გერმანელმა დიზაინერმა და მოდის სახლ Chanel-ის ხელმძღვანელმა, კარლ ლაგერფელდმა საფრანგეთის პრეზიდენტს, ფრანსუა ოლანდს იმბეცილი უწოდა. დიზაინერი მდიდრებისთვის შემოღებულმა გადასახადმა განარისხა. კარლის განცხადებით, ოლანდი "ვერ იტანს მდიდრებს" და ესპანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის მსგავსად, შეძლებული ადამიანების "დასჯა" სურს.
სექტემბრის ბოლოს, ოლანდის სოციალისტურმა მთავრობამ 2013 წლის ბიუჯეტი წარადგინა, რომელშიც სახელმწიფოს ხარჯების 37 მლნ-ით შემცირებაა გათვალისწინებული. აქედან 20 მლნ-ის მიღებას მაღალჩინოსნები გადასახადების გაზრდით ვარაუდობენ. გადასახადი იმ ადამიანებისთვის, რომლებიც წელიწადში მილიონზე მეტს შოულობენ, 75%-ით გაიზრდება.
"უცხოელებს საფრანგეთში ფულის ინვესტირება აღარ სურთ!" - განაცხადა კარლ ლაგერფელდმა.
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ყველაზე მდიდარმა ბიზნესმენმა, Moet Hennessy Louis Vuitton-ის ხელმძღვანელმა ბერნარ არნომ ბელგიის მოქალაქეობა მოითხოვა.
კარლ ლაგერფელდი დღემდე არაერთხელ მოხვედრილა მასმედიის ყურადღების ცენტრში საკუთარი გამოთქმების გამო. რამდენიმე თვის წინ დიზაინერმა ბრიტანელ მომღერალ ადელს მსუქანა უწოდა, ხოლო მოგვიანებით განაცხდა, რომ ყველა რუსი მამაკაცი მახინჯია.
მომზადებულია The Daily Telegraph-ის მიხედვით.