სპორტი
Faceამბები

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოს პრეზიენტის თვითმფრინავი ბუქარესტში ავარიულად დაეშვა
საქართველოს პრეზიენტის თვითმფრინავი ბუქარესტში ავარიულად დაეშვა

18 ოქ­ტომ­ბერს, რუ­მი­ნე­თის დე­და­ქა­ლაქ ბუ­ქა­რეს­ტი­დან აფ­რე­ნი­დან რამ­დე­ნი­მე წუთ­ში სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის თვითმფრი­ნა­ვი აე­რო­პორ­ტში ავა­რი­უ­ლად და­ეშ­ვა. ინ­ფორ­მა­ცია ამის შე­სა­ხებ პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვი­ლის ად­მი­ნის­ტა­ცი­ამ გუ­შინ სა­ღა­მოს გა­ავ­რცე­ლა.

ოფი­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბის თა­ნახ­მად, აფ­რე­ნი­დან 10 წუთ­ში ბორტზე შექ­მნი­ლი ტექ­ნი­კუ­რი ხარ­ვე­ზე­ბის გამო თვითმფრი­ნა­ვი გაფ­რე­ნის ნაც­ვლად აე­რო­პორ­ტში და­ეშ­ვა. ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის გან­ცხა­დე­ბა­ში ტექ­ნი­კურ ხარ­ვე­ზად შა­სის­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი და­სა­ხელ­და. თა­ვად აე­რო­პორ­ტის პრესს­პი­კე­რის ვა­ლენ­ტინ იორ­და­ჩე­მის გან­ცხა­დე­ბით, აე­რო­პორ­ტში დაბ­რუ­ნე­ბის შე­სა­ხებ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მფრი­ნა­ვებ­მა და­მო­უ­კი­დებ­ლად მი­ი­ღეს. მი­სი­ვე თქმით, შე­მოწ­მე­ბის შე­დე­გად თვითმფრი­ნავს ტექ­ნი­კუ­რი ხარ­ვე­ზე­ბი არ აღ­მო­აჩ­ნდა და ტექ­ნი­კურ­მა პერ­სო­ნალ­მა ის ფრე­ნის­თვის უსაფრ­თხოდ ჩათ­ვა­ლა. პრე­ზი­დენ­ტი სა­ქარ­თვე­ლო­ში იმა­ვე თვითმფრი­ნა­ვით დაბ­რუნ­და.

სა­ა­კაშ­ვი­ლის სამ­თავ­რო­ბო თვითმფრი­ნა­ვე­ბის­თვის ეს პირ­ვე­ლი მსგავ­სი პრე­ცენ­დენ­ტია. დღეს სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი ამე­რი­კუ­ლი კომ­პა­ნია Gulfstream Aerospace-ის მიერ წარ­მო­ე­ბულ ბიზ­ნესკლა­სის თვითმფრი­ნავს Gulfstream G450-ს იყე­ნებს. რუ­მი­ნეთ­ში ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვი­ზი­ტით სა­ა­კაშ­ვი­ლი სწო­რედ ამ თვითმფრი­ნა­ვით გა­ემ­გზავ­რა. ეს თვითმფრი­ან­ვი ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე სა­ი­მე­დოა და ამა­ვე დროს მა­ღა­ლი საფ­რე­ნოს­ნო მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა.

თვითმფრი­ნავს ბორტზე მაქ­სი­მა­ლუ­რი რა­ო­დე­ნო­ბის, 19 ადა­მი­ა­ნის მი­ღე­ბა შე­უძ­ლია. თუმ­ცა ტი­პი­უ­რი კონ­ფი­გუ­რა­ცია 12-16 ადა­მი­ან­ზეა გათ­ვლი­ლი.

შე­და­რე­ბით მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი გა­ბა­რი­ტე­ბის მი­უ­ხე­და­ვად (თვითმფრი­ნა­ვის სიგ­რძე 27,2 მ, ფრთის გა­ქა­ნი - 23,7 მ) ის 935 კმ/სთ-ს ტოლ მაქ­სი­მა­ლურ სიჩ­ქა­რეს ავი­თა­რებს და დაჯ­დო­მის გა­რე­შე 8060 კი­ლო­მეტ­რის და­ფარ­ვა შე­უძ­ლია. ამ ციფ­რის უკეთ წარ­მო­სად­გე­ნად გე­ტყვით, რომ თბი­ლი­სი­დან სინ­გა­პუ­რამ­დე 7830 კი­ლო­მეტ­რია, ტო­კი­ომ­დე კი - 7830 კი­ლო­მეტ­რი. შე­სა­ბა­მი­სად, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, თბი­ლი­სი­დან აფ­რე­ნი­ლი პრე­ზი­დენ­ტის Gulfstream G450 ამო­მა­ვა­ლი მზის ქვეყ­ნის დე­და­ქა­ლაქ­ში შუ­ა­ლე­დუ­რი დაჯ­დო­მის გა­რე­შე ჩაფ­რინ­დე­ბა. თუმ­ცა ეს სი­ა­მოვ­ნე­ბა არც ისე ია­ფია. 2010 წლის მო­ნა­ცე­მე­ბით, ახა­ლი Gulfstream G450 38,5 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი ღირს.

ახა­ლი "ბორტ 01" სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის გან­კარ­გუ­ლე­ბა­ში და­ახ­ლო­ე­ბით წე­ლი­წად ნა­ხე­ვა­რია. იქამ­დე სამ­თავ­რო­ბო ლა­ი­ნე­რის ფუნ­ქცი­ებს კა­ნა­დუ­რი წარ­მე­ო­ბის CRJ-200 ას­რუ­ლებ­და. ის 50 მგზავრს იტევ­და, თუმ­ცა მისი ფრე­ნის მან­ძი­ლი მხო­ლოდ 3700 კი­ლო­მეტ­რია. ამ­ჟა­მად თვითმფრი­ნა­ვი­დან მოხ­სნი­ლია სამ­თავ­რო­ბოს სტა­ტუ­სი და ის ავი­ა­კომ­პა­ნია "აირ­ზე­ნას" შე­მად­გენ­ლო­ბა­ში რე­გუ­ლა­რულ რე­ი­სებს ას­რუ­ლებს.

ახალ Gulfstream G450-ს "სო­ხუ­მი" ქვია. ანა­ლო­გი­ურ სა­ხელს ატა­რებ­და ძვე­ლი CRJ-200-იც.

ნუკ­რი მგე­ლა­ძე

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

საქართველოს პრეზიენტის თვითმფრინავი ბუქარესტში ავარიულად დაეშვა

საქართველოს პრეზიენტის თვითმფრინავი ბუქარესტში ავარიულად დაეშვა

18 ოქტომბერს, რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტიდან აფრენიდან რამდენიმე წუთში საქართველოს პრეზიდენტის თვითმფრინავი აეროპორტში ავარიულად დაეშვა. ინფორმაცია ამის შესახებ პრეზიდენტ სააკაშვილის ადმინისტაციამ გუშინ საღამოს გაავრცელა.

ოფიციალური განცხადების თანახმად, აფრენიდან 10 წუთში ბორტზე შექმნილი ტექნიკური ხარვეზების გამო თვითმფრინავი გაფრენის ნაცვლად აეროპორტში დაეშვა. ადმინისტრაციის განცხადებაში ტექნიკურ ხარვეზად შასისთან დაკავშირებული პრობლემები დასახელდა. თავად აეროპორტის პრესსპიკერის ვალენტინ იორდაჩემის განცხადებით, აეროპორტში დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილება მფრინავებმა დამოუკიდებლად მიიღეს. მისივე თქმით, შემოწმების შედეგად თვითმფრინავს ტექნიკური ხარვეზები არ აღმოაჩნდა და ტექნიკურმა პერსონალმა ის ფრენისთვის უსაფრთხოდ ჩათვალა. პრეზიდენტი საქართველოში იმავე თვითმფრინავით დაბრუნდა.

სააკაშვილის სამთავრობო თვითმფრინავებისთვის ეს პირველი მსგავსი პრეცენდენტია. დღეს საქართველოს პრეზიდენტი ამერიკული კომპანია Gulfstream Aerospace-ის მიერ წარმოებულ ბიზნესკლასის თვითმფრინავს Gulfstream G450-ს იყენებს. რუმინეთში ოფიციალური ვიზიტით სააკაშვილი სწორედ ამ თვითმფრინავით გაემგზავრა. ეს თვითმფრიანვი ერთ-ერთი ყველაზე საიმედოა და ამავე დროს მაღალი საფრენოსნო მახასიათებლებით გამოირჩევა.

თვითმფრინავს ბორტზე მაქსიმალური რაოდენობის, 19 ადამიანის მიღება შეუძლია. თუმცა ტიპიური კონფიგურაცია 12-16 ადამიანზეა გათვლილი.

შედარებით მოკრძალებული გაბარიტების მიუხედავად (თვითმფრინავის სიგრძე 27,2 მ, ფრთის გაქანი - 23,7 მ) ის 935 კმ/სთ-ს ტოლ მაქსიმალურ სიჩქარეს ავითარებს და დაჯდომის გარეშე 8060 კილომეტრის დაფარვა შეუძლია. ამ ციფრის უკეთ წარმოსადგენად გეტყვით, რომ თბილისიდან სინგაპურამდე 7830 კილომეტრია, ტოკიომდე კი - 7830 კილომეტრი. შესაბამისად, საჭიროების შემთხვევაში, თბილისიდან აფრენილი პრეზიდენტის Gulfstream G450 ამომავალი მზის ქვეყნის დედაქალაქში შუალედური დაჯდომის გარეშე ჩაფრინდება. თუმცა ეს სიამოვნება არც ისე იაფია. 2010 წლის მონაცემებით, ახალი Gulfstream G450 38,5 მილიონი დოლარი ღირს.

ახალი "ბორტ 01" საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებაში დაახლოებით წელიწად ნახევარია. იქამდე სამთავრობო ლაინერის ფუნქციებს კანადური წარმეობის CRJ-200 ასრულებდა. ის 50 მგზავრს იტევდა, თუმცა მისი ფრენის მანძილი მხოლოდ 3700 კილომეტრია. ამჟამად თვითმფრინავიდან მოხსნილია სამთავრობოს სტატუსი და ის ავიაკომპანია "აირზენას" შემადგენლობაში რეგულარულ რეისებს ასრულებს.

ახალ Gulfstream G450-ს "სოხუმი" ქვია. ანალოგიურ სახელს ატარებდა ძველი CRJ-200-იც.

ნუკრი მგელაძე

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"