მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როტერდამის მუზეუმიდან მხატვრების შედევრები მოიპარეს
როტერდამის მუზეუმიდან მხატვრების შედევრები მოიპარეს

ჰო­ლან­დი­ის კუნსტჰა­ლის მუ­ზე­უმ­ში შე­პა­რულ ქურ­დებს მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე წუთი დას­ჭირ­დათ, რათა ბოლო ათწლე­უ­ლის ძარ­ცვა გა­ნე­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­ნათ. მო­პა­რუ­ლი სუ­რა­თე­ბის სა­ერ­თო ღი­რე­ბუ­ლე­ბა 300 მი­ლი­ო­ნი ევ­როა. კუნსტჰა­ლის მუ­ზე­უ­მის დაც­ვა და პო­ლი­ცია ად­გილ­ზე გან­გა­შის ამოქ­მე­დე­ბი­დან 5 წუთ­ში მო­ვი­და. თუმ­ცა ეს დრო საკ­მა­რი­სი აღ­მოჩ­ნდა ქურ­დე­ბი­სათ­ვის, რათა გო­გე­ნის, მა­ტი­სის, მე­ი­ერ დე ჰა­ნის, პი­კა­სოს, ფრო­ი­დის და მო­ნეს რამ­დე­ნი­მე ნა­მუ­შე­ვა­რი გა­ე­ტა­ცათ - იუ­წყე­ბა და­სავ­ლუ­რი პრე­სა.

ეს ტრი­ტო­ნის ფონ­დის კო­ლექ­ცი­ის პირ­ვე­ლი სა­ჯა­რო გა­მო­ფე­ნა იყო და 150 ნა­მუ­შე­ვარს შე­ი­ცავ­და.

"კუნსტჰა­ლის მუ­ზე­უ­მი 20 წლი­სა, კო­ლექ­ცია კი უნი­კა­ლუ­რი იყო. ჩვენ ბევ­რი სხვა უნი­კა­ლუ­რი გა­მო­ფე­ნაც გვქო­ნია, თუმ­ცა დღემ­დე ასე­თი პრობ­ლე­მე­ბი არ შეგვქმნია. რაც არ უნდა გა­ა­კე­თო, 100%-იანი უსაფრ­თხო­ე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა შე­უძ­ლე­ბე­ლია", - გა­ნა­ცხა­და მუ­ზე­უ­მის დი­რექ­ტორ­მა.

ეს ჰო­ლან­დი­ა­ში ხე­ლოვ­ნე­ბის ნა­მუ­შევ­რე­ბის პირ­ვე­ლი მას­შტა­ბუ­რი ქურ­დო­ბა რო­დია, 1991 წელს ამ­სტერ­დამ­ში მძარ­ცვე­ლებ­მა ვან გო­გის 20 სუ­რა­თი მო­ი­პა­რეს.

"სუ­რა­თე­ბი კრი­მი­ნა­ლურ სამ­ყა­რო­ში წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში დარ­ჩე­ბა. მათ გა­ყიდ­ვას ვერ შეძ­ლე­ბენ, შე­საძ­ლოა დამ­ნა­შა­ვე­ებ­მა სუ­რა­თე­ბი გა­ა­ნად­გუ­რონ კი­დეც. მათი გა­ყიდ­ვა კი შე­უძ­ლე­ბე­ლია", - გა­ნა­ცხა­და უსაფრ­თხო­ე­ბის ექ­სპერ­ტმა ტონ კე­რერ­მა.

პო­ლი­ცია ვა­რა­უ­დობს, რომ მო­სა­ლოდ­ნე­ლია გა­მო­სას­ყი­დის მო­თხოვ­ნა. უც­ნო­ბია, რო­გორ შეძ­ლეს ქურ­დებ­მა მა­ღა­ლი დო­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის სის­ტე­მის გა­ნე­იტ­რა­ლე­ბა ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბის გა­რე­შე.

იხი­ლეთ ვი­დეო

მომ­ზა­დე­ბუ­ლია bbc.co.uk-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

როტერდამის მუზეუმიდან მხატვრების შედევრები მოიპარეს

როტერდამის მუზეუმიდან მხატვრების შედევრები მოიპარეს

ჰოლანდიის კუნსტჰალის მუზეუმში შეპარულ ქურდებს მხოლოდ რამდენიმე წუთი დასჭირდათ, რათა ბოლო ათწლეულის ძარცვა განეხორციელებინათ. მოპარული სურათების საერთო ღირებულება 300 მილიონი ევროა. კუნსტჰალის მუზეუმის დაცვა და პოლიცია ადგილზე განგაშის ამოქმედებიდან 5 წუთში მოვიდა. თუმცა ეს დრო საკმარისი აღმოჩნდა ქურდებისათვის, რათა გოგენის, მატისის, მეიერ დე ჰანის, პიკასოს, ფროიდის და მონეს რამდენიმე ნამუშევარი გაეტაცათ - იუწყება დასავლური პრესა.

ეს ტრიტონის ფონდის კოლექციის პირველი საჯარო გამოფენა იყო და 150 ნამუშევარს შეიცავდა.

"კუნსტჰალის მუზეუმი 20 წლისა, კოლექცია კი უნიკალური იყო. ჩვენ ბევრი სხვა უნიკალური გამოფენაც გვქონია, თუმცა დღემდე ასეთი პრობლემები არ შეგვქმნია. რაც არ უნდა გააკეთო, 100%-იანი უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია", - განაცხადა მუზეუმის დირექტორმა.

ეს ჰოლანდიაში ხელოვნების ნამუშევრების პირველი მასშტაბური ქურდობა როდია, 1991 წელს ამსტერდამში მძარცველებმა ვან გოგის 20 სურათი მოიპარეს.

"სურათები კრიმინალურ სამყაროში წლების განმავლობაში დარჩება. მათ გაყიდვას ვერ შეძლებენ, შესაძლოა დამნაშავეებმა სურათები გაანადგურონ კიდეც. მათი გაყიდვა კი შეუძლებელია", - განაცხადა უსაფრთხოების ექსპერტმა ტონ კერერმა.

პოლიცია ვარაუდობს, რომ მოსალოდნელია გამოსასყიდის მოთხოვნა. უცნობია, როგორ შეძლეს ქურდებმა მაღალი დონის უსაფრთხოების სისტემის განეიტრალება ძალის გამოყენების გარეშე.

იხილეთ ვიდეო

მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს