პოლიტიკა
მეცნიერება
სამართალი

7

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:02-ზე, მთვარე ქალწულში გადავა 17:43-ზე დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად; ნიშნობისა და ქორწინებისათვის. მოერიდეთ გულის გადაღლას, შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
საზოგადოება
მსოფლიო
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჯანეტ ქერდიყოშვილმა ”მის უნივერსში” მონაწილეობას ცეკვა ამჯობინა
ჯანეტ ქერდიყოშვილმა ”მის უნივერსში” მონაწილეობას ცეკვა ამჯობინა

"ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბის" ერთ-ერთი მო­ნა­წი­ლე - "მის სა­ქარ­თვე­ლო 2011" ჯა­ნეტ ქერ­დი­ყოშ­ვი­ლი ძალ-ღო­ნეს არ იშუ­რებს, რომ პრო­ექ­ტში და­კის­რე­ბუ­ლი მო­ვა­ლე­ო­ბა კარ­გად შე­ას­რუ­ლოს და წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წი­ოს. სა­მე­ჯლი­სო ცეკ­ვე­ბი ყო­ველ­თვის მოს­წონ­და, მაგ­რამ აქამ­დე არას­დროს უცეკ­ვია. ახლა ცეკ­ვა­საც სწავ­ლობს და წო­ნა­ში დაკ­ლე­ბა­საც ცდი­ლობს. თუმ­ცა, იმა­საც აღ­ნიშ­ნავს, რომ სი­გამ­ხდრე არ უხ­დე­ბა. თმის ფე­რიც ოდ­ნავ შე­იც­ვა­ლა...

მა­კი­ა­ჟი

- ვერ ვი­ტყვი, რომ გაღ­ვი­ძე­ბის­თა­ნა­ვე თა­ვის მოვ­ლა­ზე ვფიქ­რობ. ვიდ­რე ახალ­გაზ­რდა ვარ, ზედ­მე­ტი კრე­მე­ბი­თა და ნიღ­ბე­ბით სა­ხის კა­ნის დატ­ვირ­თვა სა­ჭი­როდ არ მი­მაჩ­ნია. ჩვე­უ­ლებ­რივ მკვე­ბავ კრემს ვი­ყე­ნებ... მა­კი­ა­ჟის გა­კე­თე­ბა და­მო­უ­კი­დებ­ლად ვის­წავ­ლე. სკო­ლა რომ და­ვამ­თავ­რე, სა­ბან­კე­ტო მა­კი­აჟ­ზე თა­ვად ვიზ­რუ­ნე. "მის სა­ქარ­თვე­ლოს" და "მის მსოფ­ლი­ოს" კონ­კურ­სზეც მა­კი­აჟს და­მო­უ­კი­დებ­ლად ვი­კე­თებ­დი. არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ვი­ზა­ჟის­ტე­ბი, სტი­ლის­ტე­ბი გვყავ­და და ცხა­დია, მათ ვენ­დო­ბო­დი, მაგ­რამ მი­მაჩ­ნია, რომ მე უკეთ ვიცი, რა მიხ­დე­ბა. მა­კი­ა­ჟის კე­თე­ბი­სას თვა­ლე­ბის გა­მოკ­ვე­თა მიყ­ვარს. პო­მა­დე­ბი, "ბლეს­კი" და კონ­ტუ­რი არ მომ­წონს: უხერ­ხუ­ლია, როცა ვინ­მეს გა­და­კოც­ნი და ლო­ყა­ზე პო­მა­და და­ე­ტყო­ბა. ტო­ნა­ლურ კრემ­საც იშ­ვი­ა­თად ვი­ყე­ნებ. ყო­ველ­დღი­უ­რად პუდრს, თვა­ლის ფან­ქარ­სა და ტუშს ვხმა­რობ...

ზოგი ამ­ბობს, - 22 წლი­დან ქალ­მა უკვე ბო­ტოქ­სის გა­მო­ყე­ნე­ბა უნდა და­ი­წყო­სო. ეს იდეა მე კი მომ­წონს, მაგ­რამ დე­და­ჩემს და ჩემ ირ­გვლივ მყოფ ადა­მი­ა­ნებს - არა. ალ­ბათ, ბო­ტოქ­სი 35 წლის მერე არის სა­ჭი­რო. სა­შუ­ა­ლე­ბა თუ მექ­ნე­ბა, გა­მო­ვი­ყე­ნებ. ქალი მოვ­ლი­ლი უნდა იყოს.

ვარ­ცხნი­ლო­ბა და თმის ფერი

- ბავ­შვო­ბი­დან გრძე­ლი თმა მაქვს. მუქი ფე­რის თმი­თა და ლურ­ჯი თვა­ლე­ბით და­ვი­ბა­დე. თურ­მე, დე­და­ჩე­მი ამ­ბობ­და, - ვის ჰგავს? ეს ჩემი შვი­ლი არ იქ­ნე­ბაო (იღი­მის). თა­ვად ქე­რაა და ძა­ლი­ან მუქი თმა არც მა­მას აქვს. 2-3 თვე­ში მუქი თმა გამ­ცვივ­და და თეთ­რი კუ­ლუ­ლე­ბი ამო­მი­ვი­და.

პრო­ექ­ტში - "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბი" თმა ცო­ტა­თი გა­მი­ღი­ა­ვეს, თო­რემ აქამ­დე მის შე­ღებ­ვა­ზე არც მი­ფიქ­რია. თუმ­ცა, ყო­ველ­თვის ვამ­ბობ­დი: - რო­გორც კი გავ­თხოვ­დე­ბი, თმას ან შე­ვიჭ­რი, ან - შე­ვი­ღე­ბავ-მეთ­ქი (იცი­ნის).

თმას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად არ ვუვ­ლი. ვარ­ცხნი­ლო­ბას და­მო­უ­კი­დებ­ლად, საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დრო­ინ­დე­ლი რკი­ნის "ბი­გუ­დე­ბით" ვი­კე­თებ. და­ბა­ნი­სას შამ­პუ­ნის მერე, ბალ­ზამს ვი­ყე­ნებ. თმის და­სარ­ბი­ლებ­ლად ნი­ღა­ბიც სა­ჭი­როა. ადრე მა­ი­ო­ნე­ზი­სა და ლი­მო­ნის გა­მო­ყე­ნე­ბა მირ­ჩი­ეს, მაგ­რამ პირ­ველ­სა­ვე ცდა­ზე მივ­ხვდი - მე ამას ვერ ავი­ტან!..

ვარ­ჯი­ში და დი­ე­ტა

- პრო­ექ­ტის­თვის მო­სამ­ზა­დე­ბელ პე­რი­ოდ­ში, ვარ­ჯი­ში და­ვი­წყე: დი­ლით ტრე­ნა­ჟო­რებ­ზე სა­ვარ­ჯი­შოდ მივ­დი­ო­დი, მერე ცეკ­ვა­ზე, მა­საჟ­ზე, აკ­ვა­ა­ე­რო­ბი­კა­ზე "ვი­წუ­რე­ბო­დი". გზა­ში მუ­სი­კას რომ ვუს­მენ, სულ ვით­ვლი: 1, 2, 3... წლე­ბის წინ დი­ე­ტო­ლოგ­თან ვი­ყა­ვი და მან ამიხ­სნა, რომ შიმ­ში­ლით წო­ნა­ში ვერ და­ვიკ­ლებ. უბ­რა­ლოდ, სწო­რად უნდა ვიკ­ვე­ბო. გემ­რი­ე­ლად ჭამა მიყ­ვარს. მთე­ლი ცხოვ­რე­ბა სწო­რად რომ იკ­ვე­ბო, კარ­გია, მაგ­რამ, რო­დე­საც სა­დღე­სას­წა­უ­ლო სუფ­რას მი­უჯ­დე­ბი, სწო­რად კვე­ბა არ გა­მო­ვა. ახლა 58 კი­ლოგ­რამს ვი­წო­ნი. 55-მდე უნდა "ჩა­ვი­დე", მაგ­რამ ისიც ვიცი, რომ სი­გამ­ხდრე არ მიხ­დე­ბა. კარ­გად ცეკ­ვის­თვის სუ­ლაც არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი, ძა­ლი­ან გამ­ხდა­რი იყო. ქა­ლუ­რი ფორ­მე­ბი უფრო მომ­ხიბ­ვლე­ლია! მთა­ვა­რია, კუნ­თი გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი გქონ­დეს, რათა ცეკ­ვი­სას მკვეთ­რი და სწო­რი ნა­ბი­ჯე­ბი გა­დად­გა, კუნ­თის გან­ვი­თა­რე­ბას კი თვე­ე­ბიც არ ეყო­ფა...

"ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბის" ჟი­უ­რის წევ­რე­ბი ძა­ლი­ან მკაც­რე­ბი იყ­ვნენ: თავ­და­პირ­ვე­ლად უფრო ლმო­ბი­ე­რე­ბი რომ ყო­ფი­ლიყ­ვნენ, უკე­თე­სი იქ­ნე­ბო­და. თუმ­ცა, ნა­წყე­ნი არ ვარ... ამას წი­ნათ ქუ­ჩა­ში უცხო ბიჭ­მა ჩემ­თან მო­ირ­ბი­ნა და პა­ტა­რა ყუთი მომ­ცა. მი­თხრა: ეს - შენ, ლა­მა­ზად რომ იცეკ­ვე, იმი­ტო­მო. იმ ბი­ჭის სა­ხე­ლიც კი არ ვიცი. თქვე­ნი ჟურ­ნა­ლის მეშ­ვე­ო­ბით, მად­ლო­ბას ვუხ­დი.

სა­მო­სი

- ჯინსსა და კედს ვერ ვი­ტან. ერთი პე­რი­ო­დი, როცა კე­დის "ბუმი" იყო, 2-3 წყვი­ლი მეც ვი­ყი­დე, მაგ­რამ ქუ­ჩა­ში არც ჩა­მიც­ვამს. მათ­ში თავს კომ­ფორ­ტუ­ლად ვერ ვგრძნობ. თუ ძა­ლი­ან გამ­ხდა­რი არ ხარ, ოდ­ნავ მა­ღალ­ყე­ლი­ა­ნი (კო­ჭამ­დე) კედი ფეხს ვი­ზუ­ა­ლუ­რად ძა­ლი­ან ამოკ­ლებს. მო­დუ­რად ჩაც­მა იმას არ ნიშ­ნავს, რომ ზუს­ტად ისე შე­ი­მო­სო, რო­გორც "ფე­შენ ტი­ვი­ზე" უჩ­ვე­ნე­ბენ. მთა­ვა­რია, ტან­საც­მე­ლი გიხ­დე­ბო­დეს. ზოგი ამ­ბობს, - მა­ღა­ლი რომ ვიყო, სულ და­ბალ­ძი­რი­ა­ნი ფეხ­საც­მლით ვივ­ლი­დიო. არა­და, "ქუს­ლებ­ზე" დად­გო­მა ყვე­ლა ქალს უნდა...

ჩემს გარ­დე­რობ­ში ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი სა­მო­სიც არის და შე­და­რე­ბით ია­ფ­ფა­სი­ა­ნიც. შო­პინ­გი ძა­ლი­ან მიყ­ვარს. ჯი­ბე­ში მხო­ლოდ 50 ლარი რომ მე­დოს, სა­ყიდ­ლებ­ზე მა­ინც წა­ვალ, რად­გან პა­ტა­რა სა­ყუ­რის ან მა­ი­სუ­რის ყიდ­ვაც კი დიდ სი­ა­მოვ­ნე­ბას მა­ნი­ჭებს. ბევ­რი მო­დე­ლი მე­გო­ბა­რი მყავს. როცა მათ ვე­უბ­ნე­ბი, - ახა­ლი მა­ღა­ზია გა­იხ­სნა და წა­ვი­დეთ-მეთ­ქი, მპა­სუ­ხო­ბენ: აუ, მე­ზა­რე­ბა, დედა მი­ყი­დის და იმას ჩა­ვიც­ვა­მო. ისე, ზოგს ისე­თი ტანი აქვს, მარ­თლა ყვე­ლა­ფე­რი უხ­დე­ბა.

სამ­კა­უ­ლე­ბი და აქ­სე­სუ­ა­რე­ბი

- მგო­ნია, რომ ოქ­რო­სა და ბრი­ლი­ან­ტის სამ­კა­უ­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის უფ­ლე­ბა მა­შინ გაქვს, როცა "ასაკ­ში შე­დი­ხარ". ახალ­გაზ­რდე­ბის­თვის თეთ­რი ოქრო და ვერ­ცხლი უკე­თე­სია. სა­ა­თე­ბი ძა­ლი­ან მომ­წონს - ბევ­რი მაქვს. სათ­ვა­ლე ძა­ლი­ან მიყ­ვარს, მაგ­რამ იშ­ვი­ა­თად ვი­კე­თებ. ჩემი სამ­კა­უ­ლე­ბი­დან გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად გიშ­რის­თვლი­ნი ოქ­როს ყელ­სა­ბა­მი მიყ­ვარს!

საქ­მე

- ამ­ჟა­მად ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, ჟურ­ნა­ლის­ტი­კის ფა­კულ­ტეტ­ზე ვსწავ­ლობ. მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, - რომ მო­ინ­დო­მო, სა­მო­დე­ლო სფე­რო­ში შორს წახ­ვა­ლო... ჩი­ნე­თი­დან, საფ­რან­გე­თი­დან ბევ­რი მიწ­ვე­ვა მქონ­და, მაგ­რამ სა­კუ­თარ თავს სა­მო­დე­ლო სფე­რო­ში ვერ ვხე­დავ. მო­დე­ლო­ბა იმ პრო­ფე­სი­ად არ მი­მაჩ­ნია, რო­მელ­საც უნდა "გავ­ყვე". თან - მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნია: 24 წლამ­დე თუ ვე­რა­ფერს მი­აღ­წიე, მერე არა­ვის სჭირ­დე­ბი. ეს საქ­მე მა­მა­საც არ მოს­წონს. გა­მი­მარ­თლა, რომ პრო­ექ­ტში - "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბი" - და­მა­კა­ვეს. უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, ამის­თვის უფალს ვუხ­დი დიდ მად­ლო­ბას, შემ­დეგ კი - ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმედს", რად­გან გა­ვახ­სენ­დი... ვი­დე­ქი არ­ჩე­ვა­ნის წი­ნა­შე - "მის უნი­ვერ­სის" კონ­კურ­სზე გავმგზავ­რე­ბუ­ლი­ყა­ვი თუ "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვებ­ში" მი­მე­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა? ია კიწ­მა­რიშ­ვი­ლი ყვე­ლა­ნა­ი­რად გვერ­დში და­მიდ­გა. ბო­ლოს გა­დავ­წყვი­ტე, წარ­მა­ტე­ბის­თვის ჩემს ქვე­ყა­ნა­ში მი­მეღ­წია. ბავ­შვო­ბა­ში მოქ­ნი­ლი ვი­ყა­ვი. დე­დას ვთხოვ­დი ხოლ­მე, რომ სა­მე­ჯლი­სო ცეკ­ვე­ბის წრე­ზე შე­ვეყ­ვა­ნე, მაგ­რამ თხოვ­ნა არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნა. პრო­ექ­ტში გა­მარ­ჯვე­ბა ძა­ლი­ან მინ­და. ვნა­ხოთ, რა გა­მო­მი­ვა.

დას­ვე­ნე­ბა და გარ­თო­ბა

- იყო პე­რი­ო­დი, როცა ბევ­რი თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო მქონ­და. ღა­მის ცხოვ­რე­ბა, "ტუსოვ­კე­ბი", კლუ­ბებ­ში სი­ა­რუ­ლი არ მიყ­ვარს. ბავ­შვო­ბა­ში, როცა ჩემ­თვის კლუბ­ში შეს­ვლა არ შე­იძ­ლე­ბო­და, ერთი სული მქონ­და, რო­დის შე­ვი­დო­დი; წლე­ბის შემ­დეგ კი კლუბს ყო­ველ­თვის ძმას­თან ან ნა­თე­სა­ვებ­თან ერ­თად ვსტუმ­რობ­დი. ერთხელ მე­გო­ბარ გო­გო­ნებ­თან ერ­თა­დაც წა­ვე­დი და მივ­ხვდი: ეს ის არ იყო, რაც მე მე­გო­ნა. შე­იძ­ლე­ბა, უახ­ლო­ე­სი მე­გობ­რის "ივენთზე" წა­ვი­დე, ისიც - იშ­ვი­ა­თად...

ბუ­ნე­ბა­ში ყოფ­ნა ძა­ლი­ან მიყ­ვარს - "ტყის გოგო" ვარ (იცი­ნის). ზა­ფხულ­ში ზღვა­ზე მივ­დი­ვარ ხოლ­მე: ბა­თუ­მი გა­სარ­თო­ბად კარ­გია, და­სას­ვე­ნებ­ლად - არა. იქი­დან ძა­ლი­ან დაღ­ლი­ლი ვბრუნ­დე­ბი.

ოჯა­ხი

- დე­დი­კო, მა­მი­კო და ძმა მყავს. კონ­კურ­სზე ძმაც წა­ვიყ­ვა­ნე და ყვე­ლას შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ეგო­ნა. როცა ვთქვი, - ეს ჩემი ძმა არის-მეთ­ქი, ძა­ლი­ან გა­უ­ხარ­დათ (იცი­ნის). ჩვენ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი დაძ­მო­ბა გვაქვს. ჯეკო პირ­ვე­ლი კურ­სის სტუ­დენ­ტია - დიპ­ლო­მა­ტი­ის ფა­კულ­ტეტ­ზე სწავ­ლობს. მის­თვის "ძმა­კა­ცი" უფრო ვარ, ვიდ­რე - უფ­რო­სი და... მა­მას­თან ახლო ურ­თი­ერ­თო­ბა მაქვს. ის ყვე­ლა სურ­ვილს მის­რუ­ლებს. მას­თან გულ­წრფე­ლი ვარ - არა­სო­დეს ვა­ტყუ­ებ. პრინ­ცი­პუ­ლი კა­ცია. ძა­ლი­ან მენ­დო­ბა, არ მა­მოწ­მებს, მაგ­რამ პა­ტა­რა ტყუ­ილ­ში რომ გა­მო­მი­ჭი­როს, შე­იძ­ლე­ბა მი­თხრას, - ჩემი შვი­ლი არ ხარო. მა­მას­თან არა­სო­დეს მი­ჩხუ­ბია. ოდ­ნავ ტონს თუ აუ­წევს, მა­შინ­ვე ვტი­რი... დედა მომთმე­ნი­ცაა და მკაც­რიც. ძა­ლი­ან მიყ­ვარს! მის მი­მართ ჯეკო უფრო მეტ სით­ბოს იჩენს - ხშირ-ხში­რად ეხუ­ტე­ბა, მე კი უფრო "დას­ტო­ი­ნი" ვარ.

ამ ეტაპ­ზე, ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ცეკ­ვაა. ცეკ­ვა­ზე შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ვარ და მგო­ნი, "მა­საც" ვუყ­ვარ­ვარ. ერ­თად თავს ისე კარ­გად ვგრძნობთ, რომ ჯერ­ჯე­რო­ბით, სხვა არა­ვინ გვჭირ­დე­ბა. თუმ­ცა, რო­გორც ყვე­ლა გო­გო­ნას, მეც მინ­და გა­მოვ­ცა­დო, სიყ­ვა­რუ­ლი რო­გო­რი გრძნო­ბაა.

ეთო ყორ­ღა­ნაშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საპროტესტო აქციებზე დაკავებული მომიტინგეების ოჯახის წევრები 8 აპრილს დაგეგმილი დემონსტრაციისთვის ემზადებიან

ჯანეტ ქერდიყოშვილმა ”მის უნივერსში” მონაწილეობას ცეკვა ამჯობინა

ჯანეტ ქერდიყოშვილმა ”მის უნივერსში” მონაწილეობას ცეკვა ამჯობინა

"ცეკვავენ ვარსკვლავების" ერთ-ერთი მონაწილე - "მის საქართველო 2011" ჯანეტ ქერდიყოშვილი ძალ-ღონეს არ იშურებს, რომ პროექტში დაკისრებული მოვალეობა კარგად შეასრულოს და წარმატებას მიაღწიოს. სამეჯლისო ცეკვები ყოველთვის მოსწონდა, მაგრამ აქამდე არასდროს უცეკვია. ახლა ცეკვასაც სწავლობს და წონაში დაკლებასაც ცდილობს. თუმცა, იმასაც აღნიშნავს, რომ სიგამხდრე არ უხდება. თმის ფერიც ოდნავ შეიცვალა...

მაკიაჟი

- ვერ ვიტყვი, რომ გაღვიძებისთანავე თავის მოვლაზე ვფიქრობ. ვიდრე ახალგაზრდა ვარ, ზედმეტი კრემებითა და ნიღბებით სახის კანის დატვირთვა საჭიროდ არ მიმაჩნია. ჩვეულებრივ მკვებავ კრემს ვიყენებ... მაკიაჟის გაკეთება დამოუკიდებლად ვისწავლე. სკოლა რომ დავამთავრე, საბანკეტო მაკიაჟზე თავად ვიზრუნე. "მის საქართველოს" და "მის მსოფლიოს" კონკურსზეც მაკიაჟს დამოუკიდებლად ვიკეთებდი. არაჩვეულებრივი ვიზაჟისტები, სტილისტები გვყავდა და ცხადია, მათ ვენდობოდი, მაგრამ მიმაჩნია, რომ მე უკეთ ვიცი, რა მიხდება. მაკიაჟის კეთებისას თვალების გამოკვეთა მიყვარს. პომადები, "ბლესკი" და კონტური არ მომწონს: უხერხულია, როცა ვინმეს გადაკოცნი და ლოყაზე პომადა დაეტყობა. ტონალურ კრემსაც იშვიათად ვიყენებ. ყოველდღიურად პუდრს, თვალის ფანქარსა და ტუშს ვხმარობ...

ზოგი ამბობს, - 22 წლიდან ქალმა უკვე ბოტოქსის გამოყენება უნდა დაიწყოსო. ეს იდეა მე კი მომწონს, მაგრამ დედაჩემს და ჩემ ირგვლივ მყოფ ადამიანებს - არა. ალბათ, ბოტოქსი 35 წლის მერე არის საჭირო. საშუალება თუ მექნება, გამოვიყენებ. ქალი მოვლილი უნდა იყოს.

ვარცხნილობა და თმის ფერი

- ბავშვობიდან გრძელი თმა მაქვს. მუქი ფერის თმითა და ლურჯი თვალებით დავიბადე. თურმე, დედაჩემი ამბობდა, - ვის ჰგავს? ეს ჩემი შვილი არ იქნებაო (იღიმის). თავად ქერაა და ძალიან მუქი თმა არც მამას აქვს. 2-3 თვეში მუქი თმა გამცვივდა და თეთრი კულულები ამომივიდა.

პროექტში - "ცეკვავენ ვარსკვლავები" თმა ცოტათი გამიღიავეს, თორემ აქამდე მის შეღებვაზე არც მიფიქრია. თუმცა, ყოველთვის ვამბობდი: - როგორც კი გავთხოვდები, თმას ან შევიჭრი, ან - შევიღებავ-მეთქი (იცინის).

თმას განსაკუთრებულად არ ვუვლი. ვარცხნილობას დამოუკიდებლად, საბჭოთა კავშირის დროინდელი რკინის "ბიგუდებით" ვიკეთებ. დაბანისას შამპუნის მერე, ბალზამს ვიყენებ. თმის დასარბილებლად ნიღაბიც საჭიროა. ადრე მაიონეზისა და ლიმონის გამოყენება მირჩიეს, მაგრამ პირველსავე ცდაზე მივხვდი - მე ამას ვერ ავიტან!..

ვარჯიში და დიეტა

- პროექტისთვის მოსამზადებელ პერიოდში, ვარჯიში დავიწყე: დილით ტრენაჟორებზე სავარჯიშოდ მივდიოდი, მერე ცეკვაზე, მასაჟზე, აკვააერობიკაზე "ვიწურებოდი". გზაში მუსიკას რომ ვუსმენ, სულ ვითვლი: 1, 2, 3... წლების წინ დიეტოლოგთან ვიყავი და მან ამიხსნა, რომ შიმშილით წონაში ვერ დავიკლებ. უბრალოდ, სწორად უნდა ვიკვებო. გემრიელად ჭამა მიყვარს. მთელი ცხოვრება სწორად რომ იკვებო, კარგია, მაგრამ, როდესაც სადღესასწაულო სუფრას მიუჯდები, სწორად კვება არ გამოვა. ახლა 58 კილოგრამს ვიწონი. 55-მდე უნდა "ჩავიდე", მაგრამ ისიც ვიცი, რომ სიგამხდრე არ მიხდება. კარგად ცეკვისთვის სულაც არ არის აუცილებელი, ძალიან გამხდარი იყო. ქალური ფორმები უფრო მომხიბვლელია! მთავარია, კუნთი განვითარებული გქონდეს, რათა ცეკვისას მკვეთრი და სწორი ნაბიჯები გადადგა, კუნთის განვითარებას კი თვეებიც არ ეყოფა...

"ცეკვავენ ვარსკვლავების" ჟიურის წევრები ძალიან მკაცრები იყვნენ: თავდაპირველად უფრო ლმობიერები რომ ყოფილიყვნენ, უკეთესი იქნებოდა. თუმცა, ნაწყენი არ ვარ... ამას წინათ ქუჩაში უცხო ბიჭმა ჩემთან მოირბინა და პატარა ყუთი მომცა. მითხრა: ეს - შენ, ლამაზად რომ იცეკვე, იმიტომო. იმ ბიჭის სახელიც კი არ ვიცი. თქვენი ჟურნალის მეშვეობით, მადლობას ვუხდი.

სამოსი

- ჯინსსა და კედს ვერ ვიტან. ერთი პერიოდი, როცა კედის "ბუმი" იყო, 2-3 წყვილი მეც ვიყიდე, მაგრამ ქუჩაში არც ჩამიცვამს. მათში თავს კომფორტულად ვერ ვგრძნობ. თუ ძალიან გამხდარი არ ხარ, ოდნავ მაღალყელიანი (კოჭამდე) კედი ფეხს ვიზუალურად ძალიან ამოკლებს. მოდურად ჩაცმა იმას არ ნიშნავს, რომ ზუსტად ისე შეიმოსო, როგორც "ფეშენ ტივიზე" უჩვენებენ. მთავარია, ტანსაცმელი გიხდებოდეს. ზოგი ამბობს, - მაღალი რომ ვიყო, სულ დაბალძირიანი ფეხსაცმლით ვივლიდიო. არადა, "ქუსლებზე" დადგომა ყველა ქალს უნდა...

ჩემს გარდერობში ძვირად ღირებული სამოსიც არის და შედარებით იაფფასიანიც. შოპინგი ძალიან მიყვარს. ჯიბეში მხოლოდ 50 ლარი რომ მედოს, საყიდლებზე მაინც წავალ, რადგან პატარა საყურის ან მაისურის ყიდვაც კი დიდ სიამოვნებას მანიჭებს. ბევრი მოდელი მეგობარი მყავს. როცა მათ ვეუბნები, - ახალი მაღაზია გაიხსნა და წავიდეთ-მეთქი, მპასუხობენ: აუ, მეზარება, დედა მიყიდის და იმას ჩავიცვამო. ისე, ზოგს ისეთი ტანი აქვს, მართლა ყველაფერი უხდება.

სამკაულები და აქსესუარები

- მგონია, რომ ოქროსა და ბრილიანტის სამკაულების გამოყენების უფლება მაშინ გაქვს, როცა "ასაკში შედიხარ". ახალგაზრდებისთვის თეთრი ოქრო და ვერცხლი უკეთესია. საათები ძალიან მომწონს - ბევრი მაქვს. სათვალე ძალიან მიყვარს, მაგრამ იშვიათად ვიკეთებ. ჩემი სამკაულებიდან განსაკუთრებულად გიშრისთვლინი ოქროს ყელსაბამი მიყვარს!

საქმე

- ამჟამად ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში, ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ვსწავლობ. მეუბნებოდნენ, - რომ მოინდომო, სამოდელო სფეროში შორს წახვალო... ჩინეთიდან, საფრანგეთიდან ბევრი მიწვევა მქონდა, მაგრამ საკუთარ თავს სამოდელო სფეროში ვერ ვხედავ. მოდელობა იმ პროფესიად არ მიმაჩნია, რომელსაც უნდა "გავყვე". თან - მოკლევადიანია: 24 წლამდე თუ ვერაფერს მიაღწიე, მერე არავის სჭირდები. ეს საქმე მამასაც არ მოსწონს. გამიმართლა, რომ პროექტში - "ცეკვავენ ვარსკვლავები" - დამაკავეს. უპირველეს ყოვლისა, ამისთვის უფალს ვუხდი დიდ მადლობას, შემდეგ კი - ტელეკომპანია "იმედს", რადგან გავახსენდი... ვიდექი არჩევანის წინაშე - "მის უნივერსის" კონკურსზე გავმგზავრებულიყავი თუ "ცეკვავენ ვარსკვლავებში" მიმეღო მონაწილეობა? ია კიწმარიშვილი ყველანაირად გვერდში დამიდგა. ბოლოს გადავწყვიტე, წარმატებისთვის ჩემს ქვეყანაში მიმეღწია. ბავშვობაში მოქნილი ვიყავი. დედას ვთხოვდი ხოლმე, რომ სამეჯლისო ცეკვების წრეზე შევეყვანე, მაგრამ თხოვნა არ გაითვალისწინა. პროექტში გამარჯვება ძალიან მინდა. ვნახოთ, რა გამომივა.

დასვენება და გართობა

- იყო პერიოდი, როცა ბევრი თავისუფალი დრო მქონდა. ღამის ცხოვრება, "ტუსოვკები", კლუბებში სიარული არ მიყვარს. ბავშვობაში, როცა ჩემთვის კლუბში შესვლა არ შეიძლებოდა, ერთი სული მქონდა, როდის შევიდოდი; წლების შემდეგ კი კლუბს ყოველთვის ძმასთან ან ნათესავებთან ერთად ვსტუმრობდი. ერთხელ მეგობარ გოგონებთან ერთადაც წავედი და მივხვდი: ეს ის არ იყო, რაც მე მეგონა. შეიძლება, უახლოესი მეგობრის "ივენთზე" წავიდე, ისიც - იშვიათად...

ბუნებაში ყოფნა ძალიან მიყვარს - "ტყის გოგო" ვარ (იცინის). ზაფხულში ზღვაზე მივდივარ ხოლმე: ბათუმი გასართობად კარგია, დასასვენებლად - არა. იქიდან ძალიან დაღლილი ვბრუნდები.

ოჯახი

- დედიკო, მამიკო და ძმა მყავს. კონკურსზე ძმაც წავიყვანე და ყველას შეყვარებული ეგონა. როცა ვთქვი, - ეს ჩემი ძმა არის-მეთქი, ძალიან გაუხარდათ (იცინის). ჩვენ განსაკუთრებული დაძმობა გვაქვს. ჯეკო პირველი კურსის სტუდენტია - დიპლომატიის ფაკულტეტზე სწავლობს. მისთვის "ძმაკაცი" უფრო ვარ, ვიდრე - უფროსი და... მამასთან ახლო ურთიერთობა მაქვს. ის ყველა სურვილს მისრულებს. მასთან გულწრფელი ვარ - არასოდეს ვატყუებ. პრინციპული კაცია. ძალიან მენდობა, არ მამოწმებს, მაგრამ პატარა ტყუილში რომ გამომიჭიროს, შეიძლება მითხრას, - ჩემი შვილი არ ხარო. მამასთან არასოდეს მიჩხუბია. ოდნავ ტონს თუ აუწევს, მაშინვე ვტირი... დედა მომთმენიცაა და მკაცრიც. ძალიან მიყვარს! მის მიმართ ჯეკო უფრო მეტ სითბოს იჩენს - ხშირ-ხშირად ეხუტება, მე კი უფრო "დასტოინი" ვარ.

ამ ეტაპზე, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ცეკვაა. ცეკვაზე შეყვარებული ვარ და მგონი, "მასაც" ვუყვარვარ. ერთად თავს ისე კარგად ვგრძნობთ, რომ ჯერჯერობით, სხვა არავინ გვჭირდება. თუმცა, როგორც ყველა გოგონას, მეც მინდა გამოვცადო, სიყვარული როგორი გრძნობაა.

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება