პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბათუმში მილების დაზიანების შედეგად ნავთობმა ამოხეთქა
ბათუმში მილების დაზიანების შედეგად ნავთობმა ამოხეთქა

ბა­თუმ­ში, ბარ­ცხა­ნის და­სახ­ლე­ბა­ში მი­ლე­ბის და­ზი­ა­ნე­ბის შე­დე­გად ნავ­თობ­მა ამო­ხეთ­ქა. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის" კო­რეს­პონ­დენ­ტი იუ­წყე­ბა, მომ­ხდა­რის გამო, კა­ზი­ნე­თის ქუ­ჩა­ზე მცხოვ­რე­ბი მი­მო­ზა ცხო­მე­ლი­ძის სახ­ლი და ეზო ნავ­თო­ბით გა­იჟღინ­თა.

"ღა­მით ვიგ­რძე­ნი სა­ში­ნე­ლი გა­ზის სუნი. 6 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში არა­ნა­ი­რი ღო­ნის­ძი­ე­ბა არ გა­ტა­რე­ბუ­ლა. მთე­ლი ოჯა­ხი და­ვიტ­ბო­რეთ. სახლ-კარი, ბაღი სულ ნავ­თო­ბი­თაა გაჟ­ღენ­თი­ლი. მძი­ნა­რე ბავ­შვებს ეს­ხმე­ო­და ნავ­თო­ბის შხე­ფე­ბი ", - აღ­ნიშ­ნა მი­მო­ზა ცხო­მე­ლი­ძემ.

ბარ­ცხა­ნის და­სახ­ლე­ბა­ში ბა­თუ­მის ნავ­თო­ბტერ­მი­ნა­ლის მი­ლე­ბის და­ზი­ა­ნე­ბის შე­დე­გად გა­ჟონ­ვის ფაქ­ტი რამ­დენ­ჯერ­მე და­ფიქ­სირ­და. თუმ­ცა რო­გორც ბარ­ცხა­ნა­ში მცხოვ­რე­ბი პა­ა­ტა მგე­ლა­ძე აღ­ნიშ­ნავს, ყვე­ლა­ზე მე­ტად მი­ლე­ბის და­ზი­ა­ნე­ბის შე­დე­გად მო­სახ­ლე­ო­ბა ამ შემ­თხვე­ვის დროს და­ზა­რალ­და.

"10-მეტ­რი­ა­ნი ჭავ­ლი "ურტყამ­და" სახ­ლს. მხო­ლოდ ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თის წინ მო­ვიდ­ნენ და და­ი­წყეს გაწ­მენ­დი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბი. პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი პირი არა­ვი­ნაა. ნავ­თო­ბის მილი გა­დის პორ­ტში, სა­ი­და­ნაც გემ­ზე იტ­ვირ­თე­ბა. ასე­თი რამ ყველ­გან შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს, მაგ­რამ 6 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ასე სის­ტე­მა­ტი­უ­რად რომ მო­დის ნავ­თო­ბი და ყუ­რა­დღე­ბას არა­ვინ აქ­ცევს, არ შე­იძ­ლე­ბა. აქ რამ­დე­ნი­მე ათა­სი ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რობს და შე­საძ­ლოა, ხალ­ხი მო­ი­წამ­ლოს", - აღ­ნიშ­ნა პა­ა­ტა მგე­ლა­ძემ.

ად­გილ­ზე მო­მუ­შა­ვე სა­მაშ­ვე­ლო ჯგუ­ფე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი კო­მენ­ტარს არ აკე­თე­ბენ.

იხი­ლეთ ვი­დეო

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

ბათუმში მილების დაზიანების შედეგად ნავთობმა ამოხეთქა

ბათუმში მილების დაზიანების შედეგად ნავთობმა ამოხეთქა

ბათუმში, ბარცხანის დასახლებაში მილების დაზიანების შედეგად ნავთობმა ამოხეთქა. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, მომხდარის გამო, კაზინეთის ქუჩაზე მცხოვრები მიმოზა ცხომელიძის სახლი და ეზო ნავთობით გაიჟღინთა.

"ღამით ვიგრძენი საშინელი გაზის სუნი. 6 საათის განმავლობაში არანაირი ღონისძიება არ გატარებულა. მთელი ოჯახი დავიტბორეთ. სახლ-კარი, ბაღი სულ ნავთობითაა გაჟღენთილი. მძინარე ბავშვებს ესხმეოდა ნავთობის შხეფები ", - აღნიშნა მიმოზა ცხომელიძემ.

ბარცხანის დასახლებაში ბათუმის ნავთობტერმინალის მილების დაზიანების შედეგად გაჟონვის ფაქტი რამდენჯერმე დაფიქსირდა. თუმცა როგორც ბარცხანაში მცხოვრები პაატა მგელაძე აღნიშნავს, ყველაზე მეტად მილების დაზიანების შედეგად მოსახლეობა ამ შემთხვევის დროს დაზარალდა.

"10-მეტრიანი ჭავლი "ურტყამდა" სახლს. მხოლოდ ნახევარი საათის წინ მოვიდნენ და დაიწყეს გაწმენდითი სამუშაოები. პასუხისმგებელი პირი არავინაა. ნავთობის მილი გადის პორტში, საიდანაც გემზე იტვირთება. ასეთი რამ ყველგან შეიძლება მოხდეს, მაგრამ 6 საათის განმავლობაში ასე სისტემატიურად რომ მოდის ნავთობი და ყურადღებას არავინ აქცევს, არ შეიძლება. აქ რამდენიმე ათასი ადამიანი ცხოვრობს და შესაძლოა, ხალხი მოიწამლოს", - აღნიშნა პაატა მგელაძემ.

ადგილზე მომუშავე სამაშველო ჯგუფების წარმომადგენლები კომენტარს არ აკეთებენ.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია