ირაკლი ალასანია სამხედრო ომბუდსმენის ინსტიტუტის შემოღების საჭიროებაზე საუბრობს

ირაკლი ალასანია სამხედრო ომბუდსმენის ინსტიტუტის შემოღების საჭიროებაზე საუბრობს

სამხედრო ომბუდსმენს განსაკუთრებული დატვირთვა ექნება საქართველოში, რადგან თავდაცვის უწყება წლების განმავლობაში ჩაკეტილი იყო, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ალასანიამ "მეცხრე არხის" ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, სამხედრო ომბუდსმენის ინიციატივა მოსაწონია. "სამხედრო ომბუდსმენს დიდი დატვირთვა ექნება საქართველოში, რადგან თავდაცვის უწყება ჩაკეტილი იყო და ასობით არაადამიანური მოპყრობის ფაქტია დაფიქსირებული ჯარისკაცებისა და ოფიცრების მიმართ ხელმძღვანელობის მხრიდან. დავპირდი საზოგადოებას, რომ ამ საქმეებს ბოლომდე გავარკვევთ და პასუხისგებაში მივცემთ იმ ადამიანებს, რომლებსაც ამ ქმედებებშიც მიუძღვით წვლილი", - განაცხადა ალასანიამ და სერგო თეთრაძის შემთხვევა გაიხსენა.

მისი თქმით, სერგო თეთრაძე წამებით მოკლეს და ამ ფაქტზე არანაირი რეაგირება არ მოახდინა არც პროკურატურამ და არც ერთმა მაკონტროლებელმა ორგანომ. ალასანიას განცხადებით, აბსოლუტურად სწორია, რომ ომბუდსმენის დამოუკიდებელი ინსტიტუტი არსებობდეს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება პარლამენტთან და თავდაცვის უწყებას მსგავსი ფაქტების აღმოფხვრისთვის მეტ შანსს მისცემს.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა