გერმანიის ხელისუფლება ქვეყნის ებრაული და მუსულმანური საზოგადოების მოთხოვნით, წინდაცვეთას კანონიერად გამოაცხადებს.
პროცედურის ჩასატარებლად მხოლოდ მშობლების თანხმობა და სამედიცინო ნორმების დაცვა იქნება საჭირო. წინდაცვეთა არ ჩატარდება სანამ ექიმები არ დარწმუნდებიან, რომ პაციენტის ჯანმრთელობას პროცედურა საფრთხეს არ შეუქმნის.
კანონპროექტს მინისტრთა კაბინეტი უახლოეს მომავალში განიხილავს. დოკუმენტში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ წინდაცვეთის ოპერაცია 6 თვემდე ასაკის ბავშვებში რელიგიური დაჯგუფებების "განსაკუთრებით პროფესიონალმა" წარმომადგენლებმა უნდა ჩაატარონ.
მომზადებულია news.am-ის მიხედვით.