პოლიტიკა
სამართალი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჯასტინ ტიმბერლეიკი და ჯესიკა ბილი დაქორწინდნენ
ჯასტინ ტიმბერლეიკი და ჯესიკა ბილი დაქორწინდნენ

მომ­ღე­რა­ლი ჯას­ტინ ტიმ­ბერ­ლე­ი­კი და მსა­ხი­ო­ბი ჯე­სი­კა ბილი და­ქორ­წინ­დნენ. ლა­მა­ზი და რო­მან­ტი­უ­ლი ცე­რე­მო­ნია სამ­ხრეთ იტა­ლი­ა­ში, ბრინ­დი­ზის პრო­ვინ­ცი­ა­ში გა­ი­მარ­თა. ქორ­წი­ლი წყვილს თით­ქმის 6,5 მლნ დო­ლა­რი და­უჯ­და.

ჟურ­ნალ People-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში ახალ­და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლებ­მა აღი­ა­რეს, რომ ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რე­ბი არი­ან.

"ცე­რე­მო­ნია ულა­მა­ზე­სი იყო, ოჯა­ხის წევ­რე­ბი­სა და მე­გობ­რე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში ყოფ­ნა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გრძნო­ბაა ",- ნათ­ქვა­მია სპე­ცი­ა­ლურ გან­ცხა­დე­ბა­ში, რო­მე­ლიც ახალ­და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლებ­მა პრე­სის­თვის გა­ა­კე­თეს.

ქორ­წი­ლის დე­ტა­ლე­ბი, მათ შო­რის ცე­რე­მო­ნი­ის ჩა­ტა­რე­ბის ზუს­ტი ად­გი­ლი, ბოლო მო­მენ­ტამ­დე მკაც­რად გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბუ­ლი იყო. ამას­თან, People-ი იუ­წყე­ბა, რომ ქორ­წი­ლის დე­ტა­ლებს, მათ შო­რის ექ­სკლუ­ზი­ურ ფო­ტო­ებს მო­მა­ვალ კვი­რა­ში გა­მო­აქ­ვეყ­ნებს.

გა­მო­ცე­მა RadarOnline- კი წერს, რომ ქორ­წილ­ში მიწ­ვე­უ­ლი სტუმ­რე­ბი წი­ნას­წარ გა­აფრ­თხი­ლეს, რომ ზე­ი­მი ერთი კვი­რა გაგ­რძელ­დე­ბო­და. ამის­თვის წყვილ­მა იტა­ლი­ა­ში მა­მუ­ლი იქი­რა­ვა, რომ­ლის იჯა­რა, სხვა ხარ­ჯებ­თან ერ­თად ახალ­და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლებს 6,5 მლნ დო­ლა­რი და­უჯ­დათ. გა­მო­ცე­მის თქმით, ეს ქორ­წი­ლი ჰო­ლი­ვუდ­ში ყვე­ლა­ზე ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლია. მისი დაჩ­რდილ­ვა მხო­ლოდ ბრი­ტა­ნე­თის პრინც უი­ლი­ა­მის და კეიტ მიდლტო­ნის ქორ­წილ­მა მო­ა­ხერ­ხა, რო­მე­ლიც 34 მლნ დო­ლა­რი დაჯ­და.

ქორ­წი­ლის წინ ტიმ­ბერ­ლე­იკ­მა და ბილ­მა წი­ნა­სა­ქორ­წი­ნო წვე­უ­ლე­ბა გა­მარ­თეს. სტუმ­რე­ბის­თვის კარ­ვე­ბი გა­ზონ­ზე გა­შა­ლეს, თეთ­რი შეზ­ლონ­გე­ბი და­ა­მონ­ტა­ჟეს და ლამ­პი­ო­ნე­ბი აან­თეს. ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ძვე­ლი შე­ნო­ბა ტრა­დი­ცი­უ­ლი სამ­ხრეთ იტა­ლი­ურ კარ-მი­და­მოს სტილ­შია აშე­ნე­ბუ­ლი: ცი­ხის მსგავ­სი უშ­ვე­ლე­ბე­ლი ქვის შე­ნო­ბა, ვა­ზის ხე­ი­ვა­ნე­ბი­ა­ნი ეზო, ქვის ღობე, ხის მა­გი­დე­ბი, თი­ვის ზვი­ნე­ბი და ცხე­ნე­ბი და ჩო­ჩო­რე­ბიც კი, რომ­ლე­ბიც ბაღ­ში და­ი­ა­რე­ბი­ან. სა­ზე­ი­მო წყვე­უ­ლე­ბის სტუმ­რებს სამ­ხრეთ იტა­ლი­ის ტრა­დი­ცი­უ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლო­თი გა­უ­მას­პინ­ძლდნენ.

31 წლის ტიმ­ბერ­ლე­ი­კი და 30 წლის ბილი ხუთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ხვდე­ბოდ­ნენ ერ­თმა­ნეთს. წყვი­ლი 2011 წლის დე­კემ­ბერ­ში და­ი­ნიშ­ნა.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია People-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

ჯასტინ ტიმბერლეიკი და ჯესიკა ბილი დაქორწინდნენ

ჯასტინ ტიმბერლეიკი და ჯესიკა ბილი დაქორწინდნენ

მომღერალი ჯასტინ ტიმბერლეიკი და მსახიობი ჯესიკა ბილი დაქორწინდნენ. ლამაზი და რომანტიული ცერემონია სამხრეთ იტალიაში, ბრინდიზის პროვინციაში გაიმართა. ქორწილი წყვილს თითქმის 6,5 მლნ დოლარი დაუჯდა.

ჟურნალ People-თან ინტერვიუში ახალდაქორწინებულებმა აღიარეს, რომ ძალიან ბედნიერები არიან.

"ცერემონია ულამაზესი იყო, ოჯახის წევრებისა და მეგობრების გარემოცვაში ყოფნა განსაკუთრებული გრძნობაა ",- ნათქვამია სპეციალურ განცხადებაში, რომელიც ახალდაქორწინებულებმა პრესისთვის გააკეთეს.

ქორწილის დეტალები, მათ შორის ცერემონიის ჩატარების ზუსტი ადგილი, ბოლო მომენტამდე მკაცრად გასაიდუმლოებული იყო. ამასთან, People-ი იუწყება, რომ ქორწილის დეტალებს, მათ შორის ექსკლუზიურ ფოტოებს მომავალ კვირაში გამოაქვეყნებს.

გამოცემა RadarOnline- კი წერს, რომ ქორწილში მიწვეული სტუმრები წინასწარ გააფრთხილეს, რომ ზეიმი ერთი კვირა გაგრძელდებოდა. ამისთვის წყვილმა იტალიაში მამული იქირავა, რომლის იჯარა, სხვა ხარჯებთან ერთად ახალდაქორწინებულებს 6,5 მლნ დოლარი დაუჯდათ. გამოცემის თქმით, ეს ქორწილი ჰოლივუდში ყველაზე ძვირადღირებულია. მისი დაჩრდილვა მხოლოდ ბრიტანეთის პრინც უილიამის და კეიტ მიდლტონის ქორწილმა მოახერხა, რომელიც 34 მლნ დოლარი დაჯდა.

ქორწილის წინ ტიმბერლეიკმა და ბილმა წინასაქორწინო წვეულება გამართეს. სტუმრებისთვის კარვები გაზონზე გაშალეს, თეთრი შეზლონგები დაამონტაჟეს და ლამპიონები აანთეს. ერთ-ერთი ყველაზე ძველი შენობა ტრადიციული სამხრეთ იტალიურ კარ-მიდამოს სტილშია აშენებული: ციხის მსგავსი უშველებელი ქვის შენობა, ვაზის ხეივანებიანი ეზო, ქვის ღობე, ხის მაგიდები, თივის ზვინები და ცხენები და ჩოჩორებიც კი, რომლებიც ბაღში დაიარებიან. საზეიმო წყვეულების სტუმრებს სამხრეთ იტალიის ტრადიციული სამზარეულოთი გაუმასპინძლდნენ.

31 წლის ტიმბერლეიკი და 30 წლის ბილი ხუთი წლის განმავლობაში ხვდებოდნენ ერთმანეთს. წყვილი 2011 წლის დეკემბერში დაინიშნა.

მომზადებულია People-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება