სექტემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა გაიზარდა. 2012 წლის სექტემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 115.0 მლნ აშშ დოლარი, ანუ 190.3 მლნ ლარი შეადგინა, რაც 0.9 მლნ აშშ დოლარით (1.5 მლნ ლარით), ანუ 0.8 პროცენტით მეტია 2011 წლის სექტემბერის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
ოფიციალური სტატისტიკით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 92.8 პროცენტი 12 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის. ამ ქვეყნებიდან გზავნილების მოცულობამ სექტემბერში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 12 ქვეყანაზე გასული წლის სექტემბერში მთელი ფულადი გზავნილების ასევე 92.8 პროცენტი მოდიოდა.
2012 წლის სექტემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 9.0 მლნ აშშ დოლარი (14.9 მლნ ლარი) გადაიგზავნა, გასული წლის სექტემბერში ეს მაჩვენებელი 8.3 მლნ აშშ დოლარს (13.8 მლნ ლარი) შეადგენდა.
რა? სად? რა ფასად?
გაიგეთ ”რადიო მარკეტში”
ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე
რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9