მსოფლიო
სამხედრო

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კობა სუბელიანმა საკუთარ თავს 285-ათასლარიანი პრემია გამოუწერა
კობა სუბელიანმა საკუთარ თავს 285-ათასლარიანი პრემია გამოუწერა

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ახალ­გაზ­რდუ­ლი ფრთის ლი­დერ­მა და­ვით ფა­ცა­ცი­ამ მოგ­ვა­წო­და დო­კუ­მენ­ტი, სა­ი­და­ნაც ჩანს, რომ კობა სუ­ბე­ლი­ან­მა დევ­ნილ­თა და გან­სახ­ლე­ბის მი­ნის­ტრო­ბი­სას სამი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­კუ­თარ თავს 285 ათას ლარ­ზე მეტი ოდე­ნო­ბის პრე­მია გა­მო­უ­წე­რა.

- ეს სა­ი­დუმ­ლო დო­კუ­მენ­ტე­ბი სრუ­ლი­ად შემ­თხვე­ვით ჩა­მი­ვარ­და ხელ­ში, აქ კარ­გად ჩანს, თუ რა უსინ­დი­სოდ გა­მო­უ­წე­რა უზარ­მა­ზა­რი პრე­მია კობა სუ­ბე­ლი­ან­მა სა­კუ­თარ თავს მი­ნის­ტრო­ბის დროს. იმის ნაც­ვლად, რომ დევ­ნი­ლე­ბის­თვის და­ე­რი­გე­ბი­ნა კუთ­ვნი­ლი დახ­მა­რე­ბე­ბი, მი­ნის­ტრი სუ­ბე­ლი­ა­ნი პრე­მი­ებს თა­ვის­თვის იწერ­და. 2010 წელს მან - 89 000 ათა­სი, 2011 წელს - 98 040, 2012 წელს კი 98-ათას­ლა­რი­ა­ნი პრე­მია გა­მო­ი­წე­რა. მას არ ჰქონ­და 3 500 ლარ­ზე მე­ტის აღე­ბის უფ­ლე­ბა ხელ­ფა­სის სა­ხით და სწო­რედ ამის გამო გა­მო­ი­წე­რა ამ­ხე­ლა პრე­მია. მე 25 მარტს მი­ვუ­ტა­ნე ეს დო­კუ­მენ­ტე­ბი კობა სუ­ბე­ლი­ანს. მას მი­აჩ­ნია, რომ ეკუთ­ვნო­და ამ­ხე­ლა პრე­მი­ე­ბი მა­შინ, როცა დევ­ნი­ლე­ბი 22 და 28-ლა­რი­ან დახ­მა­რე­ბებ­საც ვერ იღე­ბენ. დღეს კი­დევ ერ­თმა პრობ­ლე­მამ იჩი­ნა თავი: ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი დაჰ­პირ­და დევ­ნი­ლებს, რომ სა­ცხოვ­რე­ბელ ფარ­თობს ყვე­ლა მათ­განს და­უ­კა­ნო­ნებს, მაგ­რამ, სამ­წუ­ხა­როდ, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წა­ქე­ზე­ბით ბოლო დღე­ებ­ში დევ­ნი­ლე­ბი სხვა­დას­ხვა ობი­ექ­ტზე შეც­ვივ­დნენ. მო­ვუ­წო­დებ მათ, თავი შე­ი­კა­ვონ ძა­ლა­დო­ბის­გან, რად­გან ეს ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან მალე დას­რულ­დე­ბა.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

კობა სუბელიანმა საკუთარ თავს 285-ათასლარიანი პრემია გამოუწერა

კობა სუბელიანმა საკუთარ თავს 285-ათასლარიანი პრემია გამოუწერა

"ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის ლიდერმა დავით ფაცაციამ მოგვაწოდა დოკუმენტი, საიდანაც ჩანს, რომ კობა სუბელიანმა დევნილთა და განსახლების მინისტრობისას სამი წლის განმავლობაში საკუთარ თავს 285 ათას ლარზე მეტი ოდენობის პრემია გამოუწერა.

- ეს საიდუმლო დოკუმენტები სრულიად შემთხვევით ჩამივარდა ხელში, აქ კარგად ჩანს, თუ რა უსინდისოდ გამოუწერა უზარმაზარი პრემია კობა სუბელიანმა საკუთარ თავს მინისტრობის დროს. იმის ნაცვლად, რომ დევნილებისთვის დაერიგებინა კუთვნილი დახმარებები, მინისტრი სუბელიანი პრემიებს თავისთვის იწერდა. 2010 წელს მან - 89 000 ათასი, 2011 წელს - 98 040, 2012 წელს კი 98-ათასლარიანი პრემია გამოიწერა. მას არ ჰქონდა 3 500 ლარზე მეტის აღების უფლება ხელფასის სახით და სწორედ ამის გამო გამოიწერა ამხელა პრემია. მე 25 მარტს მივუტანე ეს დოკუმენტები კობა სუბელიანს. მას მიაჩნია, რომ ეკუთვნოდა ამხელა პრემიები მაშინ, როცა დევნილები 22 და 28-ლარიან დახმარებებსაც ვერ იღებენ. დღეს კიდევ ერთმა პრობლემამ იჩინა თავი: ბიძინა ივანიშვილი დაჰპირდა დევნილებს, რომ საცხოვრებელ ფართობს ყველა მათგანს დაუკანონებს, მაგრამ, სამწუხაროდ, "ნაციონალური მოძრაობის" წაქეზებით ბოლო დღეებში დევნილები სხვადასხვა ობიექტზე შეცვივდნენ. მოვუწოდებ მათ, თავი შეიკავონ ძალადობისგან, რადგან ეს ყველაფერი ძალიან მალე დასრულდება.

თამარ ბოჭორიშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"