ქუთაისის პარლამენტში პირველ სხდომასთან დაკავშირებით მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. საკანონმდებლო ორგანოს შენობაში სარემონტო სამუშაოები ამჟამადაც გრძელდება. პარალელურად, შენობისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავება მიმდინარეობს. გარდა ამისა, იტესტება კენჭისყრის აპარატურა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" პარლამენტის აპარატის უფროსობის კანდიდატმა ზურაბ მარაქველიძემ განუცხადა, სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს.
"პრობლემა უამრავია, თუმცა ყველაფერს ვაკეთებთ, რომ პირველი სხდომა ყოველგვარი პრობლემისა და ექსცესების გარეშე ჩატარდეს", - აღნიშნა მან.
ხვალ ქუთაისში მერვე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 13:00 საათზე დაიწყება.