ნანა პატარკაციშვილი - თუ ვინმე გრძნობს, რომ "იმედში" არ უნდა დარჩეს, იქნებ ჯობდეს, თვითონ წავიდეს

ნანა პატარკაციშვილი - თუ ვინმე გრძნობს, რომ "იმედში" არ უნდა დარჩეს, იქნებ ჯობდეს, თვითონ წავიდეს

თუ ვინმე გრძნობს, რომ ტელეკომპანია "იმედში" არ უნდა დარჩეს, იქნებ ჯობდეს, სანამ ჩვენ გავუშვებთ, თვითონ წავიდეს, - ამის შესახებ ბადრი პატარკაციშვილის დამ, ნანა პატარკაციშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ისინი რევანშისთვის ტელევიზიაში არ მოსულან.

"ჩვენ რევანშისთვის ამ ტელევიზიაში არ მოვსულვართ, ჩვენ მოვედით ბალანსის და ობიექტურობისთვის. თუკი ვინმე გრძნობს, რომ "იმედში" არ უნდა დარჩეს, იქნებ ჯობდეს, სანამ ჩვენ გავუშვებთ, თვითონვე წავიდეს", - აღნიშნა ნანა პატარკაციშვილმა.

მისი თქმით, უფრო დეტალურად თუ ვინ უხელმძღვანელებს ტელეკომპანია "იმედს" და რა ცვლილებები განხორციელდება, ოჯახის წევრები განცხადებას მოგვიანებით გააკეთებენ.

დღეს ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის წევრები შპს "ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის" ხელმძღვანელ გიორგი არველაძეს შეხვდნენ. ეს კომპანია ჯერ ისევ ფლობს "იმედის" 100%-იან წილს.

"ინტერპრესნიუსი"

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები