პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ირმა ინაშვილი "პიკ"-ის თანამშრომლებს სიხშირის დაბრუნებისთვის ერთობლივი ბრძოლისკენ მოუწოდებს
ირმა ინაშვილი "პიკ"-ის თანამშრომლებს სიხშირის დაბრუნებისთვის ერთობლივი ბრძოლისკენ მოუწოდებს

"ობი­ექ­ტი­ვის" ჟურ­ნა­ლის­ტი ირმა ინაშ­ვი­ლი "პიკ"-ის თა­ნამ­შრომ­ლებს სიხ­ში­რის დაბ­რუ­ნე­ბის­თვის ერ­თობ­ლი­ვი ბრძო­ლის­კენ მო­უ­წო­დებს.

რო­გორც ინაშ­ვილ­მა "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გა­ნუ­ცხა­და, სიხ­ში­რე, რო­მელ­ზეც არხი მა­უ­წყებ­ლობს, თა­ვის დრო­ზე "ობი­ექ­ტივს" ეკუთ­ვნო­და, თუმ­ცა 2004 წელს ჩა­მო­არ­თვეს.

"სა­ა­კაშ­ვი­ლის რე­ჟიმ­მა ჯერ კი­დევ 2004 წელს წა­არ­თვა "ობი­ექ­ტივს" 35-ე დე­ცი­მეტ­რუ­ლი სიხ­ში­რე, რა­ზეც თბი­ლი­სის მას­შტა­ბით ვმა­უ­წყებ­ლობ­დით და ის ტე­ლე­კომ­პა­ნია "ალა­ნი­ას" გა­დას­ცა. ჩვე­ნი სი­მარ­თლე ვე­რა­ნა­ი­რად ვერ და­ვამ­ტკი­ცეთ, რის შემ­დე­გაც მივ­მარ­თე ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი გა­მო­ძი­ე­ბის გზას და ის ინ­ტერ­ნეტ­ში დევს. "ალა­ნი­ას" თემა ძა­ლი­ან რომ გახ­მა­ურ­და, ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ გა­და­წყვი­ტა მის­თვის სა­ხელ­წო­დე­ბა შე­ეც­ვა­ლა და კვა­ლი გა­ექ­რო, რის გა­მოც მას უწო­დეს "რე­გი­ონ ტვ". ჩვენ, რა თქმა უნდა, ესეც გა­ვაპ­რო­ტეს­ტეთ და ვთქვით, რომ "რე­გი­ონ ტვ" ჩვენ­თვის წარ­თმე­ულ არხზე მა­უ­წყებ­ლობს. ბო­ლოს 35-ე დე­ცი­მიტ­რუ­ლი სიხ­ში­რე, ანუ იგი­ვე "რე­გი­ონ ტვ" შე­უ­ერ­თდეს "პიკს", - გა­ნა­ცხა­და ინაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, ის "პიკ"-ის ჟურ­ნა­ლის­ტებს ურ­ჩევს სიხ­ში­რის და­საბ­რუ­ნებ­ლად მას­თან ერ­თად იბ­რძო­ლონ, შე­დე­გის მიღ­წე­ვის შემ­დეგ კი ყვე­ლა პრო­ფე­სი­ო­ნალს სამ­სა­ხუ­რის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის პი­რო­ბას აძ­ლევს.

"ვე­უბ­ნე­ბი "პიკ"-ის ჟურ­ნა­ლის­ტებს, რომ­ლე­ბიც იფი­ცე­ბი­ან, რომ ხვალ და ზეგ შე­იძ­ლე­ბა და­კარ­გონ სამ­სა­ხუ­რი - მობ­რძან­დით ჩემ­თან, თუ არ მობ­რძან­დე­ბით, ინ­ტერ­ნეტ­ში ნა­ხეთ ჩემს მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბა, იბ­რძო­ლეთ სიხ­ში­რის დაბ­რუ­ნე­ბის­თვის ჩემ­თან ერ­თად და გპირ­დე­ბით, მისი დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ ყვე­ლა პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი შე­ი­ნარ­ჩუ­ნებთ სამ­სა­ხურს, სიხ­ში­რეს კი აუ­ცი­ლებ­ლად და­ვიბ­რუ­ნებთ", - აღ­ნიშ­ნა ინაშ­ვილ­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

ირმა ინაშვილი "პიკ"-ის თანამშრომლებს სიხშირის დაბრუნებისთვის ერთობლივი ბრძოლისკენ მოუწოდებს

ირმა ინაშვილი "პიკ"-ის თანამშრომლებს სიხშირის დაბრუნებისთვის ერთობლივი ბრძოლისკენ მოუწოდებს

"ობიექტივის" ჟურნალისტი ირმა ინაშვილი "პიკ"-ის თანამშრომლებს სიხშირის დაბრუნებისთვის ერთობლივი ბრძოლისკენ მოუწოდებს.

როგორც ინაშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, სიხშირე, რომელზეც არხი მაუწყებლობს, თავის დროზე "ობიექტივს" ეკუთვნოდა, თუმცა 2004 წელს ჩამოართვეს.

"სააკაშვილის რეჟიმმა ჯერ კიდევ 2004 წელს წაართვა "ობიექტივს" 35-ე დეციმეტრული სიხშირე, რაზეც თბილისის მასშტაბით ვმაუწყებლობდით და ის ტელეკომპანია "ალანიას" გადასცა. ჩვენი სიმართლე ვერანაირად ვერ დავამტკიცეთ, რის შემდეგაც მივმართე ჟურნალისტური გამოძიების გზას და ის ინტერნეტში დევს. "ალანიას" თემა ძალიან რომ გახმაურდა, ხელისუფლებამ გადაწყვიტა მისთვის სახელწოდება შეეცვალა და კვალი გაექრო, რის გამოც მას უწოდეს "რეგიონ ტვ". ჩვენ, რა თქმა უნდა, ესეც გავაპროტესტეთ და ვთქვით, რომ "რეგიონ ტვ" ჩვენთვის წართმეულ არხზე მაუწყებლობს. ბოლოს 35-ე დეციმიტრული სიხშირე, ანუ იგივე "რეგიონ ტვ" შეუერთდეს "პიკს", - განაცხადა ინაშვილმა.

მისივე განმარტებით, ის "პიკ"-ის ჟურნალისტებს ურჩევს სიხშირის დასაბრუნებლად მასთან ერთად იბრძოლონ, შედეგის მიღწევის შემდეგ კი ყველა პროფესიონალს სამსახურის შენარჩუნების პირობას აძლევს.

"ვეუბნები "პიკ"-ის ჟურნალისტებს, რომლებიც იფიცებიან, რომ ხვალ და ზეგ შეიძლება დაკარგონ სამსახური - მობრძანდით ჩემთან, თუ არ მობრძანდებით, ინტერნეტში ნახეთ ჩემს მიერ ჩატარებული გამოძიება, იბრძოლეთ სიხშირის დაბრუნებისთვის ჩემთან ერთად და გპირდებით, მისი დაბრუნების შემდეგ ყველა პროფესიონალი შეინარჩუნებთ სამსახურს, სიხშირეს კი აუცილებლად დავიბრუნებთ", - აღნიშნა ინაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები