მსოფლიო
პოლიტიკა

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
სამართალი
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რიჩარდ ნორლანდი - რასაც ვხედავთ ბათუმში, არის ამსახავი, თუ რა პროცესები მიმდინარეობს საქართველოში
 რიჩარდ ნორლანდი - რასაც ვხედავთ ბათუმში, არის ამსახავი, თუ რა პროცესები მიმდინარეობს საქართველოში

ბა­თუ­მი მო­ი­აზ­რე­ბა რო­გორც ერთ-ერთი ფლაგ­მა­ნი ტო­ლე­რან­ტუ­ლი გან­წყო­ბი­სა, - ამის შე­სა­ხებ ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ელჩმა სა­ქარ­თვე­ლო­ში რი­ჩარდ ნორ­ლან­დმა ქა­ლაქ ბა­თუ­მის მერ­თან, ჯე­მალ ანა­ნი­ძეს­თან შეხ­ვედ­რის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და.

"მი­მაჩ­ნია, რომ რა­საც ვხე­დავთ ბა­თუმ­ში, არის ამ­სა­ხა­ვი იმის, თუ რა პრო­ცე­სე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­ქარ­თვე­ლო­ში. ნამ­დვი­ლად ვხე­დავთ იმას, რომ ორი­ვე მხა­რე ავ­ლენს თა­ვის გან­წყო­ბას, რათა იმუ­შა­ოს ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ინ­ტე­რე­სე­ბის სა­სარ­გებ­ლოდ. ჩემ­თვის აშ­კა­რაა, რომ ბა­თუ­მის მერი გან­წყო­ბი­ლია, რათა ითა­ნამ­შრომ­ლოს ყვე­ლა სტრუქ­ტუ­რას­თან რო­გორც რე­გი­ონ­ში, ასე­ვე თბი­ლის­ში ცენ­ტრა­ლუ­რი სტრუქ­ტუ­რე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან, აგ­რეთ­ვე, იყოს ხელ­მი­საწ­ვდო­მი ის რე­სურ­სე­ბი, რაც ხელს შე­უ­წყობ­და ბა­თუმს მო­მა­ვა­ლი წინსვლის­თვის და გან­ვი­თა­რე­ბის­თვის", - აღ­ნიშ­ნა რი­ჩარდ ნორ­ლან­დმა.

მი­სი­ვე თქმით, სა­ინ­ვეს­ტი­ციო კლი­მა­ტის ხელ­შე­წყო­ბას­თან ერ­თად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ტო­ლე­რან­ტო­ბის გა­მოვ­ლე­ნა უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის მი­მართ:

"სა­ინ­ვეს­ტი­ციო კლი­მა­ტის ხელ­შე­წყო­ბა ხდე­ბა არა მხო­ლოდ ეკო­ნო­მი­კუ­რი რე­ფორ­მე­ბით და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბით, რაც ძალ­ზედ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, არა­მედ, ასე­ვე, ტო­ლე­რან­ტო­ბის გა­მოვ­ლე­ნით, რა­სობ­რი­ვი თუ ეთ­ნი­კუ­რი გან­სხვა­ვე­ბე­ბის პა­ტი­ვის­ცე­მით. სა­ქარ­თვე­ლოს აქვს რე­პუ­ტა­ცია, რო­გორც ტო­ლე­რან­ტი ქვეყ­ნი­სა. ბა­თუ­მი მო­ი­აზ­რე­ბა ერთ-ერთ ფლაგ­მა­ნად ტო­ლე­რან­ტუ­ლი გან­წყო­ბი­სა. ჩვენ იმე­დი გვაქვს, რომ ეს გან­წყო­ბა გაგ­რძელ­დე­ბა", - აღ­ნიშ­ნა რი­ჩარდ ნორ­ლან­დმა.

ამე­რი­კის ელჩი დღეს ბა­თუ­მის მე­ჩეთ­ში აჭა­რის მუფთს ჯე­მალ პაქ­სა­ძეს შეხ­ვდე­ბა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა

რიჩარდ ნორლანდი - რასაც ვხედავთ ბათუმში, არის ამსახავი, თუ რა პროცესები მიმდინარეობს საქართველოში

 რიჩარდ ნორლანდი - რასაც ვხედავთ ბათუმში, არის ამსახავი, თუ რა პროცესები მიმდინარეობს საქართველოში

ბათუმი მოიაზრება როგორც ერთ-ერთი ფლაგმანი ტოლერანტული განწყობისა, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა ქალაქ ბათუმის მერთან, ჯემალ ანანიძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

"მიმაჩნია, რომ რასაც ვხედავთ ბათუმში, არის ამსახავი იმის, თუ რა პროცესები მიმდინარეობს საქართველოში. ნამდვილად ვხედავთ იმას, რომ ორივე მხარე ავლენს თავის განწყობას, რათა იმუშაოს ქართველი ხალხის ინტერესების სასარგებლოდ. ჩემთვის აშკარაა, რომ ბათუმის მერი განწყობილია, რათა ითანამშრომლოს ყველა სტრუქტურასთან როგორც რეგიონში, ასევე თბილისში ცენტრალური სტრუქტურების წარმომადგენლებთან, აგრეთვე, იყოს ხელმისაწვდომი ის რესურსები, რაც ხელს შეუწყობდა ბათუმს მომავალი წინსვლისთვის და განვითარებისთვის", - აღნიშნა რიჩარდ ნორლანდმა.

მისივე თქმით, საინვესტიციო კლიმატის ხელშეწყობასთან ერთად მნიშვნელოვანია, ტოლერანტობის გამოვლენა უმცირესობების მიმართ:

"საინვესტიციო კლიმატის ხელშეწყობა ხდება არა მხოლოდ ეკონომიკური რეფორმებით და ინფრასტრუქტურის განვითარებით, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია, არამედ, ასევე, ტოლერანტობის გამოვლენით, რასობრივი თუ ეთნიკური განსხვავებების პატივისცემით. საქართველოს აქვს რეპუტაცია, როგორც ტოლერანტი ქვეყნისა. ბათუმი მოიაზრება ერთ-ერთ ფლაგმანად ტოლერანტული განწყობისა. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს განწყობა გაგრძელდება", - აღნიშნა რიჩარდ ნორლანდმა.

ამერიკის ელჩი დღეს ბათუმის მეჩეთში აჭარის მუფთს ჯემალ პაქსაძეს შეხვდება.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა