სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საზოგადოებრივმა მაუწყებელმა" ტელეკომპანია "პიკ"-თან საქმიანი კონტაქტები შეაჩერა
"საზოგადოებრივმა მაუწყებელმა" ტელეკომპანია "პიკ"-თან საქმიანი კონტაქტები შეაჩერა

"სა­ზო­გა­დო­ებ­რივ­მა მა­უ­წყე­ბელ­მა" ტე­ლე­კომ­პა­ნია "პიკ"-თან საქ­მი­ა­ნი კონ­ტაქ­ტე­ბი შე­ა­ჩე­რა. ამის შე­სა­ხებ "სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის" გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, რო­მელ­საც "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი" უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ.

"უკა­ნას­კნელ ხანს სხვა­დას­ხვა მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით სა­ზო­გა­დო­ე­ბას მი­ე­წო­დე­ბო­და არას­წო­რი ინ­ფორ­მა­ცია მა­უ­წყებ­ლის მე­სა­მე არხთან და­კავ­ში­რე­ბით. "სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყე­ბე­ლი" შეგ­ნე­ბუ­ლად იკა­ვებ­და თავს სა­ჯა­რო კო­მენ­ტა­რის­გან, ვი­ნა­ი­დან იგი გა­ნუხ­რე­ლად ას­რუ­ლებ­და და ას­რუ­ლებს თა­ვის ყვე­ლა (მათ შო­რის ფი­ნან­სურ) ვალ­დე­ბუ­ლე­ბას კონ­ტრაქ­ტო­რი კომ­პა­ნი­ის მი­მართ.

მიმ­დი­ნა­რე წლის 15 ოქ­ტომ­ბერს, ტე­ლე­კომ­პა­ნია "პიკ"-ის თა­ნამ­შრო­მელ­თა ერ­თმა ნა­წილ­მა თვით­ნე­ბუ­რად, "სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის" ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას­თან შე­უ­თან­ხმებ­ლად, "სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის" მე­სა­მე არ­ხის ეთერ­ში გა­მო­ხა­ტა პრო­ტეს­ტი, ვი­თომ­ცდა ხელ­ფა­სე­ბის დაგ­ვი­ა­ნე­ბის მი­ზე­ზით. ამ გა­უ­გე­ბარ დე­მარშს და­ე­მა­ტა ისიც, რომ გან­ხორ­ცი­ელ­და მა­უ­წყებ­ლის მე­სა­მე არ­ხის ტე­ლე­სიგ­ნა­ლის არა­სან­ქცი­რე­ბუ­ლი აწე­ვა იმ სა­ტე­ლიტ­ზე, რო­მელ­თა­ნაც სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელს შე­წყვე­ტი­ლი ჰქონ­და ურ­თი­ერ­თო­ბა. შე­დე­გად, სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელს შე­საძ­ლოა წარ­მო­ექ­მნას გა­უთ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი ხარ­ჯე­ბი.

გან­მარ­ტე­ბი­სათ­ვის:

1. ტე­ლე­კომ­პა­ნია "პიკ"-თან 2012 წლის 13 იან­ვარს და­დე­ბუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე სა­ტე­ლე­ვი­ზიო სიგ­ნა­ლის სა­ტე­ლიტ­ზე აწე­ვა და მისი მარ­თვა "სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის" ექ­სკლუ­ზი­ურ უფ­ლე­ბას წარ­მო­ად­გენს და, შე­სა­ბა­მი­სად, მისი არა­სან­ქცი­რე­ბუ­ლი აწე­ვა ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის პი­რო­ბის უხე­ში დარ­ღვე­ვაა.

2. ამა­ვე ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის თა­ნახ­მად, "სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის" სა­კუთ­რე­ბაა ის კონ­ტენ­ტიც, რა­საც ხე­დავს "სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის" მე­სა­მე არ­ხის მა­ყუ­რე­ბე­ლი. ამ კონ­ტენ­ტის გა­მო­ყე­ნე­ბა ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მიერ ში­და­სა­წარ­მოო და­ვა­ში სა­კუ­თა­რი პრე­ტენ­ზი­ე­ბის გა­მო­სა­ხა­ტად კა­ტე­გო­რი­უ­ლად და­უშ­ვე­ბე­ლია და ასე­ვე ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის პი­რო­ბის უხეშ დარ­ღვე­ვას წარ­მო­ად­გენს.

ამ პრობ­ლე­მე­ბის შე­სა­ხებ "სა­ზო­გა­დო­ებ­რივ­მა მა­უ­წყე­ბელ­მა" 16 ოქ­ტომ­ბერს აც­ნო­ბა კომ­პა­ნი­ის მე­ნე­ჯმენტს და გა­აფრ­თხი­ლა, რომ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის პი­რო­ბე­ბის შემ­დგო­მი დარ­ღვე­ვა გა­მო­იწ­ვევ­და ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გა­და­ხედ­ვას. წე­რი­ლის პა­სუ­ხად, 17 ოქ­ტომ­ბერს "სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელს" მო­მარ­თა ტე­ლე­კომ­პა­ნია "პიკ"-ის გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა. წე­რი­ლის თა­ნახ­მად, იგი ვალ­დე­ბუ­ლე­ბას იღებ­და საქ­მის კურ­სში ჩა­ე­ყე­ნე­ბი­ნა კომ­პა­ნი­ის დამ­ფუძ­ნებ­ლე­ბი. 18 ოქ­ტომ­ბერს მა­უ­წყე­ბელს ტე­ლე­კომ­პა­ნია "პიკ"-ის გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა მო­მარ­თა თხოვ­ნით, რომ კომ­პა­ნი­ის პარტნი­ო­რებ­თან შე­თან­ხმე­ბით შე­ჩე­რე­ბუ­ლი­ყო მა­უ­წყე­ბელ­სა და "პიკს" შო­რის არ­სე­ბუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბი და და­წყე­ბუ­ლი­ყო მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი.

მა­უ­წყე­ბე­ლი წე­რი­ლო­ბით გა­მო­ეხ­მა­უ­რა ამ თხოვ­ნას და ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის შემ­დგომ გარ­კვე­ვამ­დე შე­ა­ჩე­რა "პიკ"-თან საქ­მი­ა­ნი კონ­ტაქ­ტე­ბი.

რაც შე­ე­ხე­ბა კომ­პა­ნია "გლობ­ქასტთან" "სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის" ურ­თი­ერ­თო­ბას: ამ კომ­პა­ნი­ას­თან საქ­მი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის შე­ჩე­რე­ბა­ზე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ღე­ბულ იქნა 11 ოქ­ტომ­ბერს და პარტნი­ორს იმა­ვე დღეს ეც­ნო­ბა ელექტრო­ნუ­ლი ფოს­ტით. 12 ოქ­ტომ­ბრი­დან მა­უ­წყე­ბელ­მა შე­წყვი­ტა სიგ­ნა­ლის აწე­ვა შე­სა­ბა­მის სა­ტე­ლიტ­ზე. ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი ის გახ­ლდათ, რომ ბოლო რამ­დე­ნი­მე თვის მან­ძილ­ზე მა­უ­წყებ­ლის მე­სა­მე არ­ხის სიგ­ნა­ლი დუბ­ლი­რე­ბუ­ლად იწე­ო­და "გლობ­ქას­ტი­სა" და "თურ­ქსა­ტის" სა­ტე­ლი­ტებ­ზე. ეს უკა­ნას­კნე­ლი მა­უ­წყე­ბელს ტეს­ტი­რე­ბის რე­ჟიმ­ში უფა­სო მომ­სა­ხუ­რე­ბას უწევ­და. მა­უ­წყე­ბელ­მა გა­მო­ი­ყე­ნა სა­კუ­თა­რი ექ­სკლუ­ზი­უ­რი უფ­ლე­ბა და მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ორი კონ­კუ­რენ­ტი კომ­პა­ნი­ის მომ­სა­ხუ­რე­ბის პი­რო­ბე­ბი­დან აერ­ჩია მის­თვის უფრო ხელ­საყ­რე­ლი ვა­რი­ან­ტი.

აქვე ვეხ­მა­უ­რე­ბით ზო­გი­ერ­თი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის პრე­ტენ­ზი­ას "სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის" საქ­მი­ა­ნო­ბის თით­ქოს­და გა­უმჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ. ჩვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბის ამ­სახ­ვე­ლი ყვე­ლა ან­გა­რი­ში (მათ შო­რის ფი­ნან­სუ­რი) გან­თავ­სე­ბუ­ლია მა­უ­წყებ­ლის ვებგ­ვერ­დზე (www.gpb.ge), იქ­ვეა გან­თავ­სე­ბუ­ლი სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭოს სხდო­მე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ყვე­ლა ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რი და სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის სა­ინ­ტე­რე­სო სხვა ინ­ფორ­მა­ცია. მზად ვართ ყუ­რა­დღე­ბით მო­ვის­მი­ნოთ ყვე­ლა კონ­კრე­ტუ­ლი პრე­ტენ­ზია იმის შე­სა­ხებ, თუ რო­დის, რა ვი­თა­რე­ბა­ში და ვის ეთ­ქვა უარი სა­ჯა­რო ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბა­ზე, ასე­ვე მზად ვართ ნე­ბის­მი­ერ დროს გან­ხორ­ცი­ელ­დეს მა­უ­წყებ­ლის საქ­მი­ა­ნო­ბის რო­გორც სა­ხელ­მწი­ფო, ისე და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი კერ­ძო აუ­დი­ტი", - აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

"საზოგადოებრივმა მაუწყებელმა" ტელეკომპანია "პიკ"-თან საქმიანი კონტაქტები შეაჩერა

"საზოგადოებრივმა მაუწყებელმა" ტელეკომპანია "პიკ"-თან საქმიანი კონტაქტები შეაჩერა

"საზოგადოებრივმა მაუწყებელმა" ტელეკომპანია "პიკ"-თან საქმიანი კონტაქტები შეაჩერა. ამის შესახებ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" განცხადებაშია აღნიშნული, რომელსაც "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ.

"უკანასკნელ ხანს სხვადასხვა მედიასაშუალებებით საზოგადოებას მიეწოდებოდა არასწორი ინფორმაცია მაუწყებლის მესამე არხთან დაკავშირებით. "საზოგადოებრივი მაუწყებელი" შეგნებულად იკავებდა თავს საჯარო კომენტარისგან, ვინაიდან იგი განუხრელად ასრულებდა და ასრულებს თავის ყველა (მათ შორის ფინანსურ) ვალდებულებას კონტრაქტორი კომპანიის მიმართ.

მიმდინარე წლის 15 ოქტომბერს, ტელეკომპანია "პიკ"-ის თანამშრომელთა ერთმა ნაწილმა თვითნებურად, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ხელმძღვანელობასთან შეუთანხმებლად, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" მესამე არხის ეთერში გამოხატა პროტესტი, ვითომცდა ხელფასების დაგვიანების მიზეზით. ამ გაუგებარ დემარშს დაემატა ისიც, რომ განხორციელდა მაუწყებლის მესამე არხის ტელესიგნალის არასანქცირებული აწევა იმ სატელიტზე, რომელთანაც საზოგადოებრივ მაუწყებელს შეწყვეტილი ჰქონდა ურთიერთობა. შედეგად, საზოგადოებრივ მაუწყებელს შესაძლოა წარმოექმნას გაუთვალისწინებელი ხარჯები.

განმარტებისათვის:

1. ტელეკომპანია "პიკ"-თან 2012 წლის 13 იანვარს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე სატელევიზიო სიგნალის სატელიტზე აწევა და მისი მართვა "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ექსკლუზიურ უფლებას წარმოადგენს და, შესაბამისად, მისი არასანქცირებული აწევა ხელშეკრულების პირობის უხეში დარღვევაა.

2. ამავე ხელშეკრულების თანახმად, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" საკუთრებაა ის კონტენტიც, რასაც ხედავს "საზოგადოებრივი მაუწყებლის" მესამე არხის მაყურებელი. ამ კონტენტის გამოყენება ტელეკომპანიის თანამშრომლების მიერ შიდასაწარმოო დავაში საკუთარი პრეტენზიების გამოსახატად კატეგორიულად დაუშვებელია და ასევე ხელშეკრულების პირობის უხეშ დარღვევას წარმოადგენს.

ამ პრობლემების შესახებ "საზოგადოებრივმა მაუწყებელმა" 16 ოქტომბერს აცნობა კომპანიის მენეჯმენტს და გააფრთხილა, რომ ხელშეკრულების პირობების შემდგომი დარღვევა გამოიწვევდა ურთიერთობების გადახედვას. წერილის პასუხად, 17 ოქტომბერს "საზოგადოებრივ მაუწყებელს" მომართა ტელეკომპანია "პიკ"-ის გენერალურმა დირექტორმა. წერილის თანახმად, იგი ვალდებულებას იღებდა საქმის კურსში ჩაეყენებინა კომპანიის დამფუძნებლები. 18 ოქტომბერს მაუწყებელს ტელეკომპანია "პიკ"-ის გენერალურმა დირექტორმა მომართა თხოვნით, რომ კომპანიის პარტნიორებთან შეთანხმებით შეჩერებულიყო მაუწყებელსა და "პიკს" შორის არსებული ხელშეკრულებები და დაწყებულიყო მოლაპარაკებები.

მაუწყებელი წერილობით გამოეხმაურა ამ თხოვნას და ურთიერთობების შემდგომ გარკვევამდე შეაჩერა "პიკ"-თან საქმიანი კონტაქტები.

რაც შეეხება კომპანია "გლობქასტთან" "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ურთიერთობას: ამ კომპანიასთან საქმიანი ურთიერთობების შეჩერებაზე გადაწყვეტილება მიღებულ იქნა 11 ოქტომბერს და პარტნიორს იმავე დღეს ეცნობა ელექტრონული ფოსტით. 12 ოქტომბრიდან მაუწყებელმა შეწყვიტა სიგნალის აწევა შესაბამის სატელიტზე. ამ გადაწყვეტილების საფუძველი ის გახლდათ, რომ ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე მაუწყებლის მესამე არხის სიგნალი დუბლირებულად იწეოდა "გლობქასტისა" და "თურქსატის" სატელიტებზე. ეს უკანასკნელი მაუწყებელს ტესტირების რეჟიმში უფასო მომსახურებას უწევდა. მაუწყებელმა გამოიყენა საკუთარი ექსკლუზიური უფლება და მიიღო გადაწყვეტილება ორი კონკურენტი კომპანიის მომსახურების პირობებიდან აერჩია მისთვის უფრო ხელსაყრელი ვარიანტი.

აქვე ვეხმაურებით ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის პრეტენზიას "საზოგადოებრივი მაუწყებლის" საქმიანობის თითქოსდა გაუმჭვირვალობის შესახებ. ჩვენი საქმიანობის ამსახველი ყველა ანგარიში (მათ შორის ფინანსური) განთავსებულია მაუწყებლის ვებგვერდზე (www.gpb.ge), იქვეა განთავსებული სამეურვეო საბჭოს სხდომების ამსახველი ყველა ვიდეოჩანაწერი და საზოგადოებისთვის საინტერესო სხვა ინფორმაცია. მზად ვართ ყურადღებით მოვისმინოთ ყველა კონკრეტული პრეტენზია იმის შესახებ, თუ როდის, რა ვითარებაში და ვის ეთქვა უარი საჯარო ინფორმაციის მიღებაზე, ასევე მზად ვართ ნებისმიერ დროს განხორციელდეს მაუწყებლის საქმიანობის როგორც სახელმწიფო, ისე დამოუკიდებელი კერძო აუდიტი", - აღნიშნულია განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები