ყველაზე ნებიერად თავს საფრანგეთში მცხოვრები მოსწავლეები გრძნობენ. ისინი კვირაში 4 დღე სწავლობენ. დღეში 2 საათი კი ლანჩისთვის და გართობისთვის ეთმობათ. ასევე ყველაზე გრძელი არდადეგებიც მათ აქვთ.
თუმცა, საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა განათლების კანონმდებლობას გადახედა. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სკოლებს მოსწავლეებისთვის საშინაო დავალების მიცემა აეკრძალებათ; ეს იმ რეფორმების სერიის ნაწილია, რომელიც ქვეყნის განათლების სისტემას გადასინჯავს. როგორც მთავრობაში აცხადებენ, უსამართლობაა, რომ ზოგიერთ ბავშვს საშუალება აქვს, სახლში საშინაო დავალების მომზადებაში მშობლები დაიხმაროს, ხოლო დაბალი ინტელექტის, ან ხელმოკლე მშობლების შვილებს ამის ფუფუნება არ აქვთ.
ოლანდი აცხადებს, რომ მოსწავლეები კვირაში 4-ის ნაცვლად, 5 დღე ისწავლიან და გაკვეთილების საათები შეუმცირდებათ. საფრანგეთში გაკვეთილები 8.30 საათზე იწყება და 16.30 საათამდე გრძელდება.
მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.