბის უფროსად დაინიშნები, აქ პროფესიონალიზმზე, ღირსებაზე ლაპარაკი ზედმეტია. სამაგიეროდ, კარგად ისწავლა ფარისევლობა, არადა, ღირსეული ოფიცერი ქვეყანას უნდა ემსახურებოდეს და არა მმართველ გუნდს.

სამწუხაროდ, ბოლო წლების განმავლობაში ჯარში დაწინაურება ერთი ნიშნით ხდებოდა - იყავი თუ არა ლოიალური მმართველი პოლიტიკური გუნდის მიმართ.

- როგორ აფასებთ, თავდაცვის მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი ალასანიას განცხადებას, რომ სამხედრო სფეროს პროფესიონალები დაუბრუნდებიან?

- შეიარაღებული ძალებიდან პროფესიული კადრების ჩამოშორების პროცესი გიორგი ბარამიძის მინისტრობის პერიოდში დაიწყო. 2004 წელს საველე ჰოსპიტალის მეთაური ვიყავი, როცა სამინისტროში გადამიყვანეს, სადაც ამერიკელების მოთხოვნით ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის დეპარტამენტი შეიქმნა. პირადი შემადგენლობის საკითხებზე ვმუშაობდით. მოულოდნელად მოვიდა დადგენილება 2000 ოფიცრის ჯარიდან დათხოვნის თაობაზე. ჩვენში ხშირად აპელირებენ, - ამერიკელებმა მოითხოვესო, არადა, ჯარის დასუსტებას არავინ მოგთხოვს. პირიქით, უცხოელები, მათ შორის ინგლისელები, გვაფრთხილებდნენ, ამდენი ოფიცრის გაშვება სირთულეებს შეგიქმნითო. ოფიცრის, მით უმეტეს უფროსი ოფიცრის მომზადება ძალზე რთული პროცესია - წლები სჭირდება. ამასთანავე, ქართველი ოფიცრების ნაწილს რუსეთში, უკრაინაში აქვს განათლება მიღებული, ნაწილს - ჩინეთში, თურქეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, გერმანიასა თუ იტალიაში; ანუ ჩვენ მივიღეთ ოფიცრების უნიკალური კონგლომერატი, ნაზავი. დღეს დაპირისპირებული ორი სამხედრო-პოლიტიკური ბანაკიდან - ნატოს ბლოკი და რუსეთი - ქართველი ოფიცრები ორივეს სამხედრო დოქტრინას კარგად ვიცნობთ, რაც ძალზე მნიშვნელოვანია ომის დროს. ესენი კი დაერივნენ და გაყარეს თითქმის ყველა, ვისაც რუსეთსა თუ ნატოს წევრ ქვეყნებში ჰქონდა განათლება მიღებული. ეს პროცესი, როგორც აღვნიშნე, გია ბარამიძის მინისტრობისას დაიწყო, პიკს კი ოქრუაშვილის მინისტრობისას მიაღწია. ასე დაიწყო ქართული ჯარის ჩამოშლა. მეორე სავალალო ნაბიჯი შეიარაღებულ ძალებში პოლიციელების გადმოყვანა იყო, მათ შინაგან საქმეთა სამინისტროს წოდებები სამხედრო წოდებებად გადაუკეთეს და თანამდებობებზე დასვეს; ჯარში გაჩნდა გაურკვეველი წარმონაქმნი - რეპრესიული აპარატი. ისეთი ვითარება შეიქმნა, რომ ოფიცრები ერთმანეთს თავისუფლად ვერ ელაპარაკებოდნენ, სამხედრო ნაწილებში შიშმა დაისადგურა. ნაცმოძრაობის დამოკიდებულება ქართული ჯარისადმი არაფრით განსხვავდებოდა 1920-იანი წლების ბოლშევიკური აზროვნებისაგან: თავისუფალი აზროვნების ამოსაძირკვად ძერჟინსკის მეთოდები დანერგეს, მესაჭე პარტიის, მისი ბელადის საწინააღმდეგო თავში რომ არაფერი გაევლოთ. ეს სისტემა სრულყო ბაჩო ახალაიამ, სწორედ მან შექმნა სადამსჯელო აპარატი, ტოტალური შიშისა და დასმენის გარემო, როცა ორი ოფიცრის ერთად დგომა და საუბარიც კი საშიში იყო.

- რამ გამოიწვია აგვისტოს ომის დროს ქვეყნის სამხედრო-პოლიტიკური მარცხი?

- ომი მხოლოდ ავტომატური იარაღის ჯერი არ არის, მისი შემადგენელი კომპონენტებია: პროპაგანდა, ეკონომიკა, ინფორმაციის მოძიება, დაპირისპირება, ბრძოლა, შეტაკება. რუსეთ-საქართველოს ომი 1801 წელს დაიწყო, ამიტომ კითხვა ასე უნდა დაისვას: ვინ გასცა სროლის ბრძანება 2008 წლის აგვისტოში? რა პროცესები უძღოდა წინ ამ ტრაგიკომედიას? ეს იყო რუსეთის სპეცოპერაც­ია საქართველოს "მშვიდობისკენ იძ­ულე­ბისთვის", ეს ტერმინი მათ ამერიკელებისგან ისესხეს. მაგრამ ამ სპეცოპერაციის დაწყების საბაბი მას სააკაშვილმა მისცა თავისი წინდაუხედავი ნაბიჯით. "ნაციონალურმა მოძრაობამ", ისევე როგორც 1921 წელს შულავერის კომიტეტმა, ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ რუსეთის შეიარაღებული ნაწილები საქართველოში შემოსულიყო. სამხედროებმა კარგად ვიცით, რომ შეუძლებელია ჯარი უმაღლესი მთავარსარდლის - პრეზიდენტის ნებართვის გარეშე გადაადგილდებოდეს. ეს სპეცოპერაცია, რეალურად, 2004 წლის ივნისში დაიწყო, როცა ერგნეთის ბაზრობა დაარბიეს, დახურეს. სწორედ იმხანად მომზადდა 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმება, სააკაშვილის მიერ კაპიტულაციაზე ხელმოწერა.

- ვრცელდება ინფორმაცია, რომ ომის დროს ხშირად სამოქალაქო პირები იძლეოდნენ ბრძანებებს...

- დიახ, ოქრუაშვილის მინისტრობის პერიოდიდან მოყოლებული დავით კეზერაშვილის მინისტრობის ჩათვლით, ჯარში გადაწყვეტილებას იღებდა ნაცმოძრაობის პოლიტბიუროსთან დაახლოებული ყველა პირი, ვისაც არ ეზარებოდა, სამხედროების გარდა. თუ ამ გაბატონებული პრაქტიკის წინააღმდეგ ხმას ამოიღებდი, უკეთეს შემთხვევაში თავისუფალი იყავი ჯარიდან, უარეს შემთხვევაში კი სამშობლოს მოღალატის იარლიყით ციხეში ჩაგსვამდნენ. ცხადია, ამ ომის დროს არაერთი შეცდომა იქნა დაშვებული, მეტიც, გაიცა დანაშაულებრივი ბრძანებები. კეზერაშვილმა მეორე ბრიგადა სენაკიდან ცხინვალში გადაისროლა და ამით მოაშიშვლა ტერიტორია ენგურიდან დაწყებული გორამდე. რუსი სამხედროები ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე მოძრაობდნენ დასავლეთ საქართველოში და მხოლოდ მათ ნებაზე იყო დამოკიდებული, როგორ განვითარდებოდა იქ მოვლენები... ზნაური-ჯავის მიმართულებით შეტევაზე გადასული მე-4 ბრიგადა ცხინვალისკენ შემოაბრუნა, რაც ძირშივე არასწორი გადაწყვეტილება იყო.

- თქვენ როდის და რა მიზეზით დაგითხოვეს შეიარაღებული ძალებიდან?

- 2008 წლის 3 სექტემბერს, აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ, მინისტრი ჯერ კიდევ დავით კეზერაშვილი იყო... ყველგან დაუფარავად ვამბობდი, ამ კატასტროფულ მარცხში გადამწყვეტი რო­ლი სწორედ კეზერაშვილმა, გენშტაბის უფროსმა ზაზა გოგავამ და შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, შალვა ჯანაშვილმა შეასრულეს-მეთქი. ამის შემდეგ დავით კეზერაშვილმა დამიბარა და მომთხოვა, შეიარაღებული ძალებიდან წავსულიყავი. პატაკის დაწერაზე უარი ვუთხარი და გასცა განკარგულება, დაეწერათ ბრძანება ჩემი გათავისუფლების თაობაზე. სხვათა შორის, ზოგიერთი დღემდე მეკითხება: რა გალაპარაკებდაო? დღეს, როცა ქვეყანაში ცვლილებები იწყება, ჯარის რეფორმა აუცილებელია და ვიმედოვნებთ, შეიარაღებულ ძალებს გამოცდილი, განათლებული კადრები დაუბრუნდებიან, ჯარისკაცებს, ოფიცრებს, გენერალიტეტს მიეცემა საშუალება ემსახუროს თავის ქვეყანას და არა რომელიმე პოლიტიკურ ძალას. ამასთანავე, გამოძიებული იქნება არაერთი გახმაურებული საქმე, მათ შორის მუხროვანის აჯანყება, რადგან სამხედროებმა ვიცით, სატანკო ბატალიონის ამბოხი, დაქოქილი ტანკების (როგორც მაშინ გვარწმუნებდნენ) უკან შებრუნება არცთუ იოლია; ამგვარი არგუმენტებით მხოლოდ ღრუბელ-ღრუბელ მფრინავმა პრეზიდენტმა შეიძლება იჟონგლიოროს, რომელიც იმასაც გვიმტკიცებდა, სამხრეთ საქართველოსკენ დაძრული რუსული ჯარი ორმა პოლიციელმა შეაჩერაო...

ნინო კვიტაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე